santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
ჩრდილოზღვისპირელი დეტექტივები 2 – მოჩვენებათა სასტუმრო
ავტორი: ბეტინა გიოშლი, კლაუს-პეტერ ვოლფი მთარგმნელი: ელენე კოშორიძე დეტექტივების ახალი გამოწვევა! ერთ დროს ხალხმრავალი, მყუდრო სასტუმრო დახურვის პირასაა – მომსახურე პერსონალიცა და დამსვენებლებიც ამტკიცებენ, რომ აქ მოჩვენებები სახლობენ. უკვე გამოცდილ დეტექტივებს, რასაკვირველია, მოჩვენებების არც სჯერათ და არც ეშინიათ. იანსენების ოჯახი მზად არის, ეს საქმე გამოიძიოს და ყველას დაუმტკიცოს, რომ სინამდვილეში მოჩვენებები არ არსებობენ, თუმცა, მალევე რწმუნდებიან, რომ არც ისე მარტივადაა საქმე, როგორც ერთი შეხედვით ჩანს – სასტუმროში უცნაური ხმები ისმის და კედლებიც თითქოს მოძრაობს… ასაკი: 7+  
10.9
ჩრდილოზღვისპირელი დეტექტივები – იდუმალებით მოცული სახლი დამბაზე (წიგნი პირველი)
ავტორი: ბეტინა გიოშლი, კლაუს-პეტერ ვოლფი მთარგმნელი: ელენე კოშორიძე ახალბედა დეტექტივები! ემა და ლუკასი მამასთან, მიკ იანსენთან, ერთად ჩრდილოეთის ზღვაზე, ბაბუის ვილაში მიემგზავრებიან. ბაბუა ჩინებული დეტექტივი იყო, მისი უბის წიგნაკი კი, რომელსაც ბავშვები ვილაში პოულობენ, პროფესიული ხრიკებისა და მეთოდების ნამდვილი საბადოა. ვილაში დასახლების პირველსავე საღამოს მათ კარზე უცნაური ზარია – წარმოსადეგი, მედიდური ქალი აცხადებს, რომ გაუჩინარებულ ქმარს დაეძებს და კერძო დეტექტივის დახმარება სჭირდება. ცხადია, მიკი და მისი შვილები ამ შემთხვევას ხელიდან არ უშვებენ და ამ გამჭრიახი, ალღოიანი ოჯახის დიდი თავგადასავალიც იწყება.  
9.9
ჩხარუნა დათვი
ქართული ტექსტი: თამარ გავაშელიშვილი ასაკი: 6 თვიდან წიგნი-სათამაშო ამ ჩხარუნა წიგნში პატარები წაიკითხავენ მხიარულ ლექსებს და გაერთობიან ფერადი ბურთით, რომელიც ხან დათუჩას ცხვირია, ხან თაგვის და ხანაც ლომის.
14.9
ჩხარუნა იხვი
ქართული ტექსტი: თამარ გავაშელიშვილი ასაკი: 6 თვიდან წიგნი-სათამაშო ამ ჩხარუნა წიგნში პატარები წაიკითხავენ მხიარულ ლექსებს და გაერთობიან ფერადი ბურთით, რომელიც ხან თახვის ცხვირია და ხანაც პატარა ბაყაყის.
14.9
ჩხარუნა მანქანა
ქართული ტექსტი: თამარ გავაშელიშვილი ასაკი: 6 თვიდან წიგნი-სათამაშო ამ ჩხარუნა წიგნში პატარები წაიკითხავენ მხიარულ ლექსებს და გაერთობიან ფერადი ბურთით, რომელიც ხან მანქანის მუცელია, ხან ვერტმფრენის და ხანაც წყალქვეშა ნავის.
14.9
ჩხერკეთელაობა
ავტორი: ირვინ უელში  სერია: ლიტერატურული ოდისეა მთარგმნელი: თამარ ჯაფარიძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
18.9
ცა მიწიდან იწყება
ავტორი: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძის ჩანაწერების ახალი, შევსებული გამოცემა, ფოტოებითა და ავტორის ხელნაწერი ტექსტებით.   დიდი მწერლის გამოუქვეყნებელი ჩანაწერები.   ყველაზე ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელსაც ოთარ ჭილაძე მთელი ცხოვრება სიმარტოვეში წერდა.   აქ ნახავთ მწერლის ყოველდღიურ განცდებსა თუ ემოციებს, შემოქმედებით ლაბორატორიას, გამოხმაურებებს ამა თუ იმ მოვლენაზე, შეხედულებებს ცნობილ ადამიანებზე. ჩანაწერები გასდევს მთელ მის შემოქმედებით ცხოვრებას 1955 წლიდან გარდაცვალებამდე.   კრებული შეადგინა და წინასიტყვაობა დაურთო თამაზ ჭილაძემ. წიგნში გამოყენებულია ოთარ ჭილაძის ნახატები.
15
ცაზე მთვარე მიცურავდა
ავტორი: ლეილა ბეროშვილი „ცაზე მთვარე მიცურავდა“ ლეილა ბეროშვილის მოთხრობების სრული კრებულია. „ლეილა ბეროშვილი ნამდვილი მწერალი-მხატვარია, მწერალი-ფერმწერი, მწერალი-კინემატოგრაფისტი – შემქმნელი სულიერ თუ უსულო საგანთა დაუვიწყარი პორტრეტების მთელი გალერეისა უმდიდრესი ენობრივი პალიტრით. მწერლის ნამდვილ საფიქრალს წარმოადგენდა ადამიანობა, ადამიანად ყოფნის სევდა და საიდუმლო. ამ საიდუმლოს ის თითქოს სულს უბერავდა, მის ირგვლივ თითქოს ფეხის წვერებზე დადიოდა იმ კითხვებით სავსე, რომლებთან ერთადაც ცხოვრობდა და რომლებიც თან გაიყოლა. ლეილა ბეროშვილს ბევრი არა აქვს დაწერილი, მაგრამ რაც დაწერა, ყველაფერი ნამდვილია, რადგან მისია, განსხვავებით იმათგან, რომლებიც ბევრს და დიდის ამბით წერენ თუ იღებენ, მაგრამ მათი ნაღვაწის გროვაში ციცქნა ოქროს ძარღვსაც ვერ აღმოაჩენ“, – ნაირა გელაშვილი.
10.95
ცათამბჯენი
ავტორი: ჯეიმს ბალარდი მთარგმნელი: გურამ ღონღაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: ლიტერატურული ოდისეა
12.9
სიახლე
ცალწინდა ყვანჩალა და მეგობრები
ავტორი: ნელე მოსტი ილუსტრატორი: ანეტ რუდოლფი მთარგმნელი: თამარ მაისურაძე; ნინო ილაშვილი სერია: პატარა ამბები „ცალწინდა ყვანჩალა და მეგობრები“ 4 სახალისო ამბავს აერთიანებს: „ცალწინდა ყვანჩალა ოინბაზობს“ „ცალწინდა ყვანჩალა ცუდად იქცევა“ „ცალწინდა ყვანჩალა ავად ხდება“ „ცალწინდა ყვანჩალა ცრუპენტელობს“
19.9
ცალწინდა ყვანჩალა – 1,2,3… ყველა მეგობარი
ქართული ტექსტი: თამარ გავაშელიშვილი   ცალწინდა ყვანჩალა და მეგობრები დათვისთვის სხვადასხვა რაოდენობის ნივთებს არ იშურებენ. სერიაში  აღმოაჩენთ 1-დან 3 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილ წიგნებს.
9.9
ცარცის ჩასადები პლასმასის
წინასწარ გადაამოწმეთ სასურველი ფერის ნაშთი "chat" ის გამოყენებით სხვა შემთხვევაში მიიღებთ ერთ-ერთ ფერს ფასში მითითებულია ერთი ცალის ღირებულება
3
ცდუნება
ავტორი: ნათია ჯაგოდნიშვილი სერია: გახდი ბესტსელერის ავტორი   ხელოვანი გოგონასა და წარმატებული საქმიანი კაცის სასიყვარულო ურთიერთობა ძლიერ ვნებაზეა დამყარებული. ამ ორი ადამიანიდან ერთისთვის მთავარია თავისუფლება და ძლიერი, რომანტიკული გრძნობა, ხოლო მეორესთვის - საკუთარი ბიზნესინტერესები. როგორი გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს ასეთ სიყვარულს? სასწორის მეორე მხარეს კი არის ურთიერთობა, დამყარებული სულიერ სიახლოვეზე, მზრუნველობასა და უანგარო სიყვარულზე. ძალიან რთულია, გააკეთო სწორი არჩევანი, ძნელია, გაუძლო ცდუნებას... „ეს არის წიგნი სიყვარულზე, ღალატზე, ურთიერთობებზე, ვნებასა და საკუთარი თავის ძიებაზე... წიგნში სადავო და რთული საკითხებია წამოჭრილი - როგორ უნდა მოიქცე, როცა საყვარელ ადამიანთან ბედნიერად ცხოვრობ, მაგრამ მოულოდნელად ძველ სიყვარულს შეხვდები? შეძლებ, გაუძლო ცდუნებას? რა უფრო ძლიერია - ვნება თუ სიყვარული?“ - თეა ინასარიძე.  
12.95
ცემენტის ბაღი
ავტორი: იენ მაკიუენი მთარგმნელი: ნინო თარხან-მოურავი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: ლიტერატურული ოდისეა  
10.9
ცეროდენა ნილს კარლსონი
ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი მთარგმნელი: ბაკურ სულაკაური  სულაკაურის გამომცემლობა გაგიგია რამე ცეროდენა ნილს კარლსონის შესახებ? დიახ, დიახ, ცეროდენა ნილსის, რომელიც ისეთი პაწაწინაა, რომ ბიჭუნა ბერტილის პერანგის ჯიბეშიც კი ეტევა. ან „ბიჭი-ბიჭი-ბიჭუკელას“ შელოცვა თუ გსმენია? ამ ჯადოსნური სიტყვების წარმოთქმით შეიძლება ისე დაპატარავდე, რომ თაგუნიას სოროში შეძვრე, სადაც ცეროდენა ნილსი ცხოვრობს, და მთელი საღამო მასთან ერთად გაატარო. ცნობილი შვედი საბავშვო მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის ეს პატარა მოთხრობა შინ მარტო დარჩენილი ბიჭისა და მისი ცეროდენა მეგობრის უცნაურ ამბავს მოგვითხრობს.
12.9
ცეროდენა ნილს კარლსონი და სხვა ზღაპრები
მთარგმნელი: ბაკურ სულაკაური ამ კრებულში ასტრიდ ლინდგრენის ნაკლებად ცნობილი ზღაპრებია თავმოყრილი, რომელთა უმრავლესობა პირველად ითარგმნა ქართულად. მწერალი, თავის გმირებთან ერთად, უცნაურ სამყაროში გამოგზაურებთ. ბერტილს შეუძლია, ცეროდენა ნისესავით დაპატარავდეს; ბრიტა-კაისა ბაღჩაში თოჯინას გაზრდის; ლოგინს მიჯაჭვული იორანი ყოველ საღამოს მწუხრის ქვეყანაში მიჰყვება ბატონ ლილიონკვასტს; გუნარისა და გუნილას კედლის საათიდან კი ნამდვილი გუგული გამოფრინდება ხოლმე… ასტრიდ ლინდგრენმა კარგად იცის, რომ ბავშვებსაც შეიძლება სტკიოდეთ, უჭირდეთ, თავი მარტოსულად იგრძნონ. მწერალი მათ სანუგეშებლად ქმნის სამყაროს, სადაც ყველაზე სევდიანი ამბავიც კი შეიძლება კეთილად დასრულდეს.
9.9
ცეროდენა პანდა
„ციცქნა პინგვინი“ არის წიგნი-საჩხარუნო და ღრძილების მასაჟორი. ამ წიგნის დახმარებით თქვენი შვილი ციცქნა პინგვინთან ერთად იმოგზაურებს. ის გაიცნობს ცხოველებს და შეისწავლის ფერებს. ასაკი: 3 თვიდან
10.9
ცეცხლი და სისხლი
ავტორი: ჯორჯ რ. რ. მარტინი მთარგმნელი: კონსტანტინე შარვაშიძე სერია: პორტალი     ტარგარიენთა გავლენიანი საგვარეულოს აღზევება ცეცხლით დაიწყო - ცეცხლისმფრქვეველი დრაკონები იყვნენ მათი ძლიერების საყრდენი. ცეცხლში ჩაიბუგა ყველა ურჩი და მათი დიდებული ციხე-დარბაზები, მიწები - ზოგი აყვავებული, ზოგი კი მწირი. დრაკონების ცეცხლში ქვებიც კი იწვოდა. გადიოდა ხანი და ტარგარიენები მრავლდებოდნენ. მრავლდებოდნენ მათი შთამომავლებიც... რკინის ტახტი ანდამატივით იზიდავდა ყველას - და ძმას წაეკიდა, შვილი - მშობლებს, შურმა და შუღლმა დაასუსტა ერთ დროს უძლეველი ტარგარიენები და დაიწყო დასასრული ...
34.95
ცეცხლი და ყინული
ავტორი: შერონ ჰეილი მთარგმნელი: არჩილ კიკვაძე სერია: ლიბერკიდსი   კონორი, აბეკე, როლანი და მეილინი - უშიშარი მეგობრები და მათი მეომარი ცხოველები ისევ გამოჩნდნენ! ეს კი ნიშნავს, რომ ამ გულადი ოთხეულის დიდი თავგადასავალი გრძელდება! საით გაემართებიან? რა მიზანი ამოძრავებთ ამჯერად? მათი გზა ჩრდილოეთისკენ მიდის, იდუმალებით მოცულ, მუდმივი ყინულის სამეფოსკენ. სწორედ იქ უნდა დაანთონ ცეცხლი - გაუმკლავდნენ დამპყრობლებს და დაამარცხონ ბოროტება. ეს ადვილი არ არის - წინ ფათერაკებით სავსე მოგზაურობა ელით!
11.95
ცეცხლი უფსკრულზე
ავტორი: ვერნორ ვინჯი მთარგმნელი: არჩილ რაჭველი სერია: პორტალი   "და როცა მიხვდნენ, რომ საფრთხე ემუქრებოდათ, ხომალდში ჩასხდნენ და სხვა პალანეტისკენ აიღეს გეზი"... აშორეული მომავლის სურათი საკმაოდ შთამბეჭდავია - გალაქტიკაში დიდი ცვლილებებია. მთავრობები ემხობა, ახალი მმართველები მოდიან. მთავარი საფრთხე ზეინტელექტია - ძალა, რომელიც წარსულში განადგურდა, მაგრამ გადარჩა მისი ასლი და ახლა,განახლებული, ისევ ბობოქრობს. სწორედ ამიტომ ადამიანთა ჯგუფი გადაწყვეტს, თავს გაქცევით უშველოს... მაგრამ დარჩათ კი გასაქცევი? არსებობს კი ადგილი გალაქტიკაში, სადაც უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს?
26.95
ცეცხლისწამკიდებელი
ავტორი: ნიკოლოზ ცისკარიშვილი სერია: გახდი ბესტსელერის ავტორი გამომცემლობა: პალიტრა ლ ყდა: რბილი  
11.95
ცეცხლოვანი მამლის წელიწადი
ავტორი: სერგო წურწუმია „რა ხდება სამყაროში მაშინ, როცა ცხოვრების რუკაზე საბედისწეროდ იცვლება ისრები – ზღვისპირა ქალაქში საომრად  თურქეთიდან მუჰაჯირობის დროს გაქცეული აფხაზური ოჯახი ბრუნდება, მშობლიური ქალაქიდან კი მისი მკვიდრი შვილი, ქართველი მებრძოლი გარბის?!.. შესაძლებელია, ისრებმა კვლავ ერთმანეთისკენ იბრუნონ პირი?.. რა გამოცდა ელის ოდესღაც სამოთხედ წოდებულ მიწას, სადაც სამართალი დროებით საფარველს ამოეფარა?  „ცეცხლოვანი მამლის წელიწადი“ აფხაზეთის ომის ვრცელი და საგულისხო მხატვრული რეტროსპექტივაა. მასში ომის ანატომია სრულყოფილად თვალსაჩინოვდება – უსამართლობა და ქაოსი, სიშლეგე, ექსტრემალურ ვითარებაში გამომჟღავნებული ადამიანური ბუნების კონტრასტები – უკიდურესი სიკეთე და უკიდურესი ბოროტება; ამ შემზარავად შთამბეჭდავ პანოს დოკუმენტური ნარატივი ამყარებს – ტექსტში მკაფიოდ ირეკლება რეალურ გმირთა პორტრეტები.  თუმცა, რომანის უმთავრესი ღირსება არა მხოლოდ ომის ანატომიის აღწერა, არამედ მის შინაარსში გაცხადებული საიდუმლოა – ქართულ-აფხაზური ურთიერთობები, მისი შორი და ახლოხედვის ნიუანსები. თავად მწერლისთვის ეს საიდუმლო ყველაზე კარგადაა ნაცნობი, სწორედ ამ პირუთვნელი ცოდნით, მრავალპლანიანი პერსპექტივით, მოქალაქეობრივი და შემოქმედებითი პატიოსნებით ქმნის მხატვრულ რეალობას, რომელშიც ქართველსაც და აფხაზსაც საკუთარი სათქმელის, ყოველგვარი წყენისა და ბრაზის მიღმა დაუნჯებული სიმართლის ამოკითხვა შეუძლია“, – ნინო სადღობელაშვილი. 
15.95
ცინკის ბიჭები
ავტორი: სვეტლანა ალექსიევიჩი მთარგმნელი: ზურაბ ქუთათელაძე გამომცემლობა: არტანუჯი „ცინკის ბიჭები“ 2015 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის – სვეტლანა ალექსიევიჩის მესამე წიგნია „უტოპიის ხმების“ ციკლიდან. წიგნის მთხრობელები – ომის ვეტერანები, დედები, ქვრივები, მედდები... – გვიყვებიან იმ სიმართლეს ავღანეთის ომზე (1979-1989 წწ.), რომელსაც საბჭოთა ხელისუფლება წლების განმავლობაში უმალავდა საკუთარ ხალხს. სვეტლანა ალექსიევიჩს მკითხველამდე მოაქვს ავღანეთგამოვლილთა შიშველი ემოციები და, ამიტომაც, თარგმანში შენარჩუნებულია როგორც ინტონაციები, ისე – დაულაგებელი, ფრაგმენტული შთაბეჭდილებები და შეფასებები ომზე, რომელმაც უმძიმესი კვალი დააჩნია თითოეული პერსონაჟის ცხოვრებას
24.95
ცინკის ბიჭები
ავტორი: სვეტლანა ალექსიევიჩი მთარგმნელი: ზურაბ ქუთათელაძე სერია: აკრძალული წიგნების თარო „ცინკის ბიჭები“ 2015 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის, ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ აკრძალული ბელარუსი მწერლის სვეტლანა ალექსიევიჩის მესამე წიგნია „უტოპიის ხმების“ ციკლიდან. წიგნის მთხრობელები – ომის ვეტერანები, დედები, ქვრივები, მედდები... – გვიყვებიან იმ სიმართლეს ავღანეთის ომზე (1979-1989 წწ.), რომელსაც საბჭოთა ხელისუფლება წლების განმავლობაში უმალავდა საკუთარ ხალხს.   სვეტლანა ალექსიევიჩს მკითხველამდე მოაქვს ავღანეთგამოვლილთა შიშველი ემოციები და, ამიტომაც, თარგმანში შენარჩუნებულია როგორც ინტონაციები, ისე – დაულაგებელი, ფრაგმენტული შთაბეჭდილებები და შეფასებები ომზე, რომელმაც უმძიმესი კვალი დააჩნია თითოეული პერსონაჟის ცხოვრებას.   წიგნში ასევე შესულია ოქმები სასამართლო პროცესებიდან (1992-1994 წწ.), რომელიც „ცინკის ბიჭების“ გამოცემის შემდეგ გაიმართა ბელარუსში. პროცესებზე ავტორიტარულმა რეჟიმმა მწერლის წინააღმდეგ მისივე რეალური პერსონაჟები გამოიყვანა.   რაც შეეხება წიგნის სათაურს: მიუხედავად იმისა, რომ ქიმიური ელემენტის – Zincum-ის ქართული შესატყვისი თუთიაა, წიგნის სახელწოდებაში ორიგინალისეული „ცინკის“ დატოვება ვარჩიეთ, რადგან ხალხის მეტყველებაში დამკვიდრებული ეს სიტყვა ზუსტად ასახავს ეპოქის ტრაგიზმს – სწორედ ამ სახელით მოდიოდა საქართველოშიც კუბოები ავღანეთიდან, რომლებშიც გამორჩეული ქართველი ბიჭები იყვნენ ჩასვენებული.    
26.95