ბნელი კოშკი: ჯადოქარი და ბროლი (4)
22
ავტორი: სტივენ კინგი
მთარგმნელი: ანტონ სინატაშვილი
"ჯადოქარი და ბროლი" ციკლის მეოთხე წიგნია. მესამე წიგნის, "უნაყოფო მიწების", ბოლოს ბლეინი, კომპიუტერით მართული შეშლილი მატარებელი, როლანდსა და მის კა-ტეტს უცხადებს, რომ თუ გამოცანების შეჯიბრებაში ვერ დაამარცხებენ, ლიანდაგიდან გადავა. სწორედ ამ გამოცანების შეჯიბრებით იწყება "ჯადოქარი და ბროლი", რომელშიც ბევრ საინტერესო ამბავს ვიგებთ. რა მოხდა მას შემდეგ, რაც როლანდმა კაცობის გამოცდა ჩააბარა და მასწავლებელი დაამარცხა? ვინ არის სიუზენი, რატომ ერჩის მას კუდიანი რია? მეოთხე ნაწილში მრავალი საიდუმლო გამჟღავნდება.
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 22
- წონა
- 0.799
- ნანახია
- 573
მსგავსი პროდუქტები
ბნელი კოშკი #7
ავტორი: სტივენ კინგი
მთარგმნელი: ანტონ სინატაშვილი
სერია: პორტალი
"„ბნელი კოშკი“ სერიის მეშვიდე და ბოლო წიგნია. მეექვსე ნაწილით ის იდუმალი მწერალი გავიცანით, ბნელ კოშკთან ერთად როლანდის კა-ტეტის ბედისწერა რომაა. თავგადასავალი გრძელდება, უფრო სწორად, სუზანას მშობიარობით იწყება. ალისფერი მეფის დამქაშები მის ნაშიერს ელოდებიან... შეძლებენ ჯეიკი და მამა კალაჰენი მის გამოხსნას? ვინ არის არსება, რომელიც სუზანამ შობა? რა გეგმები აქვს უოლტერს, იმავე რენდალ ფლეგს? გადაარჩენენ თუ არა ჩვენი გმირები თავიანთ შემქმნელს? რა ბედი ეწევა მსროლელსა და მის კა-ტეტს? და, ბოლოს და ბოლოს, მიაღწევს თუ არა როლანდ დისქეინი ბნელ კოშკს? „ბნელი კოშკი“ ბევრ საინტერესო ფაქტს ახდის ფარდას, მაგრამ ამოხსნის ბნელი კოშკის იდუმალებას?"
32.95
ბნელი კოშკი: მსროლელი (1)
ავტორი: სტივენ კინგი
მთარგმნელი: ნიკა სამუშია
ამერიკელი მწერლის სტივენ კინგის რვა წიგნისაგან შემდგარი სერია „ბნელი კოშკი“ ფენტეზის, სამეცნიერო ფანტასტიკის, ჰორორისა და ვესტერნის მოყვარულებისთვის გამორჩეული საკითხავია. „ბნელ კოშკში“ მოთხრობილია მსროლელ როლანდ დისქეინის თავგადასავალი. მისი მიზანია, იპოვოს ბნელი კოშკი - ყველა სამყაროს შემაკავშირებელი ღერძი, რომელიც სამყაროებს ნგრევისა და ქაოსისგან იცავს. თავად ავტორი ამ სერიას თავისი შემოქმედების მწვერვალს უწოდებს. „მსროლელი“ სერიის პირველი წიგნია. მასში მკითხველი ეცნობა მთავარ გმირს, რომელსაც მეტოქის, ძლევამოსილი ჯადოქრის, შავსამოსიანი კაცის შეპყრობა განუზრახავს, რათა მისი დახმარებით ბნელ კოშკამდე მიაღწიოს. "ბნელი კოშკის" სერია მრავალ ენაზე ითარგმნა და მის მიხედვით ფილმის გადაღებაც იგეგმება.
18.95
ბნელი კოშკი 2 სამის გამორჩევა
ინგლისურიდან თარგმნა ნინო შეყილაძემ. ამერიკელი მწერლის, სტივენ კინგის რომანების ციკლი ”ბნელი კოშკი” ფენტეზის, სამეცნიერო ფანტასტიკის, ჰორორის, ვესტერნისა და, გარკვეულწილად, მელოდრამის წარმატებული ნაზავია, რის გამოც მან იმთავითვე დიდი პოპულარობა მოიპოვა ამ ჟანრების მოყვარულთა შორის. ნაწარმოებში მოთხრობილია მსროლელ როლანდ დისქეინის თავგადასავალი, რომელიც მას ბნელი კოშკის ძიების გზაზე გადახდ ება, თავად ბნელი კოშკი კი როლანდს ყველა სამყაროს შემაკავშირებელ ღერძად ესახება, რომელმაც ისინი ნგრევისა და ქაოსისაგან უნდა იხსნას. ”სამის გამორჩევა” ციკლის მეორე წიგნია. პირველი წიგნის, ”მსროლელის”, ბოლოს შავსამოსიანი კაცი როლანდს ტაროს კარტით უმკითხავებს და მომავალს უწინასწარმეტყველებს. იგი როლანდს ყურადღებას სამ უჩვეულო კარტზე - ”პატიმარზე”, ”ჩრდილების ქალბატონზე” და ”სიკვდილზე” ამახვილებინებს. ”სამის გამორჩევა” სწორედ ამ წინასწარმეტყველების ახდენაზე მოგვითხრობს - როლანდის მეორე ნაბიჯზე კოშკის ძიების რთულსა და ხიფათით სავსე გზაზე.
14.9
ბნელი კოშკი: კალას მგლები (5)
"კალას მგლები" ციკლის მეხუთე წიგნია. ავტორი მკითხველს ამჯერადაც საინტერესო და იდუმალებით მოცულ სამყაროში ეპატიჟება. რა არის კალა და რა სურთ მათ მის მცხოვრებლებს? ვინ არის უცნაური მღვდელი, საკუთარ თავს მამა კალაჰენს რომ უწოდებს? რა მაგიური ძალა იმალება მის ეკლესიაში? საით მიდის გამოქვაბული, რომლისაც ყველას ეშინია? რა უნდა სუზანას სხეულში დაბადებულ მიას? ბოლოს და ბოლოს, ვინ არიან თანდერკლეპიდან ჩამოსული მგლები, რომლებიც კალელებს შიშის ზარს სცემენ?
21.95
ბნელი კოშკი: ჯადოქარი და ბროლი (4)
ავტორი: სტივენ კინგი
მთარგმნელი: ანტონ სინატაშვილი
"ჯადოქარი და ბროლი" ციკლის მეოთხე წიგნია. მესამე წიგნის, "უნაყოფო მიწების", ბოლოს ბლეინი, კომპიუტერით მართული შეშლილი მატარებელი, როლანდსა და მის კა-ტეტს უცხადებს, რომ თუ გამოცანების შეჯიბრებაში ვერ დაამარცხებენ, ლიანდაგიდან გადავა. სწორედ ამ გამოცანების შეჯიბრებით იწყება "ჯადოქარი და ბროლი", რომელშიც ბევრ საინტერესო ამბავს ვიგებთ. რა მოხდა მას შემდეგ, რაც როლანდმა კაცობის გამოცდა ჩააბარა და მასწავლებელი დაამარცხა? ვინ არის სიუზენი, რატომ ერჩის მას კუდიანი რია? მეოთხე ნაწილში მრავალი საიდუმლო გამჟღავნდება.
22
ბნელი კოშკი: სუზანას სიმღერა (6)
მთარგმნელი: ანტონ სინატაშვილი
წიგნი კალაში გაჩხერილი როლანდისა და კა-ტეტის დანარჩენი წევრების მანებთან საუბრით იწყება. შეძლებს თუ არა მსროლელი ამჯერადაც დახშული კარის გაღებას და მისი საშუალებით იმ სამყაროში გადასვლას, საითაც სუზანა/მია წავიდა? ვინ არის ის იდუმალი ავსული, რომელიც მიას სხეულს დაეპატრონა? დაეხმარებიან, თუ არა კარის გაღებაში მსროლელს მანელი ქენთაბი და მისი თანამოძმენი? ვინ არის ის იდუმალი მწერალი, რომელსაც, ბნელ კოშკთან ერთად, როლანდის კა-ტეტის ბედისწერა ხელთ უპყრია?
21.95