ხუროთმოძღვრის შეგირდი
16.95
ავტორი: ელიფ შაფაქი
სერია: წლის ბესტსელერი
მთარგმნელი: ია ქვაჩახია
"თქვენი მასპინძელია შუა საუკუნეების სტამბოლი, ჯადოსნური, ფერადოვანი, იდუმალებით მოცული, ბოსფორის პირას ნებივრად გაწოლილი ქალაქი, კაცთა ბედის მჭედელი, შემოქმედთა ასპარეზი... იგი თქვენ თვალწინ გლოვობს და ზეიმობს, ლოცულობს და იწყევლება, ფუფუნებაში ეფლობა და სიღატაკის მწარე პურს ჭამს, იწვის და დიდოსტატის ხელით კვლავ შენდება!"
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 16.95
- ნანახია
- 61
მსგავსი პროდუქტები
მშფოთვარე ადამიანები
ავტორი: ფრედერიკ ბაკმანი
მთარგმნელი: კონსტანტინე შარვაშიძე
სერია: წლის ბესტსელერი
"ერთ პატარა შვედურ ქალაქში ახალი წლის წინადღეს ხელმოცარული ბანკის მძარცველი აიყვანს რვა მძევალს, რომლებიც გასაყიდი ბინის დასათვალიერებლად შეკრებილან. სხვათა შორის, ყველა მათგანი როდია ნამდვილი მყიდველი. ბინის ჩვენებაზე თითოეული მათგანი თავისმა ინტერესმა ან სასოწარკვეთილებამ მიიყვანა. ვითარება თანდათან ისე იძაბება, რომ მძარცველს ურჩევნია პოლიციას ჩაჰბარდეს, ოღონდ კი თავი დააღწიოს ამ მშფოთვარე ადამიანებს. ამ რომანის გმირებიც ფრედრიკ ბაკმანის საყვარელი „პატარა ადამიანები“ არიან, თავიანთი სადარდებლითა და აუწყობელი ურთიერთობებით, რასაც მწერალი მსუბუქი იუმორით, სევდიანი სარკაზმით, გროტესკულობითა და იმავდროულად, გმირებისადმი გულის ამაჩუყებელი თანაგრძნობით გვიამბობს. მწერლის სხვა რომანებისგან განსხვავებით, აქ თხრობას ხშირად წარსულიდან აწმყოში გადავყავართ. ბაკმანი მკითხველს თავსატეხსაც უჩენს — ბოლოს და ბოლოს, ბანკის მძარცველი ქალია თუ მამაკაცი? "
16.95
დაკარგული ნახევარი
ავტორი: ბრიტ ბენეტი
მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე
სერია: წლის ბესტსელერი
შეიძლება უკვე გიფიქრია, რას გრძნობ, როცა იდენტობასა და საკუთარ ცხოვრებას გართმევენ, მაგრამ რას ნიშნავს არჩევანი, რომლითაც საკუთარ თავზე თავად ამბობ უარს? ახალგაზრდა ამერიკელი ავტორის, ბრიტ ბენეტის, ბესტსელერი სწორედ ამ არჩევანის შესახებ გვიყვება. ???? „დაკარგული ნახევარი“ შთამბეჭდავი რომანია ტყუპ დაზე, რომლებიც ბავშვობაში განუყრელები იყვნენ, მერე კი ორ სხვადასხვა სამყაროში გადაწყვიტეს ცხოვრება - შავსა და თეთრში. დები პატარა სამხრეთულ დასახლებაში გაიზარდნენ და 16 წლის ასაკში გაიქცნენ სახლიდან. თუმცა ზრდასრულობაში არა მარტო მათი ყოველდღიურობაა განსხვავებული, არამედ ყველაფერი - მათი ოჯახები, საზოგადოება და მომავალიც. წლების შემდეგ ერთ-ერთი და თავის შავკანიან ქალიშვილთან ერთად კვლავ იმ სამხრეთულ დასახლებაში ცხოვრობს, საიდანაც თავის დაღწევა სცადა, მეორემ კი თეთრკანიანთა შორის თავის დამკვიდრება შეძლო. მიუხედავად ამისა, დების ბედი კვლავ ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. და ვინ იცის, რა მოხდება, როცა მათი ქალიშვილების გზები გადაიკვეთება? წიგნი გამოცემისთანავე მოექცა „New-York Times"-ის ბესტსელერთა სიის სათავეში. ბენეტს წიგნის ეროვნულმა ორგანიზაციამ 35 წლამდე ასაკის მწერლების საპატიო წოდება მიანიჭა,„The Times"-მა კი ავტორი წლის 100 გავლენიანი ადამიანის სიაში შეიყვანა. წიგნის გამოცემა დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს წიგნების თარგმნის პროგრამის ფარგლებში.
16.95
მახინჯი სიყვარული
ავტორი: კოლინ ჰუვერი
მტარგმნელი: ნათია ჩუბინიძე
სერია: წლის ბესტსელერი
"მათ უცნაურ შეხვედრას არ მოჰყოლია ერთი ნახვით შეყვარება. ვერც მეგობრები გახდნენ. ამ ორს მხოლოდ ვნება აერთიანებს... ასე ჰგონიათ, ჯერჯერობით. ახალგაზრდა მამაკაცს სიყვარული არ სჭირდება, ქალს საამისოდ არ სცალია. მათი შეთანხმება იდეალური იქნება, თუ ქალი მხოლოდ და მხოლოდ ორ წესს დაიცავს: არასოდეს ჰკითხოს, რა მოხდა წარსულში და. არ ჰქონდეს მომავლის იმედი. მაგრამ მალე მიხვდებიან, რომ შეთანხმების დაცვა უჭირთ. თანდათან წესები ირღვევა და სიყვარული მახინჯი ხდება. "
16.95
დაკარგული სინათლე
ავტორი: ჯილ სანტოპოლო
სერია: წლის ბესტსელერი
მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე
ორი სიცოცხლე. ორი სიყვარული. ერთი არჩევანი. ლუსი და გეიბი ერთმანეთს 2001 წლის 11 სექტემბერს შეხვდნენ და ამ საბედისწერო დღემ მათი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. ორივეს სურს რაღაც მნიშვნელოვანი, ადამიანებისთვის სასარგებლო საქმე აკეთოს და არც ერთი მათგანი არ აპირებს კარიერაზე უარის თქმას, მიუხედავად იმისა, რომ თავდავიწყებით უყვართ ერთმანეთი. გზები გაიყო – გეიბი ახლო აღმოსავლეთის ცხელ წერტილებში ფოტორეპორტაჟებზე მუშაობს, ლუსი – ნიუ-იორკში, ტელევიზიაში საბავშვო გადაცემის ავტორია. მონატრების, ეჭვიანობის, სინანულისა და შეხვედრების ცამეტი წელი გავიდა, სიყვარული არ გახუნებულა, მაგრამ მოუტანა კი მათ ბედნიერება? გვიან აღიარეს, რომ სიყვარული სინათლეა და როცა მას დათმობ, საზღაური მეტისმეტად მწარეა, ხანდახან სიცოცხლეც კი.
13
პრესტიჟი
ავტორი: კრისტოფერ პრისტი
მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე
სცენაზეა რუპერტ ენჯერი! სცენაზეა ალფრედ ბორდენი! ვინ გაზომავს და შეაფასებს მათი ჯადოქრობის ხარისხს? ”პრესტიჟი ” ორი ილუზიონისტის დაპირისპირების, მეტოქეობის, ფარული თუ აშკარა ბრძოლის ამბავია. ის, რაც გამოსდის ერთს, გამოსდის მეორესაც და მაინც, მათი წარმატება ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ორ საიდუმლოს ეფუძნება. მაგრამ თითქმის ერთნაირია თითოეულის მიზნისკენ მიმავალი გზა - საცალფეხო და ციცაბო, რისკით, ტყუილით, ეჭვიანობით გაჯერებული...
14.95
საოცნებო მხარე
ავტორი: ნიკოლას სპარქსი
სერია: წლის ბესტსელერი
სად არის ის საოცნებო მხარე, რომელსაც ვნატრობთ და ხშირად მისი გზა ვერ გვიპოვია?! არადა, თურმე ჩვენ გვერდითაა, სულ ახლოს, მთავარია, ვირწმუნოთ, რომ მივაგნებთ. ამაში სიყვარული დაგვეხმარება _ სიყვარული ახლობლებისა და საყვარელი ადამიანის. ოცნებაზე უარი არასოდეს არ უნდა ვთქვათ, წარსული წარსულში უნდა დარჩეს და აწმყოთი და მომავლის იმედით ვიცხოვროთ, გვასწავლის ნიკოლას სპარქსის კიდევ ერთი ბესტსელერი ”საოცნებო მხარე“, რომელიც სიუჟეტის მოულოდნელი განვითარებით გაგაოცებთ.
16.95
სტამბოლელი ნაბიჭვარი
ავტორი: ელიფ შაფაქი
სერია: წლის ბესტსელერი
მთარგმნელი: ეკატერინე მაჩიტაძე
ელიფ შაფაქის რომანში "სტამბოლელი ნაბიჭვარი" მოთხრობილია ორი ოჯახის, თურქებისა და სომხების ისტორია. ჩახმახჩიანების ოჯახი, რომელიც ახლა აშშ-ში ცხოვრობს, 1915 წლის სომხების გენოციდის მსხვერპლია. იმ სისხლიანმა დროებამ ისინი დევნილად აქცია. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და ჯერაც არ მოშუშებიათ ჭრილობები, მაგრამ ჰგონიათ, სამუდამოდ დააღწიეს თავი თურქეთს, სტამბოლს, ჰგონიათ...
14.95