მკვლელი მძინარე მზეთუნახავი
14
ავტორი: ალაფეა ბერკი, მერი ჰიგინს კლარკი
მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე
სერია: TOP თრილერი
ტელეპროდიუსერი ლორი მორენი გადაწყვეტს, დაეხმაროს ქალს, რომელიც უსაფუძვლოდ დაადანაშაულეს მკვლელობაში. ქეისი კარტერს თხუთმეტი წლის წინ ბრალად წაუყენეს საქმროს - ცნობილი ფილანთროპის, ჰანტერ როლის მკვლელობა. მიუხედავად იმისა, რომ ქეისიმ სასჯელი მოიხადა, მაინც ,,ეჭვქვეშ" ცხოვრობს - ესმის, როგორ ჩურჩულებენ მასზე მაღაზიებში, ვერ შოულობს სამსახურს, დედაც კი ისე ექცევა, როგორც დამნაშავეს. მისი ამბავი ლორი მორენის გუნდის ყურადღებას იპყრობს - ქეისის ეძლევა შანსი, სახელი აღიდგინოს...
- გამომცემლობა
- პალიტრა
- ფასი
- 14
- წონა
- 0.329
- ნანახია
- 236
მსგავსი პროდუქტები
ბოროტების სამსახურში
მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე
როდესაც რობინ ელაკოტს საიდუმლო პაკეტს მიუტანენ,იგი შეძრწუნებული აღმოაჩენს,რომ პაკეტში ქალის მოკვეთილი ფეხია.ელაკოტის ბოსი,კერძო დეტექტივი კორმორან სთრაიქი,ნაკლებად გაოცებული,თუმცა არანაკლებ შეშფოთებულია.არის ოთხი ადამიანი,რომლებზეც ეჭვის მიტანა შეიძლება,და სთრაიქმა იცის,რომ ასეთი შემზარავი სისასტიკის ჩადენა ნებისმიერ მათგანს ძალუძს. პოლიციას ამ ოთხიდან ერთზე აქვს ეჭვი,სთრაიქი კი სულ უფრო მეტად რწმუნდება,რომ ის "ერთი" დამნაშავე არ არის.ამიტომ რობინთან ერთად საქმეს თვითონ ჰკიდებს ხელს...
17.95
ჭაობი
ავტორი: არნალდურ ინდრიდასონი
სერია:TOP თრილერი
მთარგმნელი: ანტონ სინატაშვილი
რეიკიავიკის პოლიცია ხნიერი მამაკაცის გვამს პოულობს. მამაკაცი მოკლულია მისივე ბინაში, მაგრამ მტკიცებულებები არ ჩანს, გარდა სამსიტყვიანი ბარათისა - ,,მე ის ვარ". გამოცდილი დეტექტივ-ინსპექტორი ერლენდურ სვეინსონი ხვდება, რომ ამ დანაშაულის უკან ვიღაცის ტრაგედია იმალება და ნაბიჯ-ნაბიჯ, თითქოს ნატეხებით აწყობს შემზარავი საიდუმლოს მოზაიკას... საქმის ძიებისას ინსპექტორი ერლენდური სხნის საიდუმლოებებსაც, რომლებიც ბევრად მეტია, ვიდრე ერთი მოხუცის მკვლელობა...
11.95
წინამორბედი
ავტორი: ჯ. პ. დილენი
მთარგმნელი: ანა კოპაძე
სერია: TOP თრილერი
ვან-ფოლგეით-სთრითი ყველასგან გამორჩეული სახლია - ლამაზი, თანამედროვე... და საიდუმლოებებით სავსე. მისი არქიტექტორიც უცნაური კაცია- უჩვეულოდ აზროვნებს, პროექტებიც უცნაური აქვს და გარშემო მყოფთაც თავისი შეხედულებებისამებრ აიძულებს ცხოვრებას. ადრე: ვან-ფოლგეით-სთრითზე ემა ცხოვრობდა და ახლა აღარ არი. ახლა: ჯეინი დასახლდა, რომ შვილის დაკარგვის ტკივილი ამ ლამაზმა სახლმა მაინც გაუნელოს, ცხოვრება თავიდან დაიწყოს. ახალი სიყვარულიც ეწვია,მაგრამ გამუდმებით ღრღნის საფრთხის შეგრძნება... რატომ,რისი ან ვისი ბრალია...
13
აბრეშუმის ჭია
ავტორი: რობერტ გელბრეითი
მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე
სერია: TOP თრილერი
"აბრეშუმის ჭია" დეტექტივ კორმორან სთრაიქზე დაწერილი რომანების მეორე წიგნია. დაძაბული სიუჟეტითა და საინტერესო გმირებით. რომანი 2014 წელს გამოვიდა და მაშინვე მოექცა ბესტსელერების სიის სათავეში. ოუენ ქუაინის გაუჩინარების შემდეგ მისი ცოლი კერძო დეტექტივს, კორმორან სთრაიქს დაიქირავებს, რადგან ფიქრობს, რომ მისი მწერალი მეუღლე მორიგი თავგადასავლის ძიებაშია და ოჯახს ემალება.ჩამაფიქრებელი ისაა, რომ ოუენ ქუაინთან ერთად გაუჩინარდა მისი ბოლო რომანის ხელნაწერიც...
15
ბორნის იდენტიფიკაცია
ავტორი: რობერტ ლადლემი
მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე
სერია: TOP თრილერი
ჯეისონ ბორნი საფრანგეთის ერთ პატარა, ზღვისპირა ქალაქში, გალოთებული ექიმის ქოხში იღვიძებს. მას აღარაფერი ახსოვს - ვინ არის, რა დაემართა. მაგრამ სულ მალე აღმოაჩენს, რომ ფლობს რამდენიმე ენას, დახელოვნებულია აღმოსავლურ ორთაბრძოლაში და, რაც მთავარია, ანგარიშზე რამდენიმე მილიონი დოლარი აქვს.ასეთი მონაცემებით ახალი ცხოვრების დაწყებაც შეიძლებოდა, მაგრამ ბორნი ასევე აღმოაჩენს,რომ მასზე ნადირობენ აშშ-სა და ევროპის სახელმწიფოების სპეცრაზმები,მისი სიკვდილი სურს საერთაშორისო დანაშაულებრივი სინდიკატის ბოსსაც.
18
წყალში
ავტორი: პოლა ჰოკინსი
ინგლისის პატარა ქალაქ ბედფორდის მდინარე არაერთ საიდუმლოს მალავს. მასში უამრავი ქალი დაიხრჩო - ზოგმა თავი მოიკლა, ზოგიც ცხოვრებისეულ გარემოებებს ემსხვერპლა. ამიტომაც უწოდეს მას “სიკვდილის ტბორი”.
"სიკვდილის ტბორში” ჯერ 15 წლის ქეითი გადახტა, შემდეგ კი მისი მეგობრის დედა დენიელ ებოტი… მაგრამ გადახტა თუ გადააგდეს? - ამის ახსნა მოუწევთ დენიელის დასა და დეტექტივებს და იქნებ საიდუმლოსაც აეხადოს ფარდა?! ამ პროვინციული ქალაქის მხოლოდ რამდენიმე მკვიდრმა იცის, რა მოხდა წლების წინ ...
14