იკიგაი
17.95
ავტორი: ჰექტორ გარსია, ფრანსესკ მირალესი
მთარგმნელი: ანა ალბუთაშვილი
იკიგაი ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების იაპონური საიდუმლოა. ყველას უნდა ბედნიერად და ხანგრძლივად ცხოვრება, მაგრამ როგორ მივაღწიოთ ამას? ამ კითხვაზე პასუხი ამ წიგნში გელოდებათ. ვინც იპოვის საკუთარ იკიგაის, მიიღებს ყველაფერს ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრებისთვის. იკიგაის ტრანსფორმაციული ძალა აქვს, ის გაპოვნინებთ ცხოვრების აზრს, ის თქვენი უშრეტი მოტივაციისა და ენერგიის წყარო გახდება. ამ წიგნში გაეცნობით სხვადასხვა ტექნიკას, რომელიც თქვენი იკიგაის პოვნაში დაგეხმარებათ. მოგზაურობა იკიგაის სამყაროში იწყება აქ და ახლა!
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 17.95
- წონა
- 0.299
- ნანახია
- 726
მსგავსი პროდუქტები
ქალი ისახავს მიზანს
ავტორი: მეი მასკი
მთარგმნელი: გიორგი არონია
ავტობიოგრაფიულ წიგნში მასკი გულწრფელად მოგვითხრობს სიძნელეებით სავსე თავისი ცხოვრებისა და თავგადასავლების შესახებ. რთული, ხშირად დაუჯერებელი ოჯახური პრობლემებისა და საქმიანობასთან დაკავშირებული დაბრკოლებების მიუხედავად, ის მუდამ ახერხებდა ფეხზე წამომდგარიყო, ახალი მიზანი დაესახა და გაბედულად ემოქმედა. სწორედ ამიტომ იქცა წიგნი შთაგონების წყაროდ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ბევრი ქალისთვის.
აქ ასევე უხვადაა სასარგებლო რჩევები ჯანსაღ კვებასა და ცხოვრების წესზეც, რასაც სამეცნიერო კვლევები და მეი მასკის დიეტოლოგიური პრაქტიკა უდევს საფუძვლად.
20
ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება
ავტორი: მარკ მენსონი
მთარგმნელი: დავით ახალაძე
სერია: ლურჯი ოკეანე
საკუთარ თავში შეუპოვრობისა და სითამამის აღმოჩენისთვის, სულაც არაა საჭირო თავის წარმოჩენა. პირიქით, ამისთვის ჩვენს დეფექტებსა და ნაკლოვანებებზე თავის გასწორება უნდა შეგვეძლოს. სწორედ ასეთ იდეებზეა აგებული წიგნი, მარკ მენსონის ,,ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება''. გვასწავლის: 1. როგორ გავუსწოროთ თვალი სამყაროში არსებულ გამოწვევებს? 2. როგორ შევიცნოთ საკუთარი თავი სირთულეების გადალახვის შემდეგ? 3. როგორ შევეგუოთ იმ აზრს, რომ ამ ქვეყანაში სულაც არაა ყველაფერი, ისე, როგორცადაც ჩვენ წარმოგვიდგენია.
16.95
ყველაფერი ტრა*შია
ავტორი: მარკ მენსონი
მთარგმნელი: დავით ახალაძე
სერია: ლურჯი ოკეანე
ჩვენ ვენ საინტერესო დროში ვცხოვრობთ. მატერიალურად ასეთი წელგამართულები ადრე არასოდეს ვყოფილვართ, მაგრამ რატომღაც გვეჩვენება, რომ საქმე ძალიან, ძალიან ცუდადაა. რა ხდება? ერთადერთი, ვისაც შეუძლია ამ გაუგებრობაში გაგვარკვიოს, მარკ მენსონია. წიგნში „ყველაფერი ტრა შია“ მენსონი უამრავ ფსიქოლოგიურ კვლევასა და ფილოსოფოსთა (პლატონით დაწყებული, ტომ უეიტსით დამთავრებული) მარადიულ სიბრძნეზე დაყრდნობით, კრიტიკულად აანალიზებს რელიგიებს, პოლიტიკას, ფულს, გართობასა და ინტერნეტს. მენსონი ერუდიციისა და იუმორის ჩვეული ნაზავით მოგვიწოდებს, უფრო გულწრფელები ვიყოთ საკუთარ თავთან და გადავხედოთ ჩვენს დამოკიდებულებას რწმენის, ბედნიერების, თავისუფლებისა და თვით იმედის მიმართ.
16.95
როგორ გავხდი ის, ვინც ვარ
ავტორი: მიშელ ობამა
მთარგმნელი: ხათუნა ბასილაშვილი
სერია: ლურჯი ოკეანე
ბავშვობაში უბრალო მისწრაფებები მქონდაო. ყველაზე მეტად ძაღლი უნდოდა; კიდევ _ ორსართულიანი სახლი შიდა კიბით... სახლი, რომელშიც მხოლოდ ერთი ოჯახი _ მისი ოჯახი იცხოვრებდა; კიდევ უნდოდა, მამას ოთხკარიანი ფურგონი ჰყოლოდა ორკარა ”ბიუკის“ ნაცვლად; ჯერ კიდევ ”კიკინებიანი“ გოგონა იყო, როცა დამაჯერებლად ამბობდა, რომ გავიზრდები, პედიატრი გამოვალო. უფროს ძმას კი მუდმივად უჩიჩინებდა, რადაც უნდა დაგიჯდეს, ყველა საგანში უმაღლესი შეფასება უნდა მიიღოო; წერს, ამბიციური ვიყავი, მაგრამ არ ვიცოდი, რას ვუმიზნებდიო. სამიზნეები კი ”კიკინებთან“ გამომშვიდობების კვალდაკვალ გამოიკვეთა და გოგონამ უკვე მკვეთრად პრაგმატულად დაალაგა, დახვეწა და განახორციელა სამომავლო გეგმები, და ერთ დღესაც ზესახელმწიფოს _ ამერიკის შეერთებული შტატების _ პირველი ლედი გახდა. ”ამ სტატუსმა ისეთი გასაქანი მომცა, რომლის მსგავსს ვერც წარმოვიდგენდი; უამრავი გამოწვევის წინაშე დამაყენა და ქედის მოხრა მასწავლა, ზეცაშიც ამაფრინა და მიწაზეც დამანარცხა“, _ ამბობს მიშელ ობამა, რომელმაც პიროვნებად ჩამოყალიბების ფაქტორები (ადამიანებიც), მისწრაფება-ოცნებების, ინტერესებისა და, ზოგადად, მსოფლმხედველობისა და ღირებულე-ბების განსაზღვრის მიზეზ-შედეგები გაიხსენა, კარგად გააანალიზა და... დაწერა ”როგორ გავხდი ის, ვინც ვარ“.
24.95
სიყვარულის ხუთი ენა
ავტორი: გერი ჩეპმენი
სერია: ლურჯი ოკეანე
როგორ ვაკმაყოფილებთ ერთმანეთის სიყვარულის ღრმა, ემოციურ მოთხოვნილებას? შეგვიძლია ვისწავლოთ სიყვარული?
გერი ჩეპმენის საერთაშორისო ბესტსელერმა ქორწინებაში მყოფ მილიონობით წყვილს დაუბრუნა ან გაუმძაფრა სიყვარულის განცდა სიყვარულის ხუთი განსხვავებული ენის გამოვლენით.
წყვილები, რომლებსაც ესმით ერთმანეთის სიყვარულის ენა, ფლობენ ფასდაუდებელ უპირატესობას უსასრულო სიყვარულის ძიების პროცესში - მათ იციან, თუ როგორ აგრძნობინონ ერთმანეთს ღრმა და ჭეშმარიტი სიყვარული.
გაყიდულია 20 მილიონზე მეტი ეგზემპლარი!
14.95
ყველაზე მდიდარი კაცი ბაბილონში
სერია: ლურჯი ოკეანე
ატერიალური სიმდიდრე ფულით იზომება. ფული უამრავი სიამოვნების მიღების საშუალებას იძლევა. ფული იმას აქვს, ვინც მისი დაგროვების წესი იცის. ფული დღესაც იმავე კანონებს ექვემდებარება, რომლებიც ექვსი ათასი წლის წინ ბაბილონში მოქმედებდა. რისი თქმა შეუძლია 1920-იან წლებში დაწერილ წიგნს თანამედროვე ინვესტორებისთვის მათი ფინანსების შესახებ? როგორც მიზიდულობის კანონი, „ფულის კანონებიც“ უნივერსალური და უცვლელია. ჯორჯ სამუელ ქლეისონის მსოფლიო ბესტსელერი „ყველაზე მდიდარი კაცი ბაბილონში“ არის წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოს როგორც მოზარდმა, რათა მომავალში არ დაუშვას ფინანსური შეცდომები, ისე ზრდასრულმა ადამიანმა, რომელიც ფიქრობს განვითარებაზე და კაპიტალის დაგროვებაზე.
14.95