santaesperanza
ვეფხისტყაოსანზე
ყველა კულტურას თავისი ლიტერატურული ქვაკუთხედი გააჩნია. საქართველოსთვის ეს „ვეფხისტყაოსანია“, რომლის თითოეული სტროფი ცხოვრებისეულ გაკვეთილს წარმოადგენს. იგი გმირების თავგადასავალია, სადაც პერსონაჟები გვევლინებიან, როგორც სამაგალითო მეგობრები, მიჯნურები და ზოგადად, სამაგალითო ადამიანები. წინამდებარე წიგნიც ერთგვარი თავგადასავალია – თავგადასავალი „ვეფხისტყაოსნის“ სამყაროში. ამ წიგნში შეხვდებით რჩევებს, მაგალითად, თუ როგორ უნდა წაიკითხოთ ეს პოემა (მანანა თანდაშვილის სტატია), რა ფსიქოლოგიური სიღრმეები იმალება პერსონაჟთა ქცევებსა თუ სიტყვებში (რეზო კორინთელის სტატია). ზურაბ კიკნაძის სტატიაში საშუალება გექნებათ გაიაზროთ თუ რა სიმბოლოები გვხვდება რუსთაველის პოემაში. ლევან გიგინეიშვილის, ნანა ჩაჩუასა და ანდრო დგებუაძის სტატიებში გაეცნობით ეპოსის ფილოსოფიურ მხარეებს.     „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟების მსგავსად თანამედროვეობაშიც შეიძლება წერდნენ წერილებსა და დღიურებს, სწორედ ასეთია აკა მორჩილაძის დღიურები თავად „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ. აგრეთვე, წიგნში ერთ-ერთი სტატიის სახით შესაძლებლობა გექნებათ გაეცნოთ დათო ტურაშვილის მიერ აღქმულ „ვეფხისტყაოსანს“. დასასრულ, „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც ობიექტურად ღირებული ტექსტია, ყოველთვის შესაძლებელია აღიქმებოდეს სუბიექტურად, ყველას შეუძლია დაინახოს ეს პოემა თავისი გადმოსახედიდან. წინამდებარე წიგნში სწორედ რამდენიმე ავტორის თვალით დანახულ პოემას გაეცნობით. კრებულის თემები და ავტორები:   ზურაბ კიკნაძე – „ვეფხისტყაოსნის“ ორი სამეფო და ისტორიის დასასრული  აკა მორჩილაძე – დღიურები „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ  ლევან გიგინეიშვილი – „ვეფხისტყაოსნის“ იერარქია  რეზო კორინთელი – სიღრმის ფსიქოლოგია „ვეფხისტყაოსანში“  ანდრო დგებუაძე – „ვეფხისტყაოსანი“, როგორც აზროვნების გზაჯვარედინი  დათო ტურაშვილი – ჩემი „ვეფხისტყაოსანი“  ნანა ჩაჩუა – სამყაროს უნივერსალური პრინციპი ანუ ფატმანი და…  მანანა თანდაშვილი – როგორ წავიკითხოთ „ვეფხისტყაოსანი“ საგამომცემლო ჯგუფი: დაჩი ფაჩულია, გურამ მეგრელიშვილი, მარიამ შუბლაძე
28
ვეფხისტყაოსანი
ავტორი: შოთა რუსთაველი   წინამდებარე გამოცემა აბსტრაქციონისტი მხატვრის,გივი ვაშაკიძის ილუსტრაციებითაა დახუნძლული.მხატვარმა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში გაამჟღავნა ნატვრა,რომ რუსთაველის შედევრი ოდესმე მისი ილუსტრაციებით დაბეჭდილიყო.სამწუხაროდ,გივი ვაშაკიძე ისე გარდაიცვალა,რომ არათუ გამოცემას,თავისი შედევრების გამოფენასაც ვერ მოესწრო.მხატვარს თითოეულ ილუსტრაციაზე თავისი ხელით აქვს მიწერილი პოემის ის სტროფები, რომლებიც ამ ილუსტრაცის განმარტავს.თუმცა არის ილუსტრაციები განმარტების გარეშეც.ისინი წიგნის ბოლოშია წარმოდგენილი.
70
ვეფხისტყაოსანი
ავტორი: შოთა რუსთაველი   "გამოცემას საფუძვლად დაედო შოთა რუსთაველის დაბადების 800 წლისთავისადმი მიძღვნილი 1966 წლის საიუბილეო გამოცემის ტექსტი. ""ვეფხისტყაოსანი"" ყოველთვის იყო მხატვრების ყურადღების ცენტრში, მრავალ ცნობილ ქართველსა და უცხოელს შეუქმნია ამ ნაწარმოებისთვის შედევრები, მათგან ერთ-ერთი გამორჩეული მხატვრის, სერგო ქობულაძის, ილუსტრაციებს სწორედ ამ გამოცემაში შეხვდებით."
100
ვეფხისტყაოსანი
ავტორი: შოთა რუსთაველი   წარმოგიდგენთ “ვეფხისტყაოსნის” სრულიად უნიკალურ და გამორჩეულ გამოცემას, რომლის ილუსტრაციების ავტორი ახალგაზრდა ქართველი მხატვარი, დავით მაჭავარიანია.
69.9
ვეფხისტყაოსანი
წიგნის მხატვარი: გიორგი ტაბლიაშვილი კალიგრაფი: დავით მაისურაძე
85
ვეფხისტყაოსანი
70
ვეფხისტყაოსანი
ავტორი: შოთა რუსთაველი სერია: 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ    
16.95
ვეფხისტყაოსანი (გრაფიკული რომანი)
ავტორი: შოთა რუსთაველი ადაპტირებული ტექსტის ავტორი: სალომე ბენიძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
69.9
ვეფხისტყაოსანი (ლიმიტირებული გამოცემა)
ავტორი: შოთა რუსთაველი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
99.9
ვეფხისტყაოსანი - The man in the panthers skin
თქვენ წინაშეა „ვეფხისტყაოსნის“ პოპულარული ენით დაწერილი პროზაული ვერსია ინგლისურენოვანი მკითხველისთვის. ამბად მოთხრობილია ავთანდილ არაბულის მიერ. მთარგმნელი: ჯეფრი გოსბი წიგნში გამოყენებულია მიხაი ზიჩის ილუსტრაციები.
24.95
ვეფხისტყაოსანი - The man in the panthers skin
პროზაული ვერსიის რობერტს სტივენსონისეული თარგმანი  მიხაი ზიჩის ილუსტრაციებით
79.95
ვეფხისტყაოსანი გერმანულად
90
ვეფხისტყაოსანი ფრანგულად
90
ვითამაშოთ ფერებით
ავტორი: ერვე ტიულე   ასაკი: 2-5 წელი „ბავშვის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია მასთან აქტიური ურთიერთობა – ერთად თამაში, საუბარი, წიგნის კითხვა სულ პატარა ასაკიდან… სამყაროს უკეთ შეცნობასა და აუცილებელი ემოციური კავშირის დამყარებაში ბავშვებს სწორედ თქვენი ჩართულობა ეხმარება. წიგნის ერთად კითხვა ურთიერთობის სასიამოვნო საშუალებაა; ამასთან, ის მოსმენილის გაგებისა და გააზრების უნარის ჩამოყალიბებასაც უწყობს ხელს. წაუკითხეთ ეს წიგნი თქვენს პატარას, დაეხმარეთ, შეასრულოს წიგნში მოცემული ყველა მოქმედება და აღმოაჩენთ, რომ ბავშვს ბევრი მნიშვნელოვანი ფსიქიკური უნარი განუვითარდება, მათ შორის –მეხსიერების, მეტყველების, ყურადღების კონცენტრაციის, წარმოსახვის, კომუნიკაციისა თუ პრობლემის გადაჭრისა… გაატარეთ დრო თქვენს პატარასთან ერთად სახალისოდ და შინაარსიანად.“ ნატა მეფარიშვილი, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი
15.9
ვიკინგები - წიგნი მოძრავი ნახატებით
8 თვალწარმტაცი მოძრავი ნახატი ვიკინგთა წარმოუდგენელი სამყაროს სამ განზომილებაში სანახავად: თქვენ ყველა მათ საიდუმლოს გაიგებთ, გაეცნობით მათ ყოველდღიურ ცხოვრებას, დაესწრებით დელიკატესებით სავსე დიდებულ ნადიმებს და ყველაზე მამაცი მეომრების მხარდამხარ იბრძოლებთ. თავს ნამდვილ გმირად იგრძნობთ! ასაკი: 6-8 წლამდე
27.95
ვილეტი
ავტორი: შარლოტ ბრონტე სერია: იკითხე კლასიკა   "ლიუსი სნოუ ობოლი ქალიშვილია, რომელსაც არც ფული აქვს და არც ნათესავები ჰყავს. სამაგიეროდ მიღებული აქვს კარგი განათლება, ძლიერი ხასიათი და სხარტი აზროვნება, რაც საკმარისია იმისათვის, რომ მარტო გაემგზავროს ევროპაში და იპოვოს სამუშაო როგორც ინგლისურის მასწავლებელი გოგონათა სკოლა-პანსიონში. სწორედ იქ, მძიმე ყოველდღიურ შრომასა და ინტრიგების ატმოსფეროში გადაეყრება სრულიად განსხვავებულ ორ მამაკაცს _ ინგლისელ ჯონსა და ბელგიელ პოლს. პირველი ლიუსიში თბილ სიმპათიას იწვევს, მეორე _ ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობების მთელ კონას. გახდება თუ არა რომელიმე მათგანი მისი სიყვარული და ბედისწერა?.."
16.95
სიახლე
ვილნიუსის ლექციები სოციალურ ფილოსოფიაში  (ფიზიკური მეტაფიზიკის გამოცდილება)
ავტორი: მერაბ მამარდაშილი მთარგმნელი: რუსუდან ავალიშვილი გამომცემლობა: ალეფი ყდა: რბილი
20
ვინ მოკლა ჩაიკა ?
ავტორი: ანა კორძაია - სამადაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
9.9
ვინი პუჰის თავგადასავლები
ვინი პუჰი ყველა ბავშვისთვის საყვარელი და განუმეორებელი პერსონაჟია. ოთხი ჯადოსნური მოთხრობა, რომელიც გიამბობთ ყველასათვის საყვარელი დათუნია პუჰისა და მისი მეგობრების თავგადასავლებს.   ვინი პუჰი აგრეთვე ცნობილი როგორც დათუნია ვინი,  — მწერალ ალან მილნის წიგნების პერსონაჟი წიგნებიდან „ვინი პუჰი“ (1926) და „სახლი პუჰის კუთხეში“ (1928). პუჰის შესახებ ლექსი მილნმა აგრეთვე გამოაქვეყნა საბავშვო წიგნში „როდესაც ძალიან პატარები ვიყავით“ (1924) და უფრო მეტი — წიგნში „ახლა ექვსი წლის ვართ“. ოთხივე წიგნის ილუსტრატორია ერნესტ შეპარდი. პუჰის შესახებ ისტორიები ნათარგმნია მრავალ ენაზე. არსებობს მისი თავგადასავლების ეკრანიზაციები. ძირითადად ცნობილია უოლტ დისნეის სტუდიების ფილმები და სატელევიზიო სერიალები და თედორე ხიტრუკის მიერ გადაღებული სამი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი. დათუნია ვინიმ თავისი სახელი, ისევე როგორც პერსონაჟების უმეტესობამ, ალან მილნის ვაჟიშვილის — კრისტოფერ რობინ მილნის სათამაშოებისაგან მიიღო (გამონაკლისები არიან ბუ და კურდღელი). თავად ალანის ვაჟიშვილი კი, კრისტოფერ რობინის პერსონაჟის პროტოტიპი იყო. ამჟამად კრისტოფერ რობინის სათამაშო დათვი გამოფენილი არის ნიუ იორკის საჯარო ბიბლიოთეკის მთავარ ფილიალში.  
19.95
ვინი პუჰის საშობაო თავგადასავალი
რა არის შობა? აი, ვინი პუჰის პასუხიც: შობა, უწინარესად, მეგობრებზე ზრუნვა, მათ გასახარად ფუსფუსი და მათთან ერთად შობის გაზიარებაა! ამ დღეს სამყარო გამოუთქმელად ლამაზი ხდება, რადგან ყველას ერთი საზრუნავი გვაქვს - მეგობრებისთვის საჩუქრების შერჩევა და მათი გახარება. მოდი, შევუერთდეთ ვინის და მის მეგობრებს და დავეხმაროთ სანტა-კლაუსს საჩუქრების დარიგებაში! იქნებ, ამ დროს ჯადოსნური ვარსკვლავიც მოწყდეს ცას და ყველა სურვილი აგვიხდეს. შობა ხომ ჯადოსნური დღესასწაულია!
