santaesperanza
საწყისთა საწყისი
საწყისთა საწყისი

საწყისთა საწყისი


15

ავტორი : ოშო

მთარგმნელი : დიმიტრი უჩანეიშვილი

 

ადამიანი განუწყვეტლივ ძიების პროცესშია და ცდილობს გაიგოს რა არის ის ჭეშმარიტება, რამაც მისი და სამყაროს არსებობა განაპირობა. ხშირად, მავანი ყოველივე არსებულს ლოგიკურ ახსნას უძებნის, არგებს იმ რეალობას, რაშიც იმყოფება და შესაძლო დასკვნებს აკეთებს, თუმცა ძიების პროცესში ავიწყდება, რომ ძიება საკუთარი თავიდან და საკუთარ თავში უნდა დავიწყოთ, რამეთუ ,,ჭეშმარიტების ძიების პირველი წესი იმაში მდგომარეობს, რომ თამაშად მივიჩნიოთ ის, რასაც ცხოვრებაში რეალობად განვიხილავთ! მხოლოდ ამის შემდეგ გამოავლენს თავის თავს ჭეშმარიტება!“
ძალაუფლების სტრუქტურები, ნაციონალიზმი, იდენტობა, კულტურა თუ სხვა არის ის მახასიათებლები, რომლებიც კაცობრიობას ჯგუფებად ყოფს, რის შედეგადაც ყველა მათგანს განსხვავებულად ესმის ის უნივერსალური საკითხები, რამაც ეს სტრუქტურები და ჩვენი არსებობა ამ გარემოში განაპირობა.
თუ ვინ ვართ ჩვენ, საიდან მოვდივართ და რა მნიშვნელობას ატარებს ჩვენი ყოფიერება – ეს ის საკითხებია, რომელსაც ადამიანი თავისი გააზრებული ცხოვრების განმავლობაში კვლევის საგნად აქცევს და სწორედ ამის გამორკვევას ცდილობს ოშო წიგნში – „საწყისთა საწყისი“.


გამომცემლობა
აქტი
ფასი
15
წონა
0.199
ნანახია
704
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები