გენერალი თავის ლაბირინთში
14.9
ესპანურიდან თარგმნა თეა გვასალიამ
სახელოვანმა გენერალმა და პრეზიდენტმა, რომელიც თავისი მმართველობის მანძილზე სათავეში ედგა 20-წლიან ომებს სამშობლოს ერთინობისა და თავისუფლებისათვის, რომელმაც დაამხო ესპანელთა ბატონობა იმპერიაში, – გადაწყვიტა სამუდამოდ დაეტოვებინა არამხოლოდ თანამდებობა, არამედ ქვეყანაც.
ეს ბოლომდე დაუჯერებელი ამბავი მისი ახალი ცხოვრების დასაწყისად იქცა.
გაბრიელ გარსია მარკესის ეს წიგნი იმ მმართველის ხვედრზე მოგითხრობთ, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე საკუთარ სიმართლეში, გადაწყვეტილებათა და ჩადენილი ქმედებების სიზუსტეშია დარწმუნებული მაშინ, როცა ქვეყანაში მის წინააღმდეგ შეთქმულება ამბოხებებს ენაცვლება.
- გამომცემლობა
- ინტელექტი
- ფასი
- 14.9
- წონა
- 0.299
- ნანახია
- 430
მსგავსი პროდუქტები
საუკუნის სკანდალი
ავტორი: გაბრიელ გარსია მარკესი
ესპანურიდან თარგმნეს ელზა ახვლედიანმა და მაკა გოგოლაშვილმა
სერია: "ინტელექტი'' 25 წლისაა
ამ წიგნს სამსჯავროზე გამოჰყავს ჟურნალისტი გაბრიელ გარსია მარკესი, ბოლოს და ბოლოს თავი რომ დაიხსნა ახალგაზრდა, დაღმართზე დამდგარი ბოჰემური გაბოსგან, რომელიც ცოტაც და როგორც მწერალი დაიკარგებოდა, და შემდგომ ორმოცი წლიდან სიკვდილამდე, ჩამოყალიბებულმა, დაფასებულმა და ზეაღმატებულმა ღირსეულად იცხოვრა.
„საუკუნის სკანდალი“ ამ კრებულში ერთ-ერთი ვრცელი და მთავარი რეპორტაჟია. კრებულის სათაურადაც სწორედ ისაა შერჩეული. აქ წარმოდგენილი ტექსტები 1950-1987 წლებში იბეჭდებოდა გაზეთებში. მკითხველი ახალგაზრდა მარკესის საგაზეთო სტატიების კითხვისას ამოიცნობს ახალბედა მთხრობლის სურვილს – სწრაფვას ლიტერატურისკენ, იპოვის ფრაგმენტებს, რომლებშიც იკვეთება ბუენდიების ოჯახი, არაკატაკა...
34.95
მოგზაურობა აღმოსავლეთ ევროპაში
ავტორი: გაბრიელ გარსია მარკესი
მთარგმნელი: ელზა ახვლედიანი
გაბრიელ გარსია მარკესმა 1957 წელს აღმოსავლეთ ევროპაში იმოგზაურა და რამდენიმე თვის განმავლობაში შემოიარა აღმოსავლეთ გერმანია, ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი, საბჭოთა კავშირი და უნგრეთი.
„ქვეყნები, ისევე როგორც ქალები, სჯობს ახალგაღვიძებულზე ნახო“ – წერს ერთგან მარკესი და ყოფილ სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში ყოფნისას მუდმივად ცდილობს, ოფიციალური პროტოკოლით დადგენილ მარშრუტებს გაექცეს და უბრალო ადამიანებს გამოელაპარაკოს – პირადად მათგან და მათი ცხოვრების წესზე დაკვირვებით გაიცნოს უკეთ რკინის ფარდის მიღმა არსებული სამყარო.
ღია თვალებით დანახული ადუღებული პოლონეთი, უნგრელი ხალხის ანონიმური პროტესტი სახალხო აჯანყების ჩახშობიდან ერთი წლის შემდეგ, მოსკოვი – ყველაზე დიდი სოფელი მსოფლიოში და საბჭოთა კავშირში აკრძალული კაფკა, რომელიც სტალინის კარგი ბიოგრაფი იქნებოდა... – წაიკითხეთ დიდი კოლუმბიელი მწერლის სამოგზაურო წიგნში.
15
გაბო - მაგიური ცხოვრების მოგონებანი
ავტორი: პანტოხა ოსკარ; ბუსტოსი მიგელ; კამარგო ფილიქე; კორდობა ტატიანა
მთარგმნელი: თეა გვასალია
წიგნი, რომელიც არის მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი ლეგენდის ცხოვრების გზის ამსახველი გრაფიკული შედევრი. წიგნი - კომიქსი, რომელიც გადმოსცემს გაბიერლ გარსია მარკესის ცხოვრების განვლილ გზას.
17
მარტოობის ასი წელიწადი
ავტორი: გაბრიელ გარსია მარკესი
სერია: აკრძალული წიგნების თარო
მთარგმნელი: ელზა ახვლედიანი
„მარტოობის ას წელიწადში“, გამოგონილ სამყაროში, მაკონდო XIX საუკუნის 40-იან წლებში იბადება და XX საუკუნის 30-იან წლებამდე, ანუ მთელ საუკუნეს ძლებს. ამ საუკუნის განმავლობაში დასახლებაში ექვსი თაობა შეიცვლება. ექვსი თაობა ხუმრობა საქმე არ გეგონოთ. ბერძნულ მითოლოგიას თუ გადავხედავთ, აქ არის ოთხი თაობა: ქაოსიდან ჩნდება წესრიგი, შემდეგ მოდის ურანოსი, კრონოსი და ბოლოს ზევსი. ადამიანები მეხუთე თაობაში ჩნდებიან, ხოლო ოქროს ადამიანების გადაგვარება და დაცემა, მათი რკინის ადამიანებად ქცევა მეექვსე თაობაში ხდება. აი ეს იცის მარკესმა!
მას შეეძლო ნებისმიერი ქალაქი აეღო და გაენადგურებინა ისე, როგორც რომი დაანგრია და მოსპო ლუიჯი პირანდელომ. ეს ცალკე ხელოვნებაა. თუმცა მაკონდო გაბოს ერთი მთავარი რამის სათქმელად დასჭირდა – ექვსი თაობა, განვითარებაც და გადაგვარებაც, თუმცა უკანასკნელი მათგანიც რომ გადარჩენილიყო, სამყარო უკეთესი იქნებოდა. აი ამ ტრაგიკული აზრის თქმა სურდა მარკესს. პატარა მაკონდოს ისტორია კოლუმბიის ისტორიის ერთ-ერთი საუკუნე არ გეგონოთ – ეს მთელი სამყაროს ისტორიაა.“ – ლევან ბერძენიშვილი
ბევრისთვის შესაძლოა გაუგებარი იყოს, რატომ შეიძლებოდა გაბრიელ გარსია მარკესის ეს გენიალური რომანი ოდესმე აკრძალულიყო. `მარტოობის ას წელიწადს" კი წლების განმავლობაში ასაჩივრებდნენ და კრძალავდნენ უხამსი ენის, წიგნში აღწერილი ძალადობისა და მკრეხელობის, დაუფარავი სექსუალური სცენებისა და ემოციურად ამაღელვებელი თემების გამო, როგორიცაა ომი, სიკვდილი, ინცესტი, ოკულტიზმში თანამონაწილეობა, უპატივცემულოდ მოხსენიებული რელიგიური და პოლიტიკური ხელისუფლება. 1986 წელს რომანი შეეწირა ვასკოში, კალიფორნიის უმაღლესი სკოლების გაერთიანების წიგნების სიის წმენდას, რადგან ნობელის პრემიის ლაურეატის ნაწარმოები მიიჩნიეს, `ნაგვად, რომელიც ლიტერატურად საღდებოდა". ჩამოთვლილ მიზეზთა გამო, გაზეთ „სემანას" ცნობით, „მარტოობის ასი წელიწადი“ კოლუმბიაშიც კი აიკრძალა. ბოლო წლებში კი წიგნი ცენზურას ემსხვერპლა რუსეთში, ირანსა და ქუვეითში. რუსეთში ცენზურა სექსუალური შინაარსის სცენების ამოღებით ან მოდიფიკაციით შემოიფარგლა. ირანმა და ქუვეითმა კი `მარტოობის ასი წელიწადი" ძალადობრივი მორალის გამო აკრძალა.
34.95
გენერალი თავის ლაბირინთში
ესპანურიდან თარგმნა თეა გვასალიამ
სახელოვანმა გენერალმა და პრეზიდენტმა, რომელიც თავისი მმართველობის მანძილზე სათავეში ედგა 20-წლიან ომებს სამშობლოს ერთინობისა და თავისუფლებისათვის, რომელმაც დაამხო ესპანელთა ბატონობა იმპერიაში, – გადაწყვიტა სამუდამოდ დაეტოვებინა არამხოლოდ თანამდებობა, არამედ ქვეყანაც.
ეს ბოლომდე დაუჯერებელი ამბავი მისი ახალი ცხოვრების დასაწყისად იქცა.
გაბრიელ გარსია მარკესის ეს წიგნი იმ მმართველის ხვედრზე მოგითხრობთ, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე საკუთარ სიმართლეში, გადაწყვეტილებათა და ჩადენილი ქმედებების სიზუსტეშია დარწმუნებული მაშინ, როცა ქვეყანაში მის წინააღმდეგ შეთქმულება ამბოხებებს ენაცვლება.
14.9
გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა
ავტორი გაბრიელ გარსია მარკესი
„გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გაბრიელ გარსია მარკესის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული წიგნია, რომელიც 1981 წელს გამოიცა. რომანის მთავარი გმირი – სანტიაგო ნასარი წინასწარ დაგეგმილი მკვლელობის მსხვერპლია. ქორწინების პირველ ღამეს, ის მეუღლესთან დაასმინა ანხელა ვიკარიომ, მისმა ძმებმა კი შერცხვენილი სახელისა და ნამუსის აღსადგენად, ნასარის მოკვლა გადაწყვიტეს. ამ გადაწყვეტილების შესახებ მთელმა ქალაქმა იცის, თუმცა არავის უცდია მათი შეჩერება. ყველა დიდ სეირს ელოდება. სანტიაგო ნასარის სიკვდილისწინა სიზმრით დაწყებულ თხრობაში სხვა სიზმრებიც შემოგხვდებათ; საერთოდაც, ეს ტექსტი წინათგრძნობითაა განმსჭვალული – დასაწყისშივე „დაანონსებული მკვლელობის ქრონიკაში მარკესმა თანამედროვე სამყაროს სურათიც გააცხადა: მასობრივი საინფორმაციო ტერორის სინამდვილე, სადაც ადამიანი გამოცხადებული ქრონიკის ნაწილად, მსხვერპლად, საზოგადოება კი გულგრილ მაყურებლად, მეტიც – ხელშემწყობადაც კი იქცა.
19.9
ჩილეში არალეგალურად შეპარული მიგელ ლიტინის თავგადასავალი
ავტორი გაბრიელ გარსია მარკესი
მთარგმნელი: თეა გვასალია
პინოჩეტის სამხედრო დიქტატურას გამოქცეულმა და სამშობლოში დაბრუნების უფლებაწართმეულმა კინორეჟისორმა მიგელ ლიტინმა თავის შვილებს აღუთქვა, რომ სისხლიანი რეჟიმის ავტორს – პინოჩეტის – შვიდიათას მეტრიან ვირის კუდს გამოაბამდა. რეჟისორმა სიტყვა შეასრულა – ჩილეში არალეგალურად შეიპარა და 12-წლიანი სამხედრო დიქტატურის შემდეგ, შვიდიათას მეტრიან ფირზე აღბეჭდა ქვეყნის სასტიკი რეალობა. როგორ გაართვა თავი კინორეჟისორმა ესოდენ რთულ და სახიფათო ამოცანას, როგორ გადაღო არა მარტო თავის, არამედ ქვეყნის ცხოვრების უმთავრესი კინო – ამაზე მიგელ ლიტინი თავად გიამბობთ ლეგენდარული კოლუმბიელი მწერლის, გაბრიელ გარსია მარკესის წიგნში.
14.9
ათი დღე ზვიგენების პირისპირ
ავტორი გაბრიელ გარსია მარკესი
მთარგმნელი თეა გვასალია
წიგნში მოთხრობილი ნამდვილი ამბავი – კოლუმბიის სამხედრო ფლოტის საესკადრო გემის კალდასის დაღუპვა – 1955 წლის თებერვალში მოხდა. ეკიპაჟის რვა წევრიდან მხოლოდ ერთი გადარჩა, რომელიც კოლუმბიის ჩრდილოეთის უკაცრიელ სანაპიროზე ცოცხალ-მკვდარი იპოვეს, მას შემდეგ, რაც ათი დღე ზღვის ტალღებზე მოდრეიფე ტივზე გაატარა. ლუის ანხელ ბელასკო – ასე ერქვა მეზღვაურს. ის სულ მალე ჟურნალ-გაზეთებისა და სარეკლამო სააგენტოების მთავარ სახედ იქცა. თუმცა, უკვე ყველასთვის ნაცნობ და ათასჯერ ნაამბობ მის თავგადასავალში კიდევ იმალებოდა რაღაც, რომლის მოყოლაც მან ცნობილი მწერლისთვის, გაბრიელ გარსია მარკესისთვის გადაწყვიტა. რა უამბო ბელასკომ მწერალს და რას მოგვითხრობს მარკესი? სულისშემძვრელ გამძლეობასთან და სიცოცხლისთვის ბრძოლის წყურვილთან ერთად, წიგნში ბევრი სხვა ადამიანური ამბავიც იკითხება.
14.95
ერთი ტყვეობის ამბავი
ავტორი გაბრიელ გარსია მარკესი
მთარგმნელი თეა გვასალია
ერთი ტყვეობის ამბავი 1990-იანი წლებში ნარკოდაჯგუფების მიერ კოლუმბიელი ჟურნალისტი ქალის, მარუხა პაჩონის გატაცების რეალურ ამბავზეა დაფუძნებული. რომანი მოგვითხრობს გატაცებათა მთელ სერიაზე, რეალისტურად არის აღწერილი გამტაცებლების სისასტიკე და უმოწყალობა, მძევალთა სასოწარკვეთილება, გაქცევის მცდელობა, მკვლელობები, რაც სახელმწიფოსთან შეუმდგარი მოლაპარაკებების პარალელურად მიმდინარეობდა. ნარკოდილერები ექსტრადიციის შესახებ ახლადმიღებულ კანონს აუმხედრდნენ. კანონს, რომელიც მთავრობას უფლებას აძლევდა ნარკომაფიის წევრები აშშ-ს მართლმსაჯულებისთვის გადაეცა, იქ კი მათ სულ სხვაგვარად გაუსწორდებოდნენ, ვიდრე კოლუმბიაში. ქვეყანაში კი უსასტიკესი ომი მიმდინარეობდა და უდანაშაულო ადამიანების ცხოვრებას ცვლიდა.
19.95