santaesperanza
ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოლოგია
ავტორი: მარინა კაჭარავა წიგნი ჩვენი ყოფის ყველა ეტაპის მიმოხილვა და ანალიზია. რატომ გვაქვს მაღალი ან დაბალი თვითშეფასება, საიდან იღებს სათავეს დეპრესია, რა არის ნევროზებისა და აკვიატებების სათავე, კარგია თუ ცუდი კრიზისი ჩვენს ცხოვრებაში და რა კოდირებულ ინფორმაციას ინახავს არაცნობიერი, რომელიც ერთი დიდი საცავივით სავსეა ჩვენი ბავშვობის ამბებით.
28
ყოფნის ხელოვნება
ავტორი:  ერიხ ფრომი მსოფლიოში ცნობილი ფსიქიატრის, ფსიქოლოგის და ფილოსოფოსის ერიხ ფრომის ამ შესანიშნავ ნაშრომში მოცემულია მცდელობა, მიმართულება მისცეს ადამიანის ცხოვრების გაჯანსაღებას, ის მიმართულია იმაზე, რომ ადამიანის მიერ ცხოვრების შეგრძნება უფრო ხარისხიანი გახადოს, იმაზე, რომ ადამიანი გახდეს ოსტატი ცხოვრების ხელოვნებაში. ერიხ ფრომი თვლის,რომ ჭეშმარიტი მიზანი მდგომარეობს ადამიანის ისეთნაირად განვითარებაში,რომ მაქსიმალურად მიუახლოვდეს ადამიანური ბუნების იდეალს, ერთი სიტყვით, ადამიანი ხელახლა უნდა დაიბადოს...
8.5
ხელი გამიშვი დედა
როგორ აღვზარდო შვილი? ამ შეკითხვით ბევრი მომმართავს, რადგან მოზარდებთანაც ვმუშაობ. ჩემი პასუხი ყოველთვის ერთნაირია: არ ვიცი, მეც იმის გაგებას ვცილობ, როგორ აღვზარდო შვილი. ვუშვებ შეცდომებს, ვცდილობ მათს გამოსწორებას, ნაწილი აღარც გამოსწორდება ალბათ, მაგრამ ერთი, რისაც განუხრელად მჯერა და მწამს, არის ის, რომ საკუთარი თავიც აღსაზრდელი მყავს. რისი გამოსწორებაც შვილებში გვსურს, ეს ჩვენშივეა შესაცვლელი. ჩვენთვის უსაყვარლეს ადამიანებში, ვისაც ყველაზე უკეთ ვცნობთ, ვხედავთ საკუთარ რეალურ პრობლემებს და ამას არ ვაღიარებთ.
30
ჰიპნოზი
ავტოირი:რამაზ საყვარელიძე     ჰიპნოზის ყველა საიდუმლო დღემდე ამოხსნილი არ არის, რაც მას იდუმალების საფარველს უნარჩუნებს, ადამიანებს კი არ უნელებს ინტერესს მის მიმართ. განასხვავებენ რამდენიმე სახის ჰიპნოზს: კლინიკურს, ექსპერიმენტულს, სადემონსტრაციოს, კრიმინალურს და ა.შ. ყოველ მათგანს აქვს გამოყენების თავისებური არეალი და ტექნიკა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ადამიანის აქტივობის ფსიქოფიზიოლოგიურ მექანიზმებზე. ჰიპნოზის ფსიქოლოგიური საფუძველი, ხშირ შემთხვევაში, ილუზიაა. ტრანსში მყოფს კაუზალობის ილუზია ეუფლება და ჰიპნოტიზიორის ნათქვამს საკუთარ ფიქრებად განიცდის, რაც, ხშირად, სუგესტიის აღსრულების საფუძველია.
28
ჰომო დეუსი
ავტორი: იუვალ ნოახ ჰარარი სერია: აკადემია მთარგმნელი: ნიკა სამუშია თუ ადამიანები საკუთარი ძალისხმევით, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების წყალობით, პლანეტა დედამიწის ღმერთებად ვიქცევით, სამომავლო მიზნად რაღას დავისახავთ? როგორ დავიცავთ მყიფე მსოფლიოს ჩვენივე შექმნილი დამანგრეველი ძალებისგან? მკითხველის წინაშეა „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ბესტსელერის, კრიტიკოსთა მიერ საერთაშორისო მოვლენად აღიარებული „საპიენსის“ ავტორის, იუვალ ნოახ ჰარარის ახალი, ორიგინალური და ცნობისმოყვარეობის აღმძვრელი წიგნი. ისტორიისა და თანამედროვე სამეცნიერო მიღწევების ანალიზის საფუძველზე ჰარარი კაცობრიობის განვითარების პერსპექტივებს განიხილავს და ვარაუდობს, რომ ადამიანთა „ღმერთებად გადაქცევა“ ჩვენი სამომავლო მისია იქნება. ავტორი, თხრობის თვითმყოფადი სტილით, საინტერესოდ გვიხსნის, როგორ და რატომ არის შესაძლებელი, ეს განზრახვა განხორციელდეს, ანდა რას შეიძლება ნიშნავდეს ადამიანის „ღმერთად ქცევა“. ჰარარი იმ პროექტებზე, ოცნებებსა თუ კოშმარებზე მსჯელობს, რომლებიც ოცდამეერთე საუკუნის მსოფლიოზე უდიდეს გავლენას მოახდენს – სიკვდილის ძლევით დაწყებული, ხელოვნური სიცოცხლის შექმნით დამთავრებული. ნუთუ ევოლუციის მომდევნო სავარაუდო ეტაპი ჰომო დეუსის ჩამოყალიბება იქნება? ავტორი სვამს ფუნდამენტურ კითხვას: რა გზას ავირჩევთ? ამჯერად იგი კაცობრიობის მომავლის სურათს გვიხატავს.
19.9