მედიტაცია
18
ავტორი : ჯიდუ კრიშნამურტი
ჯიდუ კრიშნამურტი (1895-1986) – ინდოელი ფილოსოფოსი. წერდა და საუბრობდა ისეთ თემებზე როგორებიცაა, ფსიქოლოგიური (შინაგანი) რევოლუცია, მედიტაცია, გონება და მისი ბუნება, ადამიანური ურთიერთობები, ადამიანის და ზოგადად საზოგადოების რადიკალური ცვლილება.
ავტორის წიგნი – მედიტაცია – შედგება მისი სხვადასხვა ნაწარმოებებიდან აღებული ტექსტებისგან. აღნიშნული გამოცემით ერთ წიგნად გამოიცა ავტორის შეხედულებები მედიტაციის შესახებ.
- გამომცემლობა
- აქტი
- ფასი
- 18
- წონა
- 0.199
- ნანახია
- 410
მსგავსი პროდუქტები
აშტავაკრა გიტა
ინდური ფილოსოფია
მთარგმნელი: ანდრო დგებუაძე
ეს არის მსოფლმხედველობა, რომელიც ერთდროულად უცხოცაა და ნაცნობიც.
ეს არის საუბარი, რომელიც გამოთქვამს გამოუთქმელს.
ეს არის თვალი, რომელიც გიყურებს და გცნობს.
ეს არის დიალოგი, რომელშიც ორივე მოსაუბრე შენ ხარ.
ეს არის ცოდნა, რომლის შემეცნების დროს ხდები შემოქმედი.
ეს არის რეალობა, რომელსაც აღვიძებ ორ სიზმარს შორის.
ეს არის სიმაღლე, საიდანაც სიკეთე და ბოროტება უნიღბოდ ჩანს.
ეს არის სიღრმე, რომელიც ზედაპირზეა.
ეს არის აღსარება, რომ მთელი არსით ხარ წმინდა.
19.95
მედიტაცია და მისი მეთოდები
ავტორი: სვამი ვივიკანანდა
სვამი ვივეკანანდა – XIX საუკუნის ინდოელი ფილოსოფოსი, სულიერი მოძღვარი და თანამედროვე ინდოეთის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნეა. მოღვაწეობდა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს. მას იცნობენ, როგორც „ერის მამას“. ვივეკანანდას ნააზრევმა უდიდესი გავლენა მოახდინა ინდოეთის ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის ხასიათზე. ასევე, ინდური ფილოსოფიის განვითარებაზე. 1893 წელს ჩიკაგოში, „რელიგიათა პარლამენტის“ წინაშე ვივეკანანდამ წარმოთქვა სიტყვა, რომელმაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანა. მან ლექციებით შემოიარა ამერიკა და მთელი შემოსული თანხა გაჭირვებულ თანამემამულეებს გაუგზავნა. ამერიკელები მას უწოდებდნენ „ორატორს ღმერთის უფლებებით“. მისი ნაშრომები დღემდე პოპულარულია როგორც ინდოეთში, ისე დასავლეთში. „თუ გსურთ გაიგოთ, რა არის ინდოეთი, იკითხეთ ვივეკანანდა“ – წერდა რაბინდრანათ თაგორი.
ავტორის მცირე ზომის წიგნი – „მედიტაცია და მისი მეთოდები“ რომელიც ორ ნაწილად იყოფა, შედგება უამრავი მცირე ზომის საუბრებისგან.
პირველი ნაწილი – მედიტაცია იოგას მიხედვით – შედგება ისეთ თემებზე საუბრებისგან როგორიცაა: რა არის მედიტაცია?, გარემო მედიტაციისთვის, პირობები მედიტაციისთვის, დრო მედიტაციისთვის, გონება და მისი მოთოკვა, გარდასახვა მედიტაციის საშუალებით, მედიტაციის სამი ეტაპი, მედიტაციის უნარი, პრაქტიკული რჩევები მედიტაციის შესახებ, აზროვნების ძალა, მედიტაციის შედეგები, ემოციები და მედიტაცია, იოგას რვა საფეხური და სხვა.
მეორე ნაწილი – მედიტაცია ვედანტას შესაბამისად – შედგება ისეთ თემებზე საუბრებისგან როგორიცაა: ღმერთის ვედანტური კონცეფცია, გაცნობიერების მიზანი და მეთოდები, ლოცვა გასხივოსნებისთვის, დე-ჰიპნოტიზაცია, მარტოსულობიდან საზოგადოებისკენ, რას ნიშნავს მიღმა?, სული და მისი ბორკილები, ზნეობა და რელიგია, ვედანტას კვინტესენცია, მაიას მახე, სულიერი სიმამაცე, ადამიანი – თავისი ბედის შემქმნელი, უშიშრობის სახარება, გურუს საჭიროება, მოწაფის თვისებები, ჩვენ ვხდებით ის, რაზეც ვფიქრობთ, ენერგიის გარდასახვა, როგორ გახდეთ გასხივოსნებული?, თავშეკავების საიდუმლო, გონება: სამყაროს ბიბლიოთეკა, მადლი და ძალისხმევა, მიზანი და საშუალებები, მაია და თავისუფლება და სხვა.
13
რა არის მედიტაცია?
შო – ინდოელი სულიერი მასწავლებელი (გურუ) და ფილოსოფოსი.
ლონდონის გაზეთმა „Sunday Times“ ოშოს „მეოცე საუკუნის ათასი შემქმნელიდან“ ერთ-ერთი უწოდა. ამერიკელმა მწერალმა, ტომ რობინსმა კი იგი დაახასიათა როგორც „იესო ქრისტეს დროიდან ყველაზე უფრო სახიფათო ადამიანი.“ გაზეთმა „Sunday Mid-Dey“ (ინდოეთი) ოშო განდის, ნერუს და ბუდას გვერდით დააყენა – იმ ათი ადამიანის გვერდით, ვინც ინდოეთის ბედი შეცვალეს.
ასევე, ოშო ცნობილია შინაგანი ტრანსფორმაციის მეცნიერებაში რევოლუციური ღვაწლით. მედიტაციასთან მისი მიდგომა ითვალისწინებს თანამედროვე ცხოვრების დაჩქარებულ ტემპს. ოშოს უნიკალური „აქტიური მედიტაციების“ დანიშნულებაა, უპირველეს ყოვლისა, სხეულისა და გონების გათავისუფლება სტრესისგან, რათა შემდგომში უფრო ადვილი იყოს სიმშვიდისა და აზრისგან თავისუფალი მოდუნების მდგომარეობის გადატანა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
წიგნი – „რა არის მედიტაცია?“ – შედგება ოშოს ორი მცირე ზომის წიგნისგან, „ცნობიერება და მედიტაცია“ და „რა არის მედიტაცია?“. წიგნში საუბარია მედიტაციის მნიშვნელობაზე, მის როლზე პიროვნულ განვითარებაში, შესაძლებლობებზე. წიგნში ავტორის მიერ მოყვანილია მედიტაციის 38 მნიშვნელობა, როგორიცაა შემოქმედება, მეცნიერება, მდუმარება, თავისუფლება, მოწიფულობა, შემთვისებლობა, სიცხადე, გაწმენდა, გაცნობიერება, გაგება, ერთიანობა, ტრანსფორმაცია და ა.შ.
15