santaesperanza
რა არის მედიტაცია?
რა არის მედიტაცია?

რა არის მედიტაცია?


15

შო – ინდოელი სულიერი მასწავლებელი (გურუ) და ფილოსოფოსი.

ლონდონის გაზეთმა „Sunday Times“ ოშოს „მეოცე საუკუნის ათასი შემქმნელიდან“ ერთ-ერთი უწოდა. ამერიკელმა მწერალმა, ტომ რობინსმა კი იგი დაახასიათა როგორც „იესო ქრისტეს დროიდან ყველაზე უფრო სახიფათო ადამიანი.“ გაზეთმა „Sunday Mid-Dey“ (ინდოეთი) ოშო განდის, ნერუს და ბუდას გვერდით დააყენა – იმ ათი ადამიანის გვერდით, ვინც ინდოეთის ბედი შეცვალეს.

ასევე, ოშო ცნობილია შინაგანი ტრანსფორმაციის მეცნიერებაში რევოლუციური ღვაწლით. მედიტაციასთან მისი მიდგომა ითვალისწინებს თანამედროვე ცხოვრების დაჩქარებულ ტემპს. ოშოს უნიკალური „აქტიური მედიტაციების“ დანიშნულებაა, უპირველეს ყოვლისა, სხეულისა და გონების გათავისუფლება სტრესისგან, რათა შემდგომში უფრო ადვილი იყოს სიმშვიდისა და აზრისგან თავისუფალი მოდუნების მდგომარეობის გადატანა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

წიგნი – „რა არის მედიტაცია?“ – შედგება ოშოს ორი მცირე ზომის წიგნისგან, „ცნობიერება და მედიტაცია“ და „რა არის მედიტაცია?“. წიგნში საუბარია მედიტაციის მნიშვნელობაზე, მის როლზე პიროვნულ განვითარებაში, შესაძლებლობებზე. წიგნში ავტორის მიერ მოყვანილია მედიტაციის 38 მნიშვნელობა, როგორიცაა შემოქმედება, მეცნიერება, მდუმარება, თავისუფლება, მოწიფულობა, შემთვისებლობა, სიცხადე, გაწმენდა, გაცნობიერება, გაგება, ერთიანობა, ტრანსფორმაცია და ა.შ.


გამომცემლობა
აქტი
ფასი
15
წონა
0.199
ნანახია
412
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები