ლოლიტა
14.9
ავტორი: ვლადიმირ ნაბოკოვი
მთარგმნელი: თამარ ლომიძე
ნაბოკოვის ნაწარმოებებს შორის უდავოდ გამორჩეული ადგილი უკავია „ლოლიტას“, რომელსაც კრიტიკოსები ხშირად მოიხსენიებენ XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მხატვრულ ნაწარმოებად. „ლოლიტა, თეთრკანიანი ქვრივი მამაკაცის აღსარება“ – ასე უწოდებს თავად მწერალი რომანს, რომელიც ერთი შეხედვით მოწიფული მამაკაცისა და თორმეტი წლის გოგონას საბედისწერო, წინააღმდეგობრივი სიყვარულის ამბავია, მაგრამ სასიყვარულო ისტორიის მიღმა დახვეწილი ევროპისა და ომისშემდგომი „ჭკუამხიარული“ ამერიკის შეჯახებაა დახატული. „ლოლიტა“ სავსეა სიმბოლური სახეებით, სიტყვათა თამაშითა და ღრმა ფსიქოლოგიური პორტრეტებისა და პერსონაჟების ზუსტი, ლაკონიური აღწერით.
- გამომცემლობა
- სულაკაური
- ფასი
- 14.9
- წონა
- 0.499
- ნანახია
- 682
მსგავსი პროდუქტები
დაღმამავალი
ავტორი: თომას ბენჰარდი
მთარგმნელი: მაია ფანჯიკიძე
სერია: ლიტოდისეა
თომას ბერნჰარდის რომანის მთხრობელი „საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი ვირტუოზი შემსრულებლის“, კანადელი პიანისტის გლენ გულდის შესახებ წერს თხზულებას, როდესაც ატყობინებენ, რომ მათმა საერთო მეგობარმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გლენ გულდი, ვერთჰაიმერი და მთხრობელი ერთად სწავლობდნენ ჰოროვიცთან ზალცბურგის მოცარტეუმში. გულდის ზებუნებრივმა გენიამ განსაზღვრა დანარჩენი ორი მეგობრის მომავალი – პიანისტობას თავი დაანებეს და ერთი „მსოფლმხედველობრივ შემოქმედად“ ჩამოყალიბდა, მეორე კი ეგზისტენციალურმა დეპრესიამ მოიცვა. რაც უფრო მეტს ფიქრობს მთხრობელი გლენზე, მით უფრო ხვდება, რომ, სინამდვილეში, დაღმამავალი ვერთჰაიმერის ფენომენის კვლევა უფრო აინტერესებს.
11.9
ლუჟინის დაცვა
ავტორი: ვლადიმირ ნაბოკოვი
სერია: იკითხე კლასიკა
თარგმანი: პაატა ჩხეიძე
არასასურველი რეალობისგან გაქცევის პირველი მცდელობა და პირველი „შეხვედრა“ უცნაურ ყუთთან - ჭადრაკის გაბზარულ დაფასთან... პირველი ინტერესი, ცნობისმოყვარეობა... მოსაწყენი, დუნე, სრულიად უინტერესო სასკოლო ცხოვრება - პატარა ლუჟინი საერთოდ არ ჰგავს თანაკლასელებს, პატარა ლუჟინს თანატოლები აბუჩად იგდებენ... ის ამაზე არ ლაპარაკობს. კითხვებზე მისი პასუხი არის... დუმილი. მაგრამ მის სიცოცხლეში კვლავ ჩნდება ჭადრაკი, უფრო სწორად, დეიდა, რომელიც ჭადრაკის თამაშს ასწავლის და... ალექსანდრ ლუჟინისთვის, რომელსაც უჭირს საკუთარი ადგილის პოვნა საზოგადოებაში, ჭადრაკი თავშესაფრად იქცევა. მაგრამ რამდენად საიმედოა ეს თავშესაფარი? ეს ბედისწერაა - დიდოსტატის სიმაღლეზე ასვლასთან ერთად თამაში ანადგურებს მის რეალურ სამყაროს...
12.95