ტაფიტი სამოგზაუროდ მიდის
19.9
მთარგმნელი: მაია ლიპარტელიანი
ტაფიტი თავგადასავლებისა და მოგზაურობის მოყვარული სურიკატია, ფუნჯა კი – მისი განუყრელი მეგობარი გოჭი. ისინი აფრიკის სავანაში ცხოვრობენ და ხან ქვეყნიერების კიდის დასალაშქრად მიემგზავრებიან, ხან ტაფიტის ბაბუის ბაბუის ბაბუის ბაბუის დამარხული განძის აღმოჩენას ცდილობენ…
მერე რა, რომ მათ უამრავი საფრთხე ემუქრებათ: ციდან – არწივი, მიწაზე – ლომი, წყალში – ნიანგი. უშიშარ ტაფიტისა და მხიარულ ფუნჯას ერთმანეთი ჰყავთ და ყველა ხიფათს ერთად უმკლავდებიან.
- გამომცემლობა
- სულაკაური
- ფასი
- 19.9
- წონა
- 0.589
- ნანახია
- 358
მსგავსი პროდუქტები
პოპი, სემი და ცხოველები
მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი
ასაკი: 2+
● წიგნი მთლიანად ილუსტრირებულია.
● წიგნი აერთიანებს ერთმანეთისგან განსხვავებულ ათ ისტორიას.
● სასაჩუქრე გამოცემა.
პოპი და სემი პატარა, კოხტა ფერმაში ცხოვრობენ. წაიკითხეთ აქ მოთხრობილი მხიარული ამბები და თქვენც აუცილებლად შეგიყვარდებათ პატარა გოჭუნები, თხები, ძაღლები და სხვა შინაური ცხოველები.
19.9
გაიცანი ტოპო-ტიპი
ილუტრირებული წიგნი ყველაზე პატარებისთვის
ტოპო-ტიპი პატარა თაგუნაა, რომელიც, ჩვენი შვილების მსგავსად, ხშირად ონავრობს და არ უჯერებს თავის მშობლებს – ჭირვეულობს, იტყუება, თავის ნივთებს არ ალაგებს, არ ჭამს ან არ იძინებს, მაგრამ ბოლოს ყოველთვის ხვდება თავის შეცდომას და მის გამოსწორებას გულწრფელად ცდილობს.
19.9
ტოპო-ტიპი და მისი ოჯახი
ტოპო-ტიპი პატარა თაგუნაა, რომელიც, ჩვენი შვილების მსგავსად, ხშირად ონავრობს და არ უჯერებს თავის მშობლებს – იბუტება, ბუზღუნებს, წუწუნებს ან ეჭვიანობს თავის და-ძმებზე, მაგრამ ბოლოს ყოველთვის ხვდება თავის შეცდომას და მის გამოსწორებას გულწრფელად ცდილობს.
ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული კრებული „ტოპო-ტიპი და მისი ოჯახი“ ხუთ სახალისო ამბავს აერთიანებს და, ონავარი თაგუნას მაგალითზე, პატარებს „კარგად მოქცევას“ ასწავლის.
19.9
ცალწინდა ყვანჩალა და მეგობრები
ავტორი: ნელე მოსტი
ილუსტრატორი: ანეტ რუდოლფი
მთარგმნელი: თამარ მაისურაძე; ნინო ილაშვილი
სერია: პატარა ამბები
„ცალწინდა ყვანჩალა და მეგობრები“ 4 სახალისო ამბავს აერთიანებს:
„ცალწინდა ყვანჩალა ოინბაზობს“
„ცალწინდა ყვანჩალა ცუდად იქცევა“
„ცალწინდა ყვანჩალა ავად ხდება“
„ცალწინდა ყვანჩალა ცრუპენტელობს“
19.9
გაიცანი პადინგტონი
ავტორი: მაიკლ ბონდი
მთარგმნელი: მაია წითაძე
ასაკი: 3+
დათვი, სახელად პადინგტონი, შორეული, უღრანი პერუდან ჩამოვიდა ლონდონში და მას მერე ბრაუნებთან ცხოვრობს უინძორების ბაღების 32 ნომერში.
პადინგტონის მხიარული თავგადასავლები და ფათერაკები საქვეყნოდაა ცნობილი, თუმცა, ამ წიგნში მხოლოდ სამ ძალიან სასაცილო ამბავს შეიტყობთ:
როგორ გახდება საკუთარი ბაღის მფლობელი;
როგორ მოიგებს ერთ ძალიან სახალისო კონკურსს;
როგორ აღმოჩნდება ყველაზე უჩვეულო მოგზაურობაში საუკეთესო მეგობართან, მისტერ გრუბერთან ერთად.
19.9
გრუფალო და სხვა ამბები
ავტორი: ჯულია დონალდსონი, აქსელ შეფლერი
„ – რა გრუფალო, რის გრუფალო?
– რა არ გაგიგონია?“
ჰკითხეთ თქვენს პატარებს, მათ თუ გაუგონიათ. გააცანით გრუფალო და ეს ძალიან გულუბრყვილო, სასაცილო არსება უთუოდ შეუყვარდებათ. გრუფალოს მხიარულ ამბებთან ამ ფერად წიგნში პატარა გრუფალიკოს, „წიგნისჭია“ ჩარლი ბინის, კოპწია, კეთილი ახმახისა და სხვების საინტერესო ამბებსაც წაიკითხავთ
19.9
გაიცანი ტიმი
მთარგმნელი: ნინო ილაშვილი
რა უნდა ქნა, როცა ისედაც ბევრი და-ძმა გყავს, რომლებსაც ყველაფერი უნდა გაუყო, და გატყობინებენ, რომ მალე კიდევ ერთი შემოგემატებათ? ან, როცა შენს ყველაზე საყვარელ სათამაშოს კარგავ, რომლის გარეშე დაძინებაც კი არ შეგიძლია? როცა საუკეთესო მეგობარს ებუტები და მის გარეშე ვერავისთან თამაშობ ხალისით?
ბაჭია ტიმი ყოველთვის პოულობს საუკეთესო გამოსავალს და გულითად მადლობასაც იმსახურებს მშობლებისა და და-ძმებისაგან. მის ხალისიან ამბებს ამ ფერად წიგნში წაიკითხავ.
19.9
ყოჩაღი ბაჭია ტიმი
რა უნდა ქნა, როცა ძალიან გინდა მოგზაურობა, მშობლები კი უარს ამბობენ? ან, როცა ავად ხარ, დედა საწოლიდან ადგომის ნებას არ გაძლევს, შენი მეგობრები კი მდინარეზე სათამაშოდ გეპატიჟებიან? როცა მშობლები შინ არ არიან, გარეთ კი უკვე ღამეა? ან ტყეში გზა აგებნა და უმცროს დაიკოს შენზე მეტად ეშინია?
ბაჭია ტიმი ყოველთვის პოულობს საუკეთესო გამოსავალს. ის ყოჩაღი ბაჭიას სახელსაც იმსახურებს მშობლებისა და და-ძმებისაგან.
19.9