ალ-ჯავშან ალ-ქაბირ
35
მთარგმნელი: გიგა ბერიაშვილი
“ალ-ჯავშან ალ-ქაბირ” წინასწარმეტყველმა მუჰამედმა (კურთხეულ იყოს იგი) მთავარანგელოზი გაბრიელისგან (უფალმა დალოცოს იგი) მიიღო და ზეპირსიტყვიერი გადაცემის გზით, მის შვილთაშვილს, მეოთხე თაობის იმამს, ალი იბნ ალ-ჰუსეინ ზაინ ალ-აბიდინს (უფალმა წყალობა მოიღოს მასზე), გადაეცა, რომელმაც ეს ლოცვა წიგნად შეკრა.
ამ წიგნში მოცემული ლოცვა რამადანის თვეში, მარხვის პარალელურად იკითხება. ნათქვამია, რომ მორწმუნე, რომელიც რამადანის თვეში ამ წიგნს სამჯერ მაინც წაიკითხავს, ალლაჰი მასზე წყალობას მოიღებს, ცოდვებს მიუტევებს და აცხონებს.
- გამომცემლობა
- ახალი ეონის ბიბლიოთეკა
- ფასი
- 35
- წონა
- 0.199
- ნანახია
- 519
მსგავსი პროდუქტები
გნოსტიკური სახარება
მთარგმნელი: გიგა ბერიაშვილი
"გნოსტიკური სახარება" ოცამდე ტექსტისგან შემდგარი კრებულია, სადაც თავმოყრილია I-დან VII საუკუნემდე შექმნილი გნოსტიკური ნამუშევრები.
წიგნში შესულია ისეთი მნიშვნელოვანი ტექსტების თარგმანები, როგორებიცაა "სახარება თომასი", "სახარება მარიამ მაგდალინელისა", "სახარება იუდა ისკარიოტელისა", "სახარება პეტრესი", "ჰიპოსტაზები არქონებისა", "ნიკოდემუსის სახარება", "ფილიპეს სახარება", "იაკობის სახარება" და მრავალი სხვა გნოსტიკურ-ქრისტიანული, ებრაული, ბერძნულ-რომაული ნამუშევარი, რომლებშიც გნოსტიკური ფილოსოფია და სპირიტუალური სწავლება ღმერთების და არქონების, ეონებისა და პლერომას შესახებ, უმაღლესი პოეზიის ფორმებით არის გადმოცემული.
30
მისტიციზმი
ავტორი:ალისტერ ქროული
მთარგმნელი: გიგა ბერიაშვილი
გამომცემლობა: ახალი ეონის ბიბლიოთეკა
"მისტიციზმი" ალისტერ ქროულის ყველაზე ფუნდამენტური ტრაქტატის, Liber ABA-ს, პირველი ტომია, სადაც საუბარია იმ სულიერ გამოცდილებაზე, რომელიც ბუდას, იესოს, მუჰამედისა და მრავალი სხვა მასწავლებლის გონებაში დატრიალდა. აქ აღწერილია ის პროცესი, ის მოვლენები და შემთხვევები, რომელსაც ადამიანის გონება აწყდება ინიციაციის გზაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ტექსტი რაციონალური მსჯელობა და კრიტიკული ანალიზია და არა ისეთი ამპარტავანი სულიერი აბდაუბდა, დიადი გურუები რომ ატენიან ხოლმე თავიანთ მრევლს. ტექსტი ეპასუხება კითხვებს: რა მოხდა იესოს, ბუდას და მუჰამედის გონებაში? როგორ იქცნენ ისეთებად, როგორებადაც ისტორიას შემორჩნენ? რა პროცესებს გადიოდა მათი ცნობიერება, ვიდრე უმაღლეს ადამიანებად გარდაისახებოდნენ? ჩვენ როგორ შეგვიძლია მსგავსი გამოცდილება მივიღოთ?
ტექსტს დართული აქვს A∴A∴-ის* ოფიციალური ინსტრუქციები, ტექნიკები და რიტუალები, რომლითაც ნებისმიერი ადამიანი შეძლებს, უმაღლესი მაგიის მისტერიებს ეზიაროს.
25
აპოკრიფები, წიგნი მოციქულთა
მთარგმნელი: გიგა ბერიაშვილი
“აპოკრიფები, წიგნი მოციქულთა” მეორე ტომია “ახალი ეონის ბიბლიოთეკის” გნოსტიკური ლიტერატურის სერიისა - “აბრაქსას” - სადაც თავმოყრილია ის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი ნაშრომები, რომელთა მეშვეობით გნოსტიკურ სწავლებას გავეცნობით და ამ უძველესი ცოდნის წიაღში აღმოცენებული მისტიკური ხედვის შესახებ შევიტყობთ.
აქ თავმოყრილი 12 უდიდესი, გნოსტიკური ალეგორიებითა და სიმბოლოებით გაჯერებული ტექსტი, რომელსაც ქართულ ენაზე მკითხველი პირველად გაეცნობა, ცხადად დაგვანახებს პლერომასა და კენომას ბუნებას და ეონების, არქონებისა და ღმერთების შესახებ მოგვცემს ცოდნას.
ქართულ ენაზე მკითხველი პირველად შეძლებს წაიკითხოს თარგმანები ისეთი ტექსტებისა, როგორებიცაა: იოანეს საიდუმლო წიგნი, იაკობის საიდუმლო წიგნი, იაკობის გამოცხადებები, ტრაქტატი სამყაროს შექმნის შესახებ, ეგვიპტური სახარება, დიალოგები მაცხოვართან და მრავალი სხვა ბრწყინვალე ნამუშევარი.
31