santaesperanza

აკრძალული წიგნების თარო

ბრმა ბუ
ავტორი: სადეყ ჰედაიათი სერია: აკრძალული წიგნების თარო სპარსულიდან თარგმნა მზია ბურჯანაძემ სადეყ ჰედაიათის „ბრმა ბუ“ თანამედროვე სპარსული პროზის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებად მიიჩნევა. „ბრმა ბუს“ დაწერის დროს ავტორი შაჰის ირანში უკვე აკრძალულ მწერლად იყო გამოცხადებული და რომანის დაბეჭდვა მხოლოდ სამშობლოს გარეთ, ინდოეთში, მოახერხა (1937 წ.). წიგნმა ირანში კონტრაბანდული გზით შეაღწია, სადაც ოფიციალურად მისი გამოცემა რეზა-შაჰ ფაჰლავის გადადგომის შემდეგ (1942 წ.) გახდა შესაძლებელი.   ისლამური რევოლუციის შემდეგ რომანის გამოცემის საკითხი კიდევ უფრო გართულდა: წიგნი თუმცა იბეჭდება, მაგრამ – კუპიურებით. ტექსტიდან ამოღებულია ის ფრაზები და პასაჟები, რომლებსაც ცენზურა ისლამური მორალისთვის მიუღებლად მიიჩნევს...   „ბრმა ბუ“ გახლავთ საზოგადოებისგან მოკვეთილი თუ მისგან ნებაყოფლობით გაქცეული მარტოსული ადამიანის აღსარება-საუბარი თავისი სულიერი ტკივილების შესახებ, ურთულესი ფსიქიკის მქონე კაცის შინაგანი მონოლოგი. ნაწარმოები ცნობიერების ნაკადის ტექნიკით დაწერილი თანამედროვე მოდერნისტული რომანია. მასში გამოყენებულია ყველა მნიშვნელოვანი და საუკეთესო ხერხი, რაც მეოცე საუკუნის მსოფლიო ლიტერატურას შეუქმნია.
14.95
ცხოველების კარ-მიდამო
ავტორი: ჯორჯ ორუელი მთარგმნელი: თამარ კოტრიკაძე გამომცემლობა: ინტელექტი ყდა:რბილი
15.95
მოსკოვი-პეტუშკი
ავტორი: ვენედიქტ ეროფეევი სერია: აკრძალული წიგნების თარო რუსულიდან თარგმნა დავით ცინცაძემ   „მოსკოვი-პეტუშკი“, შეიძლება ითქვას, ავტორის ერთადერთი ნაწარმოებია, რომელმაც ვენედიქტ ეროფეევი მეოცე საუკუნის რუსული ლიტერატურის ერთ-ერთ გამორჩეულ სახედ აქცია და მას, ევროპელი მკითხველისა და ლიტერატორების აზრით, გოგოლისა და ჩეხოვის გვერდით მიუჩინა ადგილი. ერთი რამ აშკარაა – საბჭოთა, უფრო კი რუსი ადამიანის ცხოვრების ბლუზს ასე მკაფიოდ სხვა ვერც ერთ წიგნში ვერ შეიგრძნობთ. მთელი თავისი ჟარგონებით, კალკებით, სახარებისეული ალუზიებითა და ფინალით (რომელიც დღესაც განსხვავებულ ინტერპრეტაციებს იწვევს ლიტერატურისმცოდნეებში), მატარებელის ბორბლების რიტმში მოგყვება ეს ბლუზი – მოსკოვიდან პეტუშკიმდე, და მის შემდეგაც.   „მოსკოვი-პეტუშკი“ გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწერა და 80-იანი წლების ბოლომდე არ გამოცემულა რუსეთში. საბჭოთა სისტემისა და ზოგადად რუსული ყოფის სარკასტულად, იმ დროისათვის ზედმეტად მძაფრ, გროტესკულ ფერებში დახატვისა და ტექსტში ბიბლიური მოტივების უხვად გამოყენების გამო საბჭოთა ცენზურამ წიგნი აკრძალა. რომანი პირველად ისრაელში, 1973 წელს, ხოლო შემდგომ პარიზში, 1977 წელს გამოიცა.
15.95
სიკვდილი მძიმე შრომაა
ავტორი: ხალიდ ხალიფა სერია: აკრძალული წიგნების თარო   არაბულიდან თარგმნა დარეჯან გარდავაძემ    დამასკოდან სირიის ჩრდილოეთით მდებარე სოფელ ანაბიისკენ მიმავალი მიკროავტობუსი წვალებით მიიკვლევს გზას. მანქანაში გვამი, ორი კაცი და ერთი ქალია, მდუმარე, მოღუშული სახეებით. გარეთ სასტიკი ომია, რომელიც მსხვერპლით ვერ ძღება. ომში სიკვდილი ბრმაა, მსხვერპლს არ არჩევს... უამრავი საკონტროლო პუნქტისა და გამოუვალი მდგომარეობის დაძლევა უწევთ და-ძმებს მამის უკანასკნელი ანდერძის აღსასრულებლად - მისი ნეშტი მშობლიური სოფლის, ანაბიის, მიწას მიაბარონ.   ეს მხოლოდ მამის ცხედრის დასაკრძალად წამოწყებული მოგზაუძრობის ისტორია როდია, არამედ ამბავი სიკვდილის მოტივით ამქვეყნიურ ფასეულობათა გადაფასებისა და თუნდაც გაუფასურებული სიცოცხლის ძალის შესახებ და რაკი სიკვდილი მძიმე შრომაა რომანის გმირებისთვის, ეს ხუთდღიანი ურთულესი გზა დამასკოდან ანაბიამდე საკუთარი თავის აღმოჩენის გზაცაა.   2019 წელს ამერიკული National Book Award ლიტერატურული ჯილდოს თარგმნილი ლიტერატურის ნომინაციაში გამარჯვებული ამ რომანის ავტორი, ხალიდ ხალიფა, საკმაოდ წარმატებული თანამედროვე სირიელი რომანისტია, რომელსაც მანამდეც არაერთი ლიტერატურული ჯილდო აქვს მიღებული. სამშობლოში ხშირად აკრძალული, ის არაბული მწერლობის საერთაშორისო პრიზის Man Booker International Prize for Arabic Fiction ნომინაციის მოკლე სიაში ორჯერ არის მოხვედრილი (2008 და 2014 წლებში), მიღებული აქვს ნაჯიბ მაჰფუზის მედალი ლიტერატურაში, თარგმნილია მსოფლიოს ბევრ ენაზე.  
16.95
მზის დაბნელება
ავტორი: არტურ კოესტლერი მთარგმნელი: გიორგი შატბერაშვილი სერია: აკრძალული წიგნების თარო ძნელად თუ მოიძებნება მე-20 საუკუნის ევროპულ ლიტერატურაში მწერალი, რომელსაც არტურ კოესტლერივით ხიფათებით აღსავსე ცხოვრებით ეცხოვროს. სრულიად ახალგაზრდა პალესტინაში წავიდა სიონისტურ მოძრაობაში მონაწილეობის მისაღებად; 1931 წელს, ბერლინში ცხოვრებისას გახდა კომუნისტური პარტიის წევრი და წლების განმავლობაში იზიარებდა კომუნიზმის ილუზიებს; როგორც რეპორტიორი მონაწილეობდა ესპანეთის სამოქალაქო ომში, სადაც ტყვედ ჩაუვარდა ფრანკისტებს, რომელთაც სიკვდილი მიუსაჯეს. შემდეგ წლებში შპიონაჟის ბრალდებით დაპატიმრებული იყო საფრანგეთსა და ინგლისში. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი ერთ-ერთი პირველი იყო ვინც ჰოლოკოსტის წინააღმდეგ საჯაროდ გამოდიოდა. ყველა განსაცდელს უვნებლად გადაურჩა და 1983 წელს მეუღლესთან ერთად თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.  არტურ კოესტლერის მთავარი წიგნი „მზის დაბნელება“ გასაოცარი ძალის ანტიტოტალიტარული ნაწარმოებია. იგი კლასიკური დისტოპიის ჟანრშია დაწერილი, სადაც არც ქვეყანა, სადაც რომანის მოქმედება ხდება და არც ისტორიული პირები დასახელებულნი არ არიან, თუმცა ის მაინც გამოკვეთილი ისტორიულ-პოლიტიკური კონტექსტის მატარებელია. კერძოდ  იგი ეძღვნება საბჭოთა კავშირში 1936-1938 წლების „დიდ წმენდას“ - იმას, თუ როგორ სჭამს და ანადგურებს რევოლუცია თავის შვილებს, რომელთაც  ქვეყნის განვითარებაზე პარტიული ხელმძღვანელობისგან განსახვავებული შეხედულება აქვთ. ეს არის ფსიქოგრამა ტოტალიტარიზმისა, რომელიც ადამიანს აიძულებს მის მიერ ჩაუდენელი, გამოგონილი ბრალდებები აღიაროს და საკუთარ სასიკვდილო განაჩენს მოაწეროს ხელი.  ისევე როგორც ავტორს, იმ ეპოქის პოლიტიკური კატასტროფების შედეგად, „მზის დაბნელებასაც“, რომელიც ავტორმა 1940 წელს დაწერა, საოცარი ბედი ხვდა წილად. კოესტლერი ნაცისტებისაგან გაქცევისას იძულებული გახდა მთელი თავისი არქივი და მათ შორის ამ რომანის ხელნაწერიც პარიზში დაეტოვებინა, რომლის კონფისკაციაც საფრანგეთის ჟანდარმერიამ მოახდინა, რის მერეც ეს ხელნაწერი უკვალოდ გაქრა. გადარჩა მხოლოდ წიგნის ინგლისურენოვანი თარგმანი, საიდანაც ითარგმნა და გავრცელდა მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ავტორისეული უკუთარგმნით გერმანულ ენაზეც. წიგნმა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებში საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და ბევრ ქვეყანაში ბესტსელერადაც იქცა. რომანის უგზოუკვლოდ დაკარგულად მიჩნეული ავტორისეული ვარიანტი მხოლოდ 2015 წელს აღმოაჩინეს ციურიხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. ქართული თარგმანი სწორედ ამ თავდაპირველი, ორიგინალური ტექსტიდან არის შესრულებული.
19.95
1984
ავტორი: ჯორჯ ორუელი სერია: აკრძალული წიგნების თარო მთარგმნელი: ლალი ყუშიტაშვილი ცნობილ ინგლისელ მწერალს, ჯორჯ ორუელს დისტოპიური რომანის „1984“ დაწერისკენ ორი დიქტატორის, ადოლფ ჰიტლერისა და იოსებ სტალინის, აღზევებამ უბიძგა. თემატური სიმდიდრე, სათქმელის შეულამაზებლად გადმოცემა, სატირის ოსტატურად გამოყენება და თხრობის სადა, კლასიკური მანერა „1984“-ს ნამდვილ ლიტერატურულ შედევრად აქცევს. პოლიტიკური თემების, სლოგანების – ომი მშვიდობაა, მონობა თავისუფლებაა, უმეცრება ძალაა – ბელადების სახეების მაგ., „უფროსი ძმა“, და ჩაგვრის სხვადასხვა სახის წარმოჩინების გამო, წიგნი სხვადასხვა ქვეყანაში – საბჭოთა კავშირი, ჩინეთი – იკრძალებოდა, უფრო მეტიც, წვავდნენ. უცნაურია, მაგრამ 1981 წელს ის ფლორიდაშიც აიკრძალა. უკიდეგანოდ დიდ ქვეყანას, ოკეანიას, პარტიის ერთპიროვნული ლიდერი „უფროსი ძმა“ მართავს, რომელიც ცხოვრების ყველა ასპექტში ერევა. „ის ყველგან იყო და გამუდმებით გიცქერდა მონეტიდან, მარკებიდან, წიგნის ყდებიდან, დროშებიდან, სიგარეტის კოლოფებიდან... გიცქერდა და ჩაგძახოდა – ძილში თუ ღვიძილში, მუშაობის თუ ჭამის დროს, შინ თუ გარეთ, აბაზანაში თუ საწოლში – მას ვერსად გაექცეოდი“. ამ სამყაროს წიაღში გაზრდილი მთავარი გმირი უინსტონ სმიტი, პარტიის დაბალი რანგის მუშაკი, ბედავს და პარტიის წინააღმდეგ სუსტ ამბოხს იწყებს – საიდუმლო მოსაზრებებს დღიურს ანდობს, რაც მძიმე „ფიქრდანაშაულია“. მალე მას სიყვარული ეწვევა და თავის შეყვარებულთან, ჯულიასთან ერთად ცდილობს განსხვავებულად იცხოვროს, დატკბეს თავისუფლებითა და სიყვარულით, თუმცა ეს აკრძალულია და სასტიკად ისჯება; რადგან ისინი ცხოვრობენ სივრცეში, სადაც არსებობის ერთადერთ შესაძლებლობად ორაზროვნება მიიჩნევა – „სრული სიმართლე უნდა გცოდნოდა და კარგად შეკერილი სიცრუე გელაპარაკა... ლოგიკით ლოგიკა გაგენადგურებინა, უარი გეთქვა ზნეობაზე და თან სხვებისთვის ზნეობა გექადაგა...“. ჯორჯ ორუელი უმნიშვნელოვანესი რომანით კაცობრიობას აფრთხილებს, რომ უკონტროლო ძალაუფლებამ სწორედ  ასეთი სახე შეიძლება მიიღოს.
19.95
იისფერი
ავტორი: ელის უოლერი სერია: აკრძალული წიგნების თარო მთარგმნელი: გია ბერაძე ელის უოკერის იისფერს ამერიკის ბიბლიოთეკართა ასოციაციამ ყველაზე ხშირად აკრძალული და გასაჩივრებული წიგნების 2000-2009 წლების ასეულში მეჩვიდმეტე ადგილი მიანიჭა. წიგნი ძალიან ხშირად ყოფილა ცენზურის სამიზნე გამჭვირვალედ აღწერილი სექსუალური თემებისა და ძალადობის ამსახველი სცენების გამო.მოქმედება ვითარდება ჯორჯიის შტატის ერთ-ერთ სოფელში. ორიგინალური ფორმითა და დიდი მწერლური ოსტატობითაა მოთხრობილი აფროამერიკელი ქალების მძიმე და წინააღმდეგობრივი ცხოვრება 1930-იან წლებში...
19.95
როგორც წყალია შოკოლადისთვის
ავტორი: ლაურა ესკიველი სერია: აკრძალული წიგნების თარო მთარგმნელი: მაკა გოგოლაშვილი
19.95
ჩაკლული სული
ავტორი: გრიგოლ რობაქიძე სერია: აკრძალული წიგნების თარო გერმანულიდან თარგმნა ალექსანდრე კარტოზიამ.   გრიგოლ რობაქიძის „ჩაკლული სული" 1932 წელს დაიწერა და შემდგომ წელს გამოიცა გერმანიაში. ესაა პირველი ლიტერატურული ცდა „ბოლშევიკური კლიმატისა" და სტალინიზმის ნამდვილი არსის წარმოსაჩენად – ავტორმა 30-იანი წლების დასაწყისშივე იწინასწარმეტყველა იმავე ათწლეულის სისხლიანი ტერორი და რეპრესიები.     „წიგნს დიდი გამოხმაურება ჰქონდა. საბჭოებმა ამ წიგნის გამო ხალხის მტერი დამარქვეს" – წერდა ერთ-ერთ ბარათში გრიგოლ რობაქიძე. რომანი, მისი ავტორი და გრიგოლ რობაქიძის მთელი შემოქმედება დიდი ხნით აიკრძალა და მიუღებლად  გამოცხადდა საბჭოთა კავშირში.     რომანის მოქმედება თბილისში ვითარდება. მთავარი პერსონაჟი – მწერალი თამაზ ენგური ყველანაირად ცდილობს დაუსხლტეს წითელი დიქტატურის საცეცებს, არ ითანამშრომლოს მოძალადე რეჟიმთან, შიშისა და უნდობლობის გარემოში შეინარჩუნოს ღირსება და არ გატყდეს. მაგრამ სხვანაირად ფიქრობს გპუ – სტალინის ურყევი ნების შემსრულებელი სადამსჯელო მანქანა...
19.95
ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი
ავტორი: მაია ენჯელოუ სერია: აკრძალული წიგნების თარო ინგლისურიდან თარგმნა ანი კოპალიანმა   ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი ცნობილი ამერიკელი პოეტის, მაია ენჯელოუს ავტობიოგრაფიული რომანია. წიგნი იწყება სამი წლის მაიასა და მისი ძმის ჩასვლით სტემპსში, არკანზასის შტატის პატარა ქალაქში, სადაც მათი ბებია ცხოვრობდა და აღწერს პოეტის ცხოვრებას თექვსმეტ წლამდე, როდესაც ენჯელოუ დედა ხდება.   ნაწარმოები მოგვითხრობს, თუ როგორ იპოვა საკუთარი თავი და ადგილი ავტორმა, რომელიც ერთდროულად იმდროინდელი ამერიკული საზოგადოების სამ ყველაზე მოწყვლად სოციალურ ჯგუფს მიეკუთვნებოდა – იყო „შავკანიანი, ღარიბი და ქალი, თანაც ულამაზო ქალი“. უჩვეულო გულწრფელობითა და დიდი ოსტატობით დაწერილი რომანი ორი წლის განმავლობაში იყო ნიუ იორკ თაიმსის ბესტსელერების სიის სათავეში, თუმცა რასიზმის, არასრულწლოვნის გაუპატიურებისა და სექსუალურობის თემების წინ წამოწევის გამო დღემდე შედის იმ წიგნების ხუთეულში, რომლებიც ამერიკის სკოლებსა და ბიბლიოთეკებში ყველაზე ხშირად იკრძალებოდა.    
19.95
ოქროს გალია
ავტორი: შირინ ებადი სერი: აკრძალული წიგნების თარო   შირინ ებადის „ოქროს გალია“ 2011 წელს გამოიცა. წიგნში ავტორის ბავშვობის მეგობრების, სამი ძმისა და ერთი დის ამბავია მოთხრობილი, რომელიც გულგრილს ვერავის დატოვებს. რომანი გვიყვება ოჯახზე, რომელიც პოლიტიკურმა დაპირისპირებებმა გაანადგურა. სამი ძმა: შაჰის გენერალი, კომუნისტი და ხომეინის მომხრე ისე გათიშა აზრთა სხვადასხვაობამ, რომ ურთიერთობის შენარჩუნება ვერც საერთო სისხლმა და სახლმა მოახერხა და ვერც ერთადერთმა დამ.   შირინ ებადის წიგნი ადამიანებზეა, რომლებიც ნებით თუ უნებლიედ მსხვერპლად ეწირებიან რეჟიმს, პოლიტიკას, ერთეულთა ინტერესებს; ოჯახებზეა, რომელთაც ჭერი თავზე ენგრევათ და ნანგრევებში მოყოლილებს მშველელი არ ჰყავთ. იმაზე, რომ სიცოცხლის ბოლო წუთებში არა რომელიმე პოლიტიკოსი ან სულიერი ლიდერი, არამედ დედმამიშვილები და მეგობრები გაგვახსენდება, ისინი კი, შეიძლება, ჩვენივე დამსახურებით, ჩვენ გვერდით არ აღმოჩნდნენ.   შირინ ებადიმ, როგორც ადამიანის უფლებათა დამცველმა, ყოფილმა მოსამართლემ და ადამიანის უფლებათა ცენტრის დამფუძნებელმა, მთელი სიცოცხლე ირანში ქალებისა და უმცირესობათა დაცვას მიუძღვნა. იგი გახდა პირველი ირანელი ქალი, რომელიც ნობელის პრემიით (2003 წ.) დაჯილდოვდა. თუმცა მოგვიანებით (2009 წ.) ირანის მთავრობამ მას ნობელის მშვიდობის პრემიის მედალი ჩამოართვა. ებადის მედალი და დიპლომი სხვა პირად ნივთებთან ერთად საბანკო შემნახველი ყუთიდან ამოიღეს. მოგვიანებით ებადის ქმარი ცოლის ღალატისთვის დააპატიმრეს და ჩაქოლვით სიკვდილი მიუსაჯეს. შემდეგ კი შირინ ებადის, დასავლეთის აგენტად გამოცხადების სანაცვლოდ, თავისუფლება შესთავაზეს. ებადი ქმარს დაშორდა და ემიგრაციაში წავიდა, მოგვიანებით კი თქვა: „ის, რომ სამშობლოსგან შორს ვარ, არ ნიშნავს, რომ ციხეში წასვლის მეშინია. თუკი ირანის ციხეში ვიჯდები, უსარგებლო ვიქნები ჩემი ხალხისთვის... აქ კი შემიძლია, რომ ჩემი ხალხის ხმა ვიყო და მთელ მსოფლიოს მოვუყვე, რა ხდება ჩემს ქვეყანაში“.   ინგლისურიდან თარგმნა სალომე ბენიძემ
19.95
ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს
ავტორი: ჩინუა აჩებე სერია: აკრძალული წიგნების თარო ინგლისურიდან თარგმნა გვანცა ჯობავამ   „ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს“ ეპოქალური ნიგერიელი მწერლის, ჩინუა აჩებეს მიერ ინგლისურ ენაზე შექმნილი უმნიშვნელოვანესი რომანია, რომელსაც მთელ მსოფლიოში დიდი აღიარება ხვდა წილად. ეს ნაწარმოები დღემდე აუცილებელ სასწავლო ტექსტადაა მიჩნეული როგორც აფრიკის კონტინენტის, ისე ინგლისურენოვანი ქვეყნების სკოლებსა და უნივერსიტეტებში. წიგნი თარგმნილია ორმოცდაჩვიდმეტ ენაზე და ამ დრომდე გაყიდულია ოც მილიონზე მეტი ეგზემპლარი.   რომანში პირუთვნელად, შეულამაზებლადაა აღწერილი ნიგერიული ტომის ცხოვრება მე-19 საუკუნის მიწურულს, კოლონიზაციამდე, და მას შემდეგ, რაც პირველმა ევროპელებმა ამ მხარეში დადგეს ფეხი. წიგნი, რომელიც პირველად 1958 წელს გამოქვეყნდა – ორი წლით ადრე, ვიდრე ნიგერია დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა – სრულადაა დაცლილი კოლონიამდელი ეპოქის გაიდიალებისგან და გვიხატავს სამყაროს, რომლისთვისაც ძალადობა, ომი და გაჭირვება უცხო არ არის, თუმცა ამასთან, გაჯერებულია ტრადიციების, რიტუალების, რწმენა-წარმოდგენებისა და სოციალური ურთიერთგაგების ძლიერი განცდით. რომანში აღწერილია ერთი ადამიანის, იბოს ტომის წარჩინებული, ძლევამოსილი და უშიშარი მებრძოლის – ოკონკვოს ქარიშხლიანი, ტრაგიკული ცხოვრება და ბრძოლა იბოს ტომის ტრადიციების გაუფასურებათა ყოველი მცდელობის წინააღმდეგ – მათ შორის გაორებულ თანატომელთა წინააღმდეგაც.     „ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს“ კოლონიზაციის პროცესის მუქი საღებავებით დახატვის გამო მალაიზიისა და ნიგერიის მთავრობებმა აკრძალეს. მართალია, აშშ-ში წიგნი ოფიციალურად არასდროს აკრძალულა, თუმცა 2012 წელს გასაჩივრდა წიგნში შესული რასისტული ელემენტების გამო.
