santaesperanza
ჯაყოს ხინზნები
ჯაყოს ხინზნები

ჯაყოს ხინზნები


11.95

ავტორი: მიხეილ ჯავახიშვილი

 

– „ჩემო ერთავ! ჩემო წამებულო მარგო! ჩემო ჯვარცმულო ანგელოზო! მე ვერ მივიღებ შენს ბოდიშს, ვინაიდან მე თვითონ ვარ შენგნით შესაწყნარებელი. უსაზღვრო და უძიროა ჩემი ბრალი. გშიოდა და პური ვერ მოგეცი; გწყუროდა და წყალი ვერ დაგალევინე; გციოდა და კარი ვერ გაგიღე. განუზომელია ჩემი ბრალი შენს წინაშე, გოლგოთიდან მომავალო ჩემო მარგუში!შემინდე და დაივიწყე ურიცხვნი ცოდვანი ჩემნი. ძმას გავყევი და ცოლი დავივიწყე, სხვას მივეშველე და მეუღლე გავსწირე. თუ ძალგიძს, ჩემო წამებულო, მივცეთ ყოველივე დავიწყებას და შევუდგეთ ახალ ცხოვრებას. ეს დაობლებული საწოლიც შენ მოგელის... მომიჯექი გვერდით. აი, ჩემი ხელი და ჩემი მკერდი. ჩამოჯექი ამ სავარძელში... აი, ბუხარი და ცეცხლი... გასთბი და დაისვენე“. სერიაში "მოსწავლის არჩევანი" შესულია როგორც სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული ნაწარმოებები, ასევე კლას-გარეშე საკითხავი ლიტერატურა. წიგნები დაყოფილია 4 ასაკობრივ ჯგუფად. თითოეულ მათგანს ერთვის სახალისო სავარჯიშოები – კითხვარები და კროსვორ-დები, რაც უბიძგებს მოზარდს, უფრო დაკვირვებით წაიკითხოს წიგნი და კარგად გაიაზროს მისი შინაარსი

გამომცემლობა
პალიტრა ლ
ფასი
11.95
ნანახია
49
გაზიარება: