santaesperanza
დაბრუნება
დაბრუნება

დაბრუნება


16.9

ავტორი: იაა ჯასი

მთარგმნელი: თამარ ლომაძე

 

„დაბრუნება” წარმოშობით განელი ამერიკელი მწერლის, იაა ჯასის სადებიუტო რომანია, რომელიც 2016 წელს გამოქვეყნდა და მკითხველთა დიდი ყურადღება მიიპყრო.

მოქმედება ორ კონტინენტზე ვითარდება და სამ საუკუნეს მოიცავს. ეს არის ისტორია ორი ნახევარდისა და მათი შთამომავლების ბედზე: განაში, აფრიკაში, ორ სხვადასხვა სოფელში იბადება ორი და, ეფია და ესი, რომლებმაც არაფერი იციან ერთმანეთის შესახებ. ეფია ცოლად მიჰყვება ბრიტანელ კოლონიზატორს, ხოლო ესის შეიპყრობენ და მონად გაყიდიან.
ავტორი ოსტატურად მოგვითხრობს უთანასწორობის, კოლონიალიზმისა და მონობის პრობლემებზე; განიხილავს ისტორიული უსამართლობის გრძელვადიან შედეგებს, რასობრივი იდენტობის სირთულეებსა და წარსულის როლს აწმყოს ფორმირებაში. თოთხმეტი პერსონაჟის ამბის კვალდაკვალ, მკითხველი დაფიქრდება იმ ღრმა კავშირებზე, რაც წინაპრებთან და ერთმანეთთან გვაახლოებს.


გამომცემლობა
ქარჩხაძის გამომცემლობა
ფასი
16.9
ნანახია
150
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები