ქრისტიანობა
10.9
ავტორი: ლინდა ვუდჰედი
მთარგმნელი: ნიკა სამუშია
სერია: ძალიან მოკლე შესავალი
ეს „ძალიან მოკლე შესავალი“ ქრისტიანობის კულტურულ და ინსტიტუციონალურ განზომილებებს იკვლევს და ბოლო ორი ათასი წლის განმავლობაში მსოფლიოს ყველაზე დიდი რელიგიის ახლებურ, ცოცხალ, ნათელ სურათს გვიხატავს. ის ქრისტიანობის სამ მთავარ სახეობას – საეკლესიოს, ბიბლიურსა და მისტიკურს – გამოყოფს და ერთმანეთთან და ფართო საზოგადოებასთან მათ დაპირისპირებებს აანალიზებს.
ამ ახალ გამოცემაში ლინდა ვუდჰედი გვიჩვენებს, რომ დასავლურ სამყაროში , მისი დასუსტების მიუხედავად, ქრისტიანობა მთელ მსოფლიოში გავრცელებას აგრძელებს. მზარდი გლობალიზაციის პირობებში ქრისტიანობაზე დაკვირვებით, ის არკვევს, როგორ იცვლება ამ რელიგიის როლი 21-ე საუკუნეში.
- გამომცემლობა
- სულაკაურის გამომცემლობა
- ფასი
- 10.9
- წონა
- 0.199
- ნანახია
- 847
მსგავსი პროდუქტები
ფსიქოლოგია
ავტორი: ჯილიან ბატლერი; ფრედა მაკმანუსი
მთარგმნელი: თამარ სუბელიანი
სერია: ძალიან მოკლე შესავალი
კაცობრიობას, დიდი ხანია, აინტერესებს, რა არის ადამიანის გონება, როგორ ფუნქციონირებს ის. „ძალიან მოკლე შესავალში“ ჯილიან ბატლერი და ფრედა მაკმანუსი მიმოიხილავენ ფსიქოლოგიის მთავარ მიმართულებებს; აკვირდებიან დასწავლას, მეხსიერებას, ყურადღებასა თუ ადამიანის ფსიქოლოგიურსა და სოციალურ განვითარებას. იმისთვის, რომ ნათელი გახდეს, თუ როგორ მუშაობს ტვინი, ამ წიგნის ავტორები მიმოიხილავენ უახლეს მნიშვნელოვან მიღწევებს და განვითარების საფეხურებს ნეირომეცნიერებაში, ევოლუციურსა და კოგნიტურ ფსიქოლოგიაში...
10.9
სოციოლოგია
ავტორი: სტივ ბრიუსი
მთარგმნელი: ლაშა გველესიანი
სერია: ძალიან მოკლე შესავალი
ბრძნული, ინფორმაციული და თავშესაქცევი. ყველამ, ვისთვისაც ეს დარგი ახალია, სოციოლოგიის გაცნობა ამ წიგნით უნდა დაიწყოს“.
პროფესორი გორდონ მარშალი, ბრიტანეთის აკადემიის წევრი
„სტივ ბრიუსი შესანიშნავი მეგზურია: დარგს იცნობს, იცის , რა არის მნიშვნელოვანი და ისიც, ამბავ ს როგორ მოჰყვეს. იშვიათ შედეგს ვიღებთ: წიგნს სოციოლოგიაზე, რომელსაც ხელიდან ვერ გააგდებთ“.
დევიდ ვოუსი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი
სოციალური კლასის, დანაშაულისა და ნორმიდან გადახრის, განათლების, ბიუროკრატიზმის, რელიგიური და პოლიტიკური დაყოფის კვლევებზე აგებული ეს „ძალიან მოკლე შესავალი“ გვიხსნის სოციოლოგიის ფუნდამენტურ პრინციპებს, თან ითვალისწინებს, როგორ აყალიბებს ინდივიდს საზოგადოება და პირიქით. ამ ახალ გამოცემაში სტივ ბრიუსი აზუსტებს სოციოლოგიის, როგორც დარგის ბუნებას. იცავს რა „მეცნიერებას“ საკუთრივ სოციალურ მეცნიერებებში, ავტორი ამტკიცებს: ვიდრე სოციოლოგიას განსაზღვრავს ახალი დღის წესრიგი და იდეები, არა მხოლოდ შესაძლებელი, არამედ აუცილებელიცაა ობიექტური, მიუმხრობელი სოციალური ანალიზი.
სტივ ბრიუსი საერთაშორისოდ აღიარებული რელიგიის სოციოლოგია. 1978-1991 წლებში ასწავლიდა ქუინსის უნივერსიტეტში, ბელფასტში. 2001 წლიდან აბერდინის უნივერსიტეტში სოციოლოგიის პროფესორია. 2003 წელს ბრიტანეთის აკადემიის, 2005 წელს კი ედინბურგის სამეფო საზოგადოების წევრად აირჩიეს. სტივ ბრიუსი რამდენიმე წიგნის ავტორია, მათ შორისაა: „სეკულარული ამარცხებს სულიერს“ (ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2017), „ბრაიან უილსონის რელიგია სეკულარულ საზოგადოებაში: 50 წლის შემდეგ“ (ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2016), და „შოტლანდიელი ღმერთები: რელიგია თანამედროვე შოტლანდიაში“ (ედინბურგის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2014)
10.9
ევროკავშირი
ავტორი: საიმონ აშერვუდი; ჯონ პინდერი
სერია: ძალიან მოკლე შესავალი
მთარგმნელი: ეკა სუმბათაშვილი
ევროკავშირი თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პოლიტიკური ორგანიზაციაა. ერთი მხრივ, წევრ-სახელმწიფოებს შორის ისტორიული თვალსაზრისით უნიკალური თანამშრომლობის პოტენციალს გამოხატავს. მეორე მხრივ, ამჟამად გაურკვევლობის ფაზა უდგას, როგორც სიცოცხლისუნარიანობის, ისე სამომავლო განვითარების თვალსაზრისით.
