santaesperanza
მისტიციზმი
მისტიციზმი

მისტიციზმი


25

ავტორი:ალისტერ ქროული

მთარგმნელი: გიგა ბერიაშვილი

გამომცემლობა: ახალი ეონის ბიბლიოთეკა

"მისტიციზმი" ალისტერ ქროულის ყველაზე ფუნდამენტური ტრაქტატის, Liber ABA-ს, პირველი ტომია, სადაც საუბარია იმ სულიერ გამოცდილებაზე, რომელიც ბუდას, იესოს, მუჰამედისა და მრავალი სხვა მასწავლებლის გონებაში დატრიალდა. აქ აღწერილია ის პროცესი, ის მოვლენები და შემთხვევები, რომელსაც ადამიანის გონება აწყდება ინიციაციის გზაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ტექსტი რაციონალური მსჯელობა და კრიტიკული ანალიზია და არა ისეთი ამპარტავანი სულიერი აბდაუბდა, დიადი გურუები რომ ატენიან ხოლმე თავიანთ მრევლს. ტექსტი ეპასუხება კითხვებს: რა მოხდა იესოს, ბუდას და მუჰამედის გონებაში? როგორ იქცნენ ისეთებად, როგორებადაც ისტორიას შემორჩნენ? რა პროცესებს გადიოდა მათი ცნობიერება, ვიდრე უმაღლეს ადამიანებად გარდაისახებოდნენ? ჩვენ როგორ შეგვიძლია მსგავსი გამოცდილება მივიღოთ?

ტექსტს დართული აქვს A∴A∴-ის* ოფიციალური ინსტრუქციები, ტექნიკები და რიტუალები, რომლითაც ნებისმიერი ადამიანი შეძლებს, უმაღლესი მაგიის მისტერიებს ეზიაროს.

 


გამომცემლობა
ახალი ეონის ბიბლიოთეკა
ფასი
25
ნანახია
1397
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები