santaesperanza
ფრიი!
ფრიი!

ფრიი!


7.95

ავტორი: ირმა მალაციძე

სერია: მოსწავლის არჩევანი

„პირველეთში ყველა მოქალაქეს თავისი სანუკვარი ნატვრა ჰქონდა. როგორც იმპერიის ცნობილმა ვარსკვლავთმრიცხველმა და ჟამთააღმწერელმა, პლუტონიუსმა, გამოიანგარიშა, პირველეთის მოსახლეობას მსოფლიოში ყველაზე ლამაზი, ყველაზე საინტერესო და ყველაზე განუხორციელებელი ოცნებები ჰქონდა. ეს კიდევ არაფერი, თქვენ წარმოიდგინეთ, იმპერატორმა თავისი ქვეშევრდომების ფიქრებზე კონტროლი თავის სპეციალურ წარმომადგენელს, ნეტავთუხუცესს დაავალა. ნეტავთუხუცესს ევალებოდა, სისტემატურად ეწარმოებინა ჩანაწერები ფიქრების შესახებ, ანუ უზარმაზარ, სქელ რვეულში ბატის ფრთით აღენუსხა, ვინ რას ნატრობდა და თუ რაიმე საეჭვოს შენიშნავდა, მაშინვე ეცნობებინა იმპერატორისათვის“. სერიაში "მოსწავლის არჩევანი" შესულია როგორც სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული ნაწარმოებები, ასევე კლას-გარეშე საკითხავი ლიტერატურა. წიგნები დაყოფილია 4 ასაკობრივ ჯგუფად. თითოეულ მათგანს ერთვის სახალისო სავარჯიშოები – კითხვარები და კროსვორ-დები, რაც უბიძგებს მოზარდს, უფრო დაკვირვებით წაიკითხოს წიგნი და კარგად გაიაზროს მისი შინაარსი.

გამომცემლობა
პალიტრა ლ
ფასი
7.95
ნანახია
48
გაზიარება: