santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
ძველი ინდური ფილოსოფია
ავტორი: სვამი ვივეკანანდა მთარგნელი: ნიკოლოზ კენჭოშვილი გამომცემლობა: აქტი ყდა: რბილი
20
ძველი ოსტატები
ავტორი: თომას ბერნჰარდი მთარგმნელი: მაია ფანჯიკიძე სერია: ლიტოდისეა 82 წლის მუსიკათმცოდნე რეგერი ოცდაათ წელიწადზე მეტია დღეგამოშვებით დადის ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმში. ის საათობით სწავლობს ძველი ოსტატების შედევრებად მიჩნეულ ნამუშევრებს, რომ მათში შეცდომა აღმოაჩინოს. არცერთი მათგანი და საერთოდ, ხელოვნების არცერთი უდიდესი წარმომადგენელი არ არის სრულყოფილი; არც ხელოვნება, მუსიკა თუ ლიტერატურაა ყველაფერზე ამაღლებული და არაფერია იმ ერთადერთ ადამიანთან შედარებით, რომელიც ცხოვრებაში ყველაზე მეტად გვყვარებია. „ძველი ოსტატები“ თომას ბერნჰარდის აპოლინური ტრილოგიის მესამე წიგნია და ფორმისა და სტრუქტურის მიხედვით აგრძელებს „ტყის ჩეხისა“ და „დაღმამავალის“ ტრადიციას. ხელოვნების სამი სფერო – თეატრი, მუსიკა და მხატვრობა ქმნის თითოეული რომანის პროტაგონისტის სულიერ სამყაროს, რომელშიც ის მოძრაობს და შინაგანი მონოლოგის საშუალებით გადმოგვცემს თავის ნააზრევს ხელოვნების დანიშნულებისა და მნიშვნელობის შესახებ.
13.9
ძველი რომი- წიგნი მოძრავი ნახატებით
8 თვალწარმტაცი მოძრავი ნახატი ძველი რომის წარმოუდგენელი სამყაროს სამ განზომილებაში სანახავად: თქვენ კოლოსეუმში გლადიატორებთან ერთად ცხოველებს შეებრძოლებით, იხილავთ ეტლებით რბოლას, შეერკინებით ცენტურიონებს და ფორუმშიც გაისეირნებთ. თავს ნამდვილ იმპერატორად იგრძნობთ. ასაკი: 6-8 წლამდე
27.95
ძველი საბერძნეთი - წიგნი მოძრავი ნახატებით
8 თვალწარმტაცი მოძრავი ნახატი ძველი საბერძნეთის წარმოუდგენელი სამყაროს სამ განზომილებაში სანახავად: თქვენ ესტუმრებით ზევსს ოლიმპოს მთაზე, დაეხმარებით გმირებს საგმირო საქმეების აღსრულებაში, ბრძოლაში გამოიწვევთ მინოტავრს, მონაწილეობას მიიღებთ ოლიმპიადაში... და მოიგებთ კიდეც! ასაკი: 6-8 წლამდე
27.95
ძველი ტფილისი - 50 ამბავი #45
ავტორი: ალექსანდრე ელისაშვილი სერია:  თან საკითხავი თბილისის ვეებერთელა, ლამის ორი ათასი წლის თავგადასავალი კიდევ უამრავი, ალბათ მილიონობით პატარ-პატარა ამბისაგან შედგება. მე ისტორიაში ყველაზე მეტად ცოცხალი ამბები მიზიდავს, ქალაქის ქუჩებსა და მოედნებზე მიმობნეული ადამიანური ამბები. მომწონს, როდესაც რომელმე შენობასთან გავლისას ვიცი მასთან დაკავშირებული რამე შემთხვევა. ამ დროს მგონია, რომ შენობის მესაიდუმლე ვარ და შენობას ხან ვუღიმი, ხან ვუსამძიმრებ, ხან დანანებით თავს ვუქნევ, ხან ვაწყნარებ. ამ წიგნში თბილისის 50 ამბავს მოვუყარე თავი. ზოგი შენობის ამბავია, ზოგი ქუჩის, ზოგი მოედნის, მთლიანობაში კი, ქალაქის და ხალხის.
16.95
ძველი ტფილისის ევროპული გრავიურები - EURPOEAN GRAVURES
ავტორი: სულხან სალაძე გამომცემლობა: არტანუჯი ყდა: მაგარი „ძველი ტფილისის ევროპული გრავიურები“ თბილისის შესახებ არსებული ევროპული გრავიურების  ალბომია, რომელიც აერთიანებს თბილისის ჩანახატებს, 1673 წლიდან XIX საუკუნის ბოლომდე. ალბომში შეტანილი ასამდე გრავიურა, ძველი თბილისის ხედების გარდა ქალაქსა და მის მცხოვრებთა ყოფასაც ასახავს. გრავიურების დიდი ნაწილი უნიკალურია და საზოგადოებისათვის ნაკლებადაა ცნობილი. ბევრი მათგანი პირველად გამოიცემა ქართულ ენაზე. ალბომი საინტერესო წყარო იქნება ძველი თბილისის ისტორიით დაინტერესებული საზოგადოებისათვის.
49.95
ძველი ფურცლიდან
ავტორი: რევაზ ინანიშვილი   მე მინდა ჩემი მკითხველი შევაჩერო წამით მაინც. მე მინდა მას ვუთხრა: ეს ბალახია, ეს ხე, ეს წყალი, ეს მთა, ეს ფრინველი, ეს კი ადამიანი. და მანაც დაინახოს: ბალახი, ხე, წყალი, მთა, ფრინველი, ადამიანი. ეს კრებული კიდევ ერთხელ შეგაჩერებთ და დაგანახვებთ არა მხოლოდ ბალახს, ხეს, წყალს, მთას, ფრინველს და ადამიანს; გაგრძნობინებთ ქვებისა და ომის ნამდვილს სუნს და ადამიანური სიკეთის ძალას, რომლითაც აღსავსეა რევაზ ინანიშვილის მთელი შემოქმედება.   კრებულში გაერთიანებულია რევაზ ინანიშვილის ბიოგრაფიული მოთხრობები და ჩანაწერები, აქვე ნახავთ მის ჩანახატებსაც, რომლებიც პირველად ქვეყნდება და კიდევ უფრო სრულყოფს მწერლის მიზანს: „ხელი შევუწყო სიკეთის დამკვიდრებას ქვეყანაზე. სიკეთე ისეთი ფენომენია, რომელიც სამყაროში ადამიანის მოვლინებას ყველაზე დიდ ფუნქციად მოჰყვა.“  
13.9
ძველი ჩინური იგავები
მთარგმნელი : მარიამ ქსოვრელი ძველი ჩინური იგავები ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV-III საუკუნეებში აღწევს აყვავების ხანას. ეს ალტერნატიული ჟანრი დაკავშირებულია საზოგადოებრივ ცვლილებებთან, რომლებიც სულიერ კულტურასთანაა თანხვედრაში. ძველი იგავები დღესაც ცოხცლობს ხალხში. პოლიტიკურ-ფილოსოფიური შინაარსის იგავებს აღმზრდელობითი ხასიათის დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
9
ძვლების წიგნი
ავტორი: თამარ ფოლადაშვილი წიგნის მთავარ გმირს გამზრდელი ბებია უკვდება. ანდერძის თანახმად, ბებიას სოფელში მიასვენებს, თუმცა გარემოებათა გამო გოგონას მარტოს მოუწევს ბებიის ცხედრის სასაფლაომდე მიტანა, საიდანაც გვამი უგზო-უკვლოდ ქრება.   გვამის ძებნა მთავარ გმირს არჩევანის წინაშე აყენებს: დაივიწყოს ყველაფერი და სოფლისგან შორს, მშვიდად ცხოვრება განაგრძოს, თუ დაიწყოს ბებიის ძებნა და მიძინებული ურჩხულები გააღვიძოს.   „ძვლების წიგნი“ თამარ ფოლადაშვილის მეორე რომანია, რომელშიც სოფლის მშვიდ გარემოში ძილის წინ მოყოლილი ზღაპრები შემზარავ ამბებად ცოცხლდება. წიგნი დაწერილია ჯადოსნურ ქალაქ ლა კორუნიაში, „მწერალთა სახლისა“ და „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ საერთაშორისო სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში“.
15.95
ძია ბენოს, კატა ფეფესა და ძაღლ კრიმანჭულას თავგადასავალი თოვლიან ტყეში
ავტორი: : ხათუნა გიგუაშვილი   წერილების ადრესატებამდე მიტანა ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეა, რაშიც ძია ბენოს კატა ფეფე და ძაღლი კრიმანჭულა ეხმარებიან. ორმაგად საპასუხისმგებლოა ახალი წლის მისალოცი ბარათების დარიგება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მთელი ტყე თოვლითაა დაფარული. ხათუნა გიგუაშვილის ამ ზღაპარში, გარდა მთავარი პერსონაჟებისა, ისეთი ცნობილი ზღაპრების პერსონაჟებს შეხვდებით, როგორიცაა: დევი და ნაცარქექია, ფიცხელა, ციცინათელების მწყემსი ბაია და სხვ. წიგნის ბოლოს კი თავად შეძლებთ მისალოცი ბარათის დაწერას. მისამართის მითითება არ დაგავიწყდეთ, ძია ბენო გამოივლის და აუცილებლად წაიღებს ადრესატთან. საბავშვო თარო აზროვნების აკადემიის გამომცემლობის პროექტია, რომელიც აერთიანებს ბავშვებისა და მოზარდებისთვის შერჩეულ მხატვრულ ლიტერატურას. სერია მოიცავს როგორც ქართველი, ისე უცხოელი ავტორების ტექსტებს და მოსწავლეებს ეხმარება კითხვის ჩვევის გამომუშავებასა და გემოვნებიან მკითხველებად ჩამოყალიბებაში.
22
ძია ტიკ-ტაკის მოგზაურობა (5-6)
ავტორი: დონალდ ბისეტი მთარგმნელი: რევაზ ინანიშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა  
6.9
ძილი ნებისა, ბავშვებო ზღაპრები მთელი მსოფლიოდან
რა სჯობია ძილის წინ ჯადოსნური და თავშესაქცევი ამბების მოსმენას? ჰოდა, ჩვენ ფანტასტიკურ ამბავთა და თავგადასავალთა ეს ჯადოსნური, ლამაზად ილუსტრირებული წიგნი მოგიმზადეთ - აი, აქ არის მთელი მსოფლიოს ზღაპრად მოთხრობილ ამბები და ის შენთვისაა! დაიწყე სამყაროს შეცნობა ქართული ზღაპრით და მერე მეზობელი თუ შორეული ქვეყნების ჯადოსნურ სამყაროსაც გაეცანი. ამ სამყაროში ბევრ უცნაურ გმირს შეხვდები - ზოგი მეფეა და ზოგი გლახაკი, ზოგი მზეთუნახავი ზოგიც ავი დედაკაცი; ისეთი ცხოველებიცაა, საინტერესო თავგადასავლებისა და ამბები მოყოლა რომ შეუძლიათ და კიდევ ა ბეღურას, კატასა თუ შავ ძროხას საიდუმლოებები აქვთ და უნდათ ისინი შენ გაგიმხილონ.
27.95
ძილისპირული
ავტორი: ჩაკ პალანიკი მთარგმნელი: გია ბერაძე სერია: ლიტერატურული ოდისეა გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
12.9
ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის
წიგნი 2 „ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის 2“ აერთიანებს 100 არაჩვეულებრივი ქალის ამბავს. ეს წიგნი მთელი მსოფლიოს გოგონებს შთააგონებს, თამამად იოცნებონ, დიადი მიზნები დაისახონ და მედგრად იბრძოლონ მათ მისაღწევად. დედოფლების, მშვიდობისთვის მებრძოლების, ბალერინების, მეკობრეების, ასტრონავტებისა და გამომგონებლების ცხოვრების შთამბეჭდავი ისტორიები გულგრილს არავის დატოვებს.
26.9
ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის
წიგნი 1 ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის ზღაპრებად მოთხრობილი ბიოგრაფიების კრებულია, რომელიც 100 განსაკუთრებული ქალის ისტორიას აერთიანებს. წიგნი გაფორმებულია 60 სხვადასხვა ქალი მხატვრის მიერ. შთამბეჭდავი ილუსტრაციები და პატარა მკითხველებისთვის გასაგები ენით მოთხრობილი საინტერესო ამბები ნებისმიერ ბავშვს თუ მშობელს მოხიბლავს.
26.9
ძმები გრიმების ზღაპრები
ავტორი: ძმები გრიმები სერია: მოსწავლის არჩევანი გერმანელი მეზღაპრე ძმების, იაკობ და ვილჰელმ გრიმების, ზღაპრები მთელი მსოფლიოს ბავშვებს უყვართ. თუმცა, უფროსებიც სიამოვნებით კითხულობენ. ამ წიგნში გრიმების საუკეთესო ნაწარმოებებს გაეცნობი, მოგეწონება, იხალისებ და ბევრ რამესაც ისწავლი. თუ ყურადღებით წაიკითხავ, არც წიგნის ბოლოს მოცემულ შემეცნებით შეკითხვებზე პასუხის გაცემა გაგიჭირდება და არც – ლაბირინთის ამოხსნა. სერიაში "მოსწავლის არჩევანი" შესულია როგორც სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული ნაწარმოებები, ასევე კლას-გარეშე საკითხავი ლიტერატურა. წიგნები დაყოფილია 4 ასაკობრივ ჯგუფად. თითოეულ მათგანს ერთვის სახალისო სავარჯიშოები – კითხვარები და კროსვორ-დები, რაც უბიძგებს მოზარდს, უფრო დაკვირვებით წაიკითხოს წიგნი და კარგად გაიაზროს მისი შინაარსი.
9.95
ამოწურულია
ძმები გრიმების ზღაპრები 6 წლიდან
ავტორები: ძმები გრიმები მთარგმნელი: დავით წერედიანი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა
6.9
ძმები კარამაზოვები
ავტორი:ფიოდორ დოსტოევსკი მთარგმნელი: მზია გელაშვილი; ანა აბულაშვილი სერია: პალიტრა კლასიკა გამომცემლობა: პალიტრა L
27.95
ძმები კარამაზოვები
ავტორი: ფიოდორ დოსტოევსკი მთარგმნელი: გივი კიკილაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: მსოფლიო კლასიკა
27.9
ძმები ლომგულები
ავტორი: ასრიდ ლინდგრენი მთარგმნელი:თამარ ჩიქოვანი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცმელობა
10.9
ძუძუ
ავტორი: ფილიპ როთი მთარგმნელი: ზაზა ჭილაძე სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა ფილიპ როთის მოკლე რომანი «ძუძუ» კაფკას «გარდასახვის» ტრადიციას აგრძელებს. პროფესორი კეპეში, 38 წლის სრულიად ჯანმრთელი მამაკაცი, ერთ დღესაც აღმოაჩენს, რომ გარდაისახა. ოღონდ მწერად ქცეულ გრეგორ ზამზასაგან განსხვავებით, კეპეში ქალის ძუძუდ იქცევა. უზარმაზარი სარძევე ჯირკვლის გასაოცარ თავგადასავალს თავად რომანის მთავარი გმირი, ძუძუ მოგვითხრობს – გულწრფელად და მღელვარედ. ამერიკული ლიტერატურის კლასიკოსი ფილიპ როთი (1933 – 2018) ოცდაათამდე რომანის ავტორია. საერთაშორისო ბუკერისა და პულიცერის პრემიების მფლობელი მწერალი ერთადერთი იყო, ვისი წიგნებიც «ამერიკის ბიბლიოთეკის» ცნობილ სერიაში მის სიცოცხლეშივე გამოიცა.
15.95
წამისყოფა
ავტორი: თამარ ჟღენტი   ოცდამეერთე საუკუნის ქართულმა პოეზიამ ერთი აშკარა მახასიათებელი შემოგვთავაზა: ბანოვანთა რიცხობრივი უპირატესობა, რომელსაც ახლახან კიდევ ერთი ახალი სახელი და გვარი შეემატა: თამარ ჟღენტი.   კანონიკური ლექსი თუ ვერლიბრი? – ისევ აქტიურია ეს შეკითხვა და ავტორი პასუხობს: ორივე!   სხვაგან წაგვიყვანა:   თითქოს განთიადს მზემ დაუბარა: „ჩემს ამოსვლამდე – ცა გალილეო!“ ისე გალურჯდა, – ვერ დაუფარავს აღფრთოვანება ყრმა გალილეოს. უცნობი ლოგოსიც მოგვაწონა: გასისხლთესლება. საცხოვრისიც დიდი ბრიტანეთის სამეფო. თამამი სტრიქონი წაგვაკითხა: პირველი ლექსი უსათუოდ ქალმა დაწერა. მინდა არ დავეთანხმო, მაგრამ როგორ?   ვახტანგ ჯავახაძე
14.95
წამკითხველი
ავტორი: ბერნჰარდ შლინკი სერია: 10 რომანი დიქტატურაზე მთარგმნელი: გვანცა შუბითიძე და ნათია ლაფერაძე „ვისი ხელით მოქმედებს დიქტატურა? როგორები არიან ტოტალიტარული რეჟიმის ნების უშუალო აღმსრულებლები? როგორ იქცევა ადამიანური სისუსტე ბოროტების დასაყრდენად? როგორ შეიძლება, რომ რიგითმა მოქალაქემ, რომელსაც სხვა გარემოებებში სრულიად განსხვავებული ცხოვრება ექნებოდა, წარმოუდგენელი სისასტიკის ჩადენისას თავს დააჯეროს, რომ მხოლოდ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს? − ბერნჰარდ შლინკის რომანი „წამკითხველი“ სწორედ ამ კითხვებზე დაგაფიქრებთ.    აუცილებლად აღსანიშნავია ამ რომანის ამბის მოულოდნელი განვითარებით გამორჩეული, საინტერესო სიუჟეტი; მკითხველისთვის წიგნის პირველ ნაწილში ალაგ-ალაგ, ზომიერად მიცემული მინიშნებები იმ საიდუმლოს ამოსახსნელად, რომელსაც, საბოლოოდ, მეორე ნაწილში აეხდება ფარდა.    ბერნჰარდ შლინკის რომანი „წამკითხველი“ 1995 წელს გამოქვეყნდა, მალევე ითარგმნა მრავალ ენაზე და განსაკუთრებული პოპულარობა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოიპოვა − ნიუ-იორკ ტაიმსის ბესტსელერი პირველი გერმანული წიგნი გახდა. 2008 წელს რეჟისორმა სტივენ დალდრიმ „წამკითხველის“ მიხედვით გადაიღო ფილმი, რომელიც „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ არაერთ კატეგორიაში იყო ნომინირებული; ქეით უინსლეტი კი, როგორც ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი, ოსკარის მფლობელიც გახდა“.
24.95
წარმატების 365 გასაღები
ავტორი: რამაზ გიგაური    ამ წიგნს შემთხვევით არ გადაყრიხართ. ინდური ანდაზის მიხედვით ხომ "შემთხვევა შემთხვევით არ ხდება". ამ წიგნს თქვენი პიროვნებისა და, აქედან გამომდინარე, თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია. წიგნში გამოყენებული ყველა ნამდვილი ამბავი, იგავი, მითი, ანდაზა თუ ციტატა თვითგანვითარების შესახებ მოგვითხრობს, ამიტომ ამ წიგნს შეგვიძლია თვითგანვითარების სახელმძღვანელოც ვუწოდოთ.
16.95