მსგავსი პროდუქტები
რუხ ჩრდილებს შორის
ავტორი: რუტა სეპეტისი
მთარგმნელი: დათო აკრიანი
სერია: ლიბერთინს
ლინა ლიტველი გოგონაა. ხატავს, ოცნებობს, უყვარს და ბედნიერად ცხოვრობს ოჯახთან ერთად. მაგრამ ერთ ღამესაც მათ სახლში საბჭოთა ოფიცრები შეცვივდებიან და... სამუდამოდ ირღვევა ოჯახის მყუდროება! ლინა პატარა ძმასა და დედასთან ერთად ხალხით გადავსებულ ბინძურ ვაგონში აღმოჩნდება და აქედან იწყება სასტიკი მოგზაურობა, მოგზაურობა მამის გარეშე, უცნობი ადამინების გარემოცვაში, უცხო და სუსხიან მხარეში... ეს განწირული მგზავრობაა, რომლის ბოლოსაც ციმბირი, შრომა- გასწორების ბანაკი და შემაძრწუნებლად ტრაგიკული რეალობაა. იწყება შიმშილსა და სიცივესთან გამკლავების, მონური და დამამცირებელი შრომის, ღირსების შემლახველი ყოფის ატანისა და გაძლების მწარე ეპოპეა, სიცოცხლის შენარჩუნებისთვის ბრძოლა! ბრძოლა სასტიკია... ბრძოლა საბჭოთა ძლევამოსილ მანქანასთან შიშველი, გაყინული ხელებითა და ცარიელი ენთუზიაზმით. და მაინც, იმ უკუნეთში ჩამოწოლილ რუხ ჩრდილებს შორის, ადრე თუ გვიან, პაწია ოქროსფერი ზოლი გამოკრთება − მზე დაბრუნდება! მზე − სიცოცხლისა და იმედის ნიშნად! მზე − გაყინული, ჩაკლული სულების ნუგეშად!
12
ფანგოგო
ავტორი: რეინბოუ რაუელი
მთარგმნელი: ნინო შეყილაძე
სერია: ლიბერთინს
კეთი "საიმონ სნოუს" ერთგული ფანგოგოა! ბავშვობაში "საიმონ სნოუს" ახალი გამოცემებით სულდგმულობდა და სწორედ ამ წიგნებმა გადაატანინა ტკივილი დედისგან მიტოვებულს. კეთი ახლა უნივერსიტეტში სასწავლებლად მიემგზავრება! თუმცა, უცხო გარემოში რამდენიმე ადამიანთან ურთიერთობა აიძულებს, ისევ "საიმონ სნოუს" "შეაფაროს" თავი და ფანფიქციით დაკავდეს. მაგრამ, ერთდოულად ფიქციით, გამოგონილი ამბებითა და რეალობით ცხოვრობა, ხომ შეუძლებელია. მაგრამ, გოგონას ისევ სიყვარული დააჯერებს, რომ ცხოვრება მაინც მშვენიერია.
14
ყინულის დრაკონი
ავტორიჯორჯ რ. რ. მარტინი
მთარგმნელიირაკლი სულაძე
სერია: ლიბერთინს
ყინულის დრაკონის ძალასა და დიდებულებაზე მრავალი მითი და ლეგენდა არსებობს.უხსოვარი დროიდან მოყოლებული,ვერავინ შეძლო მისი მოთვინიერება.და აი, საუკუნეებგამოვლილი,ბრძოლებგადატანილი შემზარავი ურჩხული ჯორჯ რ. რ. მარტინის მიერ შექმნილ სამყაროსაც დაემუქრა,გადაუფრენს მას და შიშის ზარს დასცემს ადამიანებს.ყველა ემალება მის რისხვას,ყველას ზარავს მისი დანახვა!მხოლოდ ერთი პატარა გოგონა ელოდება მოუთმენლად ურჩხულთან შეხვედრას,ეს ადარაა,იმ სოფლის მკვიდრი,რომელიც დრაკონის ყოველ გამოჩენაზე ყინულის ფენით იფარება...
12
წიგნის ქურდი
ავტორი: მარკუს ზუზაკი
მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე
სერია: ლიბერთინს
ცხრა წლის ლიზელი დედობილ-მამობილთან ერთად, ჰიმელსტრიტზე ცხოვრობს. მისი მშობლები საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. გოგონა წიგნებს იპარავს, კითხულობს და ბოლოს, თვითონ იწყებს წერას. ეს არის ამბავი ლიზელსა და მის მეზობელზე, ეს ჰიმელს-სტრიტის დაბომბვის ისტორიაა.
14.95
მე აქ ვიყავი
ავტორი: გეილ ფორმანი
მთარგმნელი: ნინო თოხაძე
სერია: ლიბერთინს
ქოუდი და მეგი განუყრელი მეგობრები იყვნენ. გაჭრილი ვაშლივით ჰგავდნენ ერთმანეთს, სანამ განგებამ არ გაყარა. მეგი მოტელის ოთახში განმარტოებული, ძლიერი ქიმიური ხსნარით თავს იკლავს. ქოუდი გაოგნებული და განადგურებული რჩება. ის და მეგი ერთმანეთს არაფერს უმალავდნენ და მეგობრის დეპრესია როგორ გამოეპარა? მაგრამ, როდესაც ქოუდი მეგის ნივთების წამოსაღებად მიემგზავრება ქალაქში, სადაც იგი სწავლობდა, იგებს, რომ მეგობარი ბევრ რამეს უმალავდა. მაგალითად, არაფერი იცოდა მის მეზობლებზე, რომელთაც თავის მიყრუებულ ქალაქში ვერასდროს შეხვდებოდა, არც ბენ მაკალისტერზე – ცინიკოს გიტარისტსა და მის საიდუმლოებებზე, და არც დაშიფრულ ფაილზე, რომელსაც ქოუდი ვერ ხსნის, თუმცა, როდესაც ამას ახერხებს, ხვდება, რომ ყველაფერი, რაც თავისი საუკეთესო მეგობრის გარდაცვალების შესახებ იცოდა, საეჭვოა.
12