ცეცხლი უფსკრულზე
26.95
ავტორი: ვერნორ ვინჯი
მთარგმნელი: არჩილ რაჭველი
სერია: პორტალი
"და როცა მიხვდნენ, რომ საფრთხე ემუქრებოდათ, ხომალდში ჩასხდნენ და სხვა პალანეტისკენ აიღეს გეზი"... აშორეული მომავლის სურათი საკმაოდ შთამბეჭდავია - გალაქტიკაში დიდი ცვლილებებია. მთავრობები ემხობა, ახალი მმართველები მოდიან. მთავარი საფრთხე ზეინტელექტია - ძალა, რომელიც წარსულში განადგურდა, მაგრამ გადარჩა მისი ასლი და ახლა,განახლებული, ისევ ბობოქრობს. სწორედ ამიტომ ადამიანთა ჯგუფი გადაწყვეტს, თავს გაქცევით უშველოს... მაგრამ დარჩათ კი გასაქცევი? არსებობს კი ადგილი გალაქტიკაში, სადაც უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს?
- გამომცემლობა
- პალიტრა
- ფასი
- 26.95
- წონა
- 0.799
- ნანახია
- 384
მსგავსი პროდუქტები
ანგელოზების იმპერია
ავტორი: ბერნარ ვერბერი
მთარგმნელი: მერაბ ფიფია
სერია: პორტალი
მწერალ მიშელ პენსონს "ბოინგი" ეჯახება და ის სამოთხეში ხვდება, სადაც მთავარანგელოზების სამსჯავროს გაივლის და მფარველ ანგელოზად გაამწესებენ. მას მიაბარებენ ერთმანეთისგან სავსებით განსხვავებულ სამ სულს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. მთავარია, მათ რაც შეიძლება ნაკლებად შესცოდონ , რათა თავიდან აიცილონ რეინკარნაციის ციკლი. ადამიანებზე დაკვირვებით პენსონი ხვდება, რომ ყველაფერი გაცილებით რთულია, ვიდრე წარმოედგინა. იგი ისახავს მიზანს: გაიგოს, რა ხდება საიქიოს მიღმა...
18.95
ეკლების უფლისწული (1)
ავტორი: მარკ ლოურენსი
მთარგმნელი: ბექა არაბული
სერია: პორტალი
მოსიყვარულე დედის გაზრდილი, პრივილეგირებული სამეფო ოჯახის შთამომავალი იორგ ანკრათი ეკლების უფლისწული ხდება მომხიბლავი, უზნეო ყმაწვილი, რომელიც სასტიკ კანონგარეშეთა ბანდას მეთაურობს. ქვეყნად ქაოსი სუფევს, ძალმომრეობა მძვინვარებს და საითაც არ უნდა გაიხედო, საშინელებები ხდება. წარსულის გამო იორგს აღარაფერი აშინებს არც ცოცხლი და არც მკვდარი. თუმცა ერთი რამ მაინც ჰგვრის ჟრუანტელს... მემკვიდრეობის ხელში ჩასაგდებად მამის სასახლეში დაბრუნებულს ბავშვობის საშინელებებთან უწევს თვალის გასწორება.
17.95
მარადიული ომი
ავტორი: ჯო ჰოლდემენი
მთარგმნელი: თამარ ჩართოლანი
სერია: პორტალი
ჯო ჰოლდმენი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ამერიკელი მწერალია. რამდენჯერმეა დაჯილდოებული ,,ჰიუგოსა" და ,,ნებულას" პრემიებით. ჯო ჰოლდემენმა, ვიეტნამის ომის მთელი საშინელება საკუთარ თავზე გამოსცადა და ეს მძიმე შთაბეჭდილებები დაუდო საფუძვლად თავის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნაწარმოებს. ფენტეზის ჟანრში ,,შეფუთვა" რომ არა, ,,მარადიული ომი" და მასში აღწერილი რეალობა, ალბათ, კიდევ დიდხანს ვერ მივიდოდა მკითხველამდე. 70-იანი წლების შეერთებული შტატების იდეოლოგია ხომ კატეგორიულად არ სცნობდა პაციფისტებს.
16.95
სამყაროთა ომი / დროის მანქანა
ავტორი: ჰერბერტ უელსი
მთარგმნელი: გია ბერაძე
სერია: პორტალი
რომანი მოგვითხრობს მომავალში გატარებული რვა დღის შესახებ.ეს დღეები დროში მოგზაურობისთვის ახალი აღმოჩენებისა და ცოდნის წყაროა,თუმცა არცთუ მანუგეშებელი.სადამდე შეიძლება გადააგვაროს საზოგადოება სამეცნიერო პროგრესმა და სოციალურმა უთანასწორობამ და როგორი იქნება სამყარო მაშინ,როდესაც აქ ორად ორი სახის არსებები დარჩებიან?კითხვებზე პასუხს ამ არსებების გაცნობის შემდეგ მიიღებთ...
13.95
ცეცხლი და სისხლი
ავტორი: ჯორჯ რ. რ. მარტინი
მთარგმნელი: კონსტანტინე შარვაშიძე
სერია: პორტალი
ტარგარიენთა გავლენიანი საგვარეულოს აღზევება ცეცხლით დაიწყო - ცეცხლისმფრქვეველი დრაკონები იყვნენ მათი ძლიერების საყრდენი. ცეცხლში ჩაიბუგა ყველა ურჩი და მათი დიდებული ციხე-დარბაზები, მიწები - ზოგი აყვავებული, ზოგი კი მწირი. დრაკონების ცეცხლში ქვებიც კი იწვოდა. გადიოდა ხანი და ტარგარიენები მრავლდებოდნენ. მრავლდებოდნენ მათი შთამომავლებიც... რკინის ტახტი ანდამატივით იზიდავდა ყველას - და ძმას წაეკიდა, შვილი - მშობლებს, შურმა და შუღლმა დაასუსტა ერთ დროს უძლეველი ტარგარიენები და დაიწყო დასასრული ...
34.95
ჰიპნოზი
ავტორი: ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტ
მთარგმნელი: ლელა ზურებიანი
სერია: პორტალი
"ამერიკელი მწერალი, პოეტი და ესეისტი ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტი (1890-1937) საშინელებათა, მისტიკისა და ფენტეზის ჟანრში წერდა. ის ფენტეზის ჟანრის ერთ-ერთ ფუძემდებლად მიიჩნევა. სიცოცხლეში მისი ნაწარმოებები დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა, თუმცა სიკვდილის შემდეგ უდიდესი გავლენა მოახდინა თანამედროვე მასობრივი კულტურის ფორმირებაზე. მისი შემოქმედება იმდენად უნიკალურია, რომ ლავკრაფტის ნაწარმოებებს ცალკე ქვეჟანრად ყოფენ – „ლავკრაფტის საშინელებებად“"
14.95