როგორ გავხდეთ დრაკონივით ზრდილობიანი?
29.95
ავტორი: სტეფანკა სეკანინოვა
მარტინ შოიდრი
ანცი კონკია რომ მშვენიერ და დახვეწილ პრინცესად გადააქციო, რამდენიმე ჯადოსნურ თაგვზე მეტია საჭირო. სამეფო ეტიკეტის გაკვეთილები გვჭირდება. საბედნიეროდ, კონკია სწრაფად სწავლობს და მზად არის, ალუბლის კურკების პირიდან სროლაც შეწყვიტოს. ისწავლე კონკიასთან ერთად თავის მოვლა, მისალმების წესები, სპაგეტის ჭამა და შეიტყვე, რისთვის არის საჭირო ყველა ეს კოვზი, ჩანგალი და ბევრი სხვა რამ. პატარა საყვარელი დრაკონი სიამოვნებით დაგეხმარება. ვინ იცის, იქნებ პრინცმა და მკაცრმა დედოფალმაც ისწავლონ მხიარული კონკიასაგან რაღაც მნიშვნელოვანი... მოიცადე და ნახავ!
მხატვარი: მარტინ შოიდრი
მთარგმნელი: ანა აბელიანი
- გამომცემლობა
- არტანუჯი
- ფასი
- 29.95
- ნანახია
- 101
მსგავსი პროდუქტები
როგორ გავხდეთ დრაკონივით ყოჩაღი!
ავტორი: სტეფანკა სეკანინოვა ვერონიკა ზაქაროვა
მხატვარი: ვერონიკა ზაქაროვა
მთარგმნელი: ანა აბელიანი
აუ! აუ! როგორ მტკივა! ყური უგდე ამ კვნესას. გამოქვაბულის ბინადარ პატარა დრაკონს კბილი აწუხებს – და არც კი იცის, რომ მალე მასზე თითისტოლა, მაგრამ შეუპოვარი პრინცესა იზრუნებს.
აბა, აბა, პატარა დრაკონო! დროა, კბილის პასტა და ჯაგრისი მოიმარჯვო და საქმეს შევუდგეთ... ასე და ამგვარად, ჩვენი მტირალა, ჭუჭყიანი პატარა მეგობარი ბეჯით და დამჯერ დრაკონად გადაიქცევა! პრინცესას წყალობით, ხელების სწორად დაბანასა და კბილების სათანადოდ გახეხვას ისწავლის, აღარც ნივთებს მიმოფანტავს უწესრიგოდ. ბევრ მწვანე ბოსტნეულს შეჭამს და სიზარმაცესაც ვარჯიშით მოერევა... გინდა დრაკონთან ერთად შენც ისწავლო ჯანსაღი ცხოვრების წესები? ჰოო? მაშ, ყური ვუგდოთ პატარა პრინცესას...
29.9