santaesperanza
ნაწყვდიადევს
ავტორი: ჰარუკი მურაკამი მთარგმნელი: ირაკლი ბერიაშვილი „ნაწყვდიადევს“ ღამის ტოკიოში იდუმალ შეხვედრებზე დაწერილი მცირე მოცულობის ნატიფი რომანია. რომანის ყველა ამბავი ერთ ღამეში ხდება. უზარმაზარ მეგაპოლისში ადამიანები შემთხვევით ხვდებიან ერთმანეთს, უყვარდებათ, შორდებიან და ისევ ხვდებიან, როცა წყვდიადი უკან იხევს
11.9
ნახევარ მეფე
ავტორი: ჯო აბერკრომბი მთარგმნელი: ირაკლი სულაძე სერია: ლიბერთინსი სწავლულობისთვის ემზადებოდა, მაგრამ ბედისწერამ მეფობა არგუნა; ცოდნა მიაჩნდა საკუთარ სიძლიერედ, მაგრამ ხელში - ერთადერთ ჯანმრთელ ხელში - ფარი და ხმალი მიაჩეჩეს... მერე კი უღალატეს... „დავიფიცე, რომ მამაჩემის სიკვდილის გამო შურს ვიძიებდი. შესაძლოა ნახევარკაცი ვიყო, მაგრამ ფიცი სრულად უნდა შევასრულო!“ შურისძიებამ საზარელ შეთქმულებას ფარდა უნდა ახადოს; შურისძიებამ მოღალატე(ებ)ს უნდა შეახვედროს...
14.95
ნახევარქათამა
ფეტვის ერთი მარცვლით დიდებული ყანა დავამწიფე, მაგრამ, სად იყო და სად არა, ბატონმა ნაშრომ-ნაოფლარი გამიცამტვერა. რა იცოდა, ვინ გადაიმტერა, რის ნახევარქათამა ვარ, პასუხი არ მომეთხოვა და გაჯავრებული გზას დავადექი. არც გზა და არც ბატონთან სამართლის პოვნა გამოდგა იოლი. მზაკვარი ნადირი გზას მიღობავდა, მაგრამ ყველას თავისი ადგილი მივუჩინე. ხანაც ზღვამ ჩაიფიქრა, ჩავეყლაპე. ისიც ხახამშრალი დავტოვე და ბატონს ვეახლე. ბატონი განრისხდა და ჩემი კოცონზე დაწვა ბრძანა, მაგრამ, ხომ გითხარით, არ იცოდა, ვინ გადაიმტერა, ჰოდა, დავამახსოვრე ჩემი ძალა – მე ხომ ნახევარქათამა ვარ!   ვარლამ ჯმუხაძის ილუსტრაციებით
31.9
ნეგატივი. 2009-1996
ავტორი: ზვიად რატიანი სერიის დასახელება ET CETERA ზვიად რატიანი (1971), პოეტი და პოეზიის მთარგმნელი, ავტორია პოეტური კრებულებისა „გამომიგონე“ (1993), „ჩურჩულის გაკვეთილი“ (1994), „ჯიბის ჰაერი“ (2000), „გზები და დღეები“ (2005), „ნეგატივი. 2009-1996“ (2009) და „შენთვის შეიძლება“ (2015). არის პოეტური ანთოლოგიების „გადასახედი“ (1998) და „ქართული ლექსი, XX საუკუნე“ (2015) შემდგენელი.     ნათარგმნი აქვს ათობით პოეტის ლექსები, მათ შორის ცელანის, ელიოტის, რილკეს, ქრეინის, ფროსტის, პაუნდის, ოდენის, ლოუელის, მილოშის, ეშბერის, ლარკინის, ტრანსტრომერის, სტრენდის, სიმიკის, ზაგაევსკის, ვენცლოვას და სხვ. 2010 წელს მიენიჭა ლიტერატურული პრემია „საბა“ კრებულისთვის „ნეგატივი. 2009-1996“, 2016 წელს - ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ კრებულისთვის „შენთვის შეიძლება“, 2017 წელს - ვახუშტი კოტეტიშვილის პრემია წლის საუკეთესო თარგმნილი პუბლიკაციისთვის (რობერ ჰასის ლექსები).
12.95
ნევენა
ავტორი: ბურკარდ შპინერი მთარგმნელი: მაია პეტერ-მირიანაშვილი ბურკარდ შპინერის ამ საყმაწვილო რომანში ასახული პრობლემა თითქმის ყველა თანამედროვე ოჯახისთვისაა ნაცნობი. კომპიუტერული თამაშით გატაცებული 17 წლის ვაჟთან მამა საერთო ენას დაკარგავს. მათი ურთიერთობა მხოლოდ დუმილია. ოჯახური ტრაგედია, მძიმედ დაავადებული დედის დაღუპვა, ბიჭს კიდევ უფრო მეტად ჩაკეტავს თავის თავში. მამა ყველანაირად ცდილობს მასთან დალაპარაკებას, მაგრამ არაფერი გამოსდის. ერთ დღესაც ბიჭი დაკარგავს კომპიუტერულ თამაშში გაცნობილ გოგოს და დახმარებისათვის მამას მიმართავს.
11.95
ნეთანიაჰუები
ავტორი: ჯოშუა კოენი მთარგმნელი: თამარ ჯაფარიძე სერია: ლიტერე ინვენტე   მოქმედება ნიუ-იორკში, 1960 წლის ზამთარში ხდება. ისტორიკოსი რუბენ ბლუმი, კორბინის კოლეჯის ერთადერთი ებრაელი აკადემიკოსი, რომელიც წლებია, ამერიკაში ცხოვრობს ცოლ-შვილთან ერთად, იძულებით, სრულიად წარმოუდგენელი და თითქმის კატასტროფული გარემოებების დამთხვევით, სხვა ებრაელის _ ასევე ისტორიკოსის, ბენ-სიონ ნეთანიაჰუს ოჯახის მას პინძლად იქცევა. პოლიტიკა, ისტორია, ეროვნული იდენტობა, მკაცრი აკადემიური გარემოს სატირულობა _ ეს ყველაფერი გასდევს ფონად რეალურ ამბავზე დამყარებულ, ბრწყინვალე ოსტატობით აგებულ თავბრუდამხვევ რომანს, რომელიც ძალი ან სასაცილო და მელანქოლიური მომენტების მონაცვლეობით გვიყვება ადამიანებისა და ქვეყნების ურთიერთობის ორაზროვნებაზე.
16.95
ნეირონი
ავტორი: ლელა ლაშხი სერია: იკითხე ქართული XXI   თუ ერთ დღეს აღმოაჩენ, რომ შენი სიზმრებიდან სრულიად გაქრა იძულებით დათმობილი მშობლიური ქალაქი, სახლი, საძინებელი... შენი ზღვა და მისი სურნელი, ხომ იფიქრებ, რომ იმედი მოკვდა? მაგრამ თუ ამ ყველაფერთან ერთად წარსულისგან დატოვებული ტკივილებიც ქრება, იქნებ თავისუფლების ყველაზე მძაფრი განცდის მიზეზსაც მიაგენი?!. ლელა ლაშხის „ნეირონი“ ახალგაზრდა ქალის წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრების ამბავია და ეს ამბავი იმავდროულად საქართველოს უახლესი ისტორიის ფრაგმენტებსაც იტევს. ძალადობისა და მახინჯი ტრადიციების მსხვერპლი ქალი მსხვერპლის როლიდან გამოდის და მიდის ყველასა და ყველაფრისგან, რამაც მისი ტრაგიკული ყოფა განაპირობა. მაგრამ პიროვნების ტრანსფორმაცია ყოველთვის როდი ნიშნავს წარსულისგან გათავისუფლებასა და საკუთარი თავის პოვნას _ აქამდე მთავარმა გმირმა ნეირონის ექსპერიმენტი და კიდევ წინააღმდეგობებით მოფენილი გრძელი გზა უნდა გაიაროს.
14.95
ნეკერქალაქი
ავტორი: ნინო ნეკერიშვილი გამომცემლობა: არტანუჯი  
14.95
ნერდის დღიური (1)
ავტორი: ფილიპ ოზბორნი მთარგმნელი: ნინო შეყილაძე სერია: ლიბერკიდსი   ფილი დიდი ჭკუის კოლოფია, თუმცა ცოტა ცრუპენტელაა. ხშირად შარშიც ეხვევა! ფილსა და მის მეგობრებს, ჯორჯსა და ნიკოლასს, სიგიჟემდე უყვართ ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა, ,,ვარსკვლავური ომები", ,,დიდი აფეთქების თეორია", კომიქსები და ყველაფერი ის, რაც ნერდებსა და გიკებს იტაცებთ! ფილი ნამდვილი ნერდია, მისი დღიური კი საინტერესოდ გაგაცნობს მას, მის ფიქრებს, მიზნებსა და ოინებს. მასთან ერთად არ მოიწყენ!
12.95
ნერდის დღიური: ომობანა (4)
ავტორი: ფილიპ ოზბორნი მთარგმნელი: ნინო შეყილაძე სერია: ლიბერკიდსი   დაფიქრებულხარ, როგორი იქნებოდა სამყარო ვიდეოთამაშების გარეშე? ამის გასაგებად მხოლოდ წარმოდგენა არ იქნება საკმარისი და იქნებ წარსულში მოგზაურობის დრო მოვიდა? ნერდი ფილი სწორედ ამას აპირებს. ახალი და უჩვეულო თავგადასავლები მას ამჯერად წარსულში ელოდება. იქ მას სირთულეებისა და წინააღმდეგობებთან დაპირისპირებაც მოუწევს და მოულოდნელი და ამაღელვებელი შეხვედრაც წინაპართან. მოგზაურობა წარსულში, მოგზაურობა დროში "უკან მომავალში", - რაც გინდა უწოდე, შედეგი ერთია: დაუვიწყარი შთაბეჭდილება.
12.95
ნერდის დღიური: სუპერნერდის დღიური (3)
ავტორი: ფილიპ ოზბორნი მთარგმნელი: ნინო შეყილაძე   ხომ იცით, როგორი მიზანდასახული და შეუპოვარია, თანაც ყველაფერი აინტერესებს...ისიც იცით, რომ უყვარს მათემატიკა,წიგნებისა და კომიქსების კითხვა,ასევე გადაცებულია სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სერიალებით;სპორტსაც მისდევს,მაგრამ წაგებას ვერ ეგუება.მოკლედ,ნამდვილი ნერდია! და როგორ წარმოგიდგენიათ,რას გააკეთებს ფილი მაშინ,თუ მის საყვარელ გმირებს საფრთხე დაემუქრება? ამჯერად ფილი გამოწვევის წინაშეა - გადაარჩინოს საყვარელი გმირები! ეყოფა ძალა მას და მის მეგობრებს?...
12.95
ნერდის დღიური: ჰოლივუდის ათასი შუქი (2)
ავტორი: ფილიპ ოზბორნი მთარგმნელი: ნინო შეყილაძე სერია: ლიბერკიდსი   ფილი წიგნის ჭია,გიკი და გამოუსწორებელი მათემატიკოსია.თანაც ისეთი ნერდია,დროდადრო გართობა და ეშმაკობა უყვარს.ამაყობს თავისი მეგობრით - ნიკოლასით,ჯორჯითა და დიდი გონების მკვლელით! ამჯერად ფილის ახალი თავგადასავალი გელოდება - ეს არის ამბავი ნერდისა,რომელსაც წარმოსახვის ძალლის სჯერა!ყველაფერი კი მათემატიკის ახალი მასწავლებლის გამოჩენით იწყება, რომელსაც არ მოსწონს ფილი და ეს უკვე გამოწვევაა!ფილმა და მისმა მეგობარმა საკუთარი შესაძლებლობები სატ.პროგრამა "ამერიკას უყვარს ნიჭიერში" უნდა დაამტკიცონ!...
12.95
ნივთები, რომელიც არ გადამიყრია
ავტორი: მარჩინ ვიხა რა საიდუმლოს ინახავენ ჩვენი ყოფის ნივთები და რა რჩება მათგან, როცა დიდი დალაგების დრო დგება? ზოგჯერ ეს ნივთები თავად ჰყვებიან საკუთარ ისტორიას, ზოგჯერ კი პირიქით, ისტორია ამოაშუქებს მათ დავიწყების, გაქრობის შიშიდან.   პოლონელი ესეისტის, მხატვარ-დიზაინერის, მარჩინ ვიხას რომანი „ნივთები, რომლებიც არ გადამიყრია“ ამ ძნელ კითხვებს პასუხობს; ერთი შეხედვით ყოფითი, თითქმის პუბლიცისტური თხრობის ქვეშრეებში სიკვდილ-სიცოცხლის მტკივნეული და საბედისწერო ნიუანსები მჟღავნდება, ძვირფასი ადამიანების პორტრეტების ფონზე კი წარსულსა და მომავალს შორის გაჩხერილი აწმყოს სურათი ივსება. მკაფიო „წინხედის“ მიღმა შთამბეჭდავად იშლება მთელი ეპოქის რეტროსპექტივა – ფაშიზმისა და საბჭოეთის სუსხიდან დღემდე, აღბეჭდილი ადამიანური ტრაგედიებით, დანაშაულებებითა და უსამართლობით.   მარჩინ ვიხას რომანმა „ნივთები, რომლებიც არ გადამიყრია” 2018 წელს მიიღო მთავარი პოლონური პრემია „ნიკე“ .   პოლონურიდან თარგმნა თეონა მჭედლიშვილმა
15.95
ნივთების უმანკოება
ავტორი: ორჰან ფამუქი მთარგმნელი;ეკატერინე ახვლედიანი     ამ წიგნით, რომელიც დიდი რუდუნებით შერჩეული ნახატებითა და ფოტოსურათებითაა ილუსტრირებული, "უმანკოების მუზეუმში" გამოფენილი ნივთების საშუალებით ორჰან ფამუქი სტამბოლისა და საკუთარი ცხოვრების შესახებ თხრობას განაგრძობს... წიგნი, რომელიც ძველ სტამბოლელ ტაქსის მძღოლებზე, ხალხმრავალი ოჯახების ფოტოებზე, სახლიდან სახლში საკერავზე მოსიარულე თერძებზე, კაზინოებისა და კინემატოგრაფისტების წრეებზე, ბოსფორის სრუტეზე, სააგარაკო ცხოვრების კულტურაზე, ჩაის სმაზე, ყავახანებში ბანქოს თამაშსა და მსგავს განსხვავებულ სფეროებზე მოგვითხრობს, პარალელურად აღგვიწერს, თუ როგორ ქმნიდა ორჰან ფამუქი თხუთმეტი წლის განმავლობაში ამ საინტერესო მუზეუმს და მუზეუმის კატალოგადაც გვევლინება. "უმანკოების მუზეუმის" მიხედვით შექმნილ ამ წიგნში ფამუქი ნივთების, ხედებისა და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების უცნაური და ჩვეულებრივი დეტალების ახალ მნიშვნელობას აღმოაჩენს.
39.95
ნიკალას ბოჰემა
ავტორი: გიორგი შერვაშიძე გამომცემლობა: ინტელექტი
10.95
ნიკანდრეს საიდუმლო
ავტორი: ელის დოჯსონი   არდადეგებზე მთებში ასულ პატარა გოგონას დიდი საიდუმლო გაანდეს და წინაპართა მისიის გაგრძელება დააკისრეს. თურმე მის მშობლიურ სოფელში, მეტიც, მამა-პაპათა სახლში, პირდაპირ ცხვირწინ საოცრება არსებობდა. სისხლით შეფიცული ნიკანდრე გულმოდგინედ შეუდგა მნიშვნელოვანი ტვირთის ზიდვას, მაგრამ მალე აღმოაჩინა, რომ სისასტიკეს ვერ შეეგუებოდა და ვერც მარტო გადაჭრიდა უხსოვარი წარსულიდან ჩვენს დრომდე მოღწეულ პრობლემას... მკითხველის წინაშეა ლიტერატურული კონკურსის ” გახდი ბესტსელერის ავტორი“ გამარჯვებულის, ელის დოჯსონის (თამარ შენგელია), ახალი ფენტეზი, რომელშიც დაუჯერებელი ამბები სრულიად დამაჯერებლად ხდება და სიკეთე და სიყვარული იმარჯვებს.
