ლია ბებია და გურული სამზარეულო / Grandma Lia s Gurian Cookbook
49.95
ავტორი: დოლიძე ლია / Dolidze Lia
ენა: ქართულ-ინგლისური
,,ამ კერძს ბებიაც ამზადებდა"-ვინ იცის, რამდენჯერ მითქვამს ეს ფრაზა და თვალწინ დამდგომია წინსაფრიანი,ქურასთან მოფუსფუსე ჩემი ბებია.ფრაზა რომელიც ინახასვს ბავშვობის განუმეორებელ სითბოს,სიყვარულსა და იმ ყველაზე მთავარს, უხილავ და ფაქიზ ძაფს,რომელსაც ,,თაობებს შორის კავშირი" ჰქვია.,,ლია ბებია და გურული სამზარეულო" გახდება ის წიგნი,რომელიც თქვენს ოჯახებს გურული სამზარეულოს განუმეორებელ გემოებთან ერთად, ბებიას სითბოთიც აავსებს.
- ფასი
- 49.95
- წონა
- 1.099
- ნანახია
- 939
მსგავსი პროდუქტები
აზიური სამზარეულო
მთარგმნელი: ნინო მესტვირიშვილი
წიგნში წარმოდგენილია მდიდარი და თვითმყოფადი აზიური სამზარეულოს ცნობილი და პოპულარული რეცეპტები. წიგნი სრულად ილუსტრირებულია, ყველა კერძს ახლავს მომზადების ტექნოლოგიის ამსახველი დეტალური ფოტოები და სასარგებლო რჩევები, რაც მომზადების პროცესს გაამარტივებს. აზიური სამზარეულო გემოების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. სწორედ ამ განსხვავებულობისა და ეგზოტიკურობის დამსახურებაა, რომ ის მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
35
ხაჭაპური
საქართველოში ხორბალი და სხვა მარცვლეული კულტურები უძველესი დროიდან ხარობს. სწორედ ამიტომ ჩამოყალიბდა ჩვენში ცხობის კულტურის მდიდარი და მრავალფეროვანი ტრადიციები, რომელიც ქვეყნის ყველა კუთხეში ოდითგანვე განსაკუთრებულ რიტუალს წარმოადგენდა. ქართულ ღვეზლებში ყველაზე პოპულარული ხაჭაპურია. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ხაჭაპურსა და ყველით დამზადებულ სხვა ცომეულს ყველთან ერთად კარტოფილი, ისპანახი, მოხარშული კვერცხი და სხვა ინგრედიენტები.
22.95
ქეთოს და აჩოს ფორმულა 51
ავტორი:არჩილ ზამბახიძე, ქეთევან პაპავა.
ავტორები ტელეკომპანია „ფორმულას“ დილის ეთერით მაყურებლებს ადვილად მოსამზადებელ და საინტერესო კერძებს უზიარებენ
უსაზღვროდ საინტერესო ისაა, რომ პირდაპირი ეთერი ცოცხალი ორგანიზმია, არასოდეს იცი ზუსტად რამდენი დრო გაქვს მოსამზადებლად და როგორც წესი, მუდმივ ტონუსში ხარ, შესაბამისად, რეცეპტებიც ამ რეალობასაა მორგებული – მალ-მალე, ადვილად მოსამზადებელი და უდავოდ ძალიან გემრიელი!
ექსპერიმენტულმა კულინარიულმა თავგადასავალმა ძალიან გაამართლა და ყველა კერძი ერთმანეთზე უკეთესი გამოვიდა, ამიტომ, ერთ მშვენიერ დღესაც, გადავწყვიტეთ, გამოგვეცა იმ რეცეპტების კრებული, რომელიც დილის ეთერში მომზადდა! საბოლოოდ შევარჩიეთ 51 კერძის უნიკალური ფორმულა და გიზიარებთ ფოტოებთან ერთად.
ჩვენი სხვა წიგნებისგან განსხვავებით, სადაც სურათებში მთავარი აქცენტი კერძებზე კეთდებოდა, ახლა ობიექტივში ჩვეულებრივი ადამიანები მოვახვედრეთ, მათი ნამდვილი ემოციებითა და გულწრფელი გამომეტყველებით, და, რაც მთავარია, ეს ფოტოები, არც მეტი, არც ნაკლები – მობილური ტელეფონით გადავიღეთ იმის საილუსტრაციოდ, რომ მთავარია იდეის გჯეროდეს და შედეგზე ნებისმიერ შემთხვევაში გახვალ!
31.95