შარლოტის ქსელი
9.9
ავტორი: ე. ბ. უაითი
მთარგმნელები: ციცო ხოცუაშვილი, ბექა არაბული
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
„შარლოტის ქსელი“ ჯადოსნური სამყაროა, რომლის ნაწილიც პატარა გოგონა, სახელად ფერნი ხდება. ის დიდ დროს ატარებს გოჭ უილბურთან და მის მეგობრებთან, რომლებიც ბოსელში ცხოვრობენ. უილბურს ობობა შარლოტი შოკისმომგვრელ ამბავს ამცნობს: თურმე გოჭის სიცოცხლე საფრთხეშია – მალე ვიღაცის თეფშზე ბეკონად ამოჰყოფს თავს. შარლოტი გეგმას შეიმუშავებს, თუ როგორ იხსნას სიკვდილისგან უილბური. ამ გეგმის განხორციელებაში მას ბოსლის ერთ-ერთი ბინადარი, ვირთხა ტემპლტონი ეხმარება.
- გამომცემლობა
- სულაკაურის გამომცემლობა
- ფასი
- 9.9
- წონა
- 0.246
- ნანახია
- 942
მსგავსი პროდუქტები
მიო, ჩემო მიო (9-11)
ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
ეს არის ასტრიდ ლინდგრენის უმშვენიერესი ზღაპარი პატარა ბიჭზე. მისი სახელია ბოსე, სტოკჰოლმის ერთ პატარა ქუჩაზე ცხოვრობს და ჰგონია, რომ არავის უყვარს… ბიჭი მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ სინამდვილეში შორეული ქვეყნის უფლისწულია, ბოსე კი არა, მიო ჰქვია და ბავშვების გადასარჩენად სასტიკ მხედარ კიტოს უნდა შეებრძოლოს…
წაიკითხე ეს საოცარი თავგადასავალი და შეიყვარე მამაცი და კეთილი მიო!
მოსწავლის ბიბლიოთეკა მოსწავლეებს მკითხველებად ჩამოყალიბებაში ეხმარება, მშობლებს – შვილებისათვის ასაკის შესაბამისი ლიტერატურის შერჩევაში, პედაგოგებს კი – მოსწავლეთათვის კლასგარეშე საკითხავის ეტაპობრივად მიწოდებაში.
8.9
ტელეფონით მოყოლილი ზღაპრები (7-9)
ავტორი: ჯანი როდარი
მთარგმნელი: გურამ გოგიაშვილი
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
„ნაყინის სახლი“, „შოკოლადის გზა“, „მსუნაგეთის სამეფო“, „გაქცეული ცხვირი“, „უჩინმაჩინი ტონინო“ – ეს და კიდევ ბევრი სხვა მოკლე და სხარტი ზღაპარი, როგორც ყველა ბავშვისთვის საყვარელი იტალიელი მწერალი, ჯანი როდარი მოგვითხრობს, თურმე ვინმე სინიორ ბიანკის ტელეფონით უამბია თავისი პატარა გოგოსთვის, რომელიც უზღაპროდ ვერაფრით იძინებდა, დედას კი უკვე მოყოლილი ჰქონდა, რა ზღაპრებიც იცოდა, თანაც ზოგიერთი – სამ-სამჯერ.
ეს სინიორ ბიანკი წამლებით ვაჭრობდა და კვირაში ექვსი დღე გზას ადგა: ხან აღმოსავლეთში იყო, ხან – დასავლეთში, მაგრამ სადაც უნდა ყოფილიყო, ყოველ საღამოს შინ ტელეფონით რეკავდა და თავის გოგონას ზღაპარს უყვებოდა. ამ წიგნში სწორედ სინიორ ბიანკის ზღაპრებია თავმოყრილი.
11.9
პეპი გრძელწინდა (7-9 წლიდან)
ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი
მთარგმნელი: ბაკურ სულაკაური
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
ერთ დღეს შვედეთის ერთი პატარა ქალაქის გარეუბანში, ძველ ვილაში თავის ცხენთან და მაიმუნთან ერთად ერთი უცნაური გოგო დასახლდება. ის ცხრა წლის პეპილოტა დელიკატესა ჯალუზინა რუკოლპიტნა ეფრაიმის ასული გრძელწინდა ან, უბრალოდ, პეპი გახლავთ. პეპი მარტო ცხოვრობს, მაგრამ არც კარს მომდგარი ქურდების ეშინია და არც პოლიციელებისა, მისი ბავშვთა სახლში წაყვანა რომ მოუწადინებიათ; ეშინია კი არა, მათ დამალობანას ეთამაშება და ეცეკვება კიდეც.
წაიკითხეთ ასტრიდ ლინდგრენის კლასიკად ქცეული წიგნი, რომელიც საგანგებოდ თქვენთვის პირველად ითარგმნა შვედურიდან; წაიკითხეთ და აუცილებლად შეგიყვარდებათ ეს უცნაური, მაგრამ ამქვეყნად ყველაზე კეთილი, მხიარული და ღონიერი გოგო.
8.9
ხოჭო ბიჭი (წიგნი 1)
ავტორი: მ.ჯ. ლეონარდი
მთარგმნელი: რუსუდან ჯაყელი
სერია: საოცრება
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ყდა: რბილი
დარკუსის მამა უკვალოდ გაუჩინარდა.
დარკუსი საცხოვრებლად ბიძასთან გადადის და სკოლასაც იცვლის. სწორედ ახალ სკოლაში იწყება უცნაურობებითა და ხიფათით სავსე თავგადასავალი: დარკუსი თავის ახალ მეგობრებთან ერთად იდუმალ საქმეს იძიებს. ბავშვებს ხოჭოებიც ეხმარებიან, განსაკუთრებით მარტორქა ხოჭო – ბაქსტერი.
მაგრამ ბიჭისა და ხოჭოს მეგობრობა ვის გაუგია? ან რა კავშირი აქვს დოქტორ ქათლის გაუჩინარებას უჩვეულო ხოჭოებთან, აუტანელ მეზობლებთან და იშვიათი სამკაულების მოყვარულ ლუკრეცია კატერთან?
12.9