21.95
გამოღვიძება
ავტორი: ქეით ჩოპინი სერია: აკრძალული წიგნების თარო ინგლისურიდან თარგმნა ანი კოპალიანმა საზოგადოება ყველა დროში უწესებდა ადამიანებს ბედნიერების კრიტერიუმებს. ედნა პონტილიეს ყველაფერი ჰქონდა, რასაც მისი ეპოქა ბედნიერებად სახავდა, მაგრამ ერთ დღესაც გამოეღვიძა და აღმოაჩინა, რომ საკუთარი ცხოვრება არაფრად უღირს.   ეს სასიყვარულო რომანია. ეს არ არის მხოლოდ სასიყვარულო რომანი. ეს არის ამბავი საკუთარი თავის შეცნობისა, მათ შორის, სიყვარულითაც. ეს არის ამბავი, რომელიც ქეით ჩოპინმა, მეცხრამეტე საუკუნის მწერალმა, ფემინიზმის პირველი ტალღის აზვირთებასთან ერთად დაწერა. ავტორმა, რომელიც მის თანამედროვეებს არაერთხელ შეურისხავთ, რომელსაც მისი ეპოქის პრესა კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდა, თუმცა თანამედროვე ამერიკელ კრიტიკოსთა და სწავლულთა შეფასებით, თითქმის ასი წლით გაუსწრო დროს.   ედნა პონტილიეს ბედნიერების თავისი გზა ჰქონდა, რაც ეპოქას არ მოეწონა და ამიტომაც ქეით შოპინის „გამოღვიძებამ“ მეოცე საუკუნის დასაწყისში ამერიკის რამდენიმე შტატის ბიბლიოთეკების თაროები დატოვა.     
22.95
ალისფერი დამღა
ავტორი: ნათანიელ ჰოთორნი სერია: აკრძალული წიგნების თარო მთარგმნელი: ანა კოპალიანი წიგნი 1850 წელს გამოიცა და მაშინვე მოიპოვა საქვეყნო აღიარება. ის ეხება აკრძალული სიყვარულის, საზოგადოებასთან დაპირისპირების, დანაშაულისა და სასჯელის თემებს. რომანი მრავალჯერ აკრძალეს სხვადასხვა ქვეყანასა და ეპოქაში (მათ შორის, ცარისტულ რუსეთშიც), როგორც უხამსი და საზოგადოებრივი მორალის შეურაცხმყოფელი, რადგან ავტორის სიმპათია აშკარად ეკუთვნის მთავარ პერსონაჟს – ქალს, რომელმაც მღვდელთან გააბა სასიყვარულო ურთიერთობა და ამით მთელ პურიტანულ საზოგადოებას დაუპირისპირდა.
23.9
ქალაქი და ძაღლები
ავტორი: მარიო ვარგას ლიოსა მთარგმნელი: ლანა კალანდია სერია: აკრძალული წიგნების თარო გამომცემლობა: ინტელექტი
24.95
ექიმი ჟივაგო
ავტორი: ბორის პასტერნაკი სერია: აკრძალული წიგნების თარო რუსულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ნოდარ ნონიაშვილმა   ბორის პასტერნაკის „ექიმი ჟივაგო“ პირველად 1957 წელს იტალიაში გამოიცა. ბოლშევიკური რეჟიმის პირობებში რომანის გამოსვლამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა როგორც საბჭოთა კავშირში, ისე მთელ მსოფლიოში. საბჭოური ლიტერატურული კრიტიკა რომანს უმკაცრესად, დაუნდობლად შეხვდა. დანარჩენი მსოფლიოს პროგრესულმა საზოგადოებამ კი ის საუკუნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ლიტერატურულ მოვლენად აღიარა. ამ წიგნისათვის ბორის პასტერნაკს 1958 წელს ნობელის პრემია მიენიჭა, თუმცა საბჭოთა ხელისუფლებამ მწერალი აიძულა პრემიაზე უარი ეთქვა.   რომანის სიუჟეტი ვითარდება 1905 წლიდან მეორე მსოფლიო ომამდე პერიოდში. მთავარი გმირის – ნიჭერი და პატიოსანი რუსი ინტელიგენტის, ექიმისა და პოეტის – იური ჟივაგოს ცხოვრების აღწერის ფონზე დახატულია ის მძაფრი ქარტეხილები, რომელთაც მეოცე საუკუნის პირველ ათწლეულში შეძრეს რუსული სინამდვილე. პასტერნაკი ზედმიწევნით, უშუალოდ და დამაჯერებლად გადმოსცემს რევოლუციისა და სამოქალაქო ნგრევის ყოვლისმომცველი ტალღების მიერ ბუდედანგრეული, სასოწარკვეთილი და განწირული ადამიანების განცდებს...
24.95
სიახლე
ქვის სიზმრები. გრანდიოზული საცობი. იემენი
ავტორი: აქრამ აილისლი სერია: აკრძალული წიგნებს თარო რომანის „ქვის სიზმრები“ გამოქვეყნების შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის განკარგულებით, 75 წლის მწერალს, აქრამ აილისლის, „სახალხო მწერლის“ წოდება ჩამოერთვა და მოეხსნა სახელმწიფო პენსია, რამაც 2013 წელს ბიძგი მისცა მწერლის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობრივ კამპანიას. აზერბაიჯანის ქალაქებში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო აზერბაიჯანელი მწერლისა და მოქალაქის წიგნებს მასობრივად წვავდნენ, სახელმწიფო მედიასაშუალებებმა აილისლის მიმართ აგრესიული, ცილისმწამებლური, ღირსებისა და პატივის შემლახავი პროპაგანდა აწარმოეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს მწერლის მეუღლე და ვაჟი, პარტია „ახალი მუსავატის“ თავმჯდომარემ კი ფულადი ჯილდო დააწესა მწერლის ყურის მოჭრისთვის. მწერლის ნაწარმოებები ამოიღეს სასკოლო პროგრამებიდან, თეატრებმა კი მისი წიგნების მიხედვით დადგმული სპექტაკლები მოხსნეს რეპერტუარიდან. საეჭვოდ გამოაცხადეს ყველა, ვინც აილისლის უჭერდა მხარს, კავკასიის მუსლიმთა მმართველმა მას რწმენისგან გამდგარი უწოდა. არაერთხელ დააკავეს და სხვადასხვა გამოგონილი მიზეზით, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. საბოლოოდ, მწერალს ბაქოს დატოვება აეკრძალა. 2019 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომანის ინგლისურ ენაზე გამოცემამ მწერალს კიდევ უფრო დიდი საერთაშორისო აღიარება მოუტანა, მას სინდისის ხმა და იმ პრობლემების გამხმოვანებელი უწოდეს, რომლებსაც აზერბაიჯანი დამოუკიდებლობის გზაზე, უკანასკნელი ოცდაათი წლის განმავლობაში წააწყდა. აქრამ აილისლი არის მწერალი, რომელმაც შეძლო უმძიმეს ადამიანურ მანკიერებებზე ამაღლებით საკუთარ თავში მტრობისა და სისასტიკის დამარცხება, საპირისპირო მხარის ტკივილის, ტანჯვის გასიგრძეგანება და გათავისება... „ქვის სიზმრები“ კი აღმოჩნდა ბოლო წვეთი, რომელმაც მწერლის შემოქმედების მოწინააღმდეგეთა მოთმინების ფიალა აავსო: ბაქოში, განჯაში, მის მშობლიურ სოფელში, მოეწყო დემონსტრაციები, რომლებზეც გმობდნენ მწერალს, აუკრძალეს მას იქ ჩასვლა, წვავდნენ მის პორტრეტებსა და წიგნებს, დედაქალაქში, მისი საცხოვრებელი სახლის ფანჯრებთან განუწყვეტლივ თავმოყრილები იმუქრებოდნენ და სკანდირებდნენ: „სიკვდილი აქრამ აილისლის!“, „მოღალატე!“, „აილისლი – სომეხი!“... რუსულიდან თარგმნეს სერგო წურწუმიამ და ირაკლი კაკაბაძემ
24.95
სიახლე
პუტინის რუსეთი
ავტორი: ანა პოლიტკოვსკაია მთარგმნელი: გვანცა ჯობავა სერია: აკრძალული წიგნების თარო უკრაინული წარმოშობის რუსი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია "ნოვაია გაზეტას" სპეციალური კორესპონდენტი იყო. "ნიუ იორკ ტაიმსს" თუ დავეყრდნობით, ის უშიშრად ამხელდა რუსეთის პრეზიდენტებს, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, გენერლებს, ბიუროკრატებსა და სხვა გავლენიან ხალხს. ანა პოლიტკოვსკაიამ ჩეჩნეთის ომის შესახებ გაბედული რეპორტაჟებით გაითქვა სახელი, რეპორტაჟებით, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იყო როგორც "ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა". უფრო მოგვიანებით კი, მან უშუალოდ ვლადიმერ პუტინზე დაიწყო წერა.
29.9
„ქვაბული“, „ჯანი“, „ჩევენგური“
ავტორი: ანდრეი პლატონოვი სერია: აკრძალული წიგნების თარო იოსიფ ბროდსკიმ იგი დოსტოევსკის შეადარა და ჯოისის, მუზილისა და კაფკას გვერდით დააყენა, მეორე მხრივ, იგი აშკარად იმსახურებს ადგილს ბეკეტისა და იონესკოს გვერდითაც. პლატონოვის გენია სტალინმაც კი დაინახა და დაწერა: „ნიჭიერი მწერალია, მაგრამ გარეწარი“; პლატონოვის გენიალური ქმნილებები „ჩევენგური“, „ქვაბული“ და „ჯანი“ თავისთავად ქმნიან ტრილოგიას, თუმცა ავტორს ისინი ასე არ გაუერთიანებია; პირველი უტოპიაა, მეორე – ანტიუტოპია, ხოლო მესამე „რწმენის გამოცდის“ ფეერია.   „ჩევენგური“ პლატონოვის ერთადერთი დასრულებული რომანია. მწერალი მის სრულად გამოქვეყნებას ვერ ეღირსა, რადგან ფაქტობრივად 80-იანი წლებამდე რუსეთში აკრძალულ და მიუღებელ ავტორად იყო გამოცხადებული. 1972 წელს გამოცემულმა „ჩევენგურის“ იტალიური თარგმანმა პიერ პაოლო პაზოლინის აღფრთოვანება გამოიწვია. ამ წიგნში მთავარი გმირი, ალექსანდ დვანოვი „მოსახლეობის თვითშემოქმედებაში კომუნიზმის საძებნელად“ გაემართა და რევოლუციის მოგზაურ რაინდ დონ კიხოტად იქცა, ხოლო მის დულსინეა ტობოსელად როზა ლუქსემბურგი მოგვევლინა.   „ქვაბული“ ერთდროულად დისტოპიაცაა, სოციალური იგავიც, ფილოსოფიური გროტესკიც და პირველი ხუთწლედის პერიოდის საბჭოთა კავშირის სასტიკი სატირაც. „საერთოპროლეტარული სახლის“ მშენებლობა, რომლის მიზანიცაა მომავლის უტოპიური ქალაქის პირველი აგური გახდეს, მთავრდება მომავალი სახლის ფუნდამენტის ქვაბულის მშენებლობით, საქმე უფრო შორს ვერ მიდის და მშენებლები ხვდებიან, რომ ვერაფერ ახალს ვერ შექმნიან განადგურებული ძველის ადგილზე.   „ჯანის“ სიუჟეტს ბევრი მკვლევარი „კაცობრიობის გადარჩენის სიუჟეტად" ნათლავს, რომლის ცენტრშიც მთავარი გმირი, ნაზარ ჩაგატაევი დგას. იგი ერთდროულად ატარებს ესქილეს პრომეთევსისა და ბიბლიური მოსეს ნიშნებს. პირველმა ადამიანებს ცეცხლი და დამწერლობა მოუტანა, მეორემ კი თავისი ხალხი უდაბნოდან გამოიყვანა და „მკვდარი უდაბნო სამოთხედ აქცია". ახალი მოსე ცდილობს ხალხს რწმენის კიდევ ერთი აღთქმა მისცეს. (ლევან ბერძენიშვილის ბოლოსიტყვაობიდან)   წიგნი რუსულიდან თარგმნა გივი კიკილაშვილმა
29.9
ბრაიდსჰედში დაბრუნება
ავტორი: ივლინ ვო სერია: აკრძალული წიგნების თარო ინგლისურიდან თარგმნა ლალი ყუშიტაშვილმა   2004 წელს ალაბამის მკვიდრმა, კანონმდებელმა ჯერალდ ალენმა მიმართა საკანონმდებლო ორგანოს მოთხოვნით, არ გაეცათ სახელმწიფო სახსრები იმ სახელმძღვანელოებისა და საბიბლიოთეკო მასალების შესყიდვისთვის, რომლებშიც აღიარებული და წახალისებული იყო ჰომოსექსუალიზმი, როგორც ცხოვრების მისაღები სტილი. მისი კანონპროექტი ასევე ითვალისწინებდა, რომ ის რომანები, რომლებსაც გეი პერსონაჟები ჰყავდა და კოლეჯის სახელმძღვანელოები, რომლებშიც აღიარებული იყო ჰომოსექსუალიზმი, როგორც ბუნებრივი მდგომარეობაა, უნდა დაუყონებლივ აეღოთ ბიბლიოთეკების თაროებიდან და გაენადგურებინათ. კანონპროექტი ითვალისწინებდა, რომ კანონი უნდა აღსრულებულიყო ალაბამას სკოლების, საჯარო და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკების მასშტაბით. აკრძალვა გულისხმობდა, როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე ლიტერატურას, მათ შორის ივლინ ვოს „რაიდსჰედში დაბრუნებას“, ელის უოკერის „იისფერს“, ოსკარ უაილდის „დორიან გრეის პორტრეტსა“ და სხვა რომანებს.  ივლინ ვოს „ბრაიდსჰედში დაბრუნებას“ ყველა თაობის მკითხველი თავისებურად აღიქვამს: სკოლის ასაკის მკითხველები, უმეტეს შემთხვევებში, რომანში „კონკიას“ ამბავს კითხულობენ – საშუალო კლასის წარმომადგენელი ჩარლზ რაიდერი, რომელსაც ხვედრად მძიმე ბავშვობა ერგო, ოქსფორდში სწავლისას სებასტიან ფლაიტს, მარკიზის, ლორდ მარჩმეინის, უმცროს ვაჟიშვილს და მის ოჯახს უმეგობრდება. ერთი შეხედვით ბედნიერი, მდიდარი და უზრუნველი ფლაიტები მასზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენენ. ჩარლზის ცხოვრება სრულიად იცვლება; ის სამყაროს ფლაიტების ფანჯრებიდან უცქერს, ბედნიერებას მათ მიერ გამოწვდილი პეშვიდან ეწაფება. ჩარლზისა და სებასტიანის ძლიერი, მაგრამ ხანმოკლე ჰომოსექსუალური სიყვარულის ისტორია, ამ მრავალწახნაგოვანი რომანის მხოლოდ ერთი მხარეა; ზრდასრული მკითხველისთვის კი უზარმაზარი, რთულად საცნობი, როგორც ავტორი ამბობს „სფეროთა სისტემა“ იშლება, სადაც ადამიანები „მბრუნავ პლანეტებს“ შორის იკარგებიან.    და მაინც, კითხვაზე, რაზეა წიგნი, ცალსახა პასუხი არ არსებობს, რადგან სიყვარულისა და ერთი ოჯახის ისტორიის გარდა, ეს არის სამყაროს განვითარების, ძველისა და ახლის ჭიდილის, რელიგიის, მხატვრობის, არქიტექტურის, ლიტერატურის, პოეზიის, ინგლისისა და მთელი ევროპის, ომისა და მშვიდობის ეპოპეა; ალეგორიებით, ალუზიებით, მეტაფორებით აკინძული, ინგლისური იუმორითა და სარკაზმით გაჯერებული მხატვრული ქმნილება, რომელიც ინგლისური ლიტერატურის შედევრად მიიჩნევა“. 
29.95
ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება
„ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება" ცნობილი ბერძენი მწერლის, ნიკოს კაზანძაკისის ყველაზე სკანდალური რომანია, რომელიც ვატიკანის აკრძალულ წიგნთა ნუსხაშია შეტანილი. ჯერ კიდევ ბერძნული გამოცემის გამოჩენამდე, საბერძნეთის სინოდი მწერლის განკვეთასა და ანათემაზე გადაცემას ითხოვდა, რის გამოც კაზანძაკისი იძულებული შეიქნა საბერძნეთიდან გადასახლებულიყო, თუმცა აკრძალვის მიუხედავად, რომანმა გამოცემისთანავე მიიპყრო მთელი მსოფლიოს ყურადღება და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს; „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნების" წინააღმდეგ ახალი ტალღა 1988 წელს აგორდა, როდესაც ეკრანზე მარტინ სკორსეზეს ამავე სახელწოდების ფილმი გამოვიდა. საბერძნეთის სასულიერო და საერო საზოგადოებამ ფილმის ბერძნული პრემიერის ჩაშლაც კი მოახერხა. ამის მიზეზი კი რომანისა და შესაბამისად, ფილმის შინაარსი გახდა.   რომანში აღწერილია ქრისტეს ცხოვრების ბოლო წლები და ის გზა, რომელსაც იესო გადის, რათა საკუთარ თავში ადამიანი დათრგუნოს და ღმერთი გააძლიეროს. ხეზე მომუშავე ოსტატი, რომელიც თვითონ ამზადებს ჯვრებს საიმისოდ, რომ რომაელებმა მესიის მოლოდინში მყოფი მეამბოხე ებრაელები დასაჯონ, მთელი არსებით ებრძვის მასში ჩასახლებულ ღმერთსაც და სატანასაც. ერთ მშვენიერ დღეს კი აღმოაჩენს, რომ თვითონაა მესია და ჯვარზეც თვითონ უნდა ავიდეს. კაცის ღმერთად ქცევის გზაზე მას უამრავი ცდუნება ელის... „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება", ისტორიულთან ერთად, ფსიქოლოგიური რომანიცაა. განსაკუთრებით საგრძნობია მასში ნიცშეანური ფილოსოფიისა და ფროიდისეული ფსიქოანალიზის გავლენა. იესოს ცხოვრების კაზანძაკისისეულმა ინტერპრეტაციამ მსოფლიო ლიტერატურაში ქრისტეს თემის ახლებურ გააზრებას დაუდო საფუძველი, რაც შემდგომში არაერთმა სხვა მწერალმა გაიზიარა, მათ შორის, ჟოზე სარამაგუმ და ერიკ-ემანუელ შმიტმა.   ახალი ბერძნულიდან თარგმნა თათია მთვარელიძემ.
29.95
მარტოობის ასი წელიწადი
ავტორი: გაბრიელ გარსია მარკესი სერია: აკრძალული წიგნების თარო მთარგმნელი: ელზა ახვლედიანი „მარტოობის ას წელიწადში“, გამოგონილ სამყაროში, მაკონდო XIX საუკუნის 40-იან წლებში იბადება და XX საუკუნის 30-იან წლებამდე, ანუ მთელ საუკუნეს ძლებს. ამ საუკუნის განმავლობაში დასახლებაში ექვსი თაობა შეიცვლება. ექვსი თაობა ხუმრობა საქმე არ გეგონოთ. ბერძნულ მითოლოგიას თუ გადავხედავთ, აქ არის ოთხი თაობა: ქაოსიდან ჩნდება წესრიგი, შემდეგ მოდის ურანოსი, კრონოსი და ბოლოს ზევსი. ადამიანები მეხუთე თაობაში ჩნდებიან, ხოლო ოქროს ადამიანების გადაგვარება და დაცემა, მათი რკინის ადამიანებად ქცევა მეექვსე თაობაში ხდება. აი ეს იცის მარკესმა!   მას შეეძლო ნებისმიერი ქალაქი აეღო და გაენადგურებინა ისე, როგორც რომი დაანგრია და მოსპო ლუიჯი პირანდელომ. ეს ცალკე ხელოვნებაა. თუმცა მაკონდო გაბოს ერთი მთავარი რამის სათქმელად დასჭირდა – ექვსი თაობა, განვითარებაც და გადაგვარებაც, თუმცა უკანასკნელი მათგანიც რომ გადარჩენილიყო, სამყარო უკეთესი იქნებოდა. აი ამ ტრაგიკული აზრის თქმა სურდა მარკესს. პატარა მაკონდოს ისტორია კოლუმბიის ისტორიის ერთ-ერთი საუკუნე არ გეგონოთ – ეს მთელი სამყაროს ისტორიაა.“ – ლევან ბერძენიშვილი   ბევრისთვის შესაძლოა გაუგებარი იყოს, რატომ შეიძლებოდა გაბრიელ გარსია მარკესის ეს გენიალური რომანი ოდესმე აკრძალულიყო. `მარტოობის ას წელიწადს" კი წლების განმავლობაში ასაჩივრებდნენ და კრძალავდნენ უხამსი ენის, წიგნში აღწერილი ძალადობისა და მკრეხელობის, დაუფარავი სექსუალური სცენებისა და ემოციურად ამაღელვებელი თემების გამო, როგორიცაა ომი, სიკვდილი, ინცესტი, ოკულტიზმში თანამონაწილეობა, უპატივცემულოდ მოხსენიებული რელიგიური და პოლიტიკური ხელისუფლება. 1986 წელს რომანი შეეწირა ვასკოში, კალიფორნიის უმაღლესი სკოლების გაერთიანების წიგნების სიის წმენდას, რადგან ნობელის პრემიის ლაურეატის ნაწარმოები მიიჩნიეს, `ნაგვად, რომელიც ლიტერატურად საღდებოდა". ჩამოთვლილ მიზეზთა გამო, გაზეთ „სემანას" ცნობით, „მარტოობის ასი წელიწადი“ კოლუმბიაშიც კი აიკრძალა. ბოლო წლებში კი წიგნი ცენზურას ემსხვერპლა რუსეთში, ირანსა და ქუვეითში. რუსეთში ცენზურა სექსუალური შინაარსის სცენების ამოღებით ან მოდიფიკაციით შემოიფარგლა. ირანმა და ქუვეითმა კი `მარტოობის ასი წელიწადი" ძალადობრივი მორალის გამო აკრძალა.  
34.95
სიახლე
ყვითელი ნახევარმზე
ავტორი: ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი მთარგმნელი: ანი კოპალიანი სერია: აკრძალული წიგნების თარო გამომცემლობა: ინტელექტი „მსოფლიო დუმდა, როდესაც ჩვენ ვიხოცებოდით“ – ასე ჰქვია რომანს, რომელსაც ამ წიგნის ერთ-ერთი პერსონაჟი წერს. მთელი განვითარებული მსოფლიო, ცივილიზებული დასავლეთი შეთანხმებულად არიდებდა თვალს, როგორ იხოცებოდნენ ქალები, ბავშვები, მშვიდობიანი მოსახლეობა 1967-70 წლებში, ნიგერიის სამოქალაქო ომის დროს, იხოცებოდნენ კოლონიზატორი სახელმწიფოების ბომბდამშენებით, ნაღმებით, ტყვიებით, შიმშილით... ეს არის რომანი ომისეული და ცხოვრებისეული ბრძოლების შესახებ. ცნობილი ნიგერიელი მწერალი, ჩინუა აჩებე, წიგნის ახალგაზრდა ავტორს გრძნეული ორაკულების შთამომავალს უწოდებს, მართლაც, ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი დიდი ოსტატობით ხატავს ომისა და მშვიდობის მონუმენტურ სურათს და დაგვიანებით, მაგრამ მაინც ახერხებს მრავალწლიანი გულგრილობის შერყევას, მსოფლიოს წინაშე ბიაფრის – სამწლიანი ოცნებისა და ეფემერის სახელმწიფოს – გამოსარჩლებას. ბიაფრა, რომლის სიმბოლოც ყვითელი ნახევარმზე გახლდათ, ერთიანმა ნიგერიამ „გადაყლაპა“, ხოლო „ყვითელი ნახევარმზის“ მიხედვით გადაღებული მხატვრული ფილმი კი 2013 წელს აკრძალა ნიგერიის მთავრობამ.
36.95