ყველაზე მდიდარი კაცი ბაბილონში
14.95
სერია: ლურჯი ოკეანე
ატერიალური სიმდიდრე ფულით იზომება. ფული უამრავი სიამოვნების მიღების საშუალებას იძლევა. ფული იმას აქვს, ვინც მისი დაგროვების წესი იცის. ფული დღესაც იმავე კანონებს ექვემდებარება, რომლებიც ექვსი ათასი წლის წინ ბაბილონში მოქმედებდა. რისი თქმა შეუძლია 1920-იან წლებში დაწერილ წიგნს თანამედროვე ინვესტორებისთვის მათი ფინანსების შესახებ? როგორც მიზიდულობის კანონი, „ფულის კანონებიც“ უნივერსალური და უცვლელია. ჯორჯ სამუელ ქლეისონის მსოფლიო ბესტსელერი „ყველაზე მდიდარი კაცი ბაბილონში“ არის წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოს როგორც მოზარდმა, რათა მომავალში არ დაუშვას ფინანსური შეცდომები, ისე ზრდასრულმა ადამიანმა, რომელიც ფიქრობს განვითარებაზე და კაპიტალის დაგროვებაზე.
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 14.95
- წონა
- 0.199
- ნანახია
- 690
მსგავსი პროდუქტები
იკიგაი
ავტორი: ჰექტორ გარსია, ფრანსესკ მირალესი
მთარგმნელი: ანა ალბუთაშვილი
იკიგაი ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების იაპონური საიდუმლოა. ყველას უნდა ბედნიერად და ხანგრძლივად ცხოვრება, მაგრამ როგორ მივაღწიოთ ამას? ამ კითხვაზე პასუხი ამ წიგნში გელოდებათ. ვინც იპოვის საკუთარ იკიგაის, მიიღებს ყველაფერს ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრებისთვის. იკიგაის ტრანსფორმაციული ძალა აქვს, ის გაპოვნინებთ ცხოვრების აზრს, ის თქვენი უშრეტი მოტივაციისა და ენერგიის წყარო გახდება. ამ წიგნში გაეცნობით სხვადასხვა ტექნიკას, რომელიც თქვენი იკიგაის პოვნაში დაგეხმარებათ. მოგზაურობა იკიგაის სამყაროში იწყება აქ და ახლა!
17.95
კიდევ დაფიქრდი: საკუთარი შეხედულებების განახლების ძალა
ავტორი: ადამ გრანტი
შესაძლებელია, რომ მეტი ვიცოდეთ და ამით უკეთესი გადაწყვეტილებები მივიღოთ? ჩვენი გადაწყვეტილებები კარგი ანალიზის შედეგია თუ ემოციებითაა ნაკარნახები? რას ვკარგავთ არასწორი გადაწყვეტილებებით? „კიდევ დაფიქრდი“ გვასწავლის იმის შეცნობის ძალას, რაც არ ვიცით; გვიჩვენებს, როგორ შეიძლება ვიყოთ გონებაგახსნილნი, როგორ ვიკამათოთ, როგორი მეთოდები გამოვიყენოთ აქტიური სწავლისთვის, როგორ მივუდგეთ კარიერის შერჩევას და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, როგორ ვიგრძნოთ თავი უფრო ბედნიერად, და მრავალ სხვას.
16.95
გაყიდვები მარტივად
სერია: სერია მარტივად
ეს არის პრაქტიკული სახელმძღვანელო გაყიდვების უახლესი სტრატეგიებისა და ტექნოლოგიების შესახებ. მიუხედავად თქვენი უნარების დონისა, ეს სახელმძღვანელო დაგეხმარებათ გაყიდვებში, თუ როგორ უნდა მოიძიოთ პოტენციური მომხმარებელი, დაყოთ გაყიდვების პროცესი საფეხურებად და ა.შ; თქვენ გაიგებთ: გაყიდვების მეთოდებს, პოტენციური კლიენტების ძებნის უახლეს მეთოდებს, გაყიდვების პრეზენტაციების საუკეთესო ტექნოლოგიებს, წესებს თქვენი დროის უკეთეს დასაგეგმად და ა.შ
14.95
მართვა მარტივად
ავტორი: ნელსონი ბობ
სერია: სერია მარტივად
ადამიანების, პროექტებისა და გუნდების ეფექტური მართვის სწრაფი და მარტივი გზა მენეჯერობა შესაძლოა საშიშ და რთულ საქამიანობად მიგაჩნიათ. ეს მარტივად დაწერილი , ადვილად გასაგები სახელმძღვანელო მოგცემთ პრაქტიკულ რჩევებს მართვის ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებზე , როგორებიცაა:
მე მენეჯერი ვარ - ახლა რას ვაკეთებ ? - ისწავლეთ მართვის სხვადასხვა სტილის განსაზღვრა და დაეუფლეთ მენეჯმენტის მნიშვნელოვან ასპექტებს - ლიდერობას , სტიმულირებას და ჩართულობას.იცოდეთ თქვენი ფუნქცია - მიიღეთ ყველაზე მინიშვნელოვანი ინფორმაცია იმ ძირითად მოვალეობებზე , რომელთაც მართვისას უნდა გაუმკლავდეთ, ახალი თანამშრომლების დაქირავებიდან და თქვენი პერსონალის ტრენინგებიდან საქმიანობის მონიტორინგამდე.დაეუფლეთ მენეჯმენტს - მენეჯერის ყოველდღიურ საქმიანობას , როგორიცაა დელეგირება , კომუნიკაცია, ბიუჯეტის შედგენა და მრავალი სხვა.გაუმკლავდით რთულ პერსონალს - გაიგეთ მართვის რთული მხარეების შესახებ და ისწავლეთ , როგორ გაუმკლავდეთ არასასიამოვნო , უხერხულ სიტუაციებს, როგორიცაა ცვლილებები მართვაში და თანამშრომელთა გათავისუფლება.გაუმკლავდით რთულ პერსონალს - გაიგეთ მართვის რთული მხარეების შესახებ და ისწავლეთ , როგორ გაუმკლავდეთ არასასიამოვნო , უხერხულ სიტუაციებს, როგორიცაა ცვლილებები მართვაში და თანამშრომელთა გათავისუფლება
მთარგმნელი : მაია ვასაძე
15
ბედნიერების ხელოვნება
სერია: ლურჯი ოკეანე
ბედნიერებისკენ ყოველი ჩვენგანი ისწრაფვის, მაგრამ იყო ბედნიერი, იოლი როდია. ხშირად ბედნიერების განცდაში წვრილმანი და უმნიშვნელო ფაქტორები გვიშლის ხელს. ზოგჯერ რაღაცას ვკარგავთ და მხოლოდ მაშინ ვიგებთ, რომ ბედნიერები ვყოფილვართ, უბრალოდ ვერ ვხედავდით და ვერ ვაფასებდით. ეს წიგნი სწორედ "ბედნიერების ხელოვნებას" გვასწავლის. ამ წიგნის თითოეული თავი დაგვეხმარება პოზიტიური აზროვნების გამომუშავებაში, ჩვენი ქვეცნობიერის სიღრმეებში ჩაწვდომაში. ასევე, სტრესული სიტუაციების დროს ემოციების მართვასა შინაგანი რესურსების ეფექტიანად გამოყენებაში. ეს ყველაფერი დაგვეხმარება, გავიაზროთ ბედნიერება.
14.95
ატომური ჩვევები
ავტორი: ჯეიმს ქლიერი
სერია: ლურჯი ოკეანე
ჯეიმს ქლიერის „ატომური ჩვევები“ კარგი ჩვევების გამომუშავებისა და ცუდისგან გათავისუფლების მარტივ და ნაცად გზას გასწავლით. ეს რევოლუციური სისტემა გასწავლის, როგორ გახდე ყოველდღე ერთი პროცენტით უკეთესი. ეს წიგნი არის გზამკვლევი, რომელიც ცუდი ჩვევებისგან გათავისუფლებასა და კარგი ჩვევების გამომუშავებაში დაგეხმარებათ.
19.95
თავდაუზოგავი: აქციეთ კლიენტთა მომსახურება თქვენს მთავარ პრინციპად
ავტორი: ჯონ შოლი
ჯონ შოლი მომსახურების ინდუსტრიის საერთაშორისოდ აღიარებული სტრატეგი და კლიენტთა მომსახურებაში მსოფლიო ლიდერის, მომსახურების ხარისხის ინსტიტუტის დამფუძნებელი და პრეზიდენტია. ის გვთავაზობს სტრატეგიებს, რომელთა გაგება და დანერგვა საკმაოდ ადვილია. მას მხოლოდ კლიენტთა მომსახურების სფერო იტაცებს და ჯიუტად ადგას ამ გზას. თუ გინდათ თქვენი ორგანიზაცია ადამიანურ, მგრძნობიარე, მოსიყვარულე და მზრუნველ კომპანიად აქციოთ, ამ წიგნს გაეცანით და რაც შეიძლება მეტი გაკვეთილი ამოკრიფეთ.
14.95