ტოტოშა – გოგონა, რომელსაც საბავშვო ბაღში არ უვლია
სიახლე
10.9
ავტორი: გია პაპუაშვილი
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
ტოტოშას სულაც არ უნდოდა საბავშვო ბაღში სიარული, მაგრამ ვინ მოუსმენდა მის წუწუნს, პანდემია რომ არ დაწყებულიყო?!
ასე დარჩა ის უბაღოდ ხან შინ, ძიძასთან, ხან ბებო-პაპასთან და ხანაც ბებია-ბაბუასთან.
ამ წიგნში ტოტოშას და მისი დიდი ოჯახის მხიარული ამბებია მოთხრობილი, რომლებიც თავად ჩაიწერა პაპას ტელეფონში.
წაიკითხეთ გია პაპუაშვილის წიგნი და აუცილებლად შეგიყვარდებათ ჯიუტი, ანცი, ძალიან კეთილი, პატარა გოგონა ტოტოშა.
- გამომცემლობა
- სულაკაური
- ფასი
- 10.9
- წონა
- 0.199
- ნანახია
- 296
მსგავსი პროდუქტები
ყველაფერი ყირამალა
ავტორი: დონალდ ბისეტი
მთარგმნელი:რევაზ ინანიშვილი
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
ინგლისელი მწერალი და მსახიობი დონალდ ბისეტი მეტად ორიგინალურ, უცნაურობებით სავსე მოთხრობებს წერდა ბავშვებისთვის. მისი საბავშვო ნაწარმოებები 16 ენაზეა ნათარგმნი.
მშვენიერი ილუსტრაციებით გაფორმებულ ამ წიგნში, რომელსაც სათაურად ბისეტის ერთ-ერთი საყვარელი ზღაპრის სახელწოდება აქვს, მრავალ საინტერესო და უცნაურ არსებას შეხვდებით. მაგალითად, გაიცნობთ კუ როზალინდას, რომელიც საუცხოოდ მღერის, ხალიჩის ქვეშ მცხოვრებ განუყრელ მეგობრებს – ცხენსა და ვეფხვს, თუთიყუშ ერნის, რომელსაც წითელა დაემართა, პატარა ავტობუსს, სიბნელისა რომ ეშინია; შეიტყობთ, როგორ მოსწყდა ადგილს სადგური ვატერლოო და ჩაის დასალევად გაეშურა, როგორ იხილა ბურუსმა სამხედრო აღლუმი… და კიდევ, ვინ მოთვლის, რამდენ საოცარ გმირსა თუ გაუგონარ მოვლენას წააწყდებით.
8.9
მხიარული ოჯახი… და სხვებიც
გაიცანი დუდო და მისი ოჯახი, კატებიანი დირექტორი და უუმკაცრესი მერი მასწი, ექს-ცენ-ტრი-კუ-ლი წითელბანტა და სიმონზე შეყვარებული ნორა, ტარტალინა კუზინე თხიან-ჩემოდან-ჩიტებიანად, ბაყაყი კუანა (აჰ, უკაცრავად, კუაკუა) და სხვები. ჰო, და კიდევ ჯადოქარი პოსი, რომელიც ერთხელ ისე გაბოროტდა, რომ…
9.9
ტორტი ზეცაში
ავტორი: ჯანი როდრი
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
მთარგმნელი: ირმა მალაციძე
ჯანი როდარი სიყვარულისა და სასწაულების გამავრცელებელი მეზღაპრეა, გამბედავი პატარებისა და ახირებული უფროსების შესახებ გამაოგნებელი ამბების მთხრობელი. რა თქმა უნდა, ამ ჯადოსნურ და თან ნამდვილ სამყაროში მოგზაურობიდან საუცხოო შთაბეჭდილებებით დაბრუნდები. იქ აუცილებლად დაგხვდება ჭკვიანი და ერთგული შინაური ცხოველი; ასევე, სასაცილო პოლიციელი, ცხვრის ფარაში დამალული ბავშვები, წიკვინა დამლაგებელი, თმაგაბურძგნული მშიშარა პროფესორი და სხვა საკვირველი პერსონაჟები.
წარმოიდგინე, რომ იტალიაში, რომის გარეუბანში ცხოვრობ და ერთ მშვენიერ დილას ამ პატარა დასახლების თავზე, ცაში, უცხოპლანეტელთა ხომალდი ჩნდება; ესე იგი, წინ აუცილებლად ისეთი თავგადასავალი გელის, რომელსაც შენი თანატოლები სულმოუთქმელად წაიკითხავენ.
კი, მაგრამ მაინც რა ხდება? მარსელების თავდასხმაა? ან იქნებ ჩვენგან განსხვავებული არსებები მფრინავი თეფშით შორეული გალაქტიკებიდან მოფრინდნენ? ამ წიგნიდან შეიტყობ, როგორ შეიძლება, ძალიან ცუდი, საძულველი იარაღი (ჯერჯერობით საიდუმლოდ დავტოვოთ, რომელი) უცბად იქცეს უკარგეს, საყვარელ რამედ (ესეც კიდევ ერთი საიდუმლო) – თანაც, ისეთ შესანიშნავ, ბუმბერაზ რაღაცად, რომლისკენაც მთელი ქალაქის პატარები, თავქუდმოგლეჯილნი, სიხარულით გაიქცევიან. მერედა, ცაში დაკიდებული ხომალდის თავსატეხს ვინღა ამოხსნის? კი, სწორად მიხვდი, ბავშვები.
9.9