სულის ვნებანი
10
ავტორი: რენე დეკარტი
მთარგმნელი: დოდო ლაბუჩიძე-ხოფერია
დეკარტის ნაშრომი "სული ვნებანი" შეიქმნა ბოჰემიის პრინცესა ელისაბედის თხოვნით. ელისაბედმა თხოვნით მიმართა ფრანგ ფილოსოფოსს,განესაზღვრა ვნებათა რაობა, რადგან ძველი დროის მოაზროვნეთა ნაწერებში ყველაზე მეტად იგრძნობოდა ცოდნის სიმწირე ვნებათა შესახებ. ამ ნაშრომში დეკარტი იკვლევს მრავაგვარ ვნებას, ცხადად იმეცნებს საკუთარ თავს როგორც სუბსტანციას, რომლის არსება და ბუნება აზროვნებაა, რომლის ღმერთი არის შემოქმედი გონისა და სხეულისაც და ის აცხადებს რომ-სხეული თავის ბუნებით გაყოფადია, გონება კი განუყოფელი.
- გამომცემლობა
- აგორა
- ფასი
- 10
- წონა
- 0.155
- ნანახია
- 126
მსგავსი პროდუქტები
ფილოსოფიის საწყისები
ავტორი: რენე დეკარტი
ახალი ფილოსოფიის ერთ-ერთი ფუძემდებლისა და თვალსაჩინო წარმომადგენლის, რენე დეკარტის (1596-1650) ფილოსოფიურმა მოძღვრებამ უაღრესად დიდი ზეგავლენა მოახდინა მომდევნო პერიოდის დასავლეთ ევროპის აზროვნებაზე. დეკარტი შეეცადა დაეჭვების გზით აღმოეჩინა ერთი ცხადი და უდავო ჭეშმარიტება და ამ უკანასკნელის საფუძველზე აეგო ფილოსოფიური მოძღვრება, რომლის დედააზრი გონების უზენაესობაა. დეკარტის იშვიათმა ნიჭმა წარუშლელი კვალი დატოვა მეცნიერების მრავალ დარგში; დიდია მისი წვლილი მათემატიკის, ფიზიკის, ასტრონომიის, ბიოლოგიის, ფსიქოლოგიის განვითარებაში. დეკარტის მექანიკური ფიზიკიდან მიეცა დასაბამი ფრანგულ მატერიალიზმს, ხოლო მისი მეტაფიზიკა XVII-XVIII საუკუნეების იდეალიზმის საფუძველი შეიქნა. წინამდებარე ნაშრომში დეკარტი ეძიებს ფილოსოფიის იმ უდავო საწყისებს, რომელთაც ფილოსოფიას უნდა დასესხებოდა ყველა ის მეცნიერება, რაზედაც კი თავად ხელი მიუწვდებოდა. რენე დეკარტის შრომები – „მსჯელობა მეთოდის შესახებ“, „მეტაფიზიკური მედიტაციები“, „სულის ვნებანი“, „ფილოსოფიის საწყისები“ – მისი, როგორც ფილოსოფოსის უდიდესი გონიერებისა და განსჯითი ნიჭის ნაყოფი, ფილოსოფიური აზროვნების ბრწყინვალე ნიმუშებად რჩება. მისასალმებელია, რომ მსოფლიოს მრავალ ენაზე თარგმნილი რენე დეკარტის თხზულების „ფილოსოფიის საწყისების“ წინამდებარე პირველი ქართული თარგმანი შეემატება ჩვენი ეროვნული კულტურის საგანძურს.
11.9