11.95
ნიკელის ბიჭები
ავტორი: კოლსონ უაითჰედი სერია: ლიტერე ინვენტე მთარგმნელი: ეკატერინე მაჩიტიძე "ელვუდ კურტისი კოლეჯში სწავლას გეგმავს, თუმცა ერთი უნებლიე შეცდომა ყველაფერს ცვლის - იდეალისტი და გულუბრყვილო ბიჭი ნიკელის აკადემიაში მიჰყავთ, სადაც ფიზიკური, ემოციური და სექსუალური ძალადობა, ქურდობა და უსამართლობა ხვდება. ნებისმიერი ბიჭი, რომელიც წინააღმდეგობის გაწევას გაბედავს, უბრალოდ, ქრება. ელვუდის მეგობარი ტერნერი ფიქრობს, რომ გადარჩენის ერთადერთი გზა მჩაგვრელთა სისასტიკისა და ცინიზმის მიბაძვაა. ელვუდის იდეალიზმსა და ტერნერის სკეპტიციზმს შორის განსხვავება განაპირობებს გადაწყვეტილებას, რომლის შედეგებიც ათწლეულები გასტანს. რომანისთვის „ნიკელის ბიჭები“ კოლსონ უაითჰედს 2020 წელს თავისი რიგით მეორე პულიცერის პრემია მიენიჭა. ნაწარმოებს დოზიერის ვაჟთა სკოლაში მომხდარი შემზარავი ამბები დაედო საფუძვლად. "
14.95
ნიკოლა ტესლა
ავტორი: მარია იზაბელ სანჩეს ვეგარა ილუსტრატორი: ალექსანდერ მოსტოვი მთარგმნელი: თამარ კაკუბავა ასაკი: 5+   გაეცანი გამოჩენილი ადამიანების ცხოვრებას, დიზაინერებიდან და ხელოვანებიდან დაწყებული მეცნიერების ჩათვლით. მათ დაუჯერებელ რაღაცებს მიაღწიეს, თუმცა თითოეულმა ბავშვური ოცნებებით დაიწყო.   ჭექა-ქუხილისა დროს დაბადებულ ნიკოლა ტესლას დედამ „სინათლის ბავშვი“ შეარქვა. ერთხელ, კატის მოფერებისას, პატარა ნიკოლამ ელექტრული მუხტების გადაცემა იგრძნო და აღფრთოვანდა! ბიჭმა თავის ბრწყინვალე გონებაში წარმოდგენილი იდეები რეალობად აქცია. ელექტრული ინჟინერიის შესწავლის შემდეგ, ცვლადი დენის სიმძლავრის დასარეგულირებლად ისეთი მოწყობილობა გამოიგონა, რომელიც დღემდე ანათებს მსოფლიოს. გამომგონებლის შთამაგონებელი ისტორიის ბოლო გვერდებზე საინტერესო ფაქტებს წაიკითხავ და ფოტოებსაც დაათვალიერებ.   
24.95
ნიკოლოზ ბარათაშვილი - 100 ამბავი #49
შემდგენელი: მაია ცერცვაძე სერია: თან საკითხავი ამ წიგნში თავმოყრილია უმთავრესად ის „ამბები“, ნიკოლოზ ბარათაშვილის პირველმკვლევრებმა რომ მოიძიეს, ჩაიწერეს, გამოაქვეყნეს და შემდგომი კრიტიკული შესწავლისათვის დაგვიტოვეს. დიდი ჯაფა ადგათ მათ, რადგან მარცვალ-მარცვალ უნდა ეგროვებინათ ცნობები უდროოდ და უსახელოდ გამქრალი პოეტის ჯერ კიდევ ცოცხალ თანამედროვეებსა თუ მათ შთამომავლებთან – ასე შეაკოწიწეს მისი ბიოგრაფია. ეს არის უნიკალური და მეტად ღირებული მასალა ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების საკვლევად – ამონარიდები მემუარებიდან, დღიურებიდან, პირადი წერილებიდან... ისინი გვაცნობს რომანტიკოსი პოეტის გარეგნობას, ხასიათს, ოჯახურ გარემოს, სანაცნობო წრეს, ინტერესებს, მსოფლაღქმას, სულიერ დრამას... გაცოცხლებულია მისი ცხოვრების ფრაგმენტები ბავშვობიდან გარდაცვალებამდე, საქართველოში გადმოსვენებისა და დაკრძალვის ეპიზოდები...
15.95
ნინოს ბედნიერება
ავტორი:ბასა ჯანიკაშვილი   ბასა ჯანიკაშვილის „ნინოს ბედნიერება“ პიესა-რომანია, როგორც თავად ავტორი უწოდებს (უფრო მონოპიესა-რომანი), რომლის სტრუქტურა ორ მაჩვენებელს გულისხმობს: მთავარი გმირის მონოლოგს და რემარკას. მოქმედება ვირტუალურ სივრცეში, პირდაპირ ეთერში ვითარდება, ექსპრესიული და ვიზუალური თხრობა კი გაფიქრებინებთ, რომ თქვენ ამ წიგნს არამხოლოდ კითხულობთ, არამედ უყურებთ კიდეც.   თბილისის ძველ უბანში, ნაქირავები ბინის პატარა სამზარეულოში, მაგიდაზე შემოდებული ტელეფონის ლაივ-სტრიმში ერთი ოჯახის თავგადასავალი ვითარდება. ჟანრის კანონი გულისხმობს, რომ ეს ოჯახი მთელი ქვეყნის სურათსაც ირეკლავდეს, მით უფრო, რომ ერთ-ერთი წევრი, ნინოს ქმარი – ქვეყნის პრემიერ-მინისტრია.   ადამიანური ურთიერთობების ტკივილებიდან საქვეყნო კონფლიქტებამდე და ინტრიგებამდე, ეს პიესა-რომანი ჩვენი ყოფის სამზარეულოს ლაივში გვრთავს, სადაც აბსურდის სიმსუბუქით/სირთულით შექმნილ სინამდვილეს ვესწრებით...
12.95
ნისლებში და ნისლებს მიღმა
ავტორი: ნატო დავითაშვილი გამომცემლობა: ინტელექტი ადამიანები დაბეჩავდნენ, გმირების შესახებ ლეგენდებიღა შემორჩა, ვინც ცოცხალი გადარჩა – კერასაა მიჯაჭვული, რადგან სახიფათოა ნისლებში გასვლა. ნისლებში ბილიკები გეზს იცვლიან და ისე იკლაკნებიან, სამუდამოდ დაკარგავენ გაბედულ მგზავრსაც კი. ნისლებში ავსულები, მაქციები და ათასგვარი ფათერაკის მომტანი არსებები დაბორიალობენ, ამიტომ იქ თითოოროლა თავზეხელაღებული, ანდა სიცოცხლემობეზრებული კაციღა თუ შეაბიჯებს. თუმცა ყველაზე სასოწარკვეთილ დროებასაც კი თავისი იმედის სხივი აქვს – ნისლებს მიღმა ჯერ კიდევაა შემორჩენილი ერთი სოფელი, კეთილი და გაბედული ადამიანებით დასახლებული გურო. ნატო დავითაშვილი განსაკუთრებული ფიგურაა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ავტორზე საუბრისას შეგვიძლია არაერთი ჯილდო და გამარჯვება ვახსენოთ, მისი ფასი ქართული ლიტერატურისთვის პრემიებზე მაღლა დგას, რადგან ის ფენტეზის ჟანრის გურუა, სხვა ჟანრების ნისლებს მიღმა არსებული უნისლო შემოქმედებით. იროელთა ქრონიკებში მწერალი ქართულ მითოლოგიაზე დაყრდნობით უნიკალურ სამყაროს ქმნის, რომელშიც მშობლიური ლეგენდებიდან გადმოსული კარგად ნაცნობი პერსონაჟები ავტორის გამოგონილ გმირებთან ერთად ცოცხლობენ. „ნისლებში და ნისლებს მიღმა“ ბრწყინვალე საკითხავია როგორც ჟანრის მოყვარულთათვის, ისე ფენტეზისთან უბრად მყოფი მკითხველისთვის, როგორც დიდებისთვის, ისე ბავშვებისთვის. აქ ქართული ფოლკლორის ესთეტიკა ეპოსურ ხასიათთანაა დაზავებული, ფათერაკებითა და მოულოდნელობებით აღსავსე სიუჟეტი კი ნისლებში არსებული ბილიკებივით მიიკლაკნება და წარმოუდგენელია იმის გათვლა, თუ სად ამოაყოფინებს მკითხველს თავს. ამ და სხვა თვისებათა გამო რომანი ერთი ამოსუნთქვით იკითხება, თუმცა ხანგრძლივ საფიქრალს ტოვებს. თუმცა, სანამ თქვენც სხვა მკითხველებივით ჩაფიქრდებოდეთ, ჯერ ნისლებში მცხოვრები მოხუცი ანანიასა და მამაცი მახარეს ამბავი უნდა შეიტყოთ, ნისლებს მიღმა ერეკლე, გვანცა და გამახელა გაიცნოთ, მათთან ერთად კი ვეძის სამკურნალო წყლის მოსაპოვებლად და ნისლთა გასაფანტავად სასწაულებით მოკირწყლულ ბილიკს დაადგეთ, რომელსაც ნატო დავითაშვილის „ნისლებში და ნისლებს მიღმა“ ჰქვია.
15.95
ნისლისა და მრისხანების სამეფო
ავტორი: სარა ჯანეტ მაასი მთარგმნელი: ნინო შეყილაძე სერიალი: ბერთინს   ფერა ემერანთას მარწუხებს დაუსხლტა და გაზაფხულის სამეფოში დაბრუნდა. თუმცა ამისათვის მან დიდი საფასური გადაიხადა. მართალია, ფერა ახლა უკვე მაღალი ფეის ძალების მფლობელია, გულით ის მაინც ადამიანია; სწორედ ამიტომ ვერ ივიწყებს იმ სისასტიკეს, რომელიც ტემლინის ფერიების გადასარჩენად ჩაიდინა. ფერას არც რისენდთან, ღამის სამეფოს თავზარდამცემ მაღალ ლორდთან, დადებული გარიგება დავიწყებია.
18.95
ნიუორლეანური ჩანახატები
მთარგმნელი: მედეა ზაალიშვილი როდესაც ფოლკნერს ჰკითხეს, ნაწარმოებებს სულიერი მოთხოვნილებით წერდა, თუ განრიგით, მწერალმა უპასუხა, რომ წერდა მაშინ, როცა ეს სულიერი მოთხოვნილება იყო, ხოლო ეს სულიერი მოთხოვნილება ყოველდღე ჰქონდა.   მწერლის ყოველდღიური, სულიერი მოთხოვნილების შედეგად დაბადებული ტექსტები 1925 წელს „ნიუორლეანურ ჩანაწერებად“ აიკინძა. სწორედ ეს ჩანახატები მიიჩნევა იმ მნიშვნელოვან ეტაპად, რამაც პოეტი ფოლკნერი ჯერ გამორჩეულ პროზაიკოსად, საბოლოოდ კი უდიდეს მწერლად აქცია.   თემები, ფიქრები და გრძნობები, რომლებიც ამ მოკლე მოთხრობებშია ჩაქსოვილი, წლების შემდეგ იმ დიდ და გენიალურ რომანებად განსხეულდა, რომელთა მოცულობაც 20 ტომს აღემატება და იმ საგანძურად იქცა, რომელიც საუკუნეებს გაჰყვებ
19.95
ნიუტონას დღიური
ავტორი: ლია ტოკლიკიშვილი „ნიუტონას დღიური“ სამი ლიტერატურული თხზულებისგან შედგება: „ნიუტონას დღიური“, „მიწა“ და „მკვდარი ქალაქის ჩანაწერები“. კრებულის ავტორი, ჟურნალისტი ლია ტოკლიკიშვილი, გაზეთ „7 დღის“ კორესპონდენტი იყო აფხაზეთის ომში. სწორედ ომის შთაბეჭდილებებით, გამოცდილებითა და განცდებით არის შექმნილი მისი მოთხრობები. ამ კრებულში ჩანს, როგორი გავლენა მოახდინა ომმა და ომის შემდგომმა პერიოდმა ჟურნალისტზე, რომელიც ომის პირველ დღეებში მხოლოდ საკუთარი ხალხის სიმართლეს ხედავდა. ამ გამოცდილებამ, ომის გზაზე შეხვედრილი ადამიანების ისტორიებმა, ომის შემდეგ გაგრძელებულმა ძიებებმა მას დაანახა, რომ სახელმწიფოს შიდა ომებში მართალი მხარე არ არსებობს. მოთხრობების პერსონაჟი ჯარისკაცები უყოყმანოდ იხოცებიან სამშობლოსთვის, მაგრამ იმასაც აღიარებენ, რომ მათი თანამებრძოლების ერთი ნაწილი სასტიკად და უსამართლოდ ექცევა აფხაზებს, არანაკლებ, ვიდრე აფხაზები ექცევიან ქართველებს. ლიას მოთხრობების გმირები ჰყვებიან აფხაზების ავკაცობაზე, მაგრამ ჰყვებიან მათ მიერ გაკეთებულ სიკეთეებზეც; ჰყვებიან აფხაზების მიერ გაჟლეტილ ქართველებზე, მაგრამ ჰყვებიან ქართველების მიერ მიწასთან გასწორებულ აფხაზურ სოფლებზეც. კრებულიდან აღებული სიუჟეტები და თემები – ორი მხრიდან დანახული ომი და ჟურნალისტის მეტამორფოზა – საფუძვლად დაედო რეჟისორ ნანა ჯანელიძის ფილმს „იარე, ლიზა.“ სცენარის ერთ-ერთი ავტორი ნანა ჯანელიძესთან ერთად ლია ტოკლიკიშვილია
10.9