კატალოგი
-
მხატვრული ლიტერატურა
კრიტიკა/პუბლიცისტიკა
პოეზია/პოემა/პიესა
საბავშვო წიგნები
ენციკლოპედია
ხელოვნება
ფილოსოფია
ბიზნესი
ისტორია
სოციალური მეცნიერებები
ჰობი
მედიცინა/ჯანმრთელობა
უცხოენოვანი ლიტერატურა
საკანცელარიო ნივთები
დამხმარე სახელმძღვანელოები
სასკოლო სახელმძღვანელოები
სამაგიდო თამაში
ფაზლი
აქსესუარები/სუვენირები
სასაჩუქრე ბარათი
მისალოცი ბარათი
არქიტექტურა
ფინანსების ასტროლოგია
ავტორი: რამაზ გიგაური
გამომცემლობა პალიტრა L იწყებს რამაზ გიგაურის ასტროლოგიური წიგნების სერიას „ადამიანი და ასტროლოგია“. ეს სერია ექვს წიგნს აერთიანებს: ადამიანებს საშუალება მიეცემათ ახლოს გაეცნონ ასტროლოგიას - ამ უძველეს და ძალიან საინტერესო სისტემას, სიღრმეში ჩასწვდნენ „ვარსკვლავთა მოძღვრებას“. ეს წიგნები საშუალებას იძლევა ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნით დაბადე- ბული ადამიანი სხვადასხვა კუთხიდან დავინახოთ - გავიგოთ უფრო მეტი როგორც საკუთარ თავზე, ისე ჩვენთვის საინტერესო ადამია- ნებზე.
8.95
ფიროსმანი
სერია: დიდი მხატვრები
ნიკო ფიროსმანი- მხატვარი, რომელმაც ქართულ ხელოვნებაში ახალი ეპოქა შექმნა და უცხოელი განსწავლული და წარმატებული მხატვრები გააოგნა. დაგვიტოვა აბსოლუტურად ინდივიდუალური შემოქმედება, რომელიც მსოფლიომ აღიარა და დააფასა. მაგრამ ეს მხოლოდ მხატვრის გარდაცვალების შემდეგ მოხდა.
25
ფისო ფიო-ფიო და სხვები
ავტორი: ლელა ცუცქირიძე
"ორნაწილიანი წიგნი პატარებისა და დიდებისთვის ფისო ფიო-ფიო, კეთილი ფუტკარი ზუუ, წიწილა წია-წია, ცელქი ჭუჭულები, დათუნიები დუდულა და დადალა, თიკანი კიკინა - ყველას ამ წიგნში გაიცნობ, ყველა შენი მეგობარი გახდება და ერთად ითამაშებთ. შენი ყოველი დღე ამბებითა და თავგადასავლებით აივსება. ამ წიგნთან ერთად მოწყენა გამორიცხულია. უფროსების საყურადღებოდ: წიგნის მეორე ნაწილი თქვენთვის არის განკუთვნილი და გაჩვენებთ, როგორ გადააქციოთ წიგნში მოთხრობილი ამბები სახალისო შემეცნებით თამაშებად და აქტივობებად. თითოეული მოთხრობისთვის შედგენილია კითხვები, დეტალურად არის აღწერილი თამაში და შემდგომი აქტივობა, რაც ძალიან დაგეხმარებათ ბავშვთან ან ბავშვების ჯგუფთან დროის შინაარსიანად გატარებაში. წიგნში აღწერილი აქტივობები გამოცდილია „ამონაშვილის აკადემიაში“. "
17.95
ფიქრები
ავტორი: მარკუს ავრელიუსი
„ფიქრები“ დიდი რომაელი მოაზროვნის, იმპერატორ მარკუს ავრელიუსის (121-180) თხზულებაა. ძველი რომაული მწერლობის ეს შედევრი ადამიანის წინაშე სვამს არა ერთსა და ორ მარადიულ კითხვას...
„... გულისხმაყავ, რაოდენ მსწრაფლწარმავალი და მსწრაფლდავიწყებადია ყოველი, მარადისობის რა უსასრულო უფსკრული ძევს როგორც შენს წინ, ისე შენს უკან, რაოდენ ფუჭია სახელის ძიება და რაოდენ უმტკიცნო და ცნობასუსტნი არიან შენი მეხოტბენი; რა ვიწროა წრე, რომელიც გარეშემოსწერს და ზღვარს უსაზღვრებს შენს სახელსა და დიდებას, რადგან ჯერ მთელი მიწა რა არის, ეგ ერთი ციცქნა შავი წერტილი და შენი საცხოვრისი რა უნდა იყოს?“
„... წუთიერია ყველაფერი ამ საწუთროში. არავინ არ კარგავს არც წარსულს და არც მომავალს, რადგან ვის ძალუძს წაგვართვას ის, რაც არ გაგვაჩნია?“
„... დროა შეიცნო, რომ შენი სიცოცხლე წამია მხოლოდ, და თუ ამ წამით არ ისარგებლებ, ის გაქრება, ისევე როგორც გაქრები შენ, და აღარასოდეს შემოიქცევა უკან“.