„ძალიან მოკლე შესავლის“ სრულიად განახლებულ გამოცემაში შესულია მიგრანტების კრიზისის, ევროკავშირის დატოვების შესახებ დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილების, ევროს ამჟამინდელი მდგომარეობის საკითხები. წიგნი გვიჩვენებს, როგორ და რატომ ვითარდებოდა ევროკავშირი, როგორ მუშაობს მისი ინსტიტუტები და რა ნაბიჯები გადაიდგა ერთიანი ბაზრიდან ევროს შემოღებამდე, სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელთა დაცვიდან მშვიდობისა და გარემოს დაცვამდე.
12.9
ფილოსოფია
ავტორი: ედუარდ კრეიგი
მთარგმნელი: ანინა ტეფნაძე
სერია: ძალიან მოკლე შესავალი
„ეს საინტერესო შესავალი თითოეულ ჩვენგანში არსებულ ფილოსოფოსს ეხმიანება. კრეიგი მრავლისმომცველი, თუმცა არადამრიგებლური ტონით ესაუბრება მკითხველს და საგულდაგულოდ შერჩეული ნაშრომების დახმარებით უჩვენებს, რომ ფილოსოფია მხოლოდ აკადემიური სავარჯიშო კი არა, ყველასთვის მნიშვნელოვანი საგანია“.
ჯონ კოტინგჰემი, რიდინგის უნივერსიტეტი
როგორ უნდა ვიცხოვროთ? რა არსებობს? როგორ შეგვიძლია, რამე ვიცოდეთ? ეს ცოცხალი და საინტერესო წიგნი იდეალური გზამკვლევია ყველასთვის, ვინც ერთხელ მაინც დაფიქრებულა, რას ემსახურება ფილოსოფია. ედვარდ კრეიგი ამტკიცებს, რომ ფილოსოფია უცხო პლანეტიდან არ მოსულა: მისი სწავლა მხოლოდ იმის განმტკიცებასა და გაღრმავებას ემსახურება, რაც ისედაც ვიცით. იგი გვიჩვენებს, რომ ფილოსოფია მხოლოდ ინტელექტუალების გასართობი როდია: პლატონის, ბუდისტი მწერლების, დეკარტის, ჰობსის, იუმის, ჰეგელის, დარვინის, მილისა და სიმონ დე ბოვუარის მსგავსი მოაზროვნეები რეალურ საჭიროებებსა და მოვლენებს პასუხობენ – მათი ნააზრევი ჩვენს ცხოვრებას ახლაც ცვლის და დღესაც გვაწუხებს საკითხები, მათ რომ აღელვებდათ.
ედუარდ კრეიგი კემბრიჯის უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორი და ჩერჩილის კოლეჯის საბჭოს წევრია. მას ხშირად იწვევენ ჰამბურგის, ჰაიდელბერგისა და მელბურნის უნივერსიტეტებში. მისი წიგნებიდან აღსანიშნავია „ღმერთის გონება და ადამიანის შემოქმედება“ (1987) და „ცოდნა და ბუნებითი მდგომარეობა“ (1990). ის რაუთლეჯის ფილოსოფიის ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორია.
10.9
ლოგიკა
ავტორი: გრემ პრისტი
მთარგმნელი: ნიკა სამუშია
სერია: ძალიან მოკლე შესავალი
ლოგიკა შეიძლება განყენებულ ან რეალობისგან მოწყვეტილ მეცნიერებად გვეჩვენებოდეს, მაგრამ ეს ასე არაა. საგნის ფილოსოფიური საფუძვლების კვლევით გრემ პრისტი გვიჩვენებს, თანამედროვე ფილოსოფიის რამდენად მნიშვნელოვანი და საინტერესო ნაწილია ფორმალური ლოგიკის ფორმები; იგი ეხება სხვადასხვა პრობლემას, ღვთის არსებობითა და დროის რეალურობით დაწყებული, ალბათობისა და გადაწყვეტილების მიღების თეორიის პარადოქსებით დამთავრებული. გამოცემაში პრისტი ზოგადად მიმოიხილავს ტურინგისა და გედელის ნაშრომებსაც, რომლებიც თანამედროვე ლოგიკის საფუძვლად მიიჩნევა. წიგნი გასაგები ენით გვიხსნის ფორმალური ლოგიკის საფუძვლებს და განკუთვნილია ნებისმიერისთვის, ვინც ლოგიკითა და მისი თავსატეხებით არის დაინტერესებული.
გრემ პრისტი ქალაქ ნიუ-იორკის უნივერსიტეტის დოქტორანტურის ცენტრის ფილოსოფიის პროფესორი და მელბურნის უნივერსიტეტის პროფესორია. ცნობილია არაკლასიკური, განსაკუთრებით დიალეთეიზმთან დაკავშირებული ლოგიკის, ფილოსოფიის ისტორიისა და ბუდისტური ფილოსოფიის თემაზე დაწერილი ნაშრომებით. მის კალამს ეკუთვნის ასევე წიგნები „აზროვნების ზღვარს მიღმა“, „შეუსაბამობა“, „ერთი“ და „არარსებობისკენ“.
10.9