27.95
ვინი ფუჰი
ავტორი: ა. ა. მილნი სერიის დასახელება: კლასგარეშე საკითხავი „ვინი ფუჰი“ საქვეყნოდ ცნობილი წიგნია. ეს წიგნი პირველად 1926 წელს გამოიცა და მაშინვე მოიპოვა ბავშვებისა და მათი მშობლების სიყვარული. დათუნია ვინის, მისი მეგობარი გოჭიკოსა და ტყის სხვა ბინადრების ამბები ალან ალექსანდერ  მილნმა თავისი ვაჟის, ქრისტოფერ რობინისთვის დაწერა. მას შემდეგ „ვინი ფუჰი“ მილიონობით ბავშვის საყვარელ საკითხავად იქცა. ძველი თარგმანისაგან განსხვავებით, რომელიც წიგნის არასრული რუსული ვარიანტიდან იყო შესრულებული, ეს გამოცემა ორიგინალის ენიდან ითარგმნა და „ვინი ფუჰის“ ორივე წიგნის სრულ ტექსტს შეიცავს.
14.95
ვინილომაგია ვინილომანია
ავტორი:  თემურ ტონია   ის გასული საუკუნის 50-იან წლებში მოევლინა სამყაროს, მრავალმილიონიანი ტირაჟებით დაფარა დედამიწა და მილიონობით ადამიანს მიუტანა მუსიკა აბსოლუტურად სრულყოფილი სახით. მისი წყალობით, მუსიკა გასცდა ტრადიციულ, სახელოვნებო სივრცეს და იქცა სოციალურ ფენომენად, რომელმაც განაპირობა სრულიად ახალი კულტურული ტენდენციების, მსოფლმხედველობისა და ცხოვრების წესის დამკვიდრება. რა გახდა დღეს, 21-ე საუკუნეში, „ბებერი" ვინილის ხელახალი გაცოცხლების მიზეზი? ამ კითხვაზე პასუხს ამოიკითხავთ ამ წიგნში ...
12.95
ვინსენტ ვან გოგი
მთარგმნელი: გურანდა დათაშვილი სერია: დიდი მხატვრები ვინსენტ ვან გოგი (1835-1890) - შემოქმედებითი გენია.განსაკუთრებული ძალისა და ექსპრესიული ენერგიის წყალობით, მისი ნამუშევრები მძაფრ ემოციებს აღძრავს და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს. მხატვრის სულიერი ტანჯვითა და შეჭირვებული ყოფით აღსავსე ხანმოკლე სიცოცხლე, რომელსაც ტრაგიკული აღსასრული მოჰყვა, მისი ბიოგრაფიული ტილოა. ვან გოგმა გამუნეორებელი სტილი შექმნა - დიმამიკური, ვიბრაციული და მშფოთვარე. მრავალფეროვანი პალიტრით მან ხელოვნების ისტორიაში სრულიად ახლებურად ასახა პეიზაჟები, სახეები და საგნები.
25
ვის უხმობს ყორანი
ავტორი:  მეგი სტივოთერი მთარგმნელი:  არჩილ რაჭველი სერია: ლიბერთინს   საუკუნეების შემდეგ მოზარდი გოგონა დილემის წინაშე დგას - როგორ მოიქცეს, როდესაც მისი შეყვარება ნებისმიერს სასიკვდილო საფრთხეს უქადის. ცხოვრებისეული გზების ძიება გოგონას ოთხ ბიჭს შეახვედრებს, რომელთანაც, წესით, არაფერი უნდა ჰქონოდა საერთო... იქ სადაც ამქვეყნიურსა და იმქვეყნიურს შორის საზღვარი იშლება, იქ, სადაც ზურგს უკან ბედისწერის სუნთქვას გრძობ, იქ, სადაც ღმერთის ძიებაში სატანას არსებობა არ უნდა დაგავიწყდეს, გოგნამ და ოთხმა ბიჭმა უნდა გაარკვიონ, ვის უხმობს ყორანი.
15