„... ყველაფერი აკეთე, ყველაფერზე იფიქრე და იმსჯელე ისე, თითქოს ყოველ წამს მოელოდე, რომ ეგ წამიც წარხდება და დასრულდება შენი სიცოცხლეც“.
35
ფიქციები
ავტორი: ხორხე ლუის ბორხესი
მთარგმნელი: დოდო ყვავილაშვილი
სერია: ლიტოდისეა
„ფიქციები“ ორი ნაწილისგან შედგება. პირველი -„ბაღი, სადაც ბილიკები იყრებიან“ პირველად 1941 წელს გამოიცა. 1944 წელს მას დაემატა მეორე ნაწილი „გამონაგონნი“. კრებულში მწერლის ისეთი საკულტო მოთხრობებია შესული, როგორიცაა „ ტლონი, უქბარი და ორბის ტერციუსი“, „ბაბილონის ბიბლიოთეკა“, „პიერ მენარი – „დონ კიხოტის“ ავტორი“, „ ბაღი, სადაც ბილიკები იყრებიან“, „ფუნესი – მეხსიერების რაინდი“ და სხვ. მიუხედავად ფორმატის სიმცირისა, ეს მოთხრობები მკითხველზე თავზარდამცემ შთაბეჭდილებას ახდენს, რადგან სრულიად სცდება ლიტერატურის ტრადიციულ საზღვრებს და უზარმაზარი ქარბორბალის მსგავსად ერთი ხელის მოსმით გადაისვრის მკითხველს ფანტაზიისა და ფილოსოფიური განსჯის წარმოუდგენელ ორომტრიალში.
12.9
ფოკუსი სარკეებით
ავტორი: აგათა კრისტი
მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე
"აგათა კრისტის დეტექტიური რომანი „ფოკუსი სარკეებით“ პირველად 1952 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოქვეყნდა სათაურით„მკვლელობები სარკეებით“. იმავე წელს სახელწოდებით „ფოკუსი სარკეებით“ რომანი გამოიცა დიდ ბრიტანეთშიც. ვინ არის მის მარპლი - სათნო, წყნარი მოხუცი თუ გამოძიების გენიოსი? ამ კითხვაზე მისი საოცარი ლოგიკური აზროვნება გვიპასუხებს, როცა სთოუნგეითსში, სიყმაწვილის მეგობრის მამულში, ეშმაკურად ჩაფიქრებული მკვლელობების საიდუმლოს ამოხსნის."
15.95
ფოლადის გული
ავტორი: ბრანდონ სანდერსონი
მთარგმნელი: ირაკლი სულაძე
სერია: ლიბერთინს
ცაზე განსაცდელის გამოჩენიდან ერთი წლის შემდეგ ჩვეულებრივი ადამიანები ეპიკებად _ სასტიკ, შეუბრალებელ, ბოროტ არსებებად _ გარდაისახნენ. შეერთებული შტატების ხელისუფლება დანებდა. ქალაქებს ეპიკები დაეპატრონნენ! ახლა ნიუკაგო ბოროტი და დაუმარცხებელი ეპიკის _ ფოლადის გულის სამფლობელოა. დიდი ტრანსმუტაციის შემდეგ მან ძველი ქალაქი ფოლადად გადააქცია, მისმა ხელქვეითებმა კი მზე დააბნელეს.
14.95
ფორმები წიგნი + ფაზლი
ასაკი: 2+
აქტივობა: 10-ნაწილიანი ფაზლი
ყუთში პატარები იპოვიან ფაზლსა და წიგნს. წიგნში წაიკითხავენ სახალისო ლექსებს. ფორმების მიხედვით ფაზლის დაწყვილებით კი უფრო სწრაფად და მარტივად დაიმახსოვრებენ ფორმებს.
წიგნი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან.
სერია: ითამაშე და ისწავლე
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
19.9
ფოსტა
ავტორი: ჩარლზ ბუკოვსკი
სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა
მთარგმნელი:ქეთი ქანთარია
ამერიკული ლიტერატურის კლასიკოსი, ჩარლზ ბუკოვსკი (1920-1994) მრავალი რომანის, მოთხრობისა და ლექსის ავტორია, მაგრამ „ფოსტა“ – მწერლის პირველი ავტობიოგრაფიული ნაწარმოები, რომელიც სამ კვირაში დაიწერა და რომლის მიძღვნაშიც ავტორი აცხადებს: „ვასაღებ
მხატვრულ ლიტერატურად და არავისაც არ ვუძღვნი“ – მაინც გამორჩეულია. წიგნის მთავარი გმირი ბუკოვსკის ალტერ ეგო, ჰენრი ჩინასკია, რომელიც ფოსტაში მუ შაობს. რომანმა მწერალს დიდი წარმატება მოუტანა და ერთხელ და სამუდამოდ დაუმკვიდრა საპატიო ადგილი ე. წ. „ბინძური
ლიტერატურის“ ჟანრში. მიუხედავად თხრობის ხაზგასმულად ნატურალისტური, ზოგჯერ შოკის მომგვრელი მანერისა, მწერლის იუმორი და საკუთარი თავის მიმართ უაღრესად საღი და ირონიული დამოკიდებულება ამ რომანს დაუვიწყარ საკითხავად აქცევს
16.95
ფოტოგრაფია
ავტორი: სიუზენ ზონტაგი
მთარგმნელი: გია ჭუმბურიძეზაზა ჭილაძე
სერიის დასახელება: NONFICTION
„ფოტოგრაფია ელეგიური ხელოვნებაა, ასე ვთქვათ, ბინდბუნდის... ყოველი ცალკეული ფოტოსურათი სიკვდილის გარდუვალობის შეხსენებაა, memento mori. სურათის გადაღება სხვა ადამიანის (ან საგნის) მოკვდაობასთან, მოწყვლადობასთან, ცვალებადობასთან თანაზიარობაა. ამა თუ იმ ცხოვრებისეული მომენტის შერჩევითა და მისი გაქვავებით ნებისმიერი ფოტო დროის შეუქცევად დნობას ადასტურებს“.
ამერიკელი ფილოსოფოსისა და მწერლის, სიუზენ ზონტაგის (1933 – 2004) ესეების კრებული „ფოტოგრაფია“, გამოცემიდან თითქმის ორმოცდაათი წლის შემდეგაც, ამ თემაზე დაწერილ წიგნებს შორის ერთ-ერთი უმთავრესია (ისევე, როგორც ავტორის ბიბლიოგრაფიაში). კრებულში შესული ექვსი ესე 1973-დან 1977 წლამდე New York Review of Books-ში ქვეყნდებოდა, 1977-ში კი წიგნად გამოიცა. ეს არ არის მხოლოდ ფოტოგრაფიაზე შექმნილი თეორიული ნაშრომი, ზონტაგის თვალსაწიერი, როგორც ყოველთვის, გაცილებით ფართოა, მისი ნააზრევის სიღრმე და ორიგინალობა კი მკითხველის ხედვას სამუდამოდ ცვლის.
წიგნი გამოცემულია პროექტ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფინანსური მხარდაჭერით.
19.95
ფრანგული რომანი
ავტორი: ფრედერიკ ბეგბედერი
ავტორი საკუთარი ცხოვრების რეალური დეტალებს გვიმხელს.რომანის გმირს,პარიზის ერთ-ერთ ღამის კლუბთან ნარკოტიკის მიღების დროს აკავებენ და მერვე რაიონის პოლიციის განყოფილებაში მიჰყავთ.ბნელ საკანში გამოკეტილს,თავს ახსენებს ფიქრები წარსულზე,თუმცა ბავშვობისდროინდელი მოგონებები არც ისე ტკბილია.ამიტომ ცდილობს,თავი დააღწიოს ამ ფიქრებს,მაგრამ..მეხსიერებაში მაინც ჯიუტად ცოცხლდება წარსული,ოჯახი,მშობლების წარმომავლობა.მიჰყვება ოჯახის გენიალოგიურ ხეს და თითქოს პირველად შლის თავისი ოჯახის ისტორიის ფურცლებს...
14.95
ფრანები
ავტორი: რომენ გარი
მთარგმნელი: ემა ობგაიძე
ყველა ფრანი ხალხის წარმოსახვის ნაყოფია, რაც მათ ყოველთვის ცოტათი გულუბრყვილო ელფერს სძენს. გამონაკლისს არც ამბრუაზ ფლერის ფრანები წარმოადგენენ: სიხალისე და სულიერი სისპეტაკე თვით სიბერეში შექმნილ ბოლო ნამუშევრებსაც კი ატყვიათ. მიუხედავად მათდამი ინტერესის ნაკლებობისა და მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი თანხების სიმწირისა, მუზეუმს დახურვა არ ემუქრება...
13.4