პინგვინი აინშტაინი
14.9
მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი
სტიუარტები ერთ დღეს ლონდონის ზოოპარკს ესტუმრნენ. ბავშვების ყურადღება ერთმა საზრიანმა პინგვინმა, სახელად აინშტაინმა მიიპყრო და მისის სტიუარტმა ის შინ მიიპატიჟა. თუმცა ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, რომ პინგვინი საღამოს მართლაც მიაკითხავდა ზურგჩანთით!
და აი, მას შემდეგ აინშტაინი ახალ ოჯახთან ცხოვრობს.
ერთად არაერთი სახალისო და საინტერესო რამ გადახდებათ თავს მანამ, სანამ სტიუარტები გაარკვევენ, სად არის მათი უჩვეულო სტუმრის ნამდვილი სახლი. ეს კი მარტივი სულაც არ აღმოჩნდება.
- გამომცემლობა
- სულაკაური
- ფასი
- 14.9
- წონა
- 0.399
- ნანახია
- 689
მსგავსი პროდუქტები
გოჭი სახელად ბატიბუტი
ავტორი: ჰელენ პიტერსი
მთარგმნელი: ნათია ჯინჯოლავა
ბედის ანაბარა დარჩენილ ციცქნა გოჭს დახმარება სჭირდება. თუ ვინმე არ უშველის, ან შიმშილი მოკლავს, ან და-ძმები გაჭყლეტენ…
ჯეინს ბევრი არ უფიქრია. უსუსური არსება მეზობლის ფერმიდან მალულად წამოიყვანა, შეიფარა დაუმკურნალა. ბატიბუტი გადარჩა, თუმცა, გოგონას არ შეუძლია, გოჭუნა სამუდამოდ დაიტოვოს… ერთქარიშხლიან ღამეს კი უბედურება ხდება და ყველაფერი იცვლება…
8.9
ძაღლი სახელად კექსი
ავტორი: ჰელენ პიტერსი
მთარგმნელი: ნათია ჯინჯოლავა
ჯეინს მთელი თავისი ცოდნა, ალღო და მოხერხებულობა დასჭირდა, რომ მიტოვებული ლეკვი გადაერჩინა. გოგონას არც სითბო დაუშურებია და არც სიყვარული, მაგრამ დარწმუნებული მაინც არ არის, რომ პატარა კექსი – როგორც მას სახელად შეარქვა – ადამიანებს როდისმე ისევ ენდობა. მოულოდნელად ჯეინი თვითონ ჩავარდება გასაჭირში და ერთადერთი, ვისაც დახმარება შეუძლია, პატარა კექსია.
ნეტავ, როგორ მოიქცევა ლეკვი?
8.9
დათვი, სახელად პადინგტონი (წიგნი 1)
ავტორი: მაიკლ ბონდი
მთარგმნელი: თეა ბაკურაძე
დათვი პადინგტონი შორეული, უღრანი პერუდან ჩამოვიდა. მისტერ და მისის ბრაუნებმა ის პირველად რკინიგზის სადგურზე ნახეს და მას შემდეგ მათი ოჯახის ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა – ჩვეულებრივი დღეები დაუვიწყარ თავგადასავლებად იქცა, რადგან მათ ოჯახს ახალი წევრი პადინგტონი შეემატა.
8.9
პადინგტონი ისევ შარში ეხვევა (წიგნი 2)
ავტორი: მაიკლ ბონდი
მთარგმნელი: თეა ბაკურაძე
პადინგტონი ნამდვილად განსაკუთრებული დათვია. ამჯერად ის ბრაუნებთან თავისი ოთახის გარემონტებას განიზრახავს, პატარა საგამოძიებო საქმეს წამოიწყებს და ფოტოგრაფიითაც დაინტერესდება. თუმცა მისი არცერთი წამოწყება არ ჩაივლის არეულ-დარეულობის გარეშე.
8.9