santaesperanza
ქართული 1 (მოსწავლის წიგნი)
ქართული 1 (მოსწავლის წიგნი)

ქართული 1 (მოსწავლის წიგნი)


12

ავტორი: თინათინ კუხიანიძე, მარინა ბედოშვილი, ბაკურ სულაკაური, მარინე მახათაძე

 

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით პირველსა და მეორე კლასებში შევქმენით ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების კარგად გააზრებული, ინოვაციური სახელმძღვანელოები (დამხმარე კურსი). ასობით საბავშვო ლიტერატურის შედევრი გადაიხედა, ადაპტირდა, გადაიწერა კომიქსებად, ითარგმნა, გახმოვანდა სტუდიებში, დაიხატა ცნობილი ილუსტრატორების მიერ. ეს ყველაფერი გამოიცადა რეალურ საკლასო სივრცეებში და ასე წარდგა თქვენ წინაშე.

ავტორების, პედაგოგებისა და მშობლების საერთო მიზანია, შევაყვაროთ მოსწავლეებს მშობლიური ენა, გავუღვივოთ ინტერესი ლიტერატურისადმი, გავხადოთ შემოქმედებითიპროცესის თანამონაწილეები და ინიციატორები. ჩვენ შევეცადეთ, მშობლიური ენისა და ლიტერატურის სამყარო წარმოგვეჩინა მოსწავლეებისთვის საინტერესო კუთხით, მიგვეწოდებინა მათთვის საინტერესო მასალა, რომელიც გაუზრდის ცნობისმოყვარეობასა და ინტერესს საგნისადმი; განსაკუთრებულსა და დასამახსოვრებელს გახდის თითოეულ გაკვეთილს. ხელს შეუწყობს მოსწავლეებში კომუნიკაციის, თანამშრომლობის, ორგანიზებულობის, ანალიზის, ინტერპრეტაციის, შეფასებისა და რეფლექსიის უნარების ფორმირებას. ყურადღებას გაამახვილებინებს მათ ტოლერანტობაზე, კაცთმოყვარეობაზე, საკუთარი მოვალეობების შეგნებაზე და ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულებაზე.

და ბოლოს: ბევრი ვიფიქრეთ, როგორ ჩაგვერთო თანამედროვე ტექნოლოგიები სწავლების პირველივე წლებში. მასწავლებლებო, მშობლებო და მოსწავლეებო, ტელეფონებით ძალიან მარტივად დაასკანერეთ სახელმძღვანელოში მოცემული QR-კოდები და აღმოაჩინეთ მათ ქვეშ დაფარული აუდიოწიგნები თუ ნაწყვეტები მულტფილმებიდან და ფილმებიდან.

სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ ქართული ენისა და ლიტერატურის სამყაროში!


გამომცემლობა
სულაკური
ფასი
12
ნანახია
209
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები