ნეთანიაჰუები
16.95
ავტორი: ჯოშუა კოენი
მთარგმნელი: თამარ ჯაფარიძე
სერია: ლიტერე ინვენტე
მოქმედება ნიუ-იორკში, 1960 წლის ზამთარში ხდება. ისტორიკოსი რუბენ ბლუმი, კორბინის კოლეჯის ერთადერთი ებრაელი აკადემიკოსი, რომელიც წლებია, ამერიკაში ცხოვრობს ცოლ-შვილთან ერთად, იძულებით, სრულიად წარმოუდგენელი და თითქმის კატასტროფული გარემოებების დამთხვევით, სხვა ებრაელის _ ასევე ისტორიკოსის, ბენ-სიონ ნეთანიაჰუს ოჯახის მას პინძლად იქცევა. პოლიტიკა, ისტორია, ეროვნული იდენტობა, მკაცრი აკადემიური გარემოს სატირულობა _ ეს ყველაფერი გასდევს ფონად რეალურ ამბავზე დამყარებულ, ბრწყინვალე ოსტატობით აგებულ თავბრუდამხვევ რომანს, რომელიც ძალი ან სასაცილო და მელანქოლიური მომენტების მონაცვლეობით გვიყვება ადამიანებისა და ქვეყნების ურთიერთობის ორაზროვნებაზე.
- გამომცემლობა
- პალიტრა ლ
- ფასი
- 16.95
- ნანახია
- 91
მსგავსი პროდუქტები
კლარა და მზე
ავტორი: კაზუო იშიგურო
სერია: ლიტერე ინვენტე
მთარგმნელი: თამარ ჯაფარიძე
"ნობელის პრემიის ლაურეატი მწერლის მომაჯადოებელი რომანი, რომელიც მწარედ, ტკივილით დაგვაფიქრებს სიყვარულსა და მარტოობაზე, იმაზე, თუ როგორია ხელოვნური ინტელექტის როლი ჩვენს მომავალში.ეს კლარას ამბავია, რომელსაც ის თავად მოგვითხრობს. კლარა განსაკუთრებული, ყველა ანალოგისგან გამორჩეული შესაძლებლობების მქონე ხელოვნური მეგობარია. ის მაღაზიის ვიტრინაში დგას და ყურადღებით ადევნებს თვალს გამვლელებს, აკვირდება მათ და ელის კლიენტს, რომელიც მას ამოირჩევს. ასეთი კლიენტი გამოჩნდება და კლარა ნამდვილ ოჯახს იძენს. მაგრამ რას ნიშნავს „ნამდვილი“ სამყაროში, რომელიც გაჟღენთილია პრაგმატიზმით, რაციონალურობითა და ათასგვარი შიშით? „კლარა და მზე“ არის სულის შემძვრელი, დაუვიწყარი წიგნი, რომელიც, რობოტის გულწრფელი და შეუდარებელი თხრობის მეშვეობით, სრულიად სხვაგვარად დაგვანახვებს საკუთარ თავებს, ჩვენს ქცევას და დაგვაფიქრებს მარადიულ კითხვაზე: რა არის სიყვარული?"
23.95
მძიმეა დღის ბოლო
ავტორი: მარიკე ლუკას რეინეველდი
მთარგმნელი: დავით ღოლიჯაშვილი
სერია: ლიტერე ინვენტე
ნიდერლანდელი პოეტის პირველი გახმაურებული რომანი, რომელმაც 2020 წელს ბუკერის საერთაშორისო პრემია დაიმსახურა. ამ რომანში ტრავმასთან გამკლავების მექანიზმი უცნაური, შემზარავი და იმდენად წარმოუდგენელია, რომ მას მხოლოდ ბავშვური, ცხოველური ფანტაზიით თუ ავხსნით. მკაცრ ქრისტიანულ გარემოში, ფერმაში გაზრდილი ათი წლის იასი ოჯახის ტრაგედიას საკუთარ თავს აბრალებს. ერთხელ ძმაზე გაბრაზებულმა ღმერთს სთხოვა, მისი საყვარელი კურდღლის ნაცვლად, თავისთან იასის უფროსი ძმა წაეყვანა. ასეც მოხდა და ამის შემდეგ ოჯახის წევრებს შორის სიკვდილი ჩასახლდა, თუმცა მათ სახლში ამაზე არავინ ლაპარაკობს. მაგრამ იასს არსად სურს წასვლა, მხოლოდ საკუთარ თავში მოგზაურობა უნდა და ამის ნიშნად ჭიპში ჭიკარტს ჩაისობს. ეს მისი საიდუმლოა - ოჯახში არ უნდა იცოდნენ, ღმერთის ნაცვლად საკუთარი თავისკენ მიმავალი გზა რომ აირჩია. ამიტომ აღარ იხდის წითელ ქურთუკს, რომელიც ფარავს მის სანუკვარ სურვილს, ერთდროულად მოახერხოს საკუთარი თავის პოვნა, გაცნობა და გაქრობა.
16.95
როცა ობლები ვიყავით
ავრორი: კაზუო იშიგურო
თარგმანი: ია ქვაჩახიას
სერია: ლიტერე ინვენტე
მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე შანხაიში დაბადებული ინგლისელი ბიჭუნა, ქრისტოფერ ბენქსი, ცხრა წლის ასაკში ობლდება. მისი მშობლები საეჭვო ვითარებაში უჩინარდებიან. ბიჭს საცხოვრებლად ინგლისში უშვებენ, სადაც იგი ცნობილი დეტექტივი ხდება. ოციოდე წლის შემდეგ ის უბრუნდება ჩინეთ-იაპონიის ომის ქარცეცხლში გახვეულ შანხაის, რათა მშობლების გაუჩინარების საიდუმლო ამოხსნას. ეთნიკური მრავალფეროვნებით განთქმული ჩინური ქალაქის ფერადოვნება და დანისლული ლონდონი; ერების დიდი შეჯახება და კატასტროფის მომლოდინე მსოფლიოს ხვედრზე დაფიქრებული ადამიანები; მახეში მოქცეული კაცის არჩევანი და ვალის მოხდით მოგვრილი კმაყოფილება - იაპონური წარმოშობის ბრიტანელი მწერლის კიდევ ერთ შთამბეჭდავ ნაწარმოებში.
19.95