santaesperanza
შუაღამის ბანდა
შუაღამის ბანდა

შუაღამის ბანდა


12.95

ავტორი: დევიდ ულიამსი

მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე

სერია: ლიბერქიდსი

 

რა დაჯგუფება გგონიათ შუაღამის ბანდა? ფიქრობთ, ეს ბოროტმოქმედთა გაერთიანებაა? ასე არ არის. გაინტერესებთ? გაიცანით ”ლორდი ფანტის სახელობის საავადმყოფოს“ პაციენტები, რომლებიც ორმოცდამეოთხე სართულზე, საბავშვო პალატაში წვანან! ესენი არიან: ტომი, 12 წლის, კრიკეტის ბურთი მოხვდა და თავი სტკივა, ემბერი, 12 წლის _ ორივე ხელი და ორივე ფეხი მოიტეხა, მათი თანატოლი რობინი _ თვალზე ოპერაცია ჩაუტარდა და ჯერ ვერაფერს ხედავს, ჯორჯი, 11 წლის _ გლანდები ამოჭრეს, სალი, 10 წლის _ ძალიან ავადაა და უმეტეს დროს ძილში ატარებს. და შუაღამის ბანდის დამაარსებელი და ლიდერი _ საავადმყოფოს თანამშრომელი, ასაკოვანი კაცი, რომელიც ათას ოინსა და გასართობს იგონებს, მზადაა მთელი მედპერსონალი ფეხზე დააყენოს, ოღონდ კი ბავშვებს ავადმყოფობა დაავიწყოს. შუაღამე ის დროა, როდესაც ყველა ბავშვს ღრმად სძინავს. ...გარდა ბანდისა! მისი თავგადასავალი სწორედ შუაღამეს იწყება!


გამომცემლობა
პალიტრა L
ფასი
12.95
წონა
0.383
ნანახია
134
გაზიარება: