ჩილეში არალეგალურად შეპარული მიგელ ლიტინის თავგადასავალი
14.9
ავტორი გაბრიელ გარსია მარკესი
მთარგმნელი: თეა გვასალია
პინოჩეტის სამხედრო დიქტატურას გამოქცეულმა და სამშობლოში დაბრუნების უფლებაწართმეულმა კინორეჟისორმა მიგელ ლიტინმა თავის შვილებს აღუთქვა, რომ სისხლიანი რეჟიმის ავტორს – პინოჩეტის – შვიდიათას მეტრიან ვირის კუდს გამოაბამდა. რეჟისორმა სიტყვა შეასრულა – ჩილეში არალეგალურად შეიპარა და 12-წლიანი სამხედრო დიქტატურის შემდეგ, შვიდიათას მეტრიან ფირზე აღბეჭდა ქვეყნის სასტიკი რეალობა. როგორ გაართვა თავი კინორეჟისორმა ესოდენ რთულ და სახიფათო ამოცანას, როგორ გადაღო არა მარტო თავის, არამედ ქვეყნის ცხოვრების უმთავრესი კინო – ამაზე მიგელ ლიტინი თავად გიამბობთ ლეგენდარული კოლუმბიელი მწერლის, გაბრიელ გარსია მარკესის წიგნში.
- გამომცემლობა
- ინტელექტი
- ფასი
- 14.9
- წონა
- 0.199
- ნანახია
- 459
მსგავსი პროდუქტები
საუკუნის სკანდალი
ავტორი: გაბრიელ გარსია მარკესი
ესპანურიდან თარგმნეს ელზა ახვლედიანმა და მაკა გოგოლაშვილმა
სერია: "ინტელექტი'' 25 წლისაა
ამ წიგნს სამსჯავროზე გამოჰყავს ჟურნალისტი გაბრიელ გარსია მარკესი, ბოლოს და ბოლოს თავი რომ დაიხსნა ახალგაზრდა, დაღმართზე დამდგარი ბოჰემური გაბოსგან, რომელიც ცოტაც და როგორც მწერალი დაიკარგებოდა, და შემდგომ ორმოცი წლიდან სიკვდილამდე, ჩამოყალიბებულმა, დაფასებულმა და ზეაღმატებულმა ღირსეულად იცხოვრა.
„საუკუნის სკანდალი“ ამ კრებულში ერთ-ერთი ვრცელი და მთავარი რეპორტაჟია. კრებულის სათაურადაც სწორედ ისაა შერჩეული. აქ წარმოდგენილი ტექსტები 1950-1987 წლებში იბეჭდებოდა გაზეთებში. მკითხველი ახალგაზრდა მარკესის საგაზეთო სტატიების კითხვისას ამოიცნობს ახალბედა მთხრობლის სურვილს – სწრაფვას ლიტერატურისკენ, იპოვის ფრაგმენტებს, რომლებშიც იკვეთება ბუენდიების ოჯახი, არაკატაკა...
34.95
გაბო - მაგიური ცხოვრების მოგონებანი
ავტორი: პანტოხა ოსკარ; ბუსტოსი მიგელ; კამარგო ფილიქე; კორდობა ტატიანა
მთარგმნელი: თეა გვასალია
წიგნი, რომელიც არის მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი ლეგენდის ცხოვრების გზის ამსახველი გრაფიკული შედევრი. წიგნი - კომიქსი, რომელიც გადმოსცემს გაბიერლ გარსია მარკესის ცხოვრების განვლილ გზას.
17
გენერალი თავის ლაბირინთში
ესპანურიდან თარგმნა თეა გვასალიამ
სახელოვანმა გენერალმა და პრეზიდენტმა, რომელიც თავისი მმართველობის მანძილზე სათავეში ედგა 20-წლიან ომებს სამშობლოს ერთინობისა და თავისუფლებისათვის, რომელმაც დაამხო ესპანელთა ბატონობა იმპერიაში, – გადაწყვიტა სამუდამოდ დაეტოვებინა არამხოლოდ თანამდებობა, არამედ ქვეყანაც.
ეს ბოლომდე დაუჯერებელი ამბავი მისი ახალი ცხოვრების დასაწყისად იქცა.
გაბრიელ გარსია მარკესის ეს წიგნი იმ მმართველის ხვედრზე მოგითხრობთ, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე საკუთარ სიმართლეში, გადაწყვეტილებათა და ჩადენილი ქმედებების სიზუსტეშია დარწმუნებული მაშინ, როცა ქვეყანაში მის წინააღმდეგ შეთქმულება ამბოხებებს ენაცვლება.
14.9
გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა
ავტორი გაბრიელ გარსია მარკესი
„გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გაბრიელ გარსია მარკესის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული წიგნია, რომელიც 1981 წელს გამოიცა. რომანის მთავარი გმირი – სანტიაგო ნასარი წინასწარ დაგეგმილი მკვლელობის მსხვერპლია. ქორწინების პირველ ღამეს, ის მეუღლესთან დაასმინა ანხელა ვიკარიომ, მისმა ძმებმა კი შერცხვენილი სახელისა და ნამუსის აღსადგენად, ნასარის მოკვლა გადაწყვიტეს. ამ გადაწყვეტილების შესახებ მთელმა ქალაქმა იცის, თუმცა არავის უცდია მათი შეჩერება. ყველა დიდ სეირს ელოდება. სანტიაგო ნასარის სიკვდილისწინა სიზმრით დაწყებულ თხრობაში სხვა სიზმრებიც შემოგხვდებათ; საერთოდაც, ეს ტექსტი წინათგრძნობითაა განმსჭვალული – დასაწყისშივე „დაანონსებული მკვლელობის ქრონიკაში მარკესმა თანამედროვე სამყაროს სურათიც გააცხადა: მასობრივი საინფორმაციო ტერორის სინამდვილე, სადაც ადამიანი გამოცხადებული ქრონიკის ნაწილად, მსხვერპლად, საზოგადოება კი გულგრილ მაყურებლად, მეტიც – ხელშემწყობადაც კი იქცა.
19.9