ბოროტება მზისქვეშეთში
15.95
ავტორი: აგათა კრისტი
"ულამაზეს არლენა მარშალს, ოდესღაც პოპულარულ მსახიობს, პლაჟზე გაგუდულს პოულობენ. მამაკაცების გულთამპყრობელი არლენა დამსვენებლებს თვალში არ მოსდიოდათ არცთუ უმწიკვლო წარსულისა და იმის გამო, რომ ყველას თვალწინ ურცხვად ეარშიყებოდა ცოლიან სიმპათიურ ახალგაზრდას. დამსვენებელთა უმეტესობას _ ოჯახის წევრებს, ქმარს თუ გერს, მის ნაცნობებს _ მიზეზთა გამო, არლენას მოკვლის მოტივი და, იმავდროულად, რკინისებრი ალიბი აქვს. საბედნიეროდ, კუნძულზე სწორედ ამ დროს ისვენებს სახელგანთქმული მაძებარი ერკიულ პუარო, რომელიც უტყუარი კრიმინალისტიკური ალღოს წყალობით იპოვის და ამხელს დამნაშავეებს."
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 15.95
- ნანახია
- 699
მსგავსი პროდუქტები
მკვლელობა ანბანის მიხედვით
ავტორი: აგათა კრისტი
მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე
სახელგანთქმულ ერკიულ პუაროს უჩვეულო მკვლელთან შერკინება უწევს - ის პატარა ბელგიელს წერილებით იწვევს შეჯიბრებაში და მის ხელმოწერაში მხოლოდ სამი ასოა: A, B, C. მკვლელობები მას იმ ადგილებში აქვს დაგეგმილი, რომელთა სახელწოდებები ანბანის რიგს მიჰყვება. ინგლისურ ანბანში 26 ასოა. ნუთუ ბოლო ასომდე აპირებს მისვლას?! ვინ ვის აჯობებს - გონიერი მკვლელი თუ პროფესიონალი მაძებარი? პუაროს მკვლელის ჩანაფიქრის ამოხსნა მოუწევს.
15.95
უდანაშაულობის გამოცდა
ავტორი: აგათა კრისტი
მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე
„უდანაშაულობის გამოცდა“ აგათა კრისტის ერთ-ერთი უსაყვარლესი რომანი იყო. „ჩემს ყველა დეტექტივს შორის,-წერდა „დეტექტივების დედოფალი“ თავის „ავტობიოგრაფიაში“,-ყველაზე დამაკმაყოფილებლად „მრუდე სახლი“ და „უდანაშაულობის განცდა“ მიმაჩნია“. ორივე დეტექტივი მწერალის სხვა რომანებისგან იმითაც არის გამორჩეული, რომ მათში მთავარ პერსონაჟად ვერ იხილავთ მაძებარ - მესიე პუაროს ან მისის მარპლს. წარსულში მომხდარი მკვლელობა, რომლის შედეგმა დრამის მონაწილეთა ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა, ...
15.95
როჯერ ეკროიდის მკვლელობა
ავტორი: აგათა კრისტი
მთარგმნელი: მანანა კვესელავა
ინგლისის პატარა სოფელ ქინგზ-ებოთში მომხიბლავი და მდიდარი ქალბატონის,მისის ფერარსის გვამს იპოვიან.სიკვდილის მიზეზი,როგორც ექიმი შეპარდი დაადგენს,საძილე წამლის გადაჭარბებული დოზაა.რამდენიმე დღეში კლავენ მდიდარ ფაბრიკანტს,როჯერ ეკროიდს,რომელთანაც მისის ფერარსის შესაძლო ქორწინებას ქინგზ-ებოთის ჭორიკნები კარგა ხანია განიხილავდნენ.პოლიცია მკვლელობის გამოძიებას შეუდგა.მოულოდნელად საქმეში ჩაერთვება მოყვარული მაძებარი,ერკიულ პუარო..
13.95
მრუდე სახლი
ავტორი: აგათა კრისტი
მთარგმნელი: გია ბერაძე
ერთ უცნაურ, "მრუდე სახლში" უცნაური, მაგრამ ძალიან მდიდარი ოჯახი ცხოვრობს. ოჯახის უფროსი რესტორნებისა და სასტუმროების დიდი ქსელის მფლობელია და ერთ მშვენიერ დღეს.ის მკვდარი იპოვეს. სავარაუდოდ, მოწამლეს.ამ დიდი ოჯახის ყველა წევრს ჰქონდა საფუძველი, რომ მოხუცი მოეკლა...დიდი მემკვიდრეობა, ჩანს, დიდი ცდუნებაც არის...მაგრამ მის მკვლელს თურმე მემკვიდრეობა სულაც არ სჭირდება, მას, უბრალოდ, დეტექტივები და... შურისძიება უყვარს.
13.95
სპილოებს ყველაფერი ახსოვთ
ავტორი: აგათა კრისტი
"რომანი ”სპილოებს ყველაფერი ახსოვთ“ აგათა კრისტიმ 1972 წელს დაწერა და გამოსცა. ეს არის უკანასკნელი დეტექტივი სახელგანთქმულ მაძებარზე, ერკიულ პუაროზე (რომანი ”ფარდა“, რომელშიც მაძებარი იღუპება, მეორე მსოფლიო ომის დამდეგს დაიწერა, მაგრამ მწერალმა მოგვიანებით მკითხველის საყვარელი გმირი ”გააცოცხლა“). ამჯერად პატარა ბელგიელს ორმაგი მკვლელობის საქმის გამოძიება მოუწევს თავის დიდი ხნის მეგობართან, მწერალ არიადნა ოლივერთან ერთად. თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ამ საინტერესო დეტექტივში შეიტყობთ."
15.95
მკვლელობა მღვდლის სახლში
ავტორი: აგათა კრისტი
ამ რომანში აგათა კრისტს პირველად შემოჰყავს ყველასათვის საყვარელი დეტექტივი ქალი, მის ჯეინ მარპლი. ამ ხანდაზმულ ქალბატონს მშვენივრად ეხერხება ადამიანის ბუნების უარყოფითი მხარეების გამოვლენა. იგი მღვდლის სახლში მომხდარ დანაშაულს იძიებს. მოსამართლეს, პოლკოვნიკ პროტეროს, თავში ტყვია დაახალეს და მოკლეს. გასროლის ხმა კი არავის გაუგონია. არც რამე სამხილი არსებობს, მიუხედავად იმისა,რომ მისი მოკვლის საფუძველი მასთან მეტ-ნაკლებად დაახლოებულ ყველა ადამიანს აქვს. მის მარპლი იდუმალ მკვლელს კვალში ჩაუდგება.
11.95
მკვლელობა გოლფის მოედანზე
ავტორი: აგათა კრისტი
"სამხრეთამერიკელ მილიონერს სასწრაფოდ სჭირდება ერკიულ პუაროს დახმარება და თავის მამულში, საფრანგეთის პატარა საკურორტო ქალაქში სთხოვს ჩასვლას. ისიც არ დააყოვნებს და თავის დიდი ხნის მეგობართან, კაპიტან ჰასტინგზთან ერთად სასწრაფოდ გაემგზავრება, თუმცა ამაოდ _ მესიე რენო გოლფის მოედანზე იპოვეს მოკლული. სახელგანთქმულ მაძებარს დახლართულ მოვლენათა ორომტრიალში მოუწევს გადაშვება, რათა მილიონერის მკვლელი იპოვოს. "
15.95