santaesperanza
სამი წითელი თევზი
სამი წითელი თევზი

სამი წითელი თევზი


9.9

ავტორი: რაკელ პულიდო

სერია: საოცრება

„სანამ ტკივილის ატანა შეგიძლია, ნუ იტირებ“, –  ეუბნება ხოლმე მამა მარტინს და ისიც

ითმენს, როცა რაღაც აწუხებს, რაღაც აფიქრებს, ანერვიულებს;

ითმენს და ელოდება, როდის შეიცვლება მათ ოჯახში რამე, როდის ექნება საკუთარი ოთახი, უყიდიან საყვარელ კომპიუტერულ თამაშს, ეყოლება ძაღლი, რომელზეც ამდენი ხანია, ოცნებობს…

და მარტინი თანდათან ხვდება, რომ ამქვეყნად უფრო მნიშვნელოვანი რამეებიც არსებობს, ვიდრე საკუთარი ოთახი ან საზაფხულო ბანაკში წასვლაა; რომ მთავარია, ოჯახის წევრებს ერთმანეთის ესმოდეთ, უყვარდეთ, ზრუნავდნენ, თანაუგრძნობდნენ; ვერც ძაღლი და ვერც წითელი თევზი ვერასოდეს ჩაანაცვლებს საყვარელი ადამიანების მონატრებას და რომ ტირილი სულაც არაა სისუსტის გამოვლინება.

ასეა, ზოგჯერ მამაც შეიძლება შეცდეს – მოზღვავებული ემოციებისგან ტირილი მანამდეც შეიძლება, სანამ მოთმენა ჯერ კიდევ შეგიძლია.

მთარგმნელი: თინა ბატიაშვილი


გამომცემლობა
სულაკური
ფასი
9.9
ნანახია
184
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები