santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
ჯადოქრის ქუდი
ავტორი:ტუვე იანსონი     მთარგმნელი: ბაკურ სულაკაური „ცილინდრი, საერთოდ, საკმაოდ უჩვეულო ნივთია“ გაზაფხულის ერთ მშვენიერ დილას მუმინტროლმა, სნუსმუმრიკმა და სნიფმა მთის წვერზე ჯადოქრის ქუდი იპოვეს და შინ წაიღეს. მათ ეჭვიც არ გასჩენიათ, რომ ქუდის მიტანით მუმინების ხეობას ათასგვარი ჯადოქრობის ასპარეზად აქცევდნენ. ფინელი მხატვარი და მწერალი ტუვე იანსონი 25 წლის განმავლობაში ქმნიდა მუმინების სამყაროს. მუმინების ხეობაში ყველაზე უჩვეულო, უკარება, მარტოსულ სტუმარსაც კი თავს შინ აგრძნობინებენ. ისინი სიყვარულით და მზრუნველობითა მასპინძლობენ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ არსებებს. თუნდაც ეს არსებები სნორკები, ჰემულები, ფილიფიონკები ან მიმლები იყვნენ. ტუვე იანსონის უმთავრეს ადამიანურ ღირებულებებზე აგებული მსოფლმხედველობა მთელ მსოფლიოში მილიონობით მკითხველს ხიბლავს.
11.9
ჯადოქრის ქუდი (7-8)
ავტორი: ტუვე იანსონი მთარგმნელი: ბაკურ სულაკაური სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა  
7.9
ჯავშანი
ავტორი: ნინო სამყურაშვილი გამომცმელობა: ინტელექტი ყდა: რბილი
9.95
ჯაზის ცხოვრება
ავტორი: ზურაბ ქარუმიძე ზურაბ ქარუმიძის ეს წიგნი ჯაზის ისტორიას მოგითხრობთ – წარმოშობიდან დღემდე; ასევე, იმ ხალხის ამბავს, ვინც ამ დიდებულ მუსიკას ქმნიდა და ქმნის – ლეგენდარული ბადი ბოლდენიდან უინტონ მარსალისამდე. ლუი ამსტრონგს უთქვამს: „ის, ვინც მეკითხება რა არის ჯაზი, ვერასოდეს გაიგებს, მართლა რა არის ჯაზი!“ იკითხეთ „ჯაზის ცხოვრება“ და ნუღარ იკითხავთ „რა არის ჯაზი?“ წიგნისათვის ავტორს 2010 წელს ლიტერატურული პრემია „საბა“ გადაეცა.
24.95
ჯამბაზი შალიმარი
ავტორი: რუშდი სალმან მთავარი პერსონაჟი, ინდია, არის ყველასთვის საყვარელი და თან ყველაზე სკანდალური შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის ინდოეთში, მაქსიმილიან ოფალსის უკანონო შვილი. მიუხედავად იმისა, რომ რომანში მრავალი ნარატივი და ინციდენტი ტრიალებს ქაშმირის გარშემო, მოქმედება იწყება ლოს ანჯელესში. მაქს ოფულსი, ამერიკელი დიპლომატი, რომელიც მუშაობდა ქაშმირის ხეობაში, მოკლულია მისი ყოფილი მძღოლის, შალიმარის მიერ...
32
ჯანმრთელობის ასტროლოგია
ავტორი: რამაზ გიგაური   გამომცემლობა პალიტრა L იწყებს რამაზ გიგაურის ასტროლოგიური წიგნების სერიას „ადამიანი და ასტროლოგია“. ეს სერია ექვს წიგნს აერთიანებს: ადამიანებს საშუალება მიეცემათ ახლოს გაეცნონ ასტროლოგიას - ამ უძველეს და ძალიან საინტერესო სისტემას, სიღრმეში ჩასწვდნენ „ვარსკვლავთა მოძღვრებას“. ეს წიგნები საშუალებას იძლევა ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნით დაბადე- ბული ადამიანი სხვადასხვა კუთხიდან დავინახოთ - გავიგოთ უფრო მეტი როგორც საკუთარ თავზე, ისე ჩვენთვის საინტერესო ადამია- ნებზე.
8.95
ჯანყი გურიაში
სერია – ისტორიული რომანი   საგანგებო ფორმატის – ე. წ. ჯიბის წიგნი, რომლის ტარება და გაცნობა მკითხველს ნებისმიერ ადგილზე შეუძლია. გამოჩენილი ქართველი მწერლების თვალით დანახული წარსული – ორიგინალურად წარმოდგენილი ისტორიული რეალიები, ლიტერატურულ პერსონაჟებად გარდაქმნილი რეალური პიროვნებები, მათი საოცარი თავგადასავლები და მიმზიდველი სიუჟეტები, რაც გულგრილს არავის დატოვებს.
5.6
ჯაფარა
ავტორი: ქეთრინ ერსკინი მთარგმნელი: ანი კოპალიანი სერია: საოცრება გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი კეიტლინს ხატვა და ლექსიკონები უყვარს, და კიდევ ფილმი „ნუ მოკლავ ჯაფარას“. სწორედ ამ ფილმის მთვარი გმირის მეტსახელს, „სკაუტს“ ეძახდა უფროსი ძმა. მაგრამ ძმა, ერთადერთი ადამიანი, ვინც გულისყურით უსმენდა და ასწავლიდა, მასობრივ მკვლელობას ემსხვერპლა… და დევონის გარეშე დარჩენილი კეიტლინი ცდილობს როგორც საკუთარ, ისე მამას გაუსაძლის ტკივილს რამე მოუხერხოს და იწყებს  საშველის ძებნას, რასაც კათარზისს ეძახის. არადა ის მხოლოდ 11 წლის არის და თანაც ასპერგერის სინდრომით დაავადებული – მისი თითქმის არავის ესმის. კეიტლინი ახერხებს არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის იპოვოს კათარზისი, არამედ დაეხმაროს სასოწარკვეთილ მამას და კიდევ ბევრი ადამიანისთვის იქცეს სიმამაცის სიმბოლოდ.
12.9
ჯაყოს ხიზნები, გივი შადური
25
ჯაყოს ხინზნები
ავტორი: მიხეილ ჯავახიშვილი   – „ჩემო ერთავ! ჩემო წამებულო მარგო! ჩემო ჯვარცმულო ანგელოზო! მე ვერ მივიღებ შენს ბოდიშს, ვინაიდან მე თვითონ ვარ შენგნით შესაწყნარებელი. უსაზღვრო და უძიროა ჩემი ბრალი. გშიოდა და პური ვერ მოგეცი; გწყუროდა და წყალი ვერ დაგალევინე; გციოდა და კარი ვერ გაგიღე. განუზომელია ჩემი ბრალი შენს წინაშე, გოლგოთიდან მომავალო ჩემო მარგუში!შემინდე და დაივიწყე ურიცხვნი ცოდვანი ჩემნი. ძმას გავყევი და ცოლი დავივიწყე, სხვას მივეშველე და მეუღლე გავსწირე. თუ ძალგიძს, ჩემო წამებულო, მივცეთ ყოველივე დავიწყებას და შევუდგეთ ახალ ცხოვრებას. ეს დაობლებული საწოლიც შენ მოგელის... მომიჯექი გვერდით. აი, ჩემი ხელი და ჩემი მკერდი. ჩამოჯექი ამ სავარძელში... აი, ბუხარი და ცეცხლი... გასთბი და დაისვენე“. სერიაში "მოსწავლის არჩევანი" შესულია როგორც სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული ნაწარმოებები, ასევე კლას-გარეშე საკითხავი ლიტერატურა. წიგნები დაყოფილია 4 ასაკობრივ ჯგუფად. თითოეულ მათგანს ერთვის სახალისო სავარჯიშოები – კითხვარები და კროსვორ-დები, რაც უბიძგებს მოზარდს, უფრო დაკვირვებით წაიკითხოს წიგნი და კარგად გაიაზროს მისი შინაარსი
11.95
ჯაჯღანსები გისოსებში
ავტორი: ფილიპ არდა მთარგმნელი – ციცო ხოცუაშვილი   არა, არა! არ შეშფოთდე. ჯაჯღანსები გარეთ არიან, ოღონდ ამჯერად ძალიან საშარო საქმეში გახვეულები. თუ ქალბატონი ჯაჯღანსის დედა, მარად ცხვირპირჩამომტირალი და ბუზღუნა დედილო ვაგლახი, შინნაკეთი მურაბებისა და ჯემ-­­კონფიტიურების კონკურსში იღებს მონაწილეობას, ამით ვითომ რა უნდა დაშავდეს?  ათასი რაღაც!  ამას დაუმატე ცხვირკბენია ციყვი, გაქცეული ფუტკრები, აფეთქებული რაკეტები და ჩამოცვენილი ბიპლანები და მიხვდები, რომ სანისა და მიმის საზრუნავი არ მოაკლდებათ. თანაც, ეს მხოლოდ მანამ, სანამ ჯაჯღანსები გისოსებს მიღმა ამოყოფენ თავს.  აი, იმის გაგებაც თუ გსურს, ციხეს როგორ დააღწევენ თავს, წიგნი ბოლომდე უნდა წაიკითხო.   
10.9
ჯაჯღანსები ხათაბალაში
ავტორი: ფილიპ არდა მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი სულაკაურის გამომცემლობა ეს სახალისო წიგნი უდარდელი, აუტანელი და.ახირებული ცოლ-ქმრის, ბატონი და ქალბატონი.ჯაჯღანსებისა და მათი პატარა შვილის, უფრო სწორად, სარეცხის.თოკიდან მოპარული და ნაშვილები ბიჭის, სანის სახალისო თავგადასავლებზე.მოგვითხრობს. ფურგონში მცხოვრებ მოხეტიალე ოჯახს ერთ ადგილზე დიდხანს.გაჩერება არ უყვარს, რადგან, როცა კი გაჩერდებიან, მუდამ.ხათაბალაში ეხვევიან. მაგრამ.საქმე ისაა, რომ ჯაჯღანსები არც ამ.ხათაბალების თავიდან ასარიდებლად.იწუხებენ თავს, რის გამოც მათ ამბავი კიდევ.უფრო სასაცილო და თავშესაქცევი ხდება. ჯაჯღანსების გარდა, ეს წიგნი ბევრ უცნაურ და სასაცილო.გმირს გაგაცნობთ. უჟმური ლორდი და უცნაური ლედი ლედი.,,ლა-ლა” დიიდები, ფეხსაცმლის მწმენდავი ბიჭი მიმი, რომელიც.სინამდვილეში გოგოა, ლორდ დიიდზე გადამტერებული.ლარი პატარსი და სხვა პერსონაჟები.ნებისმიერი ასაკის მკითხველს გაახალისებს. ჯაჯღანსების თავგადასავალი ცნობილი ილუსტრატორის, აქსელ შეფლერის.მიერ არის დასურათებული. მისი შესანიშნავი ილუსტრაციები.უკეთ გაგაცნობთ და ძალიან შეგაყვარებთ.ამ წიგნის ყველა გმირს.
10.9
ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები
ავტორი:ორჰან ფამუქი მთარგმნელი: ნანა ჯანაშია „ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები“ პირველად 1982 წელს გამოქვეყნდა და ორჰან ქემალისა (გამოჩენილი თურქი პროზაიკოსი) და „მილიეთის“ (ერთ-ერთი უმსხვილესი თურქული გაზეთი) პრემიები დაიმსახურა საუკეთესო რომანისათვის. ამ რომანში ერთი ჩვეულებრივი თურქული ოჯახის ყოველდღიური ცხოვრების ფონზე ასახულია თურქული საზოგადოების განვითარებისა და თურქეთის რესპუბლიკის ჩამოყალიბების რთული გზა. მოქმედება XX საუკუნის 20-იან წლებში იწყება და 70-იან წლებამდე გრძელდება, თუმცა წიგნში დასმული პრობლემები დღესაც აქტუალურია არა მხოლოდ თურქეთის, არამედ მთელი აღმოსავლური სამყაროსთვის.
19.9
ჯეინ ეარი
ავტორი: შარლოტ ბრონტე მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი პატარაობაშივე დაობლებული ჯეინი შეძლებული ბიძის სახლში ცხოვრობს, მაგრამ ულმობელი ბიცოლა და მისი გაზულუქებული შვილები ცუდად ეპყრობიან. გონიერ, შეუპოვარ და დაუმორჩილებელ გოგონას ათი წლის ასაკში მიაბარებენ საქველმოქმედო სასწავლებელში, სადაც ასევე მძიმე ცხოვრება აქვს. სასწავლებლის დასრულების შემდეგ ჯეინი აღმზრდელად მუშაობას იწყებს თორნფილდჰოლში, რომელიც მისტერ როჩესტერს ეკუთვნის და აქედან იწყება მისი სიყვარულის ისტორიაც. თუმცა ფრინველივით თავისუფალი ბუნების ახალგაზრდა ქალს დამოუკიდებელი და ბედნიერი ცხოვრების გზაზე მრავალი სიძნელე აქვს გადასალახი.  „ჯეინ ეარი“ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინგლისური რომანია, თავად მთავარი გმირი კი – ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე ხასიათის, დამოუკიდებელი და თავდაჯერებული ქალი. ნაწარმოები დღემდე იმდენად პოპულარულია, რომ მისი არაერთი ეკრანიზაცია არსებობს. რომანი თავისი უშუალობით, პირდაპირობითა და მასში დასმული, დღემდე აქტუალური, ზოგადსაკაცობრიო საკითხებით, თანამედროვე მკითხველის გულსაც იოლად იპყრობს. 
14.9
ჯეინ ეარი
ავტორი:შარლოტა ბრონტე თარგმანი: თამარ მაღრაძე მდიდარი,მაგრამ გულცივი ნათესავების ოჯახში უსიხარულო ბავშვობისა და ღარიბ გოგონათა საქველმოქმედო სასწავლებლის უმკაცრეს რეჟიმში გატარებული რვა წლის შემდეგ,ობოლი ჯეინ ეარი თორნფილდში,ედვარდ როჩესტერის სახლში,აღმზრდელად იწყებს მუშაობას.ბატონო ბევრს მოგზაურობს და იშვიათად არის თავის მამულში.დღეები გადის მშვიდად და მონოტონურად,მაგრამ ერთხელაც როჩესტერი ბრუნდება...
14.95
ჯეინ ეარი (13-14)
ავტორი: შარლოტ ბრონტე მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა პატარაობაშივე დაობლებული ჯეინი შეძლებული ბიძის სახლში ცხოვრობს, მაგრამ ულმობელი ბიცოლა და მისი გაზულუქებული შვილები ცუდად ეპყრობიან. გონიერ, შეუპოვარ და დაუმორჩილებელ გოგონას ათი წლის ასაკში მიაბარებენ საქველმოქმედო სასწავლებელში, სადაც ასევე მძიმე ცხოვრება აქვს. სასწავლებლის დასრულების შემდეგ ჯეინი აღმზრდელად მუშაობას იწყებს თორნფილდჰოლში, რომელიც მისტერ როჩესტერს ეკუთვნის და აქედან იწყება მისი სიყვარულის ისტორიაც. თუმცა ფრინველივით თავისუფალი ბუნების ახალგაზრდა ქალს დამოუკიდებელი და ბედნიერი ცხოვრების გზაზე მრავალი სიძნელე აქვს გადასალახი.  „ჯეინ ეარი“ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინგლისური რომანია, თავად მთავარი გმირი კი – ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე ხასიათის, დამოუკიდებელი და თავდაჯერებული ქალი. ნაწარმოები დღემდე იმდენად პოპულარულია, რომ მისი არაერთი ეკრანიზაცია არსებობს. რომანი თავისი უშუალობით, პირდაპირობითა და მასში დასმული, დღემდე აქტუალური, ზოგადსაკაცობრიო საკითხებით, თანამედროვე მკითხველის გულსაც იოლად იპყრობს. 
14.9
ჯეინ ეარი საკოლექციო
  ავტორი: შარლოტა ბრონტე   უმწეო გოგონების თავშესაფარში გაზრდილი ობოლი ჯეინ ეირი მუშაობას ტორნფილდში იწყებს - ედვარდ როჩესტერის მამულში. ბატონი ხშირად როჩესტერის ხშირი მოგზაურობის გამო ჯეინი მის არისტოკრატ მოზარდზე ზრუნავს. ერთხელაც როჩესტერი ბრუნდება მოგზაურობიდან ბრუნდება და მათი რომანტიული ისტორია სწორედ აქ იწყება
14.95
ჯეინ ოსტინის მკითხველთა კლუბი
ავტორი: კარენ ჯოი ფაულერი მთარგმნელი:ეკა მაჩიტიძე სერია: რომანები სიყვარულზე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი  
14.9
ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში
ავტორი: ჯანი როდარი მთარგმნელი: გივი კიკილაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა „ამ წიგნში ჯელსომინოს თავგადასავალია მოთხრობილი. ეს ამბავი თავიდან ბოლომდე თვითონ მიამბო და სანამ მოყოლას დაამთავრებდა, კინაღამ დავყრუვდი~, – ასე იწყება ყველასათვის საყვარელი იტალიელი საბავშვო მწერლის, ჯანი როდარის საოცარი მოთხრობა უცნაურ ბიჭუნაზე, ჯელსომინოზე, რომელსაც „ისეთი ძლიერი ხმა აქვს, მისი ჩურჩულიც კი მშვენივრად ესმით რეაქტიული თვითმფრინავის მგზავრებს, ზღვის დონიდან და თვით ჯელსომინოს თავს ზემოთ ათი ათასი მეტრის სიმაღლეზე რომ დაფრინავენ…~ ჯელსომინო-ბიჭი ცრუთა ქვეყანაში მოხვდება, სადაც ყოფილი მეკობრე გამეფებულა და უბრძანებია, ერთი სიტყვა სიმართლე არავინ გამაგონოთო! აქ კატები ყეფდნენ, ძაღლები კი კნაოდნენ. ამ ქვეყნის გაზეთს „სამაგალითო მატყუარა“ ერქვა, რომელშიც ყველა ახალი ამბავი იწერებოდა, ოღონდ – სულ პირიქით. ერთხელაც აქაურმა ხელმწიფემ სხვა ქვეყნის მეფეს ომი გამოუცხადა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ბრძოლის ნაცვლად, საფეხბურთო მატჩი ჩატარდა. რას ვიზამთ, ეს ხომ ცრუთა ქვეყანა იყო!
11.9
ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობების სრული კრებული
ქარჩხაძეს გამომცემლობა წიგნში შესულია ჯემალ ქარჩხაძის ყველა მოთხრობა, რომლებიც გამოქვეყნებული იყო ლიტერატურულ პრესაში ან – გამოცემული წიგნად. მოთხრობების დაწერის/გამოქვეყნების დიაპაზონი დიდია – 1964 წლიდან 1998 წლამდე
29.9
ჯინსების თაობა
ავტორი: დათო ტურაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
9.9
ჯნანა იოგა
ავტორი: სვამი ვივეკანანდა სვამი ვივეკანანდას წიგნში ჯნანა იოგა თავმოყრილია რელიგიურ-ფილოსოფიური წერილები, რომლებიც თანამედროვე ადამიანს სულიერი ცხოვრების არსზე დააფიქრებს. სამყარო მარადიულია და ეს მარადისობა ნებისმიერ ეპოქაში სხვადასხვა ფორმით გამოვლინდება, საჭიროა მუდმივი სიფხიზლე და მიყურადება, რაც ადამიანს სულიერ სიჯანსაღეში ამყოფებს და წარმავალობის ტკივილს დაათმენინებს.   კრებულში მედიტაციის, თვითჩაღრმავების, სულიერი წონასწორობის შესახებაა ვრცელი საუბრები. წერილები გაჯერებულია აღმოსავლური სიბრძნის, იგავების, მითების უნიკალური ნიმუშებით.
13.95
ჯოზეფ ანტონი
ავტორი: სალმან რუშდი მთარგმნელი:  გია ჭუმბურიძე ზაზა ჭილაძე სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა   1989 წლის 14 თებერვალს, ვალენტინობა დღეს, სალმან რუშდის BBC-ის რეპორტიორმა დაურეკა და ამცნო: აიათოლა ჰომეინიმ სიკვდილი მოგისაჯათო... სწორედ მაშინ გაიგო პირველად მწერალმა სიტყვა ”ფათვა”. ბრალად იმას სდებდნენ, შენი რომანი ”ეშმაკეული აიები” ისლამის, წინასწარმეტყველისა და ყურანის წინააღმდეგაა მიმართულიო. ისე გამოდიოდა, თითქოს საკუთარი ნებით კი არ დაეწერა რაღაც წიგნი, თვით შაითანის ნაკარნახევი აიები გადაეტანა ფურცელზე! აი, ასე იწყება ლამის დაუჯერებელი ამბავი იმის შესახებ, როგორ იქცა მწერალი კაცი დევნილად საკუთარ ქვეყანაში; მდევნელთაგან დასამალად კი იძულებული ხდებოდა მუდმივად ეცვალა ადგილსამყოფელი, ერთთავად პოლიციის დაცვის ქვეშ ყოფილიყო და ისიც კი მოსთხოვეს, ეგებ ფსევდონიმი შეგერჩიაო. მანაც საყვარელი მწერლები გაიხსენა და არჩევანი კონრადსა და ჩეხოვზე შეაჩერა - ასე მოევლინა ქვეყანას ჯოზეფ ანტონი. ამ წიგნში სალმან რუშდი პირველად ყვება სიტყვის თავისუფლებისათვის გადატანილი რთული ბრძოლის ყველა წვრილმანს - როგორ ცხოვრობდა პოლიციელებთან ერთად ერთ ჭერქვეშ, როგორ ცდილობდა მთავრობის მხრიდან თანადგომისა და გაგებისათვის მიეღწია, რა ურთიერთობა ჰქონდა სპეცსამსახურებთან, გამომცემლობებთან, ჟურნალისტებთან თუ თანამოკალმეებთან, როგორ მოახერხა კვლავ მოეპოვებინა თავისუფლება...
24.95
სიახლე
ჯოკერი
ავტორი: ტოდ ფილიპსი, სკოტ სილვერი ᲛᲝᲘᲠᲒᲔᲗ ᲦᲘᲛᲘᲚᲘᲐᲜᲘ ᲡᲐᲮᲔ „ჯოკერი“ DC-ის ცნობილი სუპერ ანტაგონისტის მითოლოგიითაა გაჟღენთილი, მაგრამ, ამავე დროს, მისგან სრულიად განსხვავდება. ესაა ემოციებით სავსე პერსონაჟის კვლევა და სიგიჟის ხვეულებში ამაღელვებელი ძიება კინემატოგრაფიული გზებით. გაეცანით სცენარისტების, ტოდ ფილიპსის და სკოტ სილვერის, დაუვიწყარ ნამუშევარს - თქვენ წინაშეა „ოსკარზე" არაერთგზის ნომინირე-ბული და "საუკეთესო სცენარის" კატეგორიაში გამარჯვებული კინოსცენარის ექსკლუზიური გამოცემა
27.95