ჩემი ავტობიოგრაფია
21.2
ინგლისურიდან თარგმნა ივანე ჩხიკვაძემ
„ჩემი ავტობიოგრაფია“ – ეს არის შესანიშნავი ამბავი კაცზე, რომელიც მიიჩნევა ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად. წიგნში ბევრი საინტერესო ეპიზოდია. სერ ალექს ფერგიუსონის ისტორია გოვანში, გლაზგოს გემთმშენებელთა უბანში იწყება. ის გულწრფელად აღწერს თავის ცხოვრებასა და სამწვრთნელო მოღვაწეობას. წიგნში მოთხრობილია ალექს ფერგიუსონის მიერ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გატარებული 27 წელი. სერ ალექს ფერგიუსონი პროვოკაციულად აღწერს თავის მეტოქეობას „ლივერპულთან“, „არსენალთან“, „ჩელსისთან“ და მოგვიანებით „მანჩესტერ სიტისთან“. ხშირად ხუმრობს არსენ ვენგერსა და ჟოზე მოურინიოსთან დაპირისპირებაზეც.
„ჩემი ავტობიოგრაფია“ უამრავ ახალ ამბავს მოგვითხრობს და გატაცებით იკითხება.
- გამომცემლობა
- არტანუჯი
- ფასი
- 21.2
- წონა
- 0.823
- ნანახია
- 248
მსგავსი პროდუქტები
ხვიჩა, ვარსკვლავი სახელად ვარსკვლავი
„ხვიჩა – ვარსკვლავი, სახელად ვარსკვლავი“ – თითქოს ბიოგრაფიული ტექსტია და თან არც არის ბიოგრაფიული. ფეხბურთელს კარიერის დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილი წინ აქვს, შესაბამისად წიგნი უფრო პორტრეტია – ხვიჩასი, მისი ოჯახის, ნათესავების, წინაპრების, მნიშვნელოვანი ადამიანების. ეს ნაწარმოები საქართველოზეცაა, ქართულ ფეხბურთზე, სამეგრელოზე – მცირე მოგზაურობაა წარსულში – სადაც უხილავი მეგზური ხვიჩა კვარაცხელია იქნება.
აკა მორჩილაძის წინასიტყვაობით
გიორგი კეკელიძე – პოეტი, პროზაიკოსი, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, საგანმანათლებლო მოძრაობა „ეკვილიბრიუმის“ დამფუძნებელი, წიგნის, პრესისა და დამწერლობის მუზეუმების შექმნის ინიციატორი, lib.ge-სა და lib-აკადემიის დამაარსებული. პრემიების – „საბას“ და „წინანდლის“ ლაურეატი. მისი წიგნები „გურული დღიურები“ და „თომას ზღაპრები“ ბესტსელერებია და ნათარგმნია მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე.
19.95