ასტრიდ ლინდგრენი
სიახლე
24.95
ავტორი: მარია იზაბელ სანჩეს ვეგარა
ილუსტრატორი: ლინზი ჰანტერი
მთარგმნელი ინგა ანთიძე
ასაკი: 5+
გაეცანი გამოჩენილი ადამიანების ცხოვრებას, დიზაინერებიდან და ხელოვანებიდან დაწყებული მეცნიერების ჩათვლით. მათ დაუჯერებელ რაღაცებს მიაღწიეს, თუმცა თითოეულმა ბავშვური ოცნებებით დაიწყო.
ასტრიდს ადრეული ასაკიდან შეუყვარდა ზღაპრები. ბუნებაში გაზრდილი ისე ცხოვრობდა, როგორც მოუსვენარი პატარა გოგონა უნდა ცხოვრობდეს: სწავლობდა ტყის სამყაროს, თამაშობდა და ცელქობდა და-ძმასთან ერთად. პეპი გრძელწინდაც ამ გამოცდილებების შედეგად დაიბადა და დღემდე ბავშვურ მხიარულებას გვახსენებს. პატარების უსაყვარლესი ავტორის ამ შთამაგონებელი ამბის ბოლო გვერდებზე საინტერესო ფაქტებს წაიკითხავ და ფოტოებსაც დაათვალიერებ.
- გამომცემლობა
- არტანუჯი
- ფასი
- 24.95
- ნანახია
- 173
მსგავსი პროდუქტები
მიმბო-ჯიმბო მეგობარს სტუმრობს
ავტორი: იაკობ მარტინ სტრიდი
მთარგმნელი: თამარ კაკუბავა
ვინ არიან საუკეთესო მეგობრები, რომლებსაც შეუძლიათ სტუმრად ეწვიონ პატარა გოგონას შორს, უცხო ქვეყანაში შემოდგომის ერთ მშვენიერ დღეს? ესენი არიან მიმბო-ჯიმბო და მუმბო-ჯუმბო!
ჩვენ უნდა წავიდეთ საცურაო აუზზე, შემდეგ მუზეუმში და ბოლოს შევაგროვოთ ველური წაბლი.
21.95
როგორ გავხდეთ დრაკონივით ზრდილობიანი?
ავტორი: სტეფანკა სეკანინოვა
მარტინ შოიდრი
ანცი კონკია რომ მშვენიერ და დახვეწილ პრინცესად გადააქციო, რამდენიმე ჯადოსნურ თაგვზე მეტია საჭირო. სამეფო ეტიკეტის გაკვეთილები გვჭირდება. საბედნიეროდ, კონკია სწრაფად სწავლობს და მზად არის, ალუბლის კურკების პირიდან სროლაც შეწყვიტოს. ისწავლე კონკიასთან ერთად თავის მოვლა, მისალმების წესები, სპაგეტის ჭამა და შეიტყვე, რისთვის არის საჭირო ყველა ეს კოვზი, ჩანგალი და ბევრი სხვა რამ. პატარა საყვარელი დრაკონი სიამოვნებით დაგეხმარება. ვინ იცის, იქნებ პრინცმა და მკაცრმა დედოფალმაც ისწავლონ მხიარული კონკიასაგან რაღაც მნიშვნელოვანი... მოიცადე და ნახავ!
მხატვარი: მარტინ შოიდრი
მთარგმნელი: ანა აბელიანი
29.95
ნიკოლა ტესლა
ავტორი: მარია იზაბელ სანჩეს ვეგარა
ილუსტრატორი: ალექსანდერ მოსტოვი
მთარგმნელი: თამარ კაკუბავა
ასაკი: 5+
გაეცანი გამოჩენილი ადამიანების ცხოვრებას, დიზაინერებიდან და ხელოვანებიდან დაწყებული მეცნიერების ჩათვლით. მათ დაუჯერებელ რაღაცებს მიაღწიეს, თუმცა თითოეულმა ბავშვური ოცნებებით დაიწყო.
ჭექა-ქუხილისა დროს დაბადებულ ნიკოლა ტესლას დედამ „სინათლის ბავშვი“ შეარქვა. ერთხელ, კატის მოფერებისას, პატარა ნიკოლამ ელექტრული მუხტების გადაცემა იგრძნო და აღფრთოვანდა! ბიჭმა თავის ბრწყინვალე გონებაში წარმოდგენილი იდეები რეალობად აქცია. ელექტრული ინჟინერიის შესწავლის შემდეგ, ცვლადი დენის სიმძლავრის დასარეგულირებლად ისეთი მოწყობილობა გამოიგონა, რომელიც დღემდე ანათებს მსოფლიოს. გამომგონებლის შთამაგონებელი ისტორიის ბოლო გვერდებზე საინტერესო ფაქტებს წაიკითხავ და ფოტოებსაც დაათვალიერებ.
24.95