santaesperanza
ქალთა დაქვემდებარება
ქალთა დაქვემდებარება

ქალთა დაქვემდებარება


18
ავტორი : ჯონ სტიუარტ მილი

 

 

წიგნში ავტორი ქალისა და მამაკაცის სამართლებრივი და სოციალური თანასწორობის სასარგებლოდ გამოდის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნაშრომის საფუძვლად დევს შემდეგი მოსაზრება: „ერთი სქესის კანონიერი დაქვემდებარება მეორისადმი – თავისთავად მცდარია და დღესდღეობით ერთ-ერთ უმთავრეს დაბრკოლებას წარმოადგენს ადამიანის სრულყოფისათვის“.

იმ დროს, როდესაც მილმა „ქალთა დაქვემდებარება“ გამოაქვეყნა, მის ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთაც ქალებს ხმის უფლება არ გააჩნდათ. დაქორწინებული ქალი არ იყო ცალკე იურიდიული პირი ქმრისგან და ამ უკანასკნელის გამგებლობაში ექცეოდა ნებისმიერი ქონება ან ფული, რომელსაც ქალი ფლობდა.

ქალთა დაქვემდებარებული იურიდიული სტატუსის საყოველთაო დასაბუთება იყო ის, რომ ისინი მორალურად აღემატებოდნენ მამაკაცებს და, შესაბამისად, უმჯობესი იყო მათი ოჯახზე მიჯაჭვა, სადაც ისინი დაცული იქნებოდნენ საზოგადოებრივი ცხოვრების შემრყვნელი გავლენისგან და შეძლებდნენ ჩამოეყალიბებინათ მომავალი თაობის ზნეობა, რაც, მილის მტკიცებით, ალოგიკურია: „არ არსებობს სხვა ცხოვრებისეული სიტუაცია, სადაც წესად იყოს დადგენილი და ბუნებრივად და შესაფერისად ითვლებოდეს, რომ უკეთესი ემორჩილებოდეს უარესს“.

საყოველთაოდ გავრცელებული აზრის თანახმად, ქალები უფრო ემოციურები იყვნენ, ვიდრე რაციონალურები და არ გააჩნდათ მამაკაცების ტოლფასი ინტელექტუალური შესაძლებლობები. მილის მტკიცებით, თუ ქალები ემოციურად, პასიურად და აპოლიტიკურად გამოიყურებიან, ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი ასე არიან აღზრდილნი. ამ პრეტენზიის გამოთქმისას მილი ეხმიანება მერი ვოლსტონკრაფტის „ქალთა უფლებების დაცვას“, რომელიც თითქმის 70 წლით ადრე გამოქვეყნდა. მილი ამტკიცებს, რომ სანამ საზოგადოება თანაბრად არ მოექცევა ქალებსა და მამაკაცებს, შეუძლებელი იქნება ქალების ბუნებრივი შესაძლებლობების ცოდნა, ან ცოდნა იმისა, არსებობს თუ არა სქესთა შორის თანდაყოლილი განსხვავებები.

მიუხედავად ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებისა, „ქალთა დაქვემდებარებაში“ ჩამოყალიბებული მრავალი იდეის გამოისობით ნაშრომი დღემდე აქტუალურია და დამსახურებლად ითვლება პირველ მნიშვნელოვან ტექსტად ფემინიზმის სფეროში.


გამომცემლობა
აქტი
ფასი
18
წონა
0.199
ნანახია
335
გაზიარება: