დაკრძალვის შემდეგ
15.95
ავტორი: აგათა კრისტი
რიჩარდ ებერნეთის დაკრძალვის შემდგომ ნათესავები ანდერძის გასაცნობად იკრიბებიან. მისი სიკვდილი უეცარი, თუმცა კი მოსალოდნელი იყო. გარდაცვალების მიზეზად ბუნებრივ სიკვდილს მიიჩნევენ, მაგრამ გარდაცვლილის დის, კორას, შეძახილის შემდეგ: „ის ხომ მოკლეს, არა?“ ოჯახის ადვოკატს ეჭვი ეპარება, რომ რიჩარდ ებერთენი მოკლულია და გადაწყვეტს, საქმე გამოიძიოს. მალე მძინარე კორას ნაჯახით კლავენ, მაგრამ არა გაძარცვის მიზნით. ადვოკატ ენტუისლს ისღა დარჩენია, ცნობილ მაძებარს, ერკიულ პუაროს სთხოვოს დახმარება.
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 15.95
- წონა
- 0.399
- ნანახია
- 866
მსგავსი პროდუქტები
ბრალდების მოწმე და სხვა მოთხრობები
ავტორი: აგათა კრისტი
მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე
„ბრალდების მოწმე და სხვა მოთხრობები“ აგათა კრისტის მოთხრობების კრებულია და პირველად 1948 წელს, აშშ-ში გამოქვეყნდა. მკითხველის საყვარელი მაძებარი, სახელგანთქმული ერკიულ პუარო, რომელიც „დეტექტივების დედოფლის“ არაერთი დეტექტივის მთავარი გმირია, კრებულში მხოლოდ ერთ მოთხრობაში („მეორე გონგი“) გვხვდება. წიგნში თავმოყრილ ყველა მოთხრობას საოცარი დასასრული აქვს. დაძაბული სიუჟეტი, ხიფათის წინათგრძნობა და დანაშაული, ერთმანეთს გადაჯაჭვული ფანტასტიკა და რეალობა, ...
15.95
სიკვდილი ნილოსზე
ავტორი: აგათა კრისტი
მთარგმნელი: ლია კაკიაშვილი
მრავალმილიონიანი ქონების მემკვიდრე ლიტენ რეჯუეი ცოლად მიჰყვება თავისი უახლოესი მეგობრის, ჟაკლინის საქმროს. ახალდაქორწინებულები თაფლობის თვის გასატარებლად თბომავალ "კარნაკით" ნილოსზე, ეგვიპტეში მიემგზავრებიან. ჟაკლინი გადაწყვეტს, ჩააშხამოს მოგზაურობა მოღალატე საქმროსა და მეგობარს. ბორტზე სხვა მტრებიც არიან. სახელგანთქმული მეძებარი პუარო, ლინეტს ერთ დღეს კაიუტაში მოკლულს იპოვის. ხანგრძლივი ძიების შემდეგ პუარო მიაგნებს დანაშაულის იარაღას და მიზეზსაც,მაგრამ ერთმანეთს ახალ-ახალი მკვლელობები მოჰყვება.
15.95
უდანაშაულობის გამოცდა
ავტორი: აგათა კრისტი
მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე
„უდანაშაულობის გამოცდა“ აგათა კრისტის ერთ-ერთი უსაყვარლესი რომანი იყო. „ჩემს ყველა დეტექტივს შორის,-წერდა „დეტექტივების დედოფალი“ თავის „ავტობიოგრაფიაში“,-ყველაზე დამაკმაყოფილებლად „მრუდე სახლი“ და „უდანაშაულობის განცდა“ მიმაჩნია“. ორივე დეტექტივი მწერალის სხვა რომანებისგან იმითაც არის გამორჩეული, რომ მათში მთავარ პერსონაჟად ვერ იხილავთ მაძებარ - მესიე პუაროს ან მისის მარპლს. წარსულში მომხდარი მკვლელობა, რომლის შედეგმა დრამის მონაწილეთა ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა, ...
15.95
ხუთი გოჭი
ავტორი: აგათა კრისტი
მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე
მკითხველი ამ დეტექტივშიც შეხვდება სახელგანთქმულ მაძებარს ერკიულ პუაროს. პატარა ბელგიელს ამჯერად 16 წლის წინანდელი მკვლელობის გამოძიება მოუწევს. მართალია, სასამართლომ დაადგინა, რომ მხატვარი ემიას კრეილი ცოლმა მოკლა, მაგრამ გაირკვა, რომ კიდევ ხუთ ადამიანზე შეიძლება ეჭვის მიტანა. ამ რთული ამოცანის ამოხსნას ერკიულ პუარო ჩვეული გულმოდგინებით შეუდგება.
11.95
ჭვავით სავსე ჯიბე
ავტორი: აგათა კრისტი
მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე
რომანში,რომელშიც ბიზნესმენისა და ფინანსური მაგნატის საიდუმლოებით მოცული სიკვდილია აღწერილი,მის მარპლს ერთობ უჩვეულო ბოროტმოქმედების გამოძიება უწევს.ფინანსური იმპერიის მეფე,რექს ფორტესქიუ თავის ბუღალტერიაში ჩაის წრუპავდა,როდესაც უეცრად ცუდად გახდა და ტანჯვით აღმოხდა სული.მოგვიანებით ჩატარებული ჩხრეკის შედეგად,გარდაცვლილის ჯიბეებში რაღაც მარცვლეული იპოვეს.დანაშაულის დამადასტურებელი სხვა რამე სამხილი ადგილზე ვერ აღმოაჩინეს...
11.95
გაზაფხულზე დაკარგული
ავტორი: აგათა კრისტი
თარგმანი: პაატა ჩხეიძე
უზრუნველი ცხოვრება, გულისხმიერი ქმარი, საამაყო შვილები... სხვა რა სჭირდება ქალს ბედნიერებისა და კმაყოფილებისთვის? ჯოან სკუდამო - რისთვის ეს მოცემულობაა (მხოლოდ!) მისაღები და ამის იქით ალბათო - ბებსა და ვარაუდებს, შესაძლებლობებსა და სურვილებს, მისწრაფებებსა და ვნებებს არ განიხილავს, არც კი გაიფიქრებს, რომ საკუთარი ხელითა და სურვილით შექმნილის იქითაც არსებობს ცხოვრება, არასოდეს მიუშვებს გრძნობებს ნებაზე, არც კი დაუშვებს, რომ... მოკლედ, ჯოანი ეჭვს მანამ გააქრობს, სანამ მის გაცნობიერებას მოასწრებს. და ერთ დღესაც თუ დაიკარგე, ჯოან სკუდამორიც რომ იყო, რა უნდა გააკეთო... საკუთარ თავზე ფიქრის გარდა? და რა შეიძლება დაასკვნა ისეთი, რაც მანამდე არ იცოდი? აგათა კრისტის ” გაზაფხულზე დაკარგული “ თვითკმაყოფილი ქალის ფსიქო - ლოგიურ პორტრეტს გვიხატავს. ქალს გაუთვალისწინებელი ” დაკარგვა “ დაფიქრებას აიძულებს და აღმოჩენამდეც კი მიიყვანს, მაგრამ... და იქნებ ზოგჯერ ადამიანის გაცნობიერებული არჩევანია, არ გაუსწოროს თვალი სიმართლეს და იყოს მუდმივად... ” დაკარგული“?
14.95
სპილოებს ყველაფერი ახსოვთ
ავტორი: აგათა კრისტი
"რომანი ”სპილოებს ყველაფერი ახსოვთ“ აგათა კრისტიმ 1972 წელს დაწერა და გამოსცა. ეს არის უკანასკნელი დეტექტივი სახელგანთქმულ მაძებარზე, ერკიულ პუაროზე (რომანი ”ფარდა“, რომელშიც მაძებარი იღუპება, მეორე მსოფლიო ომის დამდეგს დაიწერა, მაგრამ მწერალმა მოგვიანებით მკითხველის საყვარელი გმირი ”გააცოცხლა“). ამჯერად პატარა ბელგიელს ორმაგი მკვლელობის საქმის გამოძიება მოუწევს თავის დიდი ხნის მეგობართან, მწერალ არიადნა ოლივერთან ერთად. თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ამ საინტერესო დეტექტივში შეიტყობთ."
15.95
გაიბზარა წკარუნით სარკე
ავტორი: აგათა კრისტი
მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე
პატარა სოფელ სენტ-მერი-მიდის მყუდროება დაირღვა _ ახალშეძენილ დიდ სახლში ცნობილი რეჟისორი და მისი კინოვარსკვლავი მეუღლე დაბინავდნენ. ახალმოსახლეობის აღსანიშნავად და საქველმოქმედო ღონისძიების ჩასატარებლად ცოლ-ქმარმა უამრავი სტუმარი დაპატიჟა, მაგრამ ზეიმი ტრაგედიად იქცა _ სოფლის მკვიდრი ერთი კეთილი დიასახლისი მოწამლეს... ვინ ჩაუყარა საწამლავი სასმელში? იქნებ ქალი შეცდომით მოკლეს და მსხვერპლი სულ სხვა ვინმე უნდა ყოფილიყო? ამ თავსატეხის ამოხსნაში მთავარ ინსპექტორ დერმოტ კრედოკს დაეხმარება შეუდარებელი მის მარპლი _ მხოლოდ ამ მახვილგონიერ და ადამიანის ბუნების უზადო მცოდნე მოხუც ქალს შეუძლია უცნაური მკვლელობის გახსნა.
15.95