santaesperanza
როგორ მოვარჯულოთ დრაკონი: როგორ ვისაუბროთ დრაკონულ ენაზე (3)
როგორ მოვარჯულოთ დრაკონი: როგორ ვისაუბროთ დრაკონულ ენაზე (3)

როგორ მოვარჯულოთ დრაკონი: როგორ ვისაუბროთ დრაკონულ ენაზე (3)


11.95
  • ავტორი: კრესიდა კოუელი
  • მთარგმნელი: არჩილ რაჭველი
  • სერია: ლიბერკიდსი

ბოყინა საზარელ ვირთევზა მესამეს თავის ცხოვრებაში ყველაზე ამაღელვებელი და ფათერაკებით სავსე ეპიზოდის გადალახვა მოუწევს. ბოყინას დრაკონის, უკბილოს აზრით, ვიკინგებს სკუმბრიაზე მეტი ტვინი არა აქვთ, თუმცა მალე პატარა დრაკონს მათი დახმარება დასჭირდება. რადგან როდესაც უკბილოს რომაელები იჭერენ, მისი გადარჩენა მხოლოდ ბოყინასა და მის მეგობარს, თევზისფეხას შეუძლიათ. მაგრამ მდგომარეობა უარესდება, როდესაც რომაელები ბოყინას უძვირფასეს წიგნს, „როგორ ვისაუბროთ დრაკონულ ენაზე“ ართმევენ და მას და მის მეგობარ თევზისფეხას ავბედით ციხესიმაგრეში გამოამწყვდევენ. ბოყინამ და თევზისფეხამ არა მხოლოდ უკბილო უნდა გადაარჩინონ, არამედ საკუთარი თავიც უნდა იხსნან. საკითხავი კი ის არის, ამას როგორ მოახერხებენ?


გამომცემლობა
პალიტრა L
ფასი
11.95
წონა
0.277
ნანახია
132
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები