წმინდა კოლხეთი
24.95
ავტორი: არკანჯელო ლამბერტი
მთარგმნელი: გიორგი ცქიტიშვილი
არკანჯელო ლამბერტის „წმინდა კოლხეთი“ ფასდაუდებელი მნიშვნელობის წყაროა XVII საუკუნის I ნახევრის საქართველოს ისტორიისათვის. მასში მოთხრობილია საქართველოში თეატელთა კათოლიკური მისიის 1626-1649 წლების მთელი ისტორია. ნაშრომში უამრავი საგულისხმო ცნობა მოიპოვება ქართული სამეფო-სამთავროებისა და ზოგადად ახლო აღმოსავლეთის სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურის ისტორიის შესახებ.
„წმინდა კოლხეთი“ ცალკე წიგნად პირველად წარდგება ქართველი სამეცნიერო საზოგადოების ფართო წრისა და დაინტერესებული მკითხველის წინაშე. ამავე დროს ეს არის ამ წიგნის პირველი გამოცემა 1657 წელს ავტორის მიერ ნეაპოლში მისი გამოქვეყნების შემდეგ და ნიშანდობლივია, რომ იგი სწორედ ქართულ ენაზე განხორციელდა.
- გამომცემლობა
- არტანუჯი
- ფასი
- 24.95
- წონა
- 0.899
- ნანახია
- 582
მსგავსი პროდუქტები
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება - 100 ამბავი #40
შემდგენელი: თამაზ ჯოლოგუა
სერია: თან საკითხავი
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ათეული წლების განმავლობაში იყო ეროვნული კულტურის ძირითადი ცენტრი, რომელიც, გარდა სასკოლო-საგანმანათლებლო და საბიბლიოთეკო კერების დაარსებისა, იდეურად და მატერიალურად ეხმარებოდა ქართულ თეატრს, გამომცემლობებს, ხელს უწყობდა სამეცნიერო და სალიტერატურო პროცესების განვითარებას, ეძებდა და თავს უყრიდა ძველ ქართულ ხელნაწერებსა და ნაბეჭდ წიგნებს, ისტორიულ-არქეოლოგიურ და ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს, სტიპენდიებს უნიშნავდა რუსეთსა და საზღვარგარეთ მოსწავლე ახალგაზრდებს...
წიგნი ეძღვნება წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების 140 წლისთავს.
11.95
ერების რეკონსტრუქცია: პოლონეთი, უკრაინა, ლიეტუვა, ბელარუსი 1569-1999
ავტორი: ტიმოთი სნაიდერი
მთარგმნელი: ქეთი ქანთარია
ტიმოთი სნაიდერი (დ. 1969), ამერიკელი ისტორიკოსი, იეილის უნივერსიტეტის პროფესორი, აღმოსავლეთ ევროპის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მკვლევარი.
„ერების რეკონსტრუქცია“ მოგვითხრობს, როგორი გავლენა იქონია ისტორიამ თანამედროვე პოლონეთის, ლიეტუვის, უკრაინისა და ბელარუსის ჩამოყალიბებაზე. რა გზა გაიარეს? რა გადაწყვეტილებები მიიღეს და როგორ? რატომ იბრძოლეს ერთმანეთში და სხვებთან? როგორ შერიგდნენ? როგორ განჭვრიტეს მომავალი? - ეს კითხვები ყველა თანამედროვე ერი-სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანი კითხვებია, ხოლო პასუხებზე ბევრადაა დამოკიდებული მათი ბედი და ხვალინდელი დღე.
საქართველოსთვის ჩვენი მეგობარი ერების ისტორიის ამ კუთხიდან დანახვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. რა დასკვნები და გაკვეთილები უნდა გამოიტანოს ჩვენმა ქვეყანამ?
17
ეროვნული ხელისუფლების 419 დღე #1
ავტორი: გიორგი არქანია; გიგი გიოშვილი; გიორგი ჯავახიშვილი; გიორგი ბუცხრიკიძე
30 წლის წინ, 1991 წლის 9 აპრილს, რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. მანამდე, 1990 წლის 14 ნოემბერს, ამავე საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, რითაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში საბჭოთა რეჟიმი მშვიდობიანად დასრულდა და მეორე რესპუბლიკის არსებობის პერიოდი დაიწყო. ამ მოვლენათა სათავეში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, ქვეყნის პირველი პრეზიდენტი – ზვიად გამსახურდია და 1990 წლის 28 ოქტომბრის მრავალპარტიულ არჩევნებში გამარჯვებული „ეროვნული ხელისუფლება“ იდგნენ. მმართველობის 14 თვეზე ნაკლები ხნის განმავლობაში საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს, შეიქმნა მისი ინსტიტუტები და გამოიკვეთა ძირითადი საგარეო-პოლიტიკური მიმართულებები.
„ეროვნული ხელისუფლების 419 დღე“ მეორე რესპუბლიკისა და ხალხის მიერ არჩეული, „ეროვნულ ხელისუფლებად“ წოდებული მთავრობის მოღვაწეობის ყოველდღიური მატიანეა. ამბები მასში 14 ნოემბრიდან 1992 წლის 6 იანვრამდე, ანუ სახელმწიფო გადატრიალებამდე, ქრონოლოგიურადაა დალაგებული.
წიგნში მოცემულია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, სამხედრო, საზოგადოებრივი, რელიგიური, კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტული, კრიმინალური და ა. შ. მოვლენები. დიდი ყურადღება ექცევა საბჭოთა კავშირსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს და მათ გავლენას საქართველოზე.
„არტანუჯისა“ და „უახლესი ისტორიის ცენტრის“ ერთობლივი გამოცემის სამეცნიერო რედაქტორია დიმიტრი შველიძე
59.95
დღიურები - ნიკო დადიანი
ავტორი: მიკო დადიანი
ნიკო დადიანის დღიურში დაცულია ძვირფასი ცნობები სამეგრელოსა და აფხაზეთის სამთავროთა შესახებ, XIX საუკუნის პირველ მესამედში იქ არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. საყურადღებოა ის ცნობები, რომლებიც სამართალსა და სამართალწარმოებას შეეხება, რადგან ნიკო დადიანი XIX საუკუნის მიწურულიდან გარდაცვალებამდე მოსამართლე, 1815 წლიდან კი სამეგრელოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მსაჯულთუხუცესი ანუ მდივანბეგთუხუცესი იყო. ეს დღიურები წარმოადგენს წყაროსაც ქართული გვარების ისტორიისათვის.
16.95