santaesperanza
სიახლე
ონავარი ლუკი დროთა ქვეყანაში
ავტორი: ირმა მალაციძე   ისეთ ქვეყანაში თუ ყოფილხარ, სადაც ყველა საათი განსხვავებულ დროს აჩვენებს, ისრები უკუღმა ტრიალებს და ადამიანს ასაკი კი არ ემატება, აკლდება? ან ისეთი ქალაქი თუ გინახავს, შავისა და თეთრის გარდა, სხვა ფერი რომ არ აქვს, მის ქუჩებში კი მოლაპარაკე ძაღლი დაცუნცულებს? ალბათ, არა. ბნელ საკუჭნაოში ჩაკეტილი ონავარი ლუკი კი სწორედ ასეთ ქვეყანაში აღმოჩნდა და, არც მეტი, არც ნაკლები, დროთა ქვეყნისთვის – დროის, უფერო-ქალაქისთვის – ფერის და ორივესთვის სიხარულის დაბრუნება გადაწყვიტა. აი, როგორ დასტყუებს პატარა ბიჭი დროს, ფერებსა და ათას მოპარულ სიკეთეს ბოროტ ჯადოქარ ჯაჯალს, ჩვენი ზღაპარი გიამბობს.
7.9
ონავარი ოლივერი (წიგნი 1)
ავტორი: ფრანჩესკა საიმონი მათთვის, ვისაც იუმორი უყვარს! ონავარი ოლივერი და მისი ძმა, უნაკლო უილიამი, ერთმანეთისგან ისე განსხვავდებიან, რომ… თუმცა, თუ მათ მეტსახელებს დაუკვირდები, თავადაც მიხვდები… რა მოხდება, თუ ერთ დღესაც ოლივერი გადაწყვეტს, ძმასავით უნაკლო გახდეს, უილიამს კი მოუნდება, ისეთივე ონავარი იყოს, როგორიც ოლივერია? ილუსტრატორი: ტონი როსი მთარგმნელი: ნინო ძანძავა
9.9
ონავარი ოლივერი – საიდუმლო კლუბი (წიგნი მეორე)
ავტორი: ფრანჩესკა საიმონი
9.9
ოპერა - 100 ამბავი #56
ავტორი: ბექა ხოჯავა სერია: თან საკითხავი გამომცემლობა: არტანუჯი 1923 წლის 29 ნოემბერს დიდი იტალიელი კომპოზიტორი ჯაკომო პუჩინი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოპერის მოყვარულთა ნაწილის აზრით, იმ დღეს საოპერო მუსიკამ სიცოცხლე შეწყვიტა და ხელოვნების სამუზეუმო დარგად იქცა. ზემოთ მოყვანილი დებულების თაობაზე დავა შეიძლება, თუმცა ფაქტია, უკვე დიდი ხანია, ოპერამ მუსიკისა და ხელოვნების სხვა ჟანრებს დაუთმო ადგილი მსმენელისა თუ მაყურებლის გულებში. ამ წიგნის ავტორს სურს, მოგიყვეთ საოპერო მუსიკის ოქროს წლებზე. დროზე, როდესაც ცნობილი კომპოზიტორების მორიგი ოპერის პრემიერა, თუ დიდ მომღერლებს, კონფერანსიეებსა და დირიჟორებს შორის არსებული ურთიერთობა საზოგადოებრივ დღის წესრიგში წამყვან ადგილს იკავებდა. წიგნში ვერ შეხვდებით რთულ მუსიკალურ ტერმინებს. აქ წაიკითხავთ მხოლოდ ამბებს, ამბებს და ამბებს  საოპერო ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეთა ცხოვრებიდან.
13.95
ორ ზღვას შუა
ავტორი: მარი ბექაური   ორ ზღვას შუა იყო ერთი პატარა ქვეყანა, სადაც დიდსა თუ პატარას ერთმანეთთან კამათს და ლაზღანდარობას არაფერი ერჩივნა. კამათობდნენ და ოხუნჯობდნენ ყველაფერზე, მათ შორის, მათთვის სრულიად უცნობ საკითხებზეც. ხშირად ისე გაცხარდებოდნენ, საქმე ერთმანეთის ლანძღვა-გინებამდეც მიდიოდა. მოკლედ, ამ ქვეყანაში დიდად ტაშფანდურა ხალხი ცხოვრობდა. ცხადია, ასეთ უცნაურ ხალხს ამბებიც საარაკო გადახდებოდა ხოლმე. ზოგი თავად იყო ამ ამბების შემოქმედი, ზოგიც მათში უნებურად ეხვეოდა
11.9
ორ სიყვარულს შორის
ავტორი: აგათა კრისტი მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე  
14.95
ორგანაიზერი სამაგიდე ნაკრები 17 საგნიანი
35
ორგანიზაციის შემაკავშირებელ რგოლებს შორის შრომითი უკმაყოფილებით გამოწვეული კონფლიქტის გადაწყვეტის მექანიზმები
ავტორი: სოფიკო მეტრეველი გამომცემლობა: სულხან - საბა  ორბელიანის უნივერსიტეტის გამომცემლობა
11.6
ორესტეა
ავტორი: ესქილე მთარგმნელი: ლევან ბერძენიშვილი …რას იტყოდა სახლი, ხმა რომ ამოეღო, რა დააშავა აგამემნონმა, რით იმართლებს თავს კლიტემნესტრა, როგორ შეიძლება დედა მოკლა და ჭკუაზე არ შეიშალო, როგორ შეიძლება დანაშაული ჩაიდინო და უდანაშაულოდ გამოგაცხადონ, რითია ქმარი დედაზე ძვირფასი… ყველაფერ ამაზეა „ორესტეა“, ანტიკურობის ეს გენიალური გზავნილი ჩვენდამი.
12.9
ორი ლაზარეს ამბავი
ავტორი: ირაკლი უგულავა ფეოდალურ ხანაში მეფის ძალაუფლების და სიმდიდრის ჩასაგდებად ბევრი ინტრიგა იხლართებოდა სამეფო კარზე, ამის გამო კი შეიძლება სამეფო ოჯახიც კი გაემეტებინათ სასიკვდილოდ. ასე მოექცა მანუჩარ ერისთავი სამეფო ოჯახს, მაგრამ ამ დროს უფლისწული სიკვდილს გადაურჩა. ალბათ, საინტერესოა, როგორ? ჯერაც ჩვილი უფლისწული მკვლელებს შეთხვევით დაუსხლტა ხელთ. სიჩქარითა თუ დაუდევრობით ბავშვი ცოცხალი დარჩა. პატარა ბიჭის დანახვამ მანუჩარის ერთგულ ლაზარეში თანაგრძნობა გააღვიძა, მან ბატონის ერთგულებაზე უარი თქვა, მოვალეობაზე მაღლა მორალი დააყენა და უფლისწული უსაფრთხო ადგილას განარიდა. გადარჩენილ ბავშვს თავისი სახელი დაარქვა და აქედან დაიწყო ორი ლაზარეს ამბავიც. შეიტყობს თუ არა პატარა ლაზარე სიმართლეს? დაიწყებს თუ არა სამეფო ტახტისთვის ბრძოლას? ამას მკითხველი თავად ნახავს.
18
ორი მამაკაცი ბრიუსელიდან
„ორი მამაკაცი ბრიუსელიდან“ ერიკ-ემანუელ შმიტის ნოველათა წინა კრებულების ღირსეული გამგრძელებელია. ამ წიგნში თავმოყრილ ხუთ ნოველაში მწერალი მისთვის ჩვეული სიფაქიზით ძერწავს პერსონაჟებს: ორი უცნობი მამაკაცის მზრუნველობითა და ყურადღებით განებივრებულ ქალს, რომლისთვისაც ცხოვრება ხშირად დამთრგუნველი და უფერულია; პროვინციელ ექიმს, რომლის სიცოცხლე აზრს კარგავს მისი მხსნელი ძაღლის სიკვდილის დღეს; მამაკაცს, რომელიც ახალშერთულ ცოლს მუდმივად მოუწოდებს თავისი ყოფილი, გარდაცვლილი ქმრის მეტი დაფასებისა და პატივისცემისკენ; მოსიყვარულე და მზრუნველ დედას, რომელიც მოულოდნელად შვილს შეიძულებს; წყვილს, რომლის ბედნიერება მკვლელობაზეა დაფუძნებული. მოკლედ, ეს გახლავთ ვარიაციები ერთ მარადიულ თემაზე – სიყვარულზე.
14.9
ორი მთვარის ამბავი
ავტორ: ბექა ქურხული   რომანი „ორი მთვარის ამბავი“ წარმოადგენს ერთი გვარის ამბავს, რომელიც ლეგენდის თანახმად ტბაში ბინადარი ალისაგან წარმოიშვა. რომანის ნარატივი ისეთივე არეული და წყვეტადია, როგორც საქართველოს ისტორია საერთოდ: რომანი ეპიზოდებად ვითარდება, სადაც მამა-პაპათა და შვილთაშვილთა ამბავი, დიალექტი და თბილისური სლენგი ერთმანეთში გადადის. ეს არის საგა, რომელშიც გასაბჭოებამდელ, საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა პერიოდების აბსურდულ კარუსელში ძველი და ახალი თაობები კარგავენ და ხელახლა პოულობენ ერთმანეთს და ყველაფერი თავიდან იწყება.
16.7
ორი ქალაქის ამბავი
ავტორი: ჩარლს დიკენსი მთარგმნელი: ლელა დუმბაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: მსოფლიო კლასიკა
29.9
ორი ციხე-კოშკი - ბეჭდების მბრძანებელი #2
ავტორი: ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი სერია: პორტალი მთარგმნელი: ნიკა სამუშია საძმო დაიმალა. ზოგი უძველეს ბოროტებასთან, საურონთან, უიმედო ომისთვის ემზადება, ზოგი მოღალატე ჯადოსან სარუმანს უნდა დაუპირისპირდეს. წყეული ძალაუფლების ბეჭდის წაღება მორდორში, საურონის ბნელ სამფლობელოში, ფროდოსა და სემს მარტო მოუწევთ. მათი მეგზური იქმნება მატყუარა და ბეჭდის წამწყმედ ძალას დამონებული გოლლუმი, რომელიც ბეჭდის დაბრინების სურვილითაა შეპყრობილი. ასე გრძელდება ბრწყინვალე თავგადასავალი, რომელიც ,, ბეჭდის საძმოში" დაიწყო და სულის შემძვრელად დასრულდება ,, მეფის დაბრუნებაში".
25
ორი წელი, რვა თვე და ოცდარვა ღამე
ავტორი: სალმან რუშდი  სერია: ლიტერატურული ოდისეა მთარგმნელი: სალომე ბენიძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
15.9
ამოწურულია
ორიქსი და კრეიკი
ავტორი: მარგარეტ ეტვუდი სერია: უკვდავი ბიბლიოთეკა მთარგმნელი: დავით ბალიაშვილი, აკაკი მოსახლიშვილი გამომცემლობა: წიგნები ბათუმში
21.9
ორლანდო
ავტორი: ვირჯინია ვულფი მთარგმნელი: ლელა დუმბაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: მსოფლიო კლასიკა
19.9
ორმოცდაათი ელფერით მუქი
ავტორი: ე.ლ. ჯეიმზი   „ორმოცდაათი ელფერით მუქი“ ბრიტანელი მწერალი ქალის ე. ლ. ჯეიმზის (ნამდვილი სახელი და გვარია ერიკა მიჩელი) ეროტიკული ტრილოგიის მეორე წიგნია. ტრილოგია მოგვითხრობს ახალგაზრდა მილიარდერ კრისტიან გრეისა და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ ანასტასია სტილის ყოვლის წამლეკავ ვნებასა და რთულ ურთიერთობებზე, რომელიც დიდ სიყვარულად უნდა იქცეს…
19.9
ორპირი თბილისი სტოკჰოლმი
ავტორი: ზურა ოდილავაძე
9.9
ორტომეული (II)
ავტორი: ვახტანგ ჯავახაძე „თანამედროვე პოეტზე შეიძლება ბევრი ვინმე გაახსენდეს მკითხველს, მაგრამ ყველაზე თანამედროვე პოეტს თუ ვიკითხავთ, ვახტანგ ჯავახაძის სახელი უპირველესად ამოანათებს მეხსიერების საცავიდან. დარწმუნებული ვარ, საუკუნის მერეც ასე იქნება, რაკი თვითკმარი, დიდი პოეზია და მისი არსებითი ფუნქციები კონკრეტულ დროში ვერ ამოიკეტება. თანაც, ეს ხომ უკვე შემოწმებულია – 60-იან წლებში დაწერილი მისი პოეზიაც კი, ის მოულოდნელი ენობრივი და პოეტური პარადიგმები, 2022-შიც ისე იკითხება, თითქოს ახლახან დაეწეროს რომელიმე დიდოსტატ თანამედროვეს. მაშინაც (და ახლაც) მას შეეძლო (და შეუძლია) ენის ისე მოთვინიერება, რომ ყოველდღიურ თუ მეტაფიზიკურ მოვლენებს ერთნაირი სისრულითა და ეფექტიანობით გამოათქმევინოს პოეზია. და რაც ასევე უტყუარი და უსათუოა – ამ უსტილო დროში ვახტანგ ჯავახაძე სტილის ისეთ თამასას გვთავაზობს, რომელთან მიახლოება ყოველთვის რთული და, უმეტესად, ამაო შრომა იქნება.“ – პაატა შამუგია
29.9
ოსკარ უაოს ხანმოკლე და უჩვეულო ცხოვრება
ავტორი: ჯუნოუ დიაზი მთარგმნელი:თამარ ჯაფარიძე სერია: ლიტერე ინვენტე   გაინტერესებთ, როგორია თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილი გმირი? მაშინ გაიცანით ოსკარ უაო – კომპიუტერული თამაშების ფანი, გულკეთილი, ჩაკეტილი და ყველასგან გარიყული, ზრდასრულობის მიჯნაზე მყოფი მეტისმეტად ჭარბწონიანი დომენიკელი ემიგრანტი. ფენტეზის, კომიქსებითა და როლური თამაშებით გატაცებული ოსკარი პრაქტიკულად ოთხ კედელშია გამოკეტილი და ებრძვის უამრავ კომპლექსს, ოცნებობს დიდი სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანის დაწერაზე და ეშინია, არ წავიდეს ამ ქვეყნიდან უსიყვარულოდ.  
17.95
ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი
ავტორი: ერიკ-ემანუელ შმიტი ეს არის ათი წლის ბიჭუნას ღმერთისადმი მიწერილი წერილები, რომლებიც დედა-როზამ ანუ ვარდისფერმა ქალბატონმა აღმოაჩინა. ის ხშირად სტუმრობდა ბიჭუნას ბავშვთა საავადმყოფოში. წერილები ოსკარის ცხოვრების თორმეტ პოეზიით აღსავსე და იუმორით გაჟღენთილ დღეზე მოგვითხრობს, მხიარული და უცნაური პერსონაჟებით დასახლებულ თორმეტდღიან სამყაროზე.   ეს თორმეტი დღე ბიჭუნასთვის შესაძლოა სიცოცხლის ბოლო თორმეტი დღე აღმოჩნდეს, რომელიც ბებერი, კეთილი, მოსიყვარულე, ტყუილების გუდა დედა-როზას წყალობით მარადისობად იქცევა.
7.9
ოსტატთან შეხვედრა
ავტორი: ზაალ სამადაშვილი გამომცემლობა: ინტელექტი
9.95
ოსტატი და მარგარიტა
ავტორი: მიხეილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა" მსოფ.ლიტერატურის ისტორიაშია ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული რომანია, რომლის არსის ამოხსნაზე დღემდე მსჯელობენ და კამათობენ კრიტიკოსები, ფილოსოფოსები, მწერლები. ამ ნაწარმოებში ნებისმიერი გემოვნების მკითხველი იპოვნის მისთვის საინტერესოს: სახელწოდება იმთავითვე გვაუწყებს, რომ ხელოვნების რაობაზე დაფიქრება და ამაღლებულ სიყვარულთან ზიარება მოგვიწევს; თქვენ წინაშეა მარადიული წიგნი მარადიულ საკითხზე.
16.95