ეკლებისა და ვარდების სამეფო
16.95
- ავტორი: სარა ჯ. მაასი
- მთარგმნელი: ნინო შეყილაძე
- სერია: ლიბერთინს
ოდესღაც დიდებული ოჯახი, გაღატაკების შემდეგ, ციხე-დარბაზიდან პატარა კოტეჯში გადასახლდება. სამი დიდან ყველაზე უმცროსი, ცხრამეტი წლის ფერა იძულებულია, შიმშილით რომ არ დაიხოცონ, საშიშ ტყეში ინადიროს. ერთ დღეს ფერა ტყეში მგელს მოკლავს. იმავე საღამოს, მას შინ მხეცისმაგვარი არსება შურის საძიებლად მიადგება. მომაკვდინებელი მაგიით მოცულ მხარეს ფერა მხოლოდ და მხოლოდ ლეგენდებიდან იცნობს და მალე აღმოაჩენს, რომ მისი დამატყვევებელი ცხოველი კი არა, ტემლინია - საშიში, უკვდავი ფეა.
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 16.95
- წონა
- 0.463
- ნანახია
- 258
მსგავსი პროდუქტები
უკუღმართი სამეფო
ავტორი: ლი ბარდუგო
სერია: ლიბერთინს
კაზ ბრეკერი და მისი გუნდი ისეთ სახიფათო საქმეში ჩაებნენ, თავადაც არ ეგონათ ცოცხლები თუ გამოძვრებოდნენ. თუმცა მსუყე ნადავლის მოხელთების ნაცვლად, გადარჩენისთვის ბრძოლა უწევთ. კუთხეში მიმწყვდეულები და დასუსტებულები ფულის, მოკავშირეებისა და იმედის ნაკლებობას განიცდიან. კეტერდამში მთელი მსოფლიოდან სხვადასხვა ძალები იყრის თავს, რათა იურდა პარემად ცნობილი საშიში ნარკოტიკის საიდუმლოს ფარდა ახადონ. ძველი მეტოქეები და ახალი მტრები კაზის გამჭრიახობის საპირწონედ და გუნდის მყიფე ერთგულების გამოსაცდელად ჩნდებიან. ქალაქის ბნელ და დახლართულ ქუჩებში ომი იწყება ბრძოლა შურისძიებისა და საზღაურისთვის, რომელიც გრიშების სამყაროს ბედს გადაწყვეტს.
18.95
ჩრდილი და ძვალი
ავტორი: ლი ბარდუგო
სერია: ლიბერთინსი
მარადიული სიბნელის ბარიერით ორად გაყოფილი სამყაროს შესახებ, სადაც ზებუნებრივი არსებები ადამიანის ხორცით იკვებებიან. მთავარი გმირი ახალგაზრდა ჯარისკაცი-გოგონა – ალინა სტარკოვი ერთხელ საკუთრ თავში წარმოუდგენელ ჯადოსნურ ძალას აღმოაჩენს, რომელსაც ახლა ორად გაყოფილი მისი ოდესღაც ძლიერი ქვეყანის გაერთიანება შეუძლია, რომელშიც ადრე უძველესი მაგიის მატარებელი ჯადოქრები ცხოვრობდნენ. მაგრამ გოგონას წინააღმდეგ საშიში ძალები შეთქმულებას აწყობენ…
18.95
ნისლისა და მრისხანების სამეფო
ავტორი: სარა ჯანეტ მაასი
მთარგმნელი: ნინო შეყილაძე
სერიალი: ბერთინს
ფერა ემერანთას მარწუხებს დაუსხლტა და გაზაფხულის სამეფოში დაბრუნდა. თუმცა ამისათვის მან დიდი საფასური გადაიხადა. მართალია, ფერა ახლა უკვე მაღალი ფეის ძალების მფლობელია, გულით ის მაინც ადამიანია; სწორედ ამიტომ ვერ ივიწყებს იმ სისასტიკეს, რომელიც ტემლინის ფერიების გადასარჩენად ჩაიდინა. ფერას არც რისენდთან, ღამის სამეფოს თავზარდამცემ მაღალ ლორდთან, დადებული გარიგება დავიწყებია.
18.95
ყინულის დრაკონი
ავტორიჯორჯ რ. რ. მარტინი
მთარგმნელიირაკლი სულაძე
სერია: ლიბერთინს
ყინულის დრაკონის ძალასა და დიდებულებაზე მრავალი მითი და ლეგენდა არსებობს.უხსოვარი დროიდან მოყოლებული,ვერავინ შეძლო მისი მოთვინიერება.და აი, საუკუნეებგამოვლილი,ბრძოლებგადატანილი შემზარავი ურჩხული ჯორჯ რ. რ. მარტინის მიერ შექმნილ სამყაროსაც დაემუქრა,გადაუფრენს მას და შიშის ზარს დასცემს ადამიანებს.ყველა ემალება მის რისხვას,ყველას ზარავს მისი დანახვა!მხოლოდ ერთი პატარა გოგონა ელოდება მოუთმენლად ურჩხულთან შეხვედრას,ეს ადარაა,იმ სოფლის მკვიდრი,რომელიც დრაკონის ყოველ გამოჩენაზე ყინულის ფენით იფარება...
12
ბოროტი მოდის აქ, კაცის მტერი
ავტორი: რეი ბრედბერი
სერია: ლიბერთინსი
ოქტომბრის გრილ საღამოს, ჰელოუინამდე ერთი კვირით ადრე, როცა შუაღამეს სამი საათი გადასცდება, ილინოისის შტატის ქალაქ გრინთაუნს მოხეტიალე ცირკი ეწვევა. ტრიალებს უცნაური და საშიში კარუსელი! სარკეების ლაბირინთი ცნობისმოყვარეებს იზიდავს და კარნავალიც პირველ მსხვერპლს იქცევს თავის კლანჭებში. ბოროტი და სასტიკი ძალა ცდილობს, აქაურობას დაეპატრონოს, სინათლე განდევნოს, კეთილი ადამიანები ზომბებად აქციოს... მხოლოდ წმინდა სულის ადამიანებს შესწევთ ბოროტებასთან დაპირისპირების ძალა. ქალაქი ორი მოზარდისა და შუახნის მამაკაცის იმედად რჩება. მათ უნდა შეძლონ შემოდგომის ადამიანებთან გამკლავება, თორემ ყველაფერს წყვდიადი შთანთქავს.
13
შარლოტის კვალი
ავტორი:ბრიტანი კავალარო
სერია: ლიბერთინსი
ჯეიმი უოტსონს შერინგფორდში, კონექტიკუტში მდებარე მოსამზადებელ სკოლაში, გაუცხოებული მამისგან სულ ერთი საათის სავალზე, სარაგბო სტიპენდია ყველაზე ნაკლებად სჭირდებოდა, მაგრამ მხოლოდ ეს ნამდვილად არ იყო ერთადერთი სირთულე: შერინგფორდში სწავლობს შარლოტ ჰოლმსიც, ცნობილი დეტექტივის შვილთაშვილის შვილიშვილიც, რომელსაც მისი სახელგანთქმული წინაპრისგან მემკვიდრეობით არა მხოლოდ გენიალობა, არამედ აუტანელი ხასიათიც ერგო. იმ ყველაფრიდან გამომდინარე, რაც კი ჯეიმის შარლოტზე სმენია, უმჯობესია, მისით აღფრთოვანება შორიდან გამოხატოს. ერთმანეთთან შეხვედრისას მათ შორის მუხტი იბადება. ბედისწერის მოთხოვნით, მათი მეტოქეობა ბევრად საგრძნობი უნდა ყოფილიყო, ვიდრე სხვა ნებისმიერი წყვილს შორის, მაგრამ როდესაც შერინგფორდელი მოსწავლე საეჭვო გარემოებებში კვდება – შერლოკ ჰოლმსის ისტორიების საუკეთესო ტრადიციების დაცვით, ჯეიმის აღარ შეუძლია განზე დგომა. ჯეიმისა და შარლოტს მკვლელობა ბრალდებათ და მისი გაბათილება მხოლოდ შარლოტს შეუძლია. საფრთხე თანდათან იზრდება, უსაფრთხო გარემო აღარსადაა და სანდოდ მხოლოდ ერთმანეთიღა რჩებათ.
14
კატაკომბა
ავტორი: მედლინ რუ
მთარგმნელი: ირაკლი სულაძე
სერია: ლიბერთინს
"თავდაპირველად დადგენილი წესები ასეთი იყო: პირველი: მხატვარმა უნდა აირჩიოს გარდაცვლილისთვის ძვირფასი საგანი. მეორე: საკუთარი არჩევნის მიმართ მხატვარს არ უნდა გაუჩნდეს არც დანაშაულის და არც სინანულის გრძნობა. მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი: საგანს ძალა არ მიენიჭება მანამ, სანამ სისხლით არ დაიფარება, ხოლო რაც უფრო უდანაშაულო ადამიანის იქნება ის, მით მეტად მძლავრი აღმოჩნდება შედეგი.
12.95