santaesperanza

იკითხე კლასიკა

მამები და შვილები
ავტორი: ივან ტურგევი მთარგმნელი: გივი დოლიძე სერია: იკითხე კლასიკა   როგორ შეიძლება ინტელექტუალურმა კამათმა საქმე დუელამდე მიიყვანოს? ან კიდევ,კაცი, რომელიც ყოველივე "რომანტიკულს" ზიზღით უარყოფს, უეცრად წრფელმა გრძნობამ გაიტაცოს, მერე კი, ამ გრძნობით შეპყრობილი, გაერიდოს, ოღონდაც საყვარელი ქალის ტყვედ არ იქცეს? დამწყები ექიმი, მუდამ თავდაჯერებული ევგენი ბაზაროვი "ნიჰილიზმის" მიმდევარია, რომელმაც ფართოდ მოიცვა მეცხრამეტე საუკუნის რუსი საზოგადოება. მდაბიური წარმოშობის ინტელექტუალი ეძებს ადგილს ცხოვრებაში, მაგრამ პოლემიკაზე, სხვათა დამოძღვრაზე...შორს ვერ მიდის...
8.95
წინაპართა ძახილი
ავტორი: ჯეკ ლონდონი მთარგმნელი: ლია ელიოზიშვილი სერია: იკითხე კლასიკა ჯეკ ლონდონის სათავგადასავლო რომანი „წინაპართა ძახილი" ავტორის ადრეული ნაწარმოებების რიცხვს მიეკუთვნება. ლონდონმა წელიწადზე მეტი გაატარა იუკონის ტერიტორიაზე და შეაგროვა მასალები ამ წიგნისათვის. რომანი თავდაპირველად 1903 წლის ზაფხულში გამოვიდა სერიებად ჟურნალ The Saturday Evening Post-ში, ერთი თვის შემდეგ კკი ის წიგნად გადაკეთდა. წიგნის მთავარი პერსონაჟი ძაღლია - ბეკი, რომესაც ადამიანები, სხვა ძაღლები და ბუნებაც კი სასტიკად ეპყრობა. ნოველა მოგვითხრობს ბეკის ბრძოლას გადარჩენისათვის.
9.95
ალუბლის ბაღი
ავტორი: ანტონ ჩეხოვი მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე სერია: იკითხე კლასიკა   ჩეხოვი წერდა: „დაე, სცენაზეც ყველაფერი ისეთივე უბრალო და, ამასთან, ისეთი რთული იყოს, როგორიც ცხოვრებაშია“. მისი პიესების მთავარი თემა პროვინციის ინტელიგენციის ბედია, იმ ადამიანების, რომლებიც ნათელ, სიხარულიან ცხოვრებაზე ოცნებობენ, მაგრამ აღარაფრის შეცვლა აღარ ძალუძთ.ანტონ ჩეხოვის პიესებში ვერ ნახავთ მძაფრ კონფლიქტებს, მკვლელობისა და თავდავიწყებული სიყვარულის სცენებს. კონფლიქტი გმირების მონოტონურ, მშვიდ ცხოვრებაშია ჩამალული. მათ ისეთივე საფიქრალი და პრობლემები აქვთ, როგორიც ჩვენ...
9.95
მოთხრობები
ავტორი: ო.ჰენრი მთარგმნელი: ირაკლი ლომოური სერია: იკითხე კლასიკა   საოცარი ისტორიები, რომლებიც, ავტორის ხალასი იუმორისა და დიდოსტატური თხრობის გამო, ერთი ამოსუნთქვით იკითხება; მოთხრობები ხელმოცარულ მხატვარზე, მეფუნთუშე მის მართაზე, ნიუიორკელი სარას მიერ საბეჭდ მანქანაზე აკრეფილ რესტორნის მენიუზე, იმაზე, თუ როგორ წყვეტს ქალაქის გეომეტრიული, სწორხაზოვანი დაგეგმარება ერთი უსაშველო კენტუკური ვენდეტის პრობლემას; პერსონაჟებზე, რომლებიც ხან სასაცილოები არიან, ხან გონებამახვილები და ხან მიამიტები, ხან თავზე ხელაღებული ყაჩაღებივით იქცევიან და ხან თაღლითებივით... თითქმის ერთი საუკუნის წინათ დაწერილი ეს ამბები თითქოს დღეს, სადღაც ახლოს ხდება... ისინი, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივია, ყოფითი, თუმცა ვითარდება არაჩვეულებრივად და გაოგნებს წარმოუდგენელი, თავბრუდამხვევი და მოულოდნელი დასასრულით. სწორედ ასეთი მოთხრობებით შეიყვარა მილიონობით მკითხველმა მწერალი.
9.95
ლამაზი მეგობარი
ავტორი:გი დე მოპასანი სერია: იკითხე კლასიკა   რომანი აცოცხლებს XIX საუკუნის 70-იანი წლების პარიზს, სადაც ყველა ყველაფერს ყიდის და თავადაც უსირცხვილოდ იყიდება. ვინ ქუჩის მეძავია, ვინ მდიდრული ბუდუარისა, ვინ "რელიგიას დასაკეც ქოლგასავით იყენებს". ვინ ქვეყნის საგარეო პოლიტიკას საკუთარ ფინანსურ მაქინაციებს უთანხმებს...
11.95
ოსტენდელი მეოცნებე
ავტორი: ერიკ ემანუელ შმიტი სერია: იკითხე კლასიკა თარგმანი: მერაბ ფიფია კრებულის „ოსტენდელი მეოცნებე“ მთავარი გმირები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მაგრამ მათი ყოველდღიურობის მიღმა უფრო მნიშვნელოვანი რამ იმალება. ხუთივე ნოველაში მწერალი თავის საყვარელ ხერხს ყალბ ფინალს მიმართავს. ეს კი წრიულად განლაგებული სარკეებივით ატყუებს მკითხველს, რომელიც თავს იტეხს, პრინცთან რომანი შინაბერა ემა ვან ა.ის („ოსტენდელი მეოცნებე“) გამონაგონია თუ ძლიერი ქალის წარსული, სანამ თავად მწერალი არ მიიყვანს სიმართლემდე. აი, ასეთი ლაბირინთის შესანიშნავი ნიმუშია ნოველების კრებული „ოსტენდელი მეოცნებე“, სადაც ერიკემანუელ შმიტი ბრწყინვალე, დახვეწილ და მოულოდნელ სიუჟეტურ სვლებს გვთავაზობს.
11.95
ენ ვერონიკა
ავტორი: ჰერბერტ უელსი მთარგმნელი: ანტონ სინატაშვილი სერია: იკითხე კლასიკა   ცნობილი ინგლისელი ფანტასტის რომანი ,, ენ ვერონიკა" 1909 წელს გამოვიდა და გამოსვლისთანავე დიდი აჟიოტაჟი და საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. უკმაყოფილების მიზეზი იყო მთავარი გმირის ფემინისტური მიდრეკილებები და ასევე, ის, რომ ჰერბერტ უელსს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა ცნობილ ფემინისტთან, ქალთა მოძრაობის სულისჩამდგმელ ემბერ რივსთან, რაც რომანის წერისას მწერლის შთაგონების წყარო გახდა.
11.95
საიდუმლო კუნძული
მთარგმნელი: ნიკო კურდღელაშვილი სერია: იკითხე კლასიკა     მე-19 საუკუნის 30-იანი წლები.ამერიკაში რევოლუცია მძვინვარებს.კონფედერატების ტყვე,ინჟინერი სმიტი, მეგობრებთან ერთად,დირიჟაბლით გაქცევას გადაწყვეტს,მაგრამ ძლიერი ქარი მათ საჰაერო ხომალდს გაიტაცებს და ისინი უკაცრიელ კუნძულზე აღოჩნდებიან.კუნძულს თვალუწვდნელი ოკეანე ერტყმის და ყოფილ ტყვეებს მისი გადალახვის იმედი მალე გადაეწურებათ.როგორ მოქმედებს ადამიანი ექსტრემალურ სიტუაციაში,როგორ შეიძლება განსაცდელს გაუმკლავდე,შენთვისვე მოულოდნელად გადარჩენის საოცარი უნარი გამოავლინო,უქონელი და სუსტი გამდიდრდე...
11.95
ვარსკვლავი ტყის თავზე
ატორი: შტეფან ცვაიგი მთარგმნელი: ნანა გოგოლაშვილი სერია: იკითხე კლასიკა ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ავსტრიელი მწერალი და დრამატურგი შტეფან ცვაიგი XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ქმნიდა თავის ლიტერატურულ მემკვიდრეობას, რომელიც დიდი ხანია კლასიკად იქცა. შტეფან ცვაიგის მკითხველებისთვის ეს კრებული ნამდვილი აღმოჩენა იქნება, რადგან მასში, კარგად ნაცნობ და საყვარელ ნოველებთან ერთად, ის ნოველებიც შევიდა, რომლებსაც ქართულ ენაზე პირველად წაიკითხავენ.
12.95
ბიძია ტომის ქოხი
ავტორი: ჰარიეტ ბიჩერ სტოუ მთარგმნელი: მიხეილ კლიმიაშვილი სერია: იკითხე კლასიკა ბიძია ტომი შავკანიანი მონაა, როგორც უწოდებენ "ნიგერი",ანუ ზანგი - მონათმფლობელურ საზოგადოებაში სრულიად უუფლებო,პირუტყვთან გათანაბრებული არსება. მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ დაინახონ მოსი ფაქიზი სული და მხურვალე მოყვასისადმი ქრისტიანული სიყვარულით აღსავსე გული, რომელიც სასტიკად აღიაზიანებს მოძალადე უმრავლესობას.თუმცა სულ მალე, წიგნის გამოსვლიდან თხუთმეტიოდე წელიწადში,აღმოჩნდება,რომ ეს შეუბრალებელი,სასტიკი ხალხი სულაც არ ყოფილა "უმრავლსობა".უბრალოდ,კეთილ ადამიანებს სჭირდებოდათ გამოფხიზლება...
12.95
ომერტა
  ავტორი: მარიო პიუზო მთარგმნელი: თამარ კოტრიკაძე სერია: იკითხე კლასიკა   ეს ამბავი მრავალი წლის წინ  სიცილიაში დაიწყო. არავინ იცოდა, რატომ იშვილა რაიმონდე აპრილემ, უკანასკნელმა დიდმა ამერიკელმა დონმა, ასტორე ვაიოლა; ვერავინ ხვდებოდა, რატომ წვრთნიდა და რისთვის ამზადებდა მას. მაშინ, როცა დონის  შვილები ამერიკაში წარმატებულ კარიერაზე ფიქრობდნენ, ასტორე ვაიოლა თავის დროს ელოდა.
12.95
ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი
ავტორი: მარკ ტვენი სერია: იკითხე კლასიკა   მარკ ტვენის უბერებელი საყმაწვილო რომანი „ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი“ თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის დასაბამადაც მიიჩნევა. მართალია, ის გამოსვლის დღიდან არაერთხელ აკრძალეს სხვადასხვა მიზეზით, სასკოლო პროგ­რამიდანაც ამოიღეს, მაგრამ საბედნიეროდ, ამ წიგნს გაცილებით მეტი თაყვანისმცემელი და მკითხველი გამოუჩნდა, რომელთაც იმთავითვე განსაზღვრეს რომანის მნიშვნელობა და განუმეორებლობა. ვინც მდინარე მისისიპის ნაპირებზე არასდროს მოხვედრილა, ვისაც უყვარს ფათერაკიანი თავ­გა­დასავ­ლები და აკრძალულ, ადამიანის ფეხდაუდგმელ ადგი­ლებში ხეტიალი, თამამად შეუძლია გაჰყვეს უშიშარ, გონიერ და უცნაურ ბიჭს – ჰაკლბერი ფინს, რომელსაც, თავის მეგობარ ტომ სოიერთან ერთად, ცივილიზებულ სამ­ყაროში ცხოვ­რებას სწორედ შფო­თიანი და ფათერაკებით სავსე ამ­ბები ურჩევნია, რად­გან კარგად იცის, რა იდუმალი, მოულოდნელი და საინტერესოა ასეთი ცხოვრება. თქვენ წინაშეა ამერიკული ლიტერატურის შედევრის – მარკ ტვენის „ჰაკლბერი ფინის თავგადასავალის“ ახალი თარგმანი, რომელიც ხელახლა გააცოცხლებს ამ რომანის ჯადოსნურ სამყაროს ქართულ ენაზე.
12.95
მოთამაშე
ავტორი: ფიოდორ დოსტოევსკი მთარგმნელი: რუსუდან ქებულაძე სერია: იკითხე კლასიკა   ,,მოთამაშე" აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა ფსიქოლოგიური პორტრეტია,თანაც სრულყოფილი პორტრეტი.რომანს ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებადაც მიიჩნევენ,რადგან დოსტოევსკის თამაშისადმი თუ თუმაშზე დამოკიდებულება საყოველთაოდ იყო ცნობილი - მწერალმა ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი ბანქოში წააგო.
12.95
ლუჟინის დაცვა
  ავტორი: ვლადიმირ ნაბოკოვი სერია: იკითხე კლასიკა თარგმანი: პაატა ჩხეიძე   არასასურველი რეალობისგან გაქცევის პირველი მცდელობა და პირველი „შეხვედრა“ უცნაურ ყუთთან - ჭადრაკის გაბზარულ დაფასთან... პირველი ინტერესი, ცნობისმოყვარეობა... მოსაწყენი, დუნე, სრულიად უინტერესო სასკოლო ცხოვრება  - პატარა ლუჟინი საერთოდ არ ჰგავს თანაკლასელებს, პატარა ლუჟინს თანატოლები აბუჩად იგდებენ... ის ამაზე არ ლაპარაკობს. კითხვებზე მისი პასუხი არის... დუმილი. მაგრამ მის სიცოცხლეში კვლავ ჩნდება ჭადრაკი, უფრო სწორად, დეიდა, რომელიც ჭადრაკის თამაშს ასწავლის და... ალექსანდრ ლუჟინისთვის, რომელსაც უჭირს საკუთარი ადგილის პოვნა საზოგადოებაში, ჭადრაკი თავშესაფრად იქცევა. მაგრამ რამდენად საიმედოა ეს თავშესაფარი? ეს ბედისწერაა - დიდოსტატის სიმაღლეზე ასვლასთან ერთად თამაში ანადგურებს მის რეალურ სამყაროს...
12.95
დიდი გეტსბი
ავტორი: ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი მთარგმნელი: ლევან ინასარიძე   ირლანდიური წარმოშობის ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი XX საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკელ მწერლად მიიჩნევა. ეს არის მამაკაცისა და ქალის დიდი ამბავი, უჩვეულო სიყვარულის ისტორია. მილიონერი ჯეი გეტსბი წლების განმავლობაში ეძებს დაკარგულ საყვარელ ქალს და სჯერა მისი ერთგულებისა. იპოვის კიდეც, მაგრამ იგი ამ დროს უკვე სხვისი მეუღლეა, ერთი ქარაფშუტა ქალი, თუმცა კი შეყვარებული გეტსბისთვის ისევ ერთადერთი და განუმეორებელი. ჯეი არაფერს იშურებს მისი გულის მოსაგებად... როგორ მთავრდება იმ კაცის სიყვარული, რომელსაც თან ყველაფერი ჰქონდა და თან - არაფერი? „დიდი გეტსბი“ იმ რომანებს განეკუთვნება, მართლაც ერთი ამოსუნთქვით რომ იკითხება, მაგრამ ბევრ საფიქრალსაც ტოვებს.
12.95
მარტინ იდენი
ავტორი: ჯეკ ლონდონი სერია: იკითხე კლასიკა მთარგმნელი: ვახტანგ ჭელიძე ღარიბი მეზღვაური მარტინ იდენი წარმატებასა და მაღალ სოციალურ მდგომარეობაზე ოცნებობს და ცდილობს,ეს ოცნება რეალობად აქციოს.მოტივაციაც დიდი აქვს - უყვარს მდიდარი და გავლენიანი ოჯახის შვილი.გოგონას გულისა და ხელის მოსაპოვებლად კი სიმდიდრე და საზოგადოების პატივისცემა სჭირდება.დიდი მცდელობის შემდეგ,მარტინ იდენთან წარმატება მოდის - ის დიდებას მოიპოვებს, თუმცა...სად გადის ზღვარი ინდივიდუალიზმის შენარჩუნებასა და წარმატებას შორის?რამდენის დათმობა და გაღება შეუძლია ადამიანს მიზნის მისაღწევად?..
12.95
ბაბუაწვერას ღვინო
ავტორი: რეი ბრედბერი სერია: იკითხე კლასიკა წიგნი ინგლისურიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ. „არ მინდა თქმა, რომ ბრედბერი ბავშვობისგან რომანტიკულ მითს არ ქმნის; პირიქით, სწორედ ამას აკეთებს. თავისთავად, ბავშვობა ბევრი ჩვენგანისთვის მითია. გვეჩვენება, რომ გვახსოვს, რაც თავს გადაგვხდენია იმ დროს, მაგრამ, სინამდვილეში, ასე არ არის. მიზეზი უბრალოა: მაშინ ყველა შერეკილი ვიყავით – ბავშვობაში იბადება მითი“. – სტივენ კინგი
12.95
ნაზია ღამე
ავტორი: ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი მთარგმნელი: მალიკო ხელაშვილი სერია: იკითხე კლასიკა     ფრენსის სკოტ და ზელდა ფიცჯერალდების სიყვარული შეშლილად აღიქვა იმდროინდელმა ბომონდმა.სწორედაც შეშლილი სიყვარულის,ღალატის,ანგარებისა და არაორდნიალური ცხოვრების სტილი დაედო საფუძვლად ამერიკელი მწერლის სკანდალურ ამ რომანს.მოქმედება ვითარდება გასული საუკუნის ოციან წლებში.ეს ის პერიოდია,როცა ამერიკა ჯაზის ეპოქას მოუცავს;როცა ამერიკელ ახალგაზრდათა ერთი ნაწილი ევროპაში ეძებს შვებას.ახალი,თავბრუდამხვევი ურთიერთობების ძიებაში კი მთავარს-ადამიანურ ღირებულებებს-ივიწყებენ.რომანში თითქმის შეუძლებელია,იპოვო...
12.95
მარია სტიუარტი
ავტორი: შტეფან ცვაიგი მთარგმნელი: ნონა კალანდარიშვილი სერია: იკითხე კლასიკა   ეს დრამა საფრანგეთისა და შოტლანდიის დედოფლის, ინგლისის სამეფო კარის უიღბლო მემკვიდრის, მარია სტიუარტის,ეშაფოტზე აყვანიდან სამ-ნახევარი საუკუნის შემდეგ დაიწერა! შტეფან ცვაიგის ,,მარია სტიუარტი" ჩვეულებრივი რომანის ჩარჩოებში ვერ ეტევა.ეს არის ისტორიული სინამდვილისა და სისასტიკის გამომზეურება მთელი თავისი ტყუილ-მართლით,ჭორითა და სინამდვილით,ხალხის მეხსიერებაში მინავლებული თუ დალუქულ ზარდახშებში საგულდაგულოდ ჩამალული სასიყვარულო და პოლიტიკური ინტრიგებით სავსე წერილებით,სონეტებით...
13
დიდი სახლის პატარა დიასახლისი
ავტორი: ჯეკ ლონდონი მთარგმნელი: თამარ მაღრაძე სერის: იკითხე კლასიკა   "სასიყვარულო სამკუთხედი“ ხომ ყველაზე ტრაგიკული და საბედისწერო კავშირია. თუმცა, იმ უამრავ ცხოვრებისეულ თუ ლიტერატურულ სამკუთხედს“ შორის, რომლებიც კაცობრიობას ახსოვს ან შეუქმნია, ჯეკლონდონისეული განსაკუთრებით სევდიანია. მდიდარი და წარმოსადეგი დიკ ფორესტის, მისი მშვენიერი მეუღლე პაოლასა და ძველი მეგობრის, ევან გრეხემის კავშირი, სასიყვარულო ურთიერთობის განვითარება და მოულოდნელი დასასრული არავის დატოვებს გულგრილს. დიდი სახლის პატარა დიასახლისი“ ჯეკ ლონდონმა სიცოცხლის ბოლოს დაწერა. მწერალი, რომელსაც სახელი და აღიარება სათავგადასავლო ჟანრის ნაწარმოებებმა მოუტანა, თავის საუკეთესო თხზულებად სწორედ ემოციით, გრძნობით, სენტიმენტებით, ინტრიგებითა და სიყვარულით სავსე ამ ნაწარმოებს მიიჩნევდა. წაიკითხეთ თქვენც და, იქნებ, დაეთანხმოთ კიდეც ავტორს.
13
მოთხრობები
ავტორი: რიუნოსკე აკუტაგავა მთარგმნელი: სერია: იკითხე კლასიკა გამომცემლობა: პალიტრა ლ ყდა: რბილი
13.95
ტოლსტოი დოსტოევსკი ჩეხოვი - მოთხრობები
ავტორი:  ტოლსტოი ლევ ;დოსტოევსკი ფიოდორ ; ჩეხოვი ანტონ მთარგმნელი:  ლილი მჭედლიშვილი სერია: იკითხე კლასიკა   წიგნში შესულია რუსული ლიტერატურის ,,ოქროს ხანის" სამი თვალსაჩინო წარმომადგენლის, სამი ბუმბერაზის - ლევ ტოლსტოის, ფიოდორ დოსტოევსკისა და ანტონ ჩეხოვის თითო-თითო მოთხრობა: ,,კრეიცერის სონატა", ,,ჩანაწერები იატაკქვეშეთიდან'' და ,,სამი წელიწადი".
13.95
სიცილიელი
ავტორი: მარიო პიუზო სერია: იკითხე კლასიკა 1950 წელია. მაიკლ კორლეონეს გადასახლების პერიოდი სიცილიაში დასასრულს უახლოვდება. ნათლიამ მაიკლს უბრძანა, ახალგაზრდა ბანდიტი სალვატორე ჯულიანო ამერიკაში დაებრუნებინა, მაგრამ ჯულიანო ძალადობის სისხლიან ქსელშია გახვეული. აქ, სიცილიაში, ჯულიანო თანამედროვე რობინ ჰუდია, რომელიც კორუფციას აუმხედრდა. ახლა მაიკლ კორლეონეს ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან საშიში სიცილიელის ლეგენდის, სალვატორე ჯულიანოს, ჩრდილქვეშაა დარჩენილი
13.95
დეიდა ტულა
ავტორი: მიგელ დე უნამუნო სერია:იკითხე კლასიკა სერია: იკითხე კლასიკა     " ტულა ახალგაზრდა ქალია, რომელიც, დის გარდაცვალების შემდეგ, ობლად დარჩენილი ორი დისშვილის მოვლა-პატრონობას კისრულობს. ქალი ჭკუას კარგავს დისშვილებზე, თუმცა, მისი წარმოდგენით, „დედა-დეიდის“ როლი არანაირ სხვა ვალდებულებას არ ითვალისწინებს და ამიტომაც, ბუნებრივია, მისთვის მიუღებელია სიძის, რამიროს, მომეტებული ყურადღება. ამავე დროს, თავისი მოძღვარიც კი ურჩევს, რამიროს ცოლად გაჰყვეს... გამოჩენილი ესპანელი მწერლის, მიგელ დე უნამუნოს, ეს მრავალმხრივ საინტერესო და გამორჩეული რომანი რთული ოჯახური ცხოვრების კიდევ მრავალ კოლიზიასა და დიდ ლიტერატურასთან შეხვედრის სიხარულს გვპირდება. არანაკლებ მნიშვნელოვანია და მცირე პროზის საუკეთესო ნიმუშებს წარმოადგენს ამ კრებულში შესული მოთხრობები: „ამბავი ერთი სიყვარულისა“ და „სამი სამოძღვრებო ნოველა და ერთი პროლოგი“, რომლებიც დიდ სიამოვნებას მოჰგვრის მკითხველს. "
13.95