santaesperanza
ჩიტის გალობა
ჩიტის გალობა

ჩიტის გალობა


16

ავტორი: სებასტიან ფოლსკი

სერია: ომებსა და ადამიანებზე

 

„საერთაშორისო ბესტსელერი #1. სიყვარულისა და ომის მომაჯადოებელი ამბავი. ისტორია სამი თაობის, პირველი მსოფლიო ომსა და XX საუკუნის 90-იან წლებს შორის ღრმა უფსკრულის შესახებ“. The New Yorker „ჩიტის გალობა“ სებასტიან ფოლკსის ერთ-ერთი საუკეთესო რომანია, რომელიც 1993 წელს გამოქვეყნდა და მას შემდეგ ბრიტანელების საყვარელი ლიტერატურული ნაწარმოებია. წიგნი დიდი ბრიტანეთის არაერთი უნივერსიტეტისა და სკოლის სასწავლო პროგრამაშია შეტანილი. მხოლოდ დიდ ბრიტანეთში მისმა ტირაჟმა ორ-ნახევარ მილიონ ეგზემპლარს გადააჭარბა. ახალგაზრდა ინგლისელი, სტივენ რეისფორდი, 1910 წელს ჩადის საფრანგეთის პატარა ქალაქ ამიენში, სადაც იზაბელ აზერი შეუყვარდება, გათხოვილი ქალი, რომელიც უბედურია ქმართან. წყვილი ამიენიდან გარბის, მაგრამ იწყება ომი, სტივენი ბრძოლის ველზეა, სადაც წარმოუდგენელ სისხლის ღვრასა და სისასტიკეში ცდილობს შეინარჩუნოს ადამიანობა და სიცოცხლის სურვილი. ის დეტალურად აღწერს დღიურში ნანახ-განცდილს. გავა ათწლეულები და დღიური სტივენის შვილიშვილს, ელიზაბეთს, სხვაგვარად დაანახვებს სამყაროს, მიახვედრებს, რომ აწმყო წარსულის გარეშე არ არსებობს. ეს არის რომანი სიყვარულსა და სიკვდილზე, მამაცობასა და ტანჯვაზე _ იმ ადამიანების ბედზე, რომლებიც პირველი მსოფლიოს ომის სისხლიან კალოს ემსხვერპლნენ.

  • სანქტ-პეტერბურგის 12 - მარაგშია

ფასი
16
ნანახია
123
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები