HELLADOS და სხვა მოთხრობები
9.9
ავტორი: ნოდარ დუმბაძე
წიგნში შესულია ნოდარ დუმბაძის 14 მოთხრობა. თითოეული მათგანი მწერლისთვის ჩვეული სევდანარევი იუმორითაა სავსე. მოთხრობების სრულფასოვანი პერსონაჟები არიან არა მარტო ადამიანები, არამედ ცხოველები, ფრინველები და მცენარეებიც: აქ წაიკითხავთ, როგორ უმტკიცებს ქუჩის მაწანწალა ძაღლი სიყვარულსა და ერთგულებას თავის გადამრჩენს, როგორ განიცდის ღირსების შელახვას ამაყი მამალი თემურლენგი, ბებერ ვაშლის ხეს კი ყველა სიტყვა ადამიანივით ესმის. ნოდარ დუმბაძის მოთხრობებში ყველაფერია: სიხარული, თანაგრძნობა, სიკეთე, ერთგულება… ზოგჯერ კომიკური, ზოგჯერ კი სევდიანი, მაგრამ ყოველთვის უბრალო ცხოვრებისეული ამბები.
- გამომცემლობა
- სულაკაური
- ფასი
- 9.9
- წონა
- 0.299
- ნანახია
- 530
მსგავსი პროდუქტები
ცისფერი ირემი
ავტორი: არჩილ სულაკაური
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
სულაკაურის გამომცემლობა
დაუნდობელი მონადირის, ჩახმახ ფილთაზარის ძაღლი პიპა გადაწყვეტს, ერთხელ და სამუდამოდ დააღწიოს თავი სასტიკი პატრონის მონობას და სახლიდან გაიპარება. იგი გზაში დაუმეგობრდება მოხეტიალე მუსიკოს ოლილეს. პიპასა და ოლილეს სურთ, აღკვეთონ ჩახმახ ფილთაზარის თავნებობა, რომელსაც ცისფერი ირმის მოკვლა განუზრახავს. ცისფერი ირემი ხომ ტყის მარადიული სულია – ის თუ მოკვდა, ტყეც მოკვდება! მეგობრებს ამ კეთილ საქმეში ტყის ბინადარნი – მწიგნობარი წერო შიო, კაჭკაჭი ჭიბო, ჩხიკვი ჟოჟო, მაჩვი მუჩო, ბაჯბაჯა დათვი და გაქუცული მგელიც ეხმარებიან და ისინი ერთად შეძლებენ ჩახმახ ფილთაზარის დამარცხებას. პიპასა და ოლილეს კიდევ ბევრი საინტერესო თავგადასავალი გადახდებათ, სანამ ბოლოს საოცნებო პაპუჭინების ქვეყანაში არ მოხვდებიან, სადაც ყველა ძაღლი თავის კეთილ და მოსიყვარულე პატრონთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს.
12.9
ყაჩაღის ასული რონია
ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი
მთარგმნელი: თამარ ჩიქოვანი
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
რონია მამაცი და უშიშარი გოგოა და ეს არცაა გასაკვირი, ის ხომ ძლევამოსილი ყაჩაღის – მატისის ასულია, თანაც ჭექა-ქუხილის ღამეს დაიბადა; სწორედ იმ ღამეს, როცა მეხმა ორად გააპო მატისის ციხე და მთლიანად შეცვალა ყაჩაღთა ბელადისა და მისი 12 ყაჩაღის ცხოვრება. სწორედ იმ ღამეს მატისის მოსისხლე მტერს, ბორკასაც შეეძინა ვაჟი – ბირკი…
ალბათ უკვე ხვდები, რომ ეს წიგნი რონიასა და ბირკის უჩვეულო, ამაღელვებელ და უანგარო მეგობრობაზე მოგვითხრობს.
ცნობილი შვედი მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის, არაჩვეულებრივ ზღაპარში მეგობრობის ძალას ნამდვილად შეუძლია მთავარ პერსონაჟებს დააძლევინოს ყველა წინაღობა თუ ფათერაკი და ჩიბუხის კვამლს გააყოლოს ბოროტება.
10.9
კეთილი ბებერი ბუები და სხვა მოთხრობები
ავტორი: რევაზ ინანიშვილი
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
ამ წიგნში თავმოყრილია მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერლის, რევაზ ინანიშვილის რჩეული მოთხრობები პატიოსან, მშრომელ, გულწრფელ ადამიანებზე. ამ ნაწარმოებებში ცხოველები და ფრინველებიც კი სიყვარულითა და სიკეთით სავსენი არიან. წიგნში შეხვდებით ბებერ ბუებს, რომლებმაც თავიანთ ფრთებქვეშ შეიფარეს და გაყინვას გადაარჩინეს პატარა ბიჭუნა; ასტრონომობაზე მეოცნებე მამაც ბიჭს, შიოს, რომელმაც საშინელ ავდარში ვაჟკაცურად გადალახა ადიდებული მდინარე; გულისხმიერ მასწავლებელს, რომელმაც პატარა, ღარიბ მოსწავლეს გული ნუგეშითა და რწმენით გაუთბო. წაიკითხეთ და თქვენც გაითბეთ გულები სიყვარულით, იმედით, ღვთიური და ადამიანური სიკეთით სავსე ამ არაჩვეულებრივი მოთხრობებით.
8.9
სალამურას თავგადასავალი
ავტორი: არჩილ სულაკაური
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
ქონდარეთის ჯიუტმა და ძილისგუდა უფლისწულმა სიზმარში ნანახ ციცინათელების მწყემსთან თამაში მოინდომა. ღამის შიკრიკებმა ციცინათელების მზეთუნახავი მწყემსი მოიტაცეს და უფლისწულს მიჰგვარეს. მეგობრის გადასარჩენად სალამურამ ქვეყნიერება მოიარა და რა არ გადახდა თავს – ჯამბაზობაც ისწავლა და მუშტი-კრივიც…
წაიკითხე ყველა დროის საუკეთესო ქართული ლიტერატურული ზღაპარი – არჩილ სულაკაურის „სალამურას თავგადასავალი“ – და უფრო მეტს შეიტყობ სიკეთესა და მეგობრობაზე.